imedi /  13 მარტი 2019, 21:03 / სანდო წყარო

ვინ არის 13 წლის გოგო რომელიც რუსთავში სახურავიდან გადავარდა

ლიზა ვადაჭკორია

ლიზა ვადაჭკორია

13 წლის გოგო, რომელიც დღეს რუსთავში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადავარდა, ლიზა ვადაჭკორიაა.

შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე დღეს მოხდა. მოზარდი 8-სართულიანი შენობის სახურავიდან გადავარდა. 

ადგილობრივი მცხოვრებლები მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთის თანახმად, 13 წლის მოზარდი მეგობარ გოგოსთან ერთად ფოტოებს იღებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და რვასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადავარდა.

მეორე ვერსიით კი ორ გოგოსთან ერთად, სახურავზე რამდენიმე ბიჭიც იყო: მათ შელაპარაკება მოუვიდათ და გოგოს ხელი ჰკრეს.

ექსპერტ-კრიმინალისტები კი "ქრონიკასთან" ამბობენ, რომ სახურავის კიდეზე ერთი ადამიანის ფეხის ანაბეჭდი ამოიღეს და ეს ერთი ფეხსაცმლის კვალია. 

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2021, 11:16

სამართალი

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული დააკავეს

სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.პ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

23 სექტემბერი 2021, 11:14

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 230 მილიონს გადააჭარბა

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 42 545 119 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 681 197 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 სექტემბერი 2021, 10:59

სპორტი

თეა წულუკიანმა და სოსო გიორგაძემ ფიგურული ციგურაობის ფედერაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფიგურული ციგურაობის ფედერაციას დამატებით 300 ათასი ლარი გამოეყო, რათა სპორტსმენებმა სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპები გაიარონ და მაქსიმალურად ბევრ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზონ.

23 სექტემბერი 2021, 10:53

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 559 თბილისში, 241 კახეთში, 100 კი აჭარაში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1653 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარა - 100, იმერეთი - 227, ქვემო ქართლი - 116, შიდა ქართლი - 117, გურია - 35, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 180, კახეთი - 241, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

23 სექტემბერი 2021, 10:53

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს.

23 სექტემბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,79%-ს შეადგენს

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 602 065 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 570 443, გარდაიცვალა 8 711 პაციენტი.

23 სექტემბერი 2021, 10:51

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 12 948 ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 700 895 აცრა გაკეთდა.

23 სექტემბერი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 602 065 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 570 443, გარდაიცვალა 8 711 პაციენტი.

23 სექტემბერი 2021, 10:48

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 47 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 47 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

23 სექტემბერი 2021, 10:39

მსოფლიო

ჯანმო: ჰაერის დაბინძურება იმაზე სახიფათოა, ვიდრე გვეგონა

ჯანმოს მონაცემებით, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების გამო მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ყველაზე დიდ ზარალს დაბალი და მცირე შემოსავლის მქონე ქვეყნები განიცდიან, რადგან ისინი ეკონომიკური განვითარების სფეროში წიაღისეულ საწვავს ეყრდნობიან.

23 სექტემბერი 2021, 10:13

ტაბლოიდი

Netflix-მა ბრიტნი სპირსის შესახებ დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოაქვეყნა

კომპანია Netflix-მა მომღერალ ბრიტნი სპირსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმ Britney vs Spears-ის ტრეილერი გამოაქვეყნა.

23 სექტემბერი 2021, 09:58

საზოგადოება

თბილისში 12 500 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

გაზის მიწოდების აღდგენა დღეს 14:00 საათიდან დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგება.

მიხეილ ჩხენკელი

23 სექტემბერი 2021, 09:48

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის პირველ ლექციას 2022 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს

„დღეს ჩვენ ჭეშმარიტად ისტორიულ მოვლენას დავესწარით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელებას დაიწყებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ფაქტის ისტორიულობა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ეს ამერიკის ისტორიაშიც პირველად ხდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, რომ სიღრმისეულად გაეცნონ საქართველოს ისტორიას, კულტურას, ლიტერატურას, პოლიტიკას. მინდა ასევე ხაზი გავუსვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რომელიც ამ პროგრამის ეგიდით წარიმართება. პროგრამა ფუნქციონირებას 2022 წლის თებერვალში დაიწყებს და პირველი ლექციით გაიხსნება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს“, - განაცხადა ჩხენკელმა.

