ხადის ხეობაში სმითების მკვლელობის საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი
რაიან და ლორა სმითები
ფოტო: Facebook
ხადის ხეობაში მოკლული სმითების ოჯახის შესახებ ახალი დეტალები "იმედის კვირისთვის" გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, 19 წლის მწყემსმა არ იცოდა, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, სმითები დანაშაულის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას საკუთარი ფოტოაპარატით იღებდნენ.
კობაურის ფოტოები იმ ფოტოაპარატში აღმოჩნდა, რომელიც გამომძიებლებმა ბავშვის გვამთან ერთად გადამალული იპოვეს.
როცა მკვლელობიდან რამდენიმე დღეში გამოძიების ოფიციალური ვერსია და მალხაზ კობაურის აღიარებითი ჩვენება გავრცელდა, ბევრ სხვასთან ერთად გაჩნდა ერთი აუხსნელი კითხვაც - როგორ შეიძლებოდა დედას დაეტოვებინა იარაღდამიზნებული 4 წლის შვილი და თავის გადასარჩენად გაქცეულიყო.
გამოძებისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში კობაური რაიან სმითის მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებდა, მამა-შვილის მკვლელობას აღიარებდა და გამოძიებას არწმუნებდა, რომ ლორა სმითი გაიქცა და ხევში ჩავარდა.
ექსპერტიზის პასუხებმა კობაურის პირველი აღაიარებითი ჩვენება თავდაყირა დააყენა და დანაშაულის რადიკალურად განსხვავებული მოტივი გამოკვეთა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ დანაშაულის მიზეზი ლორა სმითის მიმართ კობაურის სექსუალური ლტოლვა იყო და მიზნის მისაღწევად მას მამა-შვილის მოშორება დასჭირდა.
საქმის პროკურორი ზაზა დათუკიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მივიდნენ ერთ-ერთ ჩანჩქერთან, მან გაიტყუა მამა-შვილი, ქალი დარჩა ცანჩქერთან. ის მოულოდნელად დაახლოებით 150 სანტიმეტრის მოშორებით ზურგიდან ესვრის რაიან სმითს წელის არეში, შემდეგ კი ახორციელებს საკონტროლო გასროლას. ბავშვი ტირის, ვარდება პანიკაში, რის შემდეგაც ის მიბჯენით ესვრის ბავშვს.
გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მამა-შვილის მკვლელობის შემდეგ კობაურმა რაიან სმითის გვამი მდინარეში გადააგდო, ბავშვის ცხედარი კი თოვლის ზვავის ქვეშ გადამალა. ეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმია, რომელიც მალხაზ კობაურის 8 ივლისის ჩვენების შესამოწმებლად ჩატარდა.
ხადის ხეობაში 7-საათიანი ექსპერიმენტისას კობაურმა სამარალდამცველებს მკვლელობის ადგილი აჩვენა. ოქმში აღნიშნულია ისიც, რომ სწორედ ბრალდებულმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც რაიან სმითის გვამი გადააგდო, კერძოდ, მკვლელობის ადგილიდან 1 მეტრის მოშორებით, მდინარის კალაპოტში. ბავშის ცხედარს კი სწორედ კობაურის მითითებით გასროლის ადგილიდან 12 მეტრში თოვლის ნარჩენის ქვეშ მიაგნეს.
.მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა გვამები მოიშორა, ის ბრუნდება ჩანჩქერთან, სადაც დატოვა ლორა სმითი და იარაღის მუქარით ახორციელებს მასზე ძალადობას და საბოლოოდ აუპატიურებს მას, ამის შემდეგ ბრალდებულმა ლორა სმითი დაახრჩო წყალში და ამის შემდეგ ჩააგდო მდინარეში.
სწორედ მკვლელობის მოტივის დადგენის შემდეგ გახდა შესაძლებელი კობაურისვთის ბრალი დაემძიმებიათ.
თავდაპირველად გამოძიება მას მხოლოდ მამა-შვილის მკვლელობას ედავებოდა, რასაც ბალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებიც ამყარებდა. "იმედის კვირამ" ორივე დოკუმენტი მოიპოვა. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ თოფის ლულაზე 4 წლის ქელებ სმითის დნმ-პროფილი ფიქსირდება, ამავე იარაღზეა მალხაზ კობაურის დნმ-ი. დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ ბავშვი იარაღის თავზე მიბჯენით არის მოკლული. ბალისტიკური ექსპერტიზით კი დგინდება, რომ მკვლელობის იარაღი ვარგისია საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად და ისვრის. ასევე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილიდან და გვამებიდან ამოღებული ტყვიის ფინდიხი და საფანტი, სწორედ იმ ტიპის იარაღისთვისაა განკუთვნილი, როგორიც მალხაზ კობაურს ჰქონდა თან.
