imedi /  20 მარტი 2019, 14:47 / სანდო წყარო

წალკაში მგელმა სამი ადამიანი დაგლიჯა

მგელი

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილისუბანში მგელმა სამი ადამიანი დაგლიჯა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

როგორც imedinews-ს წალკის მერის პირველმა მოადგილემ ანზორ ხინიკაძემ უთხრა, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი ქალი და ერთი კაცია.

როგორც ანზორ ხინიკაძე ამბობს, მგელი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოკლეს.

წაკლის მერის პირველი მოადგილის თქმით, ადამიანებზე მგლების თავდასხმის შეთხვევები მუნიციპალიტეტში ხშირი არ არის. 

ყველა სიახლე

ნიკა მელია

27 ივნისი 2019, 14:14

ძალოვნები

ნიკა მელია სასამართლოშია: ჩემი არდაკავება გვაფიქრებინებს რომ გუშინდელი დღე უკანონო აქტი იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი იწყება. ნიკა მელია საკუთარ პროცესზე დასწრებას აპირებს. ოპოზიციის შეფასებით, ეს ნიკა მელიას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნაა.

მამუკა ბახტაძე

27 ივნისი 2019, 14:04

საქართველო

პრემიერი ბოლო დღეების მოვლენებზე სასაუბროდ დღეს მედიას შეხვდება

ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები, დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ შეკითხვებს- ამის შესახებ მამუკა ბახტაძე Facebook-ზე წერს. როგორც პრემიერი ამბობს, ის მზად არის, ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს.

პავლე კუბლაშვილი

27 ივნისი 2019, 14:03

საქართველო

პავლე კუბლაშვილი შს მინისტრთან მოლაპარაკების დეტალებს იხსენებს

20 ივნისის აქციის ღამეს, სანამ აქციის დაშლა დაიწყებოდა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების წარმოების მცდელობას ჰქონდა ადგილი. როგორც პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, ის შუამავლის როლს ასრულებდა და შეეცადა, რომ შს მინისტრს გიორგი გახარიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გამართულიყო.

გიორგი ვოლსკი

27 ივნისი 2019, 13:55

საქართველო

ვოლსკი ემხრობა უმრავლესობაში იმ დეპუტატებზე მსჯელობას, ვინც მელიაზე გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა

პარლამენეტის ვიცესპიკერი, უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ თანაგუნდელთა მოსაზრებებზე, როლებმაც ხმა არ მისცეს ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას, უმრავლესობის სხდომაზე უნდა იმსჯელონ. გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ "კარგად ვერ გაერკვა ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, რა ვქენით და რა გავაკეთეთ".

27 ივნისი 2019, 13:55

მსოფლიო

ბრაზილელ სერჟანტს, რომელიც სამიტზე პრეზიდენტის თვითმფრინავით მიფრინავდა, 39 კგ კოკაინი აღმოაჩნდა

38 წლის მანუელ სილვა როდრიგესი 25 ივნისს სევილიას აეროპორტში ბრაზილიის პრეზიდენტის სათადარიგო თვითმფრინავში დააკავეს, რომელიც ოსაკაში დიდი ოცეულის სამიტზე მიფრინავდა. თავად პრეზიდენტი სხვა თვითმფრინავით მგზავრობდა, რომელიც საწვავის შესავსებად ლისაბონში დაეშვა.თავად პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ Twitter-ზე დაწერა, რომ მისი გუნდი ნარკოტიკების გადატანასთან არაფერ კავშირშია.

27 ივნისი 2019, 13:32

მსოფლიო

2015 წლის პარიზის ტერაქტების საქმეზე გერმანიაში ბოსნიის მოქალაქე დააკავეს

გერნმანიაში 39 წლის ბოსნიელი დააკავეს, რომელიც 2015 წელს პარიზში მომხდარი ტერაქტების სავადაუდო თანამზრახველია. ბელგიის მთავრობას მის დასაკავებლად ევროპული ორდერი ჰქონდა გაცემული. ბოსნიელი თავადასხმების მხარდაჭერაშია ეჭვმიტანილი. დაკავებული ამჟამად სადეპორტაციო ცენტრში იმყოფება და შესაძლოა ის ბელგიურ მხარეს გადასცენ.

ტომ იორკი

27 ივნისი 2019, 13:19

კულტურა

ტომ იორკმა სოლო ალბომი Anima გამოუშვა 🎵

სპეციალურ ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია Anima-ს CD-ის და ვინილის შეკვეთა. ისინი ხელმისაწვდომი 19 ივლისამდე იქნება. ვინილის ვერსია დამატებით 10 ტრეკს შეიცავს.ალბომის გამოშვებასთან დაკავშირებით სპეციალური მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გამოვიდა, რომლის რეჟისორიც პოლ ტომას ანდერსონია.

ვაკო ყაზაიშვილი

27 ივნისი 2019, 13:12

სპორტი

ყაზაიშვილის „სან ხოსემ“ „ჰიუსტონი“ 2:0 დაამარცხა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა, 75-ე წუთზე კი ეფექტიანი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ყაზაიშვილი ზედიზედ მესამე მატჩია, მოედანს უგულოდ არ ტოვებს.