23 სექტემბერი 2021, 09:43

საზოგადოება

პროფესორი სტეფან ჯონსი: მადლობელი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოგვცა საშუალება, შევქმნათ ქართველოლოგიის პროგრამა

„ეს იქნება საერთო პროგრამა, არა მხოლოდ ამერიკის მხრიდან, ასევე საქართველოს მხრიდანაც. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ასეთი ინიციატივა და მოგვცა საშუალება, რომ შევქმნათ ეს პროგრამა. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვფიქრობთ, ვოცნებობთ, ვმუშაობთ, მაგრამ სანამ არ მივიღებდით ასეთ მხარდაჭერას, არაფერი არ გამოვიდოდა. ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ“, - განაცხადა პროფესორმა.

მარკ ელიოტი

23 სექტემბერი 2021, 09:40

საზოგადოება

პროფესორი მარკ ელიოტი: ჰარვარდი ამაყობს და სიხარულით უღებს კარს ქართველოლოგიის მნიშვნელოვან პროგრამას

„მე პირადად მოუთმენლად ველი საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას. საქართველოდან სტუდენტები მყოლია, მაგრამ აქამდე არ გამმართლებია და თქვენს ქვეყანაში დღემდე არ ვყოფილვარ. ეს ისტორიული დღეა. თავად ჰარვარდისთვის არის დიდი დღე და მიხარია, რომ ჰარვარდი ერთვება ამ შესანიშნავ საქმეში”, - განაცხადა ელიოტმა.

23 სექტემბერი 2021, 09:31

სამართალი

ნაფიცმა მსაჯულებმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დამნაშავედ ცნეს

ამ გადაწყვეტილებამდე 11 მსაჯული თითქმის 10 საათის განმავლობაში მსჯელობდა. სასჯელის ვადის დადგენაზე სასამართლო ცოტა ხანში იმსჯელებს.

23 სექტემბერი 2021, 09:23

საზოგადოება

ალექსანდრა ვარკრუმი: საქართველოს გაცნობა ამერიკელებისთვის აუცილებელია, რათა კარგად გააცნობიერონ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

„კავკასიისა და საქართველოს მნიშვნელობა, ამ ცივილიზაციათა გაცნობა, ამერიკელებისთვის აუცილებელია, რათა კარგად გააცნობიერონ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო არა მარტო კულტურის სფეროში, არამედ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში”, - აღნიშნა ალექსანდრა ვარკრუმმა.

23 სექტემბერი 2021, 09:15

საზოგადოება

კახა იმნაძე: საქართველომ გადასცა საჩუქარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას - შესანიშნავად შესრულებული ხელნაწერი, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისა“, რომელიც განთავსებულია გაეროს შტაბ-ბინაში

„ძალიან სასიხარულო ამბავია ეს საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დადის გაეროში, როგორც ოფიციალური დელეგაცია, ასევე უბრალოდ სტუმრები, ტურისტები. მათ აქვთ სპეციალური ტურები, რომ შემოვიდნენ და რა თქმა უნდა, ისინი ათვალიერებენ ამ საჩუქრებს. ის, რომ საქართველოს მხრიდან ასეთი საჩუქარია გამოფენილი, რომელიც ქართულ ხელნაწერს და ჩვენს ანბანს, ორიგინალურს, განსაკუთრებულს უსვამს ხაზს, როდესაც ასეთი სიძველე არის აქ წარმოდგენილი, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას. ეს საჩუქარი განთავსებულია გაეროს შტაბ-ბინაში, მე-2 სართულზე და ეს არის ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. ამ დერეფანში არის ყველა ის ცნობილი დარბაზი, რომელიც ხალხმა იცის და მათ შორის, ჩვენ თუ მოვუხვევთ ამ საჩუქრის შემდეგ, შევდივართ სწორედ უშიშროების საბჭოს ცნობილ დარბაზში. ასე რომ, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უწევს უშიშროების დარბაზში შესვლა, გაივლის ამ საჩუქართან“, - აღნიშნა იმნაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 სექტემბერი 2021, 08:39

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ ეგზემპლარი გადასცა

საქართველოს საჩუქარი გაეროს სათავო ოფისში, მეორე სართულზე, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე განთავსდა, სადაც არის დარბაზი, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომები ტარდება. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად გადასცა შოთა რუსთაველის საფოსტო მარკა, რომელიც 2018 წელს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საფოსტო მარკებისა და ნუმიზმატიკის დეპარტამენტმა გამოსცა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 სექტემბერი 2021, 08:22

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება

ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში, ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა 2022 წლის თებერვლიდან ამოქმედდება პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს, რომელიც 40 წელზე მეტია მუშაობს ქართველოლოგიის მიმართულებით და საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია. ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს.