imedi /  28 მარტი 2019, 16:04 / სანდო წყარო

ასოცირების კომიტეტმა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა

ევროკავშირი

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა თანათავმჯდომარეების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ევროპარლამენტის წევრის, საჯად კარიმის ხელმძღვანელობით, მერვე სხდომა გამართა. 

საქართველოს პარლამენტის ცნობით, სხდომაზე განიხილეს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გამოყენების პერსპექტივები, სოფლის მეურნეობის განვითარება, ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობა.

პარლამენტის ცნობით, სხდომაზე დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ 2014-2018 წლებში გაწეული პროგრესი. ხაზი გაესვა საქართველოს მიღწევებს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში, რომლის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, რომელმაც უკვე მისცა 300 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს შენგენის სივრცეში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა.

,,უკანასკნელი 4-5 წლის განმავლობაში საქართველომ ევროკავშირთან დაახლოების გრძელი გზა წარმატებით განვლო. 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით. 2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით, რითაც უკვე 300 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და რომლის მიღწევაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ევროპარლამენტს. ევროკავშირი გახდა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი; ქართული ექსპორტის მესამედი სწორედ ევროკავშირის ბაზარზე თავსდება. საქართველო გაწევრიანდა ენერგეტიკულ გაერთიანებაში, შეთანხმებები გააფორმა Europol-სა და EuroJust-თან, რაც იძლევა ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის შესაძლებლობას. სამწუხაროდ, მთელი ეს დადებითი დინამიკა ხდება საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ ოკუპაციის ფონზე. ამ გამოწვევების პირისპირ ჩვენ მარტო არ ვართ. ვხედავთ და ვაფასებთ ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მყარ და უწყვეტ მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს მხარდაჭერის გამომხატველი რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა 2018 წლის ივნისში რუსული აგრესიიდან 10 წლის თავზე მიიღო“, - განაცხადა ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.

აღსანიშნავია, რომ ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი ევროპარლამენტის მერვე მოწვევის ამ შემადგენლობით ბოლოჯერ შეიკრიბა. 

,,ეს არის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბოლო სხდომა ამ შემადგენლობით და მოხარული ვარ იმ მიღწევებით, რომელსაც საქართველომ ევროკავშირთან თანამშრომლობით ბოლო პერიოდში მიაღწია. აუცილებლად  უნდა აღინიშნოს რეზოლუცია საქართველოს შესახებ, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება, ევროკავშირთან თანამშრომლობის საგზაო რუკა, საქართველოს ხელისუფლების აქტიური ქმედებები, რომ საფრთხე არ შეექმნას უვიზო მიმოვლის საკითხს. მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თაობაზე ევროპარლამენტის მიერ  მიღებული რეზოლუცია, რომლითაც ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, საჯად კარიმმა. 

ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე მოხსენებით წარდგა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის  და ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირებულ უკანონო დაკავებების შესახებ ისაუბრა.

სხდომაზე, თავისუფალი უვიზო რეჟიმის განხორციელებაზე და ამ პროცესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნინო გახარიამ ისაუბრეს.

„საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედება არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი შეტყობინება. პირველივე დღიდან მიმდინარეობს პროცესის განხორციელების მონიტორინგი საქართველოს ხელისუფლების მიერ,  რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს მოქალაქეების უვიზო გადაადგილებას შენგენის ზონაში“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ენერგეტიკის სფეროში საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის, საქართველოს გაწევრიანების შესახებ ენერგეტიკულ გაერთიანებაში და შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თაობაზე მოხსენებით წარდგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა.

ევროპარლამენტარებს, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ გააცნო.

ასოცირების კომიტეტის მერვე სხდომის დასასრულს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ერთობლივი განცხადება და რეკომენდაციები  მიიღო, სადაც საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი აისახა:

· მიესალმება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების მუდმივ განვითარებას და კვლავ ეხმიანება  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, რომელიც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობაა;

· კომიტეტი ადასტურებს, რომ ახალი უმაღლესი დონის დიალოგი, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გაიმართა 2018 წლის ნოემბერში, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ისევე როგორც პარტნიორებს შორის დაწესებული ახალ უმაღლესი დონის დიალოგი უსაფრთხოების საკითხებში;

· კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გამოყენებას, რის შედეგადაც ევროკავშირი საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია;

· კომიტეტი დადებითად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას თავისუფალი სავიზო რეჟიმის შეუფერხებელი მუშაობისთვის, იწონებს ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს, მთავრობის ახლო თანამშრომლობას ევროპის სახელმწიფოების საპოლიციო და საბაჟო უწყებებთან, მუდმივ საინფორმაციო კამპანიებს მოქალაქეთა სათანადო ინფორმირებისთვის;

· კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს მზადყოფნას იყოს ევროპის მთავარი პარტნიორი რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების გამყარებისთვის და ასევე იწონებს, რომ ევროპასა და საქართველოს შორის ახალი სატრანსპორტო კავშირები ვითარდება;

· კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის ძალისხმევა, აქტიურად იყოს ჩართული როგორც ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში, ისე  აღმასრულებელი ორგანოების მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობაში; მოიწონა პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა, რომელიც საქართველოს ახალი კონსტიტუციის შესაბამისად,  საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანობას აძლიერებს და თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია;

· ასოცირების კომიტეტი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერა, გმობს რუსეთის აგრესიას და მხარ უჭერს სამშვიდობო პროცესის და მის უალტერნატივობას, ასევე იწონებს მთავრობის პოლიტიკას მთელ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში;

ასოცირების კომიტეტი მორიგი სხდომას თბილისში 2019 წლის მეორე ნახევარში გამართავს.

ყველა სიახლე

დავით სონღულაშვილი

28 მაისი 2026, 19:40

საზოგადოება

„ღვინის ქარხანა №1“ -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ენოთეკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

თეა წულუკიანი

28 მაისი 2026, 19:37

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!

ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 19:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს

ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საცავის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

28 მაისი 2026, 19:31

პოლიტიკა

პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

28 მაისი 2026, 19:30

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას. მინისტრ, სულხან თამაზაშვილისა და სახელმწიფოს მხრიდან გორის ფაქტზე გამოვლენილი პოზიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სტანდარტებს

დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სახელმწიფოს მხრიდან გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოჩენილ პოზიციაზე.

მანანა მგალობლიშვილი

28 მაისი 2026, 19:25

პოლიტიკა

ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან - წერს ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.

28 მაისი 2026, 19:22

სამართალი

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

28 მაისი 2026, 19:20

პოლიტიკა

პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.

28 მაისი 2026, 19:19

პოლიტიკა

პარლამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

28 მაისი 2026, 19:17

პოლიტიკა

პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

28 მაისი 2026, 19:16

რეგიონი

„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა

„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

28 მაისი 2026, 19:14

პოლიტიკა

ხმაური პარლამენტში - გახარიას პარტიის წევრების ბრალდებებს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცებს“ დაემსგავსა, მმართველი გუნდის წევრებმა უპასუხეს და ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს მათ რიგებში მყოფ „ყოფილ ნაცებზე“ მიუთითეს

ხმაური პარლამენტში - ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატების, სოფო ხორგუანისა და გიორგი შარაშიძის გამოსვლას მმართველი პარტიის წევრები მხრიდან საპასუხო განცხადებები მოჰყვა.

გიორგი ჯავახიშვილი

28 მაისი 2026, 19:05

სამართალი

გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მკურნალი ექიმი: შემოყვანილია თავის ტრავმით. თქვა, რომ ბლაგვი საგანი აქვს მოხვედრილი, ჩაუტარდა შესაბამისი სტაციონარული მომსახურება, ამჟამად იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე

გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „ქრონიკას“ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსმა გიორგი ჯავახიშვილმა განუცხადა, დაზარალებულს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აქვს.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 18:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს

ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

28 მაისი 2026, 18:50

პოლიტიკა

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილება მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.

28 მაისი 2026, 18:49

პოლიტიკა

პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 18:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს

ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

28 მაისი 2026, 18:46

რეგიონი

ინფრასტრუქტურის მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო

მინისტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, რეგიონული განვითარების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა როგორც გზების რეაბილიტაციის, ისე სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენისა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების სამუშაოები.

28 მაისი 2026, 18:44

მსოფლიო

AXIOS: აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო

აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლებმა მიაღწიეს შეთანხმებას 60-დღიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებასა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს საბოლოო თანხმობა ჯერ კიდევ არ მიუცია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 18:44

პოლიტიკა

პრემიერი: რაც გაფუჭდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უსამართლობით, ის შეიძლება, გასწორდეს მხოლოდ ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით, გვქონდა შეხვედრები ამ კვირის განმავლობაში, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ამერიკელ პარტნიორებს მზაობა - გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, ველოდებით მათი მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს

ჩვენ გვქონდა შეხვედრები ამ კვირის განმავლობაში, საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, საუბარი გვქონდა სხვადასხვა თემებზე, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან, ველოდებით მათი მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.