imedi /  29 იანვარი 2019, 16:46 / სანდო წყარო

არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით გორში 1 პირი დააკავეს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1992 წელს დაბადებული პირი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით არასრულწლოვანზე განხორციელებული ოჯახში ძალადობის ბრალდებით გორში დააკავა.

შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ, 2010 წელს დაბადებულ, უდედმამოდ დარჩენილ ცოლის დისშვილს, მისი პატარა დის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ ბრალდებული მტკიცებულებების საფუძველზე დააკავა. ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი და მისი და სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის ან ფაქტის შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ განყოფილებას წერილობით, ან დარეკოს ცხელ ხაზზე. 

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

24 ივნისი 2021, 13:29

COVID19

რამდენად არის გავრცელებული საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელებაზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძე

24 ივნისი 2021, 13:28

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იმუნური სტატუსით შევხდებით შემოდგომას, რომ მეოთხე ტალღა მსუბუქი გავხადოთ

„მეოთხე ტალღაზე საუბარი სერიოზულია, მაგრამ ბევრი ქვეყანა ფიქრობს, რომ ის გაცილებით მსუბუქი უნდა იყოს, ვიდრე წინა სამი ტალღა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

24 ივნისი 2021, 13:23

COVID19

ამირან გამყრელიძე: სანამ მოსახლეობის დაახლოებით 30% არ აიცრება, პირბადე კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს მთავარ იარაღად რჩება

„ჩვენ ოქროს შუალედს ვეძებთ და დანის პირზე გავდივართ, რომ რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მივცეთ ეკონომიკას და ამავე დროს ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება. ამიტომ, რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ. მიუხედავად იმისა, რომ გარე სივრცეებში პირბადის ტარებს ვალდებულება მოიხსნა, აუცილებელია პირბადის ტარება ყველგან დახურულ სივრცეში, გაჩერებებზე, ბაზრობებზე და იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. ჯერჯერობით, სანამ მოსახლეობის დაახლოებით 30% არ აიცრება, პირბადე ჩვენს მთავარ იარაღად რჩება კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დმიტრო კულება

24 ივნისი 2021, 13:22

მსოფლიო

დმიტრო კულება: ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტების ჩატარების აღდგენა სასანქციო პოლიტიკიდან სახიფათო გადახრაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტების ჩატარების აღდგენა სასანქციო პოლიტიკიდან გადახრაა. ამის შესახებ დმიტრო კულებამ, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ჟოზეფ ბორელთან ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

24 ივნისი 2021, 13:00

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: სანამ გზავნილებში აიბლანდებით, ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბეთ, ძალიან ნათლად იყიდებით

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე შეერთებულ შტატებში ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის ერთ სასტუმროში ცხოვრებისა და მათი შესაძლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

24 ივნისი 2021, 12:51

საზოგადოება

"ლიბერთი ბანკი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„საპენსიო სერვისების გაუმჯობესებაზე დისკუსია, წინასაარჩევნო პოლიტიკური ველიდან საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ ფორმატში უნდა გადავიდეს. ამ მგრძნობიარე თემით მანიპულირება და ბანკის დისკრედიტაციაზე მიმართული ინფორმაციის გავრცელება სრულიად მიუღებელია ჩვენთვის და დამაზიანებელია პროცესისთვის.

ანგელა მერკელი

24 ივნისი 2021, 12:48

მსოფლიო

ანგელა მერკელი: საკმარისი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტი ესაუბრებოდეს - ევროკავშირმა ასევე უნდა შექმნას დისკუსიების სხვადასხვა ფორმატი

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი უნდა დაამყაროს და რუსეთის პროვოკაციებსა და ჰიბრიდულ შეტევებზე ერთობლივი რეაგირების მექანიზმები შექმნას.

24 ივნისი 2021, 12:44

საზოგადოება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე პანდემიის გავლენის საკითხებს იკვლევს

„ჩვენი მიზანია განვსაზღვროთ, რა გავლენას ახდენს COVID-19 პანდემია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე. რა შედეგებს უნდა ველოდეთ და როგორ უნდა იყოს დაგეგმილი პოლიტიკა სამინისტროს, კერძო სექტორისა და პარტნიორი უწყებების მიერ. თემატური მოკვლევის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფი სწავლობს კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სურსათის წარმოების, მოთხოვნის და მოხმარების ტენდენციებს და სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს“, - განაცხადა თემატური მოკვლევის ჯგუფის მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ხატია წილოსანმა.

24 ივნისი 2021, 12:41

საზოგადოება

გიდებისთვის ბათუმისა და ქობულეთის ტურების სახელმძღვანელო მზადდება

ბათუმის ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში 15-მდე პრაქტიკოსი გიდი და დარგის სპეციალისტია ჩართული. სამენოვანი წიგნი ბათუმში არსებული და ახალი, საინტერესო თემატიკის ტურებით, თავისი ელექტრონული რუკებით, მარშრუტზე არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების ფოტოებითა და ინფორმაციებით წლის ბოლოსთვის გამოიცემა. ბათუმთან ერთად ქობულეთის ტურების პრაქტიკულ სახელმძღვანელოზეც მიმდინარეობს მუშაობა. მის შემუშავებაში 5-მდე გიდია ჩართული. სამუშაო შეხვედრა ქობულეთის ტურებთან დაკავშირებით მიმდინარე კვირაში გაიმართება.

