imedi /  15 აპრილი 2019, 15:03 / სანდო წყარო

სერიალში „ახალგაზრდა პაპი“ ქართველი ფეხბურთელი გადაიღეს

ცნობილ სერიალში „ახალგაზრდა პაპი“ ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. ზურა მჭედლიძე სერიალში რომის პაპის მცველის როლს ასრულებს. 

როგორც მჭედლიძემ "იმედის დღის" ეთერში განაცხადა, ის სერიალის რეჟისორმა, პაოლო სორენტინომ რომში, სტადიონზე ვარჯიშის დროს შეამჩნია. "ჩვეულებრივ სტადიონზე მივდივარ, ვამზადებ სტადიონს, ვიწყებთ ვარჯიშს და მოდის ორი ახალგაზრდა ადამიანი კამერებით. მეუბნებიან "თუ შეიძლება სურათი გადაგიღოთ?" როგორც ჩანს ჩემი ვარჯიშის დროს გაიარა ამ სერიალის რეჟისორმა პაოლო სორენტინომ და მას უთქვამს, რომ ჩემთვის გადაეღოთ ფოტო", - ამბობს ქართველი ფეხბურთელი. 

ზურა მჭედლიძეს გადაღებების დროს ისეთ მსახიობებთან უწევს მუშაობა, როგორებიც ჯუდ ლოუ და ჯონ მალკოვიჩი არიან. "ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ ჯონ მალკოვიჩმა საქართველო ძალიან კარგად იცოდა. თქვა, რომ ძალიან კარგი კულტურა გვაქვს და საკმაოდ კარგი ადამიანები არიან საქართველოში. ასეთი მოკლე, მაგრამ ემოციური საუბარი გვქონდა