ამოღების ოქმის მიხედვით, ირკვევა, რომ მკვლელობის იარაღი მწყემსების დროებითი საცხოვრისიდან დაახლოებით 30 მეტრში, საწვიმარში გადახვეული, ბალახებში იყო გადამალული და სამართალდამცველებს ამის შესახებაც მალხაზ კობაურმა უთხრა.
მწყემსმა პირველ ჩვენებაში ლორა სმითის მკვლელობის შესახებ არაფერი თქვა, შესაბამისად გამოძიების ვერსიით, დამალა ნამდვილი მოტივი. ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმითის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა, წყალში დახრჩობით, თუმცა ამავე დასკვნაში აღწერილია დაზიანებებიც, რის გამოც პროკურატურაში ფიქრობენ, რომ კობაურმა ქალზე ჯერ იძალადა და მერე დაახრჩო.
"გვამს აღენიშნებოდა თხემის მიდამოში მარცხნივ, უსწოროკიდეებიანი დაჟეჟილი ჭრილობა, სხეულზე მრავლობითი ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები, დაზიანებები განვითარებულია რაიმი მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში", - წერია დასკვნაში.
"მაშველებმა ქალი ნახეს ასეთ მდგომარეობაში: შორტები ჰქონდა გახეული, რაც მიუთითებს ძალადობაზე, უკანა ტანში აღმოჩნდა სპერმა, აზღუდი ჰქონდა ჩამოწეული და მაისური აწეული, მუცელი და მკერდი ჰქონდა შიშველ მდგომარეობაში", - ამბობს საქმის პროკურორი.
მალხაზ კობაურის ადვოკატს არც ექსპერტიზის დასკვნების და არც გამოძების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. მას აქვს საკუთარი ვერსია, რომლის შესახებაც ჯერ ბრალდებულმა ისაუბრა ერთადერთ ღია პროცესზე, მოგვიანებით კი ადვოკატებმა დაცვის მხარის სტრატეგია სწორედ ამაზე ააგეს. ბრალდებულის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დანაშაული სხვა 7 ადამიანმა ჩაიდინა.
ადვოკატი ამბობს, რომ უცხო პირებმა კობაურის თოფით მამაკაცის მოკვლის შემდეგ ის ვაზნების მოსატანად მწყემსების კარავში წაიყვანეს, თუმცა ასევე ატკიცებს, რომ კობაურს ბავშვის მკვლელობა არ ახსოვს, რადგან რაიან სმითის მკვლელობის გამო მძიმე ემოციური ზემოქმედების ქვეშ იყო. დაცვა არც იმ ვერსიას ენდობა, რომ რაიან სმითის გვამი, მკვლელობის ადგილიდან 1700 მეტრის მოშორებით წყლის დინებამ ჩაიტანა.
გამოძიების ინფორმაციით, კობაურის მობილურ ტელეფონში გარდაცვლილი ლორა სმიტის ფოტოები აღმოჩნდა. ამას ადვოკატიც ადასტურებს, თუმცა საკუთარი ახსნა აქვს.
"პოლიციელმა რომ დაურეკა, ამან უთხრა, რომ მკვლელობა მოხდაო, იმათ არ დაიჯერეს და უთხრეს, წადი მოძებნე, ფოტოები გადაიღე და გვაჩვენეო. ხო და ესეც წავიდა, გადაუღო და ჩაუტანა პოლიციელებს", - ამბობს ადვოკატი.
კობაურის ტელეფონში აღმოჩენილ ფოტოებზე განსხვავებული ვერსია მიაწოდა გამოძიებას ერთერთმა მწყემსმა. როგორც ირკვევა, მან 6 ივლისს კობაური სოფელ წკერეში ტელეფონების დასატენად გაგზავნა. დაგვიანების მიზეზი კი კობაურმა ასე ახსნა:
"მან მე მიპასუხა, რომ პოლიციელებს დაეხმარა გარდაცვლილი ქალის მოძენბაში, რომელიც იმყოფებოდა წყალში. თან მაჩვენა მის მიერ გადაღებული წყალში დამხრჩვალი ქალის სურათები. თან გვეუბნებოდა, ნახეთ, რა მაგარი ქალია, თან მკერდი უჩანსო. როგორც მახსოვს, ამ დღეს კობაურმა გვითხრა შეიძლება პოლიცია დაგვეცესო, თან იყო შეშინებული. როდესაც მალხაზ კობაური პოლიციელებმა წაიყვანეს, შევამჩნიე, რომ მას გააკანკალა და იყო ძალიან შეშინებული", - ამბობს მოწმე.