ბრიტნი სპირსი

24 ივნისი 2021, 12:41

ტაბლოიდი

ბრიტნი სპირსი მამამისს თავისი ცხოვრების გაკონტროლებაში ადანაშაულებს და მისი მეურვეობის გაუქმებას ითხოვს

„უბედური ვარ, არ მძინავს. ძალიან გაბრაზებული ვარ, ეს სიგიჟეა. უბრალოდ ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა. მეურვეობის ქვეშ არ უნდა ვიმყოფებოდე, თუ მუშაობა შემიძლია“, - განაცხადა სპირსმა.

24 ივნისი 2021, 12:38

ეკონომიკა

გარემოსდაცვითი პოლიტიკის გასაძლიერებლად გერმანიის მთავრობამ საქართველოს 24 მლნ ევრომდე გრანტი გამოუყო

„საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას ,,ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“, რომლის საფუძველზეც ქვეყანა 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტს მიიღებს“.

24 ივნისი 2021, 12:27

კულტურა

Blink-182-ს ვოკალისტი მარკ ჰოპუსი სიმსივნეს ებრძვის

ამერიკული პანკ-როკჯგუფის, Blink-182-ს ვოკალისტი მარკ ჰოპუსი სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ მუსიკოსმა Twitter-ზე დაწერა.

24 ივნისი 2021, 12:22

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

პროექტის ფარგლებში შეიცვლა 5 კმ სიგრძის წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ამორტიზებული ქსელი. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, საკვანძო ჭები და ჰიდრანტები მოეწყო. ჯივიპიმ სარეაბილიტაციო პროექტში 6.4 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა.

დონალდ ტრამპი

24 ივნისი 2021, 12:20

მსოფლიო

ტრამპი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებაზე: უკვე გვიანია - სავარაუდოდ, ჩინეთმა უკვე გაანადგურა უამრავი მტკიცებულება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის უხანის ლაბორატორიიდან გავრცელების მტკიცებულებები უკვე გაანადგურა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

24 ივნისი 2021, 12:15

საზოგადოება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ინტერაქციულ-გასართობი თამაში გაიმართება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ინტერაქციულ-გასართობი თამაში, „იპოვე შენი შემდეგი წიგნი“ გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, თამაში, ნებისმიერ ადამიანს, ინდივიდუალურად ესადაგება და კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემის შედეგად, მომავალში წასაკითხი წიგნების სიას სთავაზობს. პროცესი საკმაოდ მარტივია და ნებისმიერ ასაკის ადამიანზეა გათვლილი. ეკრანზე გამოსახული მისალმების ტექსტისა და მოთამაშის ასაკის გარკვევის შემდეგ, პირველ და საბაზისო კითხვაზე სცემთ პასუხს: კითხვის თავდადებული მოყვარული ხართ თუ მხოლოდ მოცალეობის ჟამს იღებთ წიგნს ხელში.

24 ივნისი 2021, 12:07

საზოგადოება

„მაგთიკომი“ განცხადებას ავრცელებს

„მაგთიკომი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის 2021 წლის 23 ივნისის ინტერვიუზე თავის პოზიციას ავრცელებს: „მაგთიკომის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ჟოზეპ ბორელი

24 ივნისი 2021, 12:02

პოლიტიკა

ჟოზეპ ბორელის თქმით, ევროკავშირმა უნდა იამაყოს იმით, რომ პარტნიორებს მასთან დაახლოება სურთ

„ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან და ამას მივესალმებით. ასევე მივესალმებით მათ მოთხოვნას, რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ ევროკავშირთან. აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის გადამწყვეტი არის კავშირების გამყარება არა მხოლოდ ევროკავშირსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის, არამედ უშუალოდ პარტნიორებს შორის კავშირების განმტკიცებას“, - განაცხადა ბორელმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ივნისი 2021, 12:02

საზოგადოება

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

24 ივნისი 2021, 11:55

ეკონომიკა

კომუნიკაციების კომისიამ ITU-ს და კოლეგა მარეგულირებლებს ტელეკომ ბაზრის განვითარებისთვის მიღებული გადაწყვეტილებები გააცნო

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ მარეგულირებლების გლობალურ სიმპოზიუმზე ტელეკომ სექტორის განვითარებისა და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. პლენარული დისკუსიის ფარგლებში, ეკატერინე იმედაძემ სიმპოზიუმის წევრებს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისა და კონკურენციის ხელშეწყობის მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის ხედვა და საქმიანობა გააცნო.

24 ივნისი 2021, 11:53

ეკონომიკა

ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ მინის მწარმოებელ საწარმო „ნეო გლასს“ ესტუმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისში მდებარე მინისა და პლასტმასის სამშენებლო ნაკეთობების მწარმოებელ საწარმო „ნეოგლასს“ ესტუმრა.