imedi /  25 თებერვალი 2019, 15:31 / სანდო წყარო

პოლიცია ბათუმში მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას იძიებს

პოლიცია

პოლიციამ ინტერნეტში ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

პოლიციელები სკოლის მოსწავლეებს მომხდართან დაკავშირებით კითხავენ. არსებული ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მოსწავლეების ჯგუფში გავრცელდა. ვიდეოს ნახვა ამ ჯგუფში მყოფ პირებს შეეძლოთ ენახათ, მათ შორის არასრულწლოვნებს. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

imedinews-ის ინფორმაციით, ვიდეოში მონაწილე მოსწავლეების მშობლებს სკოლიდან ბავშვების გადაყვანაზე განცხადება უკვე დაწერილი აქვთ. 

"ერთ-ერთი კერძო სკოლის მიერ დღეს მოწოდებული იქნა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში დახურულ ჯგუფში გავრცელდა ვიდეო. სავარაუდოდ ეს ვიდეო ეხება ამ სკოლის მოსწავლეებს. ამის შემდგომ სკოლამ დაიბარა მშობლები და მშობლებს მიაწოდა ინფორმაცია . ასევე სკოლამ ინფორმაცია მიაწოდა სოც. სააგენტოს და სამართალდამცავ ორგანოებს. ამ მომენტისთვის მშობლებმა დაწერეს განცხადებები და თავიანთი შვილების გადაყვანა სურთ ამ სკოლიდან. ეს ვიდეო გადაღებულია არა სასკოლო დროს, სკოლის გარეთ. სავარაუდოდ მშენებარე კორპუსში", - განაცხადა აჭარის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა დავითაძემ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას შსს-ც ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

"დგინდება დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის წესით ისჯება როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვა, ისე მისი შენახვა და ნებისმიერი ფორმით გავრცელება. კადრების შენახვა და გავრცელება ხელს უწყობს პირადი ცხოვრების ხელყოფის დანაშაულის მასშტაბების ზრდას. შესაბამისად, სრულიად მიუღებელია ბოლო პერიოდში გავრცელებული სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაულია მხოლოდ კადრების შექმნა და ატვირთვა, ხოლო კადრების შენახვა და გავრცელება ნაკლებად მძიმე ფაქტია და სამართალდამცავები ასეთი ფაქტების მიმართ ლოიალურები უნდა იყვნენ. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა მოქმედი კანონმდებლობით ისჯება როგორც კადრების ატვირთვა, ისე შენახვა და გავრცელება. ცხადია, ასეთი სპეკულაციები მხოლოდ ახალისებს ახალი დანაშაულის ჩადენას, მათ შორის არასრულწლოვანთა შორის.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საზოგადოებას, მსგავსი კადრების მიღების შემთხვევაში, არ შეინახოთ და არ გაავრცელოთ აღნიშნული მასალა, დაუყოვნებლივ წაშალეთ და აცნობეთ სამართალდამცავ ორგანოებს. ნუ გახდებით დანაშაულის თანამონაწილეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები იძულებული იქნებიან დააყენონ როგორც ვიდეოს ამტვირთავის, ისე მისი შემნახავის და გამავრცელებლის პასუხისგებლობის საკითხი", - აცხადებენ შსს-ში.

ყველა სიახლე

ალექსანდარ ვუჩიჩი

06 სექტემბერი 2026, 11:23

მსოფლიო

ვუჩიჩი სერბეთის მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება „სერბეთის პროგრესული პარტიის“ საბჭომ პარტიულ ყრილობაზე მიიღო.

06 სექტემბერი 2026, 11:15

მსოფლიო

საბერძნეთში ავიაშოუს მიმდინარეობისას სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი

საბერძნეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა. ინციდენტი ათენის სიახლოვეს, ტანაგრას ბაზაზე მოხდა, სადაც ავიაშოუ იმართებოდა.

06 სექტემბერი 2026, 11:13

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების პარალელურად, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე მიიტანეს იერიში. მათი სამიზნე დასახლებული რაიონები გახდა. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობა.

06 სექტემბერი 2026, 11:13

მსოფლიო

ამერიკულმა ძალებმა სამ ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს

ამერიკულმა ძალებმა სამ ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს. ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტანკერებზე დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამერიკის საზღვაო ძალების ორ სამხედრო გემს დაესხა თავს.

06 სექტემბერი 2026, 11:08

რეგიონი

ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებულ სასულიერო პირებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერტიფიკატები გადასცეს

ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებულ სასულიერო პირებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერტიფიკატები გადასცეს და შეაჯამეს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაო. მანამდე ფსიქოლოგმა ტრენინგი ჩაატარა.

06 სექტემბერი 2026, 11:08

მსოფლიო

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ანაკლიის ბანაკს ესტუმრნენ

დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ბანაკის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს თავდაცვის ძალების ისტორიის, სამხედრო სწავლებების, ეროვნული გმირების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების შესახებ. სამხედროებმა ახალგაზრდებს წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში პირობები და არსებული ბენეფიტები გააცნეს.

06 სექტემბერი 2026, 11:06

რეგიონი

ბათუმი „გემოფესტს" მასპინძლობს

„გემოფესტის“ პირველი დღე ბათუმში ამერიკელმა ბლუზისა და კლასიკური სოულის მომღერალმა და კომპოზიტორმა ბიგ დადი ვილსონმა დახურა. გასტრონომიულ ფესტივალს, ზღვისპირა ქალაქში, მუსიკალურად დიჯეები და ბენდები აფორმებენ.

