ნათია მეზვრიშვილი: ქუჩური მენტალიტეტის კრიმინალიზება კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის გაგრძელებაა
ნათია მეზვრიშვილი
ფოტო: შსს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაციის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან ქუჩური გარჩევის კრიმინალიზების შესახებ ილაპარაკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს.
"ზღვარი ქუჩურ გარჩევას და კამათს შორის ძალიან მარტივია - საუბარია თუ გარჩევა ხდება უკანონო მეთოდების გამოყენებით, ძალადობით, ძალადობის მუქარით, მაგალითად პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით და ასე შემდეგ - ეს დაისჯება სისხლის სამართლის წესით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ამ მეთოდების გამოყენება ისედაც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით, თუმცა ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებაზე მიმართული სპეციალური მუხლი უფრო ეფექტურს გახდის კრიმინალური მენტალიტეტისა და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას.
მისივე თქმით, კანონპროექტის მიხედვით სანქციის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით, დამამძიმებელ გარემოებაში კი - მაგალითად, ქუჩურ გარჩევაში არასრულწლოვნის ჩაბმის შემთხვევაში სანქცია 3 წლამდე გაიზრდება.
სპეციალური მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ჩვენ არ გვაქვს, რასაც ჰქვია ქუჩური გარჩევები და ამ მიზნით შეკრება, ამ მიზნით შეკრებაში მონაწილეობა და ძალადობრივი მეთოდების გამოყენება. გვაქვს სხვადასხვა მუხლი, როგორიცაა ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, მაგრამ სპეციალური მუხლი ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო გამიზნულად ვებრძოლოთ ამ ტიპის დანაშაულს,’’ - განაცხადა მეზვრიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ კრიმინალური სამყაროს და ზოგადად, კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა სამინისტროს გაცხადებული პრიორიტეტია.
,,ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ ჩვენ ამ თემაზე საუბარი. უკვე განვახორციელეთ ცვლილებათა 1 პაკეტი - ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონპროექტი, რომელმაც პრაქტიკაში წარმატებით იმუშავა და 2017 წელთან შედარებით 2018 წელს 5-ჯერ გაიზარდა კანონიერი ქურდების და ქურდული სამყაროს წევრების წინააღმდეგ დევნის დაწყების მაჩვენებელი. ქუჩური გარჩევების კრიმინალიზება ამ პოლიტიკის გაგრძელებაა", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ყველა სიახლე
18 მარტი 2026, 00:11
საზოგადოება
სახალხო დამცველის აპარატი: ლევან იოსელიანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია მეორის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს უსამძიმრებს. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
17 მარტი 2026, 23:51
საზოგადოება
ისრაელის საელჩო: ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის
„ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას. ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
17 მარტი 2026, 23:40
საზოგადოება
სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ღრმა მწუხარება გამოთქვა.
17 მარტი 2026, 23:36
საზოგადოება
საქართველოში გლოვა გამოცხადდა
საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
17 მარტი 2026, 23:15
საზოგადოება
ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრიარქოში მივიდნენ
ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრიარქოში იმყოფებიან. რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდა.
17 მარტი 2026, 23:12
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: მთელი გულით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც ჩემს სიცოცხლეში არც მახსენდება. სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო. ყველას ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი პატრიარქის გარეშე
სამწუხაროდ პროცესები განვითარდა ისე, რომ ძალიან სწრაფად დაეცა მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ეს დიდი ტრაგედია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან.
17 მარტი 2026, 23:10
საზოგადოება
მეუფე შიო: ეს ეპოქალური ადამიანი უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე
ეს ეპოქალური ადამიანი უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
17 მარტი 2026, 23:05
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი პატრიარქზე: ეს არის დანაკარგი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და მართლმადიდებლური სამყაროსთვის
„თითოეული საქართველოს მოქალაქე აღვსილია იმ მადლით, რა მადლიც ჰქონდა ამ უდიდეს ადამიანს თითოეული ჩვენგანის მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
17 მარტი 2026, 22:57
საზოგადოება
მეუფე შიო პატრიარქზე: ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება
ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება, - განუცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს.
17 მარტი 2026, 22:53
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ იქნება დასვენებული სამების ტაძარში. დეტალებია ძალიან ბევრი შესათანხმებელი და ხვალ დილიდანვე საპატრიარქოს სახელით გავაკეთებთ განცხადებას
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ბევრი დეტალია შესათანხმებელი და საპატრიარქო დილითვე გაავრცელებს განცხადებას.
17 მარტი 2026, 22:49
საზოგადოება
მეუფე შიო: მიჭირს იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ ღვთივგანისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ
ამ რამდენიმე წუთის წინ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, - განუცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს.
17 მარტი 2026, 22:47
საზოგადოება
უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა. ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.
17 მარტი 2026, 22:38
პოლიტიკა
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა
კავკასიის მედიცინის ცენტრში პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა. კლინიკაში მივიდა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.
17 მარტი 2026, 21:58
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ყულევის პორტის სასანქციო სიიდან ამოღებაზე: თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში
„თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში. თითს უქნევენ გარედან საქართველოს, თითქოს მას გარკვეული კავშირები გააჩნია დასანქცირებულ რუსეთთან და ხელს უწყობს სანქციების გვერდის ავლას. ესაა მათი მიზანი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
17 მარტი 2026, 21:36
მსოფლიო
ტრამპი: სამწუხაროდ, კირ სტარმერი უინსტონ ჩერჩილი არ არის
თეთრ სახლში ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს კირ სტარმერთან მისი ურთიერთობის შესახებ კითხვა დაუსვეს, აშშ-ის პრეზიდენტმა კი ეს შესაძლებლობა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მორიგი კრიტიკისთვის გამოიყენა, - წერს ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი.
17 მარტი 2026, 21:27
რეგიონი
ლევან ზალკალიანი კურსებში არსებულ ვითარებაზე: სტიქიის ზონა წვიმის მიუხედავად გაზრდილი არ არის, მოსახლეობასთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ვზრუნავთ საჭიროებების მოგვარებაზე.
სტიქიის ზონა წვიმის მიუხედავად გაზრდილი არ არის, - განაცხადა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა. იგი პრობლემების მოგვარებაში ჩართულ უწყებებს მადლობას უხდის.
17 მარტი 2026, 21:12
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო.
17 მარტი 2026, 21:10
მსოფლიო
ტრამპი: ირანი გავანადგურეთ, თუმცა, თუ BBC-ს უყურებთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისინი თანაბარ ბრძოლას გვიწევენ - ეს „ფეიქ ნიუსია“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ სამხედრო დაპირისპირებაზე მორიგი განცხადება გააკეთა და მედია სიტუაციის არასწორ გაშუქებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკულმა ძალებმა ირანს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს.
17 მარტი 2026, 21:10
ეკონომიკა
საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე - „ProWein Dusseldorf“-ზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
გაიმართა ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, განსაკუთრებული ყურადღება კი ქვევრის ღვინოებზე გამახვილდა. „ProWein Dusseldorf“-ი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარი, ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა.
17 მარტი 2026, 21:10
საზოგადოება
თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დღესვე მერიასა და „საქართველოს ბიზნეს-ასოციაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების სფეროში მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.