საგამოძებო უწყებებს არც კობაურის დედა ენდობა და მათ მწყემსზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ მალხაზ კობაურს აღიარებითი ჩვენება იძულებით მიაცემინეს და მტკიცებულებები გააყალბეს.
ადვოკატს არ აქვს პასუხი, რატომ უნდა დაიჯეროს მათი ვერსიის საზოგადოებამ. მას იმის ახსნაც უჭირს, თუკი სმითების ოჯახი შვიდმა ადამიანმა ამოხოცა და არ დაინდო არც 4 წლის ბავშვი, რატომ დატოვეს ცოცხალი ასეთი დანაშაულის ერთადერთი მოწმე მალხაზ კობაური, რა იცოდნენ კობაურის ხეობაში ყოფნის შესახებ და რატომ აიყვანეს იმ ადგილას იძულებით, სადაც დაცვის ვერსიით, სმითები ჰყავდათ გაჩერებული, ეს მაშინ, როცა კონფლიქტი კობაურის იქ მიყვანის შემდეგ დაიწყო.
ყველაზე მთავარი - თუკი ეს ადამიანები ხეობაში სმითების მოსაკლავად იყვნენ ჩასულები, რთული ასახსნელია, რატომ დარჩნენ კობაურის სანადირო თოფის იმედად, რომელსაც, თურმე საკმარისი ვაზნებიც კი არ აღმოაჩნდა ადგილზე. და ბოლოს, დაცვის როგორი სტრატეგიაც არ უნდა იყოს საგამოძიებო სისტემის დისკრედიტაცია, წარმოუდგენელია გამოძიებელს ხეობაში მწყემსისთვის დაევალებინა გვამის მოძებნა და მისთვის ფოტოების გადაღება ინფორმაციის გადამოწმების მიზნით.
3 დეკემბერს გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიჯი მსაჯულების შერჩევის პროცესი დაიწყო. ამ მიზნით, ბრალდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სასამართლოს მიმართეს. 14 მსაჯული (12 ძირითადი და 2 სათადარიგო) ბრალდებულს და პროკურორს უახლოეს დღეებში მოუსმენს.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 14:39
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს
წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის ვიზიტით იმყოფება.
13 აპრილი 2026, 14:35
რეგიონი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 აპრილი 2026, 14:33
რეგიონი
ჯონდო მდივნიშვილი კახეთში სტიქიაზე: სანიაღვრე არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს. ნიადაგიც წყლის მასით არის გაჯერებული. მუშაობს როგორც მუნიციპალური ტექნიკა, ასევე - სამაშველო ეკიპაჟები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის შედეგად გაჩენილ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით არჩევნებს უნგრეთში, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში საარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 14:21
საზოგადოება
აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამა: თავი შესწირა, ხუთი კაცი გამოიყვანა და თვითონ მკვდარი იქ დამიტოვეს. იქ იწვოდა ჩემი შვილი, ცეცხლი ეკიდა და აქ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ტაშ-ფანდური გამართეს, მოვიგეთ ომიო
მამა მომიკვდა 4 აგვისტოს და 8აგვისტოს შვილი სერგო მომიკლეს, ვერც ერთი ვერ ვიტირე, - განაცხადა აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამამ, თამაზ მელიამ.
13 აპრილი 2026, 14:19
მსოფლიო
Politico: მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს
თუმცა, სტატიაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი უკრაინისთვის უნგრული იარაღისა თუ ნაღდი ფულის გაგზავნას ეწინააღმდეგება. მადიარი არც უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას ემხრობა.
13 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: აღდგომის მეორე დღეს ადამიანები საფლავზე გადიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დღეებში გლოვა, ტირილი არ შეიძლება, ეს არის აღდგომის სიხარული და ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, რომ თითოეული ადამიანი ისევ აღდგება
ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.
13 აპრილი 2026, 14:15
რეგიონი
სტიქია კახეთში - ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ნაკვეთები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა
კახეთში, ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა ნაკვეთები.
13 აპრილი 2026, 14:07
მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს
კრემლში მოისმინეს ბუდაპეშტიდან გაჟღერებული განცხადებები დიალოგის გაგრძელების მზადყოფნის შესახებ, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
13 აპრილი 2026, 14:02
მსოფლიო
ლეო XIV: ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია
„ჩემი გზავნილის იმავე სივრცეში მოქცევა, რასაც პრეზიდენტი ცდილობს, ვფიქრობ, იმას ნიშნავს, რომ მას სახარების არსი არ ესმის. ვწუხვარ ამის მოსმენის გამო, მაგრამ მე კვლავაც გავაგრძელებ იმას, რაც დღევანდელ მსოფლიოში ეკლესიის მისიად მიმაჩნია“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, ალჟირისკენ მიმავალ გზაზე.