ანგელა მერკელი
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

27 ივნისი 2019, 12:54

მსოფლიო

ანგელა მერკელი ისევ შეუძლოდ გახდა. ვიდეო

პრეზიდენტ შტაინმაიერთან შეხვედრისას გერმანიის კანცლერს კანკალი დაეწყო. მას წყალი მიაწოდეს, რაზეც უარი თქვა. მოგვიანებით მინისტრმა კაბინეტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ კანცლერი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და ოსაკის „დიდი ოცეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ძლიერი კანკალი მერკელს 18 ივლისს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიღების ცერემონიაზეც დაეწყო.

ნაციონალური მოძრაობა

27 ივნისი 2019, 12:40

საქართველო

ნაციონალები „გავრილოვის სიის“ შედგენაზე იწყებენ მუშაობას

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ისინი დღეს პარლამენტში პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მოსასმენად და მისთვის სპეციალური გზავნილის გადასაცემად მივიდნენ, მაგრამ ვინაიდან მამუკა ბახტაძე დღეს ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში აღარ გამოვა, პლენარულ სხდომას აღარც ნაციონალები დაესწრებიან.

27 ივნისი 2019, 12:37

საქართველო

პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღი კონსულტაციების შემდეგ განისაზღვრება

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, არსებულ ვითარებაში, სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება შეუძლებელი იქნება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, კონსულტაციები გაიმართება.

ემიგრანტები

27 ივნისი 2019, 12:23

საქართველო

შვედეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა ქართული პროდუქციის დასახმარებლად კამპანია დაიწყეს

შვედეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა ემიგრანტები საქართველოში ბოლო კვირის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან. მათ ვიდეორგოლი გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ მზად არიან გახდნენ საქართველოში წარმოებული ბრენდის ელჩები შვედეთში.

ვლადიმერ პუტინი

27 ივნისი 2019, 12:16

ტაბლოიდი

ახალგაზრდებმა შექმნეს ვებგვერდი რომელზეც პუტინისთვის გალაწუნებაა შესაძლებელი

მხოლოდ საქართველოდან ვლადიმერ პუტინს უკვე 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა გააწნა სილა. ონლაინ პლატფორმაზე კრემლის ლიდერის „დასჯის“ სამეულში საქართველოს შემდეგ იაპონია და შვეიცარია არიან. კრემის ლიდერისთვის სილის გამწვნელთა ათეულში მოხვდა რუსეთი, ესტონეთი, თურქეთი, უკრაინა, გერმანია, იტალია და საფრანგეთი.

ლეღვი

27 ივნისი 2019, 12:03

საქართველო

ლეღვის ნახარშის გამოყენების გამო 21 წლის გოგოს სხეულის 25% დაეწვა

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის თქმით, გოგო საავადმყოფოში გამთენიისას შეიყვანეს და დამწვრობა იმდენად სერიოზულია, რომ სრულ რეაბილიტაციას ორი კვირა დასჭირდება. დამწვრობის ცენტრში მზისგან მიღებული დამწვრობის შედეგად 7 ადამიანი მკურნალობს, მათგან ერთი ხუთი წლის ბავშვია.

ვიტალი საფაროვი

27 ივნისი 2019, 11:58

ძალოვნები

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ორივე ბრალდებულს 15-15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, შორენა გუცაძემ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. გიორგი სოხაძესა და ავთანდილ კანდელაკიშვილს 15-15 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

ეროვნული ბანკი

27 ივნისი 2019, 11:51

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებაზე სავალუტო ბაზარზეც ისახება

ეროვნული ბანკის განცხადებით, სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების შესახებ ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზეც ისახება.

ინციდენტი სტამბოლში

27 ივნისი 2019, 11:47

მსოფლიო

სტამბოლში ბიჭმა ფანჯრიდან გადავარდნილი ბავშვი დაიჭირა. ვიდეო

ორი წლის სირიელი დოჰა მუჰამედი მეორე სართულის ფანჯრიდან მაშინ გადავარდა, როდესაც მშობელი სამზარეულოში იყო. მოზარდმა ბავშვი დაინახა და ის დროულად დაიჭირა. 2 წლის ბავშვს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება. სტამბოლელ თინეიჯერს ინტერნეტსივრცეში გმირის სახელით მოიხსენიებენ.

მამუკა ბახტაძე

27 ივნისი 2019, 11:43

საქართველო

პრემიერი დღეს პარლამენტს მთავრობის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს აღარ წარუდგენს

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით დღეს პლენარულ სხდომაზე უნდა გამოსულიყო, თუმცა როგორც imedinews-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს ის ანგარიშით დღეს აღარ წარდგება.

27 ივნისი 2019, 11:38

ძალოვნები

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს მიმართა. პროკურატურა სასამართლოს პატიმრობას სთხოვს. საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

აგროდაზღვევა

27 ივნისი 2019, 11:24

ეკონომიკა

კახეთში აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

სოფელ ჭიკაანის მკვიდრს, სულიკო გეზელიშვილს, რომელსაც სეტყვის შედეგად მოსავლის 50% გაუნადგურდა, სადაზღვევო კომპანია "ალფა" 12000 ლარს აუნაზღაურებს. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 50% თანადაფინანსება მიიღო და მისმა გადახდილმა თანხამ 2 ჰა ფართობის დაზღვევისთვის 1,275 ლარი შეადგინა.