imedi /  03 თებერვალი 2019, 22:05 / სანდო წყარო

2018 წელს ანტიკორუფციულმა სააგენტომ 21 საქმეზე დაიწყო გამოძიება

სუსი

სუსი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების თანახმად, გურიაში არის მიწის ნაკვეთები, რომელთა გასხვისებასთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები არსებობს. მაგალითად, ნაკვეთი, რომელიც უწყების ანგარიშში მოხვდა, შეკვეთილის სანაპირო ზოლის გასწვრივ, კაპროვანში მდებარეობს. 

ანგარიშში წერია, რომ მიწა, რომელიც  მუნიცაპილიტეტისგან კერძო პირმა 2 ლარად და 60 თეთრად იყიდა, მალევე ნაკვეთებად დაიყო. მათგან ერთ-ერთი 20.1 ათასი კვადრატული მეტრი, კი უცვლელ ფასად 2 ლარად და 60 თეთრად გურიის გუბერნატორის პირველი მოადგილის ქეთევან მოისწრაფიშვილის ოჯახის წევრებმა იყიდეს.  

ასევე, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016 -2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საეჭვო გარემოებებში კიდევ 34 ნაკვეთი გაიყიდა. სოფელ შემოქმედში არსებული 18 350 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 9 633 ლარად ოზურგეთის ყოფილი გამგებლისა და გურიის ყოფილი გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის ტანასოფლელისა და მეგობრის ხელში აღმოჩნდა. 

მერაბ ჭანუყვაძემ "იმედის კვირას" უთხრა, რომ კანონი არ დარღვეულა და აუდიტის სამსახურის დასკვნა არაობიექტურია. ის ასევე ამბობს, რომ როცა ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი გაიყიდა, ის არა გამგებლის, არამედ უკვე გუბერნატორის პოზიციას იკავებდა. 

ჭანუყვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 2016 და 2017 წლის პირველ ნახევარში ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ წლებს მოიცავს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც. მთავარი კითხვა, რაც ისმის, ნაკვეთების ფასია, რომლის საბაზრო ღირებულება, გაყიდვამდე დამოუკიდებელმა აუდიტორმა დავით რობაქიძემ დაადგინა.

დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც "იმედის კვირასთან" შეხვედრას არ დათანხმდა, ადასტურებს, რომ ფასის განსაზღვრისას ადგილზე არ ყოფილა და დამქირავებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო. 

არჩილ ყაზაიშვილი ოზურგეთის გამგებლის მოადგილე  იყო. მისი თქმით, ის ხელმძღვანელობდა მიწის ნაკვეთების გასხვისების აუქციონებსაც. იმ დროინდელი საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, რომელიც ახლა თანამდებობა ისევ იკავებს ამბობს, რომ მიწები კანონიერად გასხვისდა. თუმცა რა ფასში ეს მას აღარ 

იყვნენ თუ არა საჯარო მოხელეები და რეგიონის მმართველი პირები კავშირში დამოუკიდებელ აუდიტორთან, რომელიც ნაკვეთების შეფასებას არარეალურ ფასებში ახდენდა, ამას გამოძიება დაადგენს. "იმედის კვირას" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უდასტურებენ, რომ ზღვისპირა მიწების გასხვისების საკითხზე გამოძიება ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის მარტიდან მიმდინარეობს. 

ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს კიდევ ერთ საქმეს, რომელიც იმერეთში წყალტუბოს მუნიციპალიტეტს უკავშირდება.  

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს ბორკილები საკრებულოს სხდომაზევე დაადეს. გამოძიების ცნობით, გრიგოლ ივანეიშვილმა ირანელ ბიზნესმენს წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად შესყიდვაში დახმარება აღუთქვა. ქრთამის სახით კი ბიზნესმენისგან 250 ათასი ლარი აიღო.

გამოძიების ინფორმაციით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს ამ ფულის აღებაში ვაკის გამგებლის მოადგილე თეუმურაზ ჩოჩუა დაეხმარა. ორივე მათგანი ახლა პატიმრობაშია.   

2018 წლის ბოლოს ანტიკორუციულმა სააგენტომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა სამეგრელო-სამეზო სვანეთის ყოფილი ბურენატორი;
-    დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი;
-    შეიარაღებული ძალების გენ. შტაბის ერთ-ერთი დეპარტამენტის განყოფილების უფროსი; 
-    ასევე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი;
-    ასევე შარშან დააკავეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი სამსახურის განყოფილების უფროსი.  

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუციულმა სააგენტომ სულ 21 საქმეზე დაიწყო გამოძიება. 

საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსი მსფლიოს მასშტაბით 2 ქულით გაუმჯობესებულია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბერლინის კვლევის შედეგებით ქვეყანა 58 ქულით სხვა ქვეყნებს შორის 41 ადგილს იკავევებს.  

მიუხედავად ამ შედეგებისა ორგანიზაციის საქართველოს ოფისში ამბობენ, რომ მონაცემები არც თუ ისე სახარბიელოა. 

ამ ინდექსის მიხედვით, საქართველოს 2017 წელთან შედარებით პოზიცია გაუჯობესებული აქვს. მსგავსი ქულა აქვთ რეიტინგში ლატვიასა და ესპანეთს. შედარებით არასახარბიელო მდგომარეობა აქვს ევროპის რამდენიმე ქვეყანას - იტალიას, სლოვაკეთს, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძეთს, მონტენეგროს, სერბეთს. საშუალოზე მაღალი კორუფციის მაჩვენებელი აქვს უკრაინას. საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ლიდერია, თუმცა კვლევის ავტორები თანხმდებიან, რომ ხელისუფლებამ ანტიკორუფციულ საქმიანობაში მეტი პროგრესისთვის უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 11:25

მსოფლიო

CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება

CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.

12 ივლისი 2026, 11:24

სპორტი

თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.

პლატონ კალმახელიძე

12 ივლისი 2026, 11:18

რეგიონი

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული თელავში სტიქიაზე: სამაშველო სამსახურები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ

წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ თელავში ხევები აადიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.

თეონა გვაზავა

12 ივლისი 2026, 11:18

სამართალი

ადვოკატის ცნობით, იოსებ სიგუამ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა

„ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მსვლელობას, საკუთარი ნება-სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა. ვფლობთ არაერთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, „ტვ პირველზე“ გასულ სატელევიზიო სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ გააჟღერა, არ შეესაბამება რეალობას. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა იოსებ სიგუას მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი წახალისება და დააწინაურეს. მოხდა სხვადასხვა დეპარტამენტში ცვლილება და როტაცია, რაც არ ითვლება იოსებ სიგუას დაწინაურებად“, - განმარტა ადვოკატმა.

12 ივლისი 2026, 11:01

რეგიონი

სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა

თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.

ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 10:25

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა

„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

12 ივლისი 2026, 09:42

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

12 ივლისი 2026, 09:36

მსოფლიო

აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია

ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.

მარკო რუბიო

12 ივლისი 2026, 09:20

მსოფლიო

The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს

„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.

12 ივლისი 2026, 09:02

მსოფლიო

ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს

მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.

12 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

ჯეიდენ ადამსი

12 ივლისი 2026, 08:27

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს

ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

12 ივლისი 2026, 08:14

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽

ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.

12 ივლისი 2026, 00:55

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

12 ივლისი 2026, 00:35

სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა

ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.

12 ივლისი 2026, 00:02

საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

11 ივლისი 2026, 23:28

სპორტი

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.

11 ივლისი 2026, 23:13

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა

თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 22:42

სპორტი

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

11 ივლისი 2026, 22:26

სპორტი

ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.