imedi /  24 თებერვალი 2019, 21:38 / სანდო წყარო

რას ამბობს სმითების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი აღიარებით ჩვენებაში. ვიდეო

რაიან და ლორა სმითები

რაიან და ლორა სმითები

სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური გამოძიების პროცესში რამდენჯერმე გამოიკითხა. კადრები, რომელიც "იმედის კვირამ" მოიპოვა 2018 წლის 8 ივლისს, პოლიციის განყოფილებაში ზუსტად იმ დროს არის გადაღებული, როცა მალხაზ კობაურმა სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება მისცა და ორი ადამიანის, მამა - შვილის მკვლელობა აღიარა. მამას ორჯერ ესროლა, რისი თვითმხილველიც ბიჭი იყო, რომელმაც ტირილი დაიწყო, რაზეც კობაური გაღიზიანდა და თავზე მიბჯენით მოკლა მცირეწლოვანი ბიჭი. კობაური ჩვენებაში იხსენებს, რის გამო დაიწყო კონფლიქტი, მაგრამ არაფერს ამბობს ლორა სმითის გაუპატიურების და შემდეგ მკვლელობის შესახებ. პირიქით, მან თავდაპირველად სულ სხვა ვერსია უამბო გამომძიებლებს. 

კერძოდ, კობაური იტყუება, როცა ამბობს, რომ სროლის შემდეგ ლორა სმითი გაიქცა. მეუღლის და  შვილის მკვლელობა ლორა სმითს არ უნახავს, ის ქმარ-შვილს ჩანჩქერზე არ გაჰყოლია. შესაბამისად ის ვერ დაინახავდა სროლის მომენტს. კობაური ცრუობს, როცა აცხადებს, რომ ქალი გაიქცა და რეაქცია არ ჰქონია შვილის მკვლელობაზე. ლორა სმითი მკვლელობის მომენტში შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ნახევარი კილომეტრის მოშორებით იყო, იმ ადგილას, სადაც კარავი იყო გაშლილი და სადაც ღამის გათენებას აპირებდა ოჯახი.

"იმედის კვირამ" ასევე მოიპოვა საქმის მასალებში დაცული ფოტოები, რომელსაც რამდენიმე დღეში სასამართლოზე წარადგენენ. კადრები საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაა გადაღებული. ფოტოებზე ჩანს, რომ კობაური სამართალდამცველებს ათვალიერებინებს იმ ადგილს, სადაც მამა შვილთან ერთად გადაადგილდებოდა, კადრში ჩანს ჩანჩქერიც, რომლის ნახვაც უნდოდათ სმითებს. საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებულ ფოტოებში მოხვდა ის თოვლის ზვავიც, სადაც 5 დღის განმავლობაში იყო გადამალული მოკლული ბავშვის ცხედარი. 

მცირეწლოვანი ბიჭის სხეული კობაურმა მკვლელობის ადგილიდან 15 მეტრში თოვლში დამარხა. გვამთან ერთად იპოვეს სმითების კუთვნილი ფოტოაპარატი, რომლით გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზეც მალხაზ კობაური სანადირო თოფით ჩანს. აქ საინტერესოა ერთი რამ, ამ ფოტოებით დასტურდება, რომ კობაური მარტო მოქმედებდა, მას არ ჰყავდა თანამზრახველი. გამოძიებით მოპოვებული ყველა მტკიცებულებით დასტურდება რომ იმ ტერიტორიაზე სადაც მკვლელობა მოხდა სხვა, უცხო პირი არ ყოფილა. 

რაც შეეხება დაზიანებებს, რომელიც ექსპერტიზით დადგინდა. საქმის მასალებით ჩანს, რომ ქალს დაზიანებები მკვლელობამდე მიაყენა ბრალდებულმა. რაც შეეხება მის მეუღლეს, სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა რომ რაიან სმითმა სიკვდილის შემდეგ მიიღო მრავლობითი მოტეხილობები, მათ შორის ხერხემლის მალების. ამ ფაქტს დაცვის და ბრალდების მხარე განსხვავებულად ხსნის.  

ადვოკატი ირწმუნება, რომ კაცის გვამი გადაადგილებულია და სწორედ მაშინ დააზიანა ვიღაცამ, ბრალდების მხარე კი ამბობს რომ მდინარეში დაზიანდა სხეული.  

კობაურის ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს სამედიცინო ექსპერტიზის პასუხებსაც და ამტკიცებს, რომ დასკვნა გაყალბებულია. 

სასამართლოზე კობაურის წინააღმდეგ წარადგენენ  მის მობილურ  ტელეფონში აღმოჩენილ კადრებსაც. ფოტოებზე მოკლული ლორა სმითი ჩანს, ფოტოს ავტორი კი ბრალდებულია. 

საინტერესოა ისიც, რომ კობაურის ბრალეულობის შესახებ თავდაპირველად მწყემსებმა იეჭვეს. ჩვენებების მიხედვით, როცა კობაურმა გაიგო, რომ ხეობაში პოლიციელები გამოჩნდენ, მან მწყემსების თანდასწრებით აიღო თოფი, გაახვია ის ნაჭერში და გადამალა. ამან მწყემსები დააეჭვა და მათ სამართალდამცველებს შეატყობინეს. 

"იმედის კვირის" ინფორმაციით, სმითების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 5 მარტს დაიწყება. მალხაზ კობაური ახლა გლდანის მე - 8 დაწესებულებაშია და პირველ სასამართლო სხდომას ელოდება. ამ გახმაურებული საქმის სხდომას დაესწრებიან სმითების ოჯახის წევრებიც და საელჩოს წარმომადგნელებიც.

სმითების მკვლელობაში ბრალდებულს ვერდიქტი მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა და 12 მსაჯულმა უნდა გამოუტანონ. ამ საქმეზე განაჩენი მარტის ბოლომდე გამოცხადდება, რადგან 9-თვიანი ვადა სწორედ 9 აპრილს იწურება.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.