13 აპრილი 2026, 13:41
მსოფლიო
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: სომხეთმა უნდა მიიღოს ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, ეს მოიცავს სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით
„სომხეთმა უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო. ეს მოიცავს: ეფექტიან მანდატსა და რესურსებს ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, როგორც თანასწორობის ორგანოსთვის; სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით; სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედებას“, - წერს კომისარი X-ზე.
13 აპრილი 2026, 13:36
მსოფლიო
კირ სტარმერი: დიდი ბრიტანეთი ირანის პორტების ბლოკადას მხარს არ უჭერს
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის პირადად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პასუხისმგებლად ბრიტანეთის ენერგეტიკულ გადასახადებზე მოქმედების გამო, სტარმერმა BBC-ს პირდაპირი პასუხი არ გასცა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მას შეუძლია გააკეთოს, არის ქვეყნების გაერთიანება დეესკალაციისა და სრუტის გახსნის მოთხოვნით.
13 აპრილი 2026, 13:09
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
13 აპრილი 2026, 13:00
მსოფლიო
Euronews: კვლევის თანახმად, ფრიდრიხ მერცი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია
გამოკითხვების თანახმად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 24 დემოკრატიულ ქვეყანას შორის ყველაზე არაპოპულარული ლიდერია. რეიტინგში ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნარენდრა მოდის, ლი ჯე-მიონსა და ანდრეი ბაბიშს.
13 აპრილი 2026, 12:54
მსოფლიო
პედრო სანჩესი: ჩვენ გვჭირდება ჩინეთის გახსნა, რათა ევროპას საკუთარი თავის დახურვა არ მოუწიოს - ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან გასულ წელს 18%-ით გაიზარდა. ეს არამდგრადია
„ჩინეთმაც იგივე უნდა გააკეთოს - გაიხსნას, რათა ევროპას არ მოუწიოს ჩაკეტვა; დაგვეხმაროს იმ მიმდინარე სავაჭრო დეფიციტის გამოსწორებაში, რომელიც მასთან გვაქვს, დეფიციტის, რომელიც არ არის დაბალანსებული, რომელიც მხოლოდ გასულ წელს კვლავ 18%-ით გაიზარდა და რომელიც ჩვენი საზოგადოებებისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.
13 აპრილი 2026, 12:21
მსოფლიო
გერმანიაში Lufthansa-სა და Eurowings-ის პილოტები გაიფიცნენ
ავიაკომპანიების Deutsche Lufthansa AG, Lufthansa Cargo AG და Lufthansa CityLine GmbH პილოტებმა გაფიცვა დაიწყეს. პროტესტს შეუერთდნენ Eurowings GmbH-ის პილოტებიც, რომლებიც რეისებს გერმანიის აეროპორტებიდან ასრულებენ. აქცია პილოტთა პროფკავშირის, Vereinigung Cockpit-ის ინიციატივით ტარდება. გაფიცვამ ყველაზე დიდი შეფერხებები ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში გამოიწვია და 14 აპრილის, ადგილობრივი დროით 23:59 საათამდე გაგრძელდება.
13 აპრილი 2026, 12:00
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ჩაანაცვლებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო ვიზიტი შეაფასა: „ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ სწორედ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში“.
13 აპრილი 2026, 11:56
რეგიონი
ცოტნე ანანიძე: საქართველოში ოპოზიციას ხალხის ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს - ამ მოცემულობას კი ვერანაირი გარე ჩარევა ვერ შეცვლის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უნგრეთის არჩევნებს და მის შედეგებს ეხმიანება და ფიქრობს, ეს პოლიტიკური გაკვეთილი უნდა იყოს უნგრეთიდან გარედან მართული ოპოზიციისთვის, რომ ხელისუფლების ბედი მხოლოდ ხალხის ხელშია და არა საგარეო მხარდაჭერის.
13 აპრილი 2026, 11:30
მსოფლიო
ალექსანდრ ვუჩიჩი: ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება
„ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ასევე, მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს იმ წვლილისთვის, რაც მან ამგვარი ურთიერთობების შესაძლებლობის შექმნაში შეიტანა“, - წერს ვუჩიჩი.
13 აპრილი 2026, 11:21
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ, რათა დავხმარებოდით მათ რუსეთისგან თავდაცვაში. ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდება
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ისინი ჩვენს გვერდით არ იყვნენ. ჩვენ ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ ნატოზე, რათა დავხმარებოდით მათ რუსეთისგან თავდაცვაში. თუ დაფიქრდებით, გამოდის, რომ ჩვენ რუსეთისგან ვიცავთ თავს. დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ეს ცოტა სასაცილოა, თუმცა ჩვენ ამაში ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ. ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდება“, - განაცხადა მან.