06 სექტემბერი 2026, 11:05

რეგიონი

ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს უმასპინძლებს

საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება ბათუმში პირველად 2016 წელს გაიმართა და საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად. რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმის წლევანდელი სლოგანია : „სადაც ზღვები ხვდება დერეფნებს“.

06 სექტემბერი 2026, 10:59

საზოგადოება

სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი პროექტები მოიცავს ზესტაფონის №5, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების ჯალაურთის და სარეკის და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას.

06 სექტემბერი 2026, 10:35

მსოფლიო

გერმანიაში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს, რომლებზეც, რეიტინგის მიხედვით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს

20 წელზე მეტია, ამ მხარის სათავეში კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) წარმომადგენელი დგას, ამჟამად პრემიერ-მინისტრის პოსტს 47 წლის სვენ შულცე იკავებს. თუმცა რეიტინგებს დიდი უპირატესობით სათავეში ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) უდგას, რომელმაც პირველად მიიღო რეგიონული მთავრობის ფორმირების შანსი. მისი ძირითადი კანდიდატია 35 წლის ულრიხ ზიგმუნდი. ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა, შეძლებს თუ არა AfD აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას.

06 სექტემბერი 2026, 10:13

მსოფლიო

​უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრა პუტინთან 3 საათს გაგრძელდა

„მოლაპარაკებები არ შემოფარგლულა უკრაინის კრიზისის მოგვარებაზე მოსაზრებების გაცვლით - საკმაოდ დეტალურად იყო განხილული ეკონომიკური საკითხები და პოტენციური მსხვილი, ორმხრივად სასარგებლო რუსულ-ამერიკული პროექტები“, - განაცხადა მან.

ზაალ ანჯაფარიძე

06 სექტემბერი 2026, 10:00

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ - ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი

ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ - ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ... და ა.შ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში ის სისხლიანი 8 წელი, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

05 სექტემბერი 2026, 22:28

რეგიონი

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ძველი ბათუმის ბულვარი, გასტრონომიული ფესტივალის მასპინძელია - ბევრისთვის უცხო, ბევრისთვის კი კარგად ნაცნობი გემოები, ის, რაც აჭარის სავიზიტო ბარათია.

გურამ მაჭარაშვილი

05 სექტემბერი 2026, 21:14

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს - როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პოლიციის მთავარ სამმართველოში დაწყებულ გამოკითხვებზე, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია.

თორნიკე ფაღავა

05 სექტემბერი 2026, 21:12

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა, - განუცხადა ჟურნალისტებს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ.

05 სექტემბერი 2026, 20:52

სამართალი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. ამოღებულია ათობით შეკვრად დაფასოებული ნივთიერება, ბრალდებულები კი დაკავებულნი არიან.

05 სექტემბერი 2026, 20:47

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საინვესტიციო ფორუმზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კურორტ გოდერძის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

,,სულ უფრო მეტი ვიზიტორი, ინვესტორი და ბიზნესსექტორის წარმომადგენელი ინტერესდება მაღალმთიანი აჭარით, ჩვენი რეგიონის პოტენციალით და შესაძლებლობებით. სწორედ ამ მზარდი ინტერესის ფონზე, დღეს პირველად ვმართავთ საინვესტიციო ფორუმს კურორტ გოდერძიზე, რომელშიც 70-მდე სტუმარი მონაწილეობს, მათ შორის არიან მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ინვესტორები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მათ გავაცნოთ მაღალმთიანი აჭარისა და უშუალოდ, კურორტ გოდერძის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი“.

გიორგი ლილუაშვილი

05 სექტემბერი 2026, 20:40

სამართალი

რა უთხრა გამოძიებას გიორგი ლილუაშვილმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულმა ექსპრემიერმა, ცრუ აჟიოტაჟი შექმნა, კამპანია კი ოპოზიციამ სინქრონულად გააგრძელა და თეორიები აიტაცა.

ვლადიმერ ბოჟაძე

05 სექტემბერი 2026, 20:36

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა გვარამიას მუქარაზე: ამდენი წლის შემდეგ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც მათი ლიდერები არა თუ ნანობენ მათ საქციელს, რაც ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, არამედ, კიდევ უფრო მეტი აგრესიით იმუქრებიან

„ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე რასაც აკეთებდა, ყველას კარგად გვახსოვს. ფაქტია, ამდენი წლის შემდეგ არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც მათი ლიდერები არა თუ ნანობენ მათ საქციელს, რაც ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, არამედ, კიდევ უფრო მეტი აგრესიით იმუქრებიან და აპირებენ მეტი უბედურება მოუტანონ ამ ქვეყანას, თუ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. .ამიტომ, მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას ქართველი ხალხის არასდროს დაუშვებს“. - აღნიშნა ბოჟაძემ.

05 სექტემბერი 2026, 20:28

პოლიტიკა

ფიციდან გინებამდე - სააკაშვილისთვის მელია კრიმინალია, რომელიც მას აგინებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფიციდან გინებამდე - სად იწყება და ღრმავდება დაპირისპირება. მტრობაში გადაზრდილი ურთიერთობა, დესტრუქციული ქმედებები კრიზისში მყოფი ოპოზიციის ბუნებად იქცა.