imedi /  18 დეკემბერი 2018, 16:03 / სანდო წყარო

პროკურატურა: რობაქიძის საქმეზე ჩვენი მტკიცებულებები სასამართლომ სრულად გაიზიარა

მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმეზე დამდგარ განაჩენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად  გამოყენებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და  საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე  მუხლის მე-3  ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006  წლის  28  აპრილამდე  მდგომარეობით) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (2006  წლის  28  აპრილამდე  მდგომარეობით). 

პროკურატურის განცხადებით, საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობდა 5 წლის განმავლობაში, რა დროსაც დაიკითხა ორმოცდაათ პირზე მეტი მოწმე, გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები.

პროკურატურის განცხადებით, ამ ყველაფერზე დაყრდნობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილმა უფროსმა დავით იაშვილმა, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენეს ბოროტად, ხოლო თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ მიქაძემ და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსმა ზაზა ბაქრაძემ სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენეს ბოროტად და მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაც გამოიხატა შემდეგში:

"2004 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქალაქ თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით გააჩერა „ბე ემ ვე“-ს მარკის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ამირან (ბუტა) რობაქიძე, კ.ა., გ.ქ., ა.ბ., ი.მ. და ლ.დ. ავტომანქანის გაჩერების შემდეგ ავტომანქანის მძღოლი და მგზავრები, მათ შორის ბუტა რობაქიძე, გადავიდნენ ავტომანქანიდან. პატრულის თანამშრომლებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ავტომანქანიდან გადმოსული პირები, გამოიძახეს დამხმარე ეკიპაჟი. რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის სხვა დამხმარე ეკიპაჟი – გ.ბ.-სა და ლ.ბ.-ს შემადგენლობით და დაიწყეს ავტომანქანიდან გადმოსულ პირთა ჩხრეკა და დაკავება. თუმცა, რობაქიძეს და მის თანმხლებ პირებს  არ აღმოაჩნდათ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავების მიმდინარეობისას პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა ერთჯერადი, გაუფრთხილებელი გასროლა და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა იქვე მდგომი, ხელებაწეული ამირან რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარი ფაქტის გამო შემთხვევის ადგილზე  მივიდნენ თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – ზ.მ., საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  უფროსი – გ.დ., თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი – დ.ი., დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი ი.ფ. და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი – ზ.ბ. დასახელებულმა პირებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და აღმოაჩინეს, რომ დაკავებულებს არ გააჩნდათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. იმავდროულად, შემთხვევის ადგილზე მყოფი კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყვეს, რომ პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-ს მხრიდან გაუფრთხილებელ გასროლას შედეგად მოჰყვა ამირან (ბუტა) რობაქიძის გარდაცვალება. ბრალდებულებმა ზ.მ.-მ, გ.დ.-მ, ი.ფ.-მ, დ.ი.-მ და ზ.ბ.-მ, რომლებიც მოქმედებდნენ წინასწარ ურთიერთშეთანხმებით, განიზრახეს ამირან (ბუტა) რობაქიძის,  გ.ქ.-ს, ი.მ.-ს, კ.ა.-ს, ლ.დ.-ს და ა.ბ.-ს ხელოვნური და სრულიად უსაფუძვლო დადანაშაულება პოლიციელებზე შეიარაღებულ თავდასხმაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვასა და ტარებაში. ამ მიზნით, პოლიციის მაღალჩინოსნებმა ხელოვნურად შექმნეს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, შემთხვევის ადგილზე შეიქმნა იმგვარი სურათი, თითქოსდა დაკავებულ ახალგაზრდებს თან ჰქონდათ სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაც შემდგომ აისახა პროცესუალურ დოკუმენტებში. კერძოდ, შემთხვევის ადგილზე დასახელებულ თანამდებობის პირთა მითითებით მიიტანეს ორი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცალი რევოლვერი, ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 248 (ორასორმოცდარვა) ცალი ვაზნა.

პოლიციის პასუხისმგებელ პირთა მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებათა გაყალბებამ მძიმე შედეგი გამოიწვია. სახელდობრ, სრულიად უსაფუძვლოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ იქნენ მიცემულნი: კ.ა., გ.ქ., ა.ბ.,, ი.მ. და ლ.დ., რომელთა მიმართაც გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ზ.ბ.-სთან მიმართებით დაამტკიცა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 2 წლის  ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო ზ.მ.-ს, გ.დ.-ს, ი.ფ.-ს და დ.ი.-ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა", – წერია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. 

ყველა სიახლე

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.

26 აგვისტო 2026, 17:57

პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

26 აგვისტო 2026, 17:49

საზოგადოება

თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა

მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 17:35

მსოფლიო

Reuters: ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯაბა ხუბუა

26 აგვისტო 2026, 17:26

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს

როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“

​ვახტანგ ცინცაძე

26 აგვისტო 2026, 17:16

ეკონომიკა

​ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები

„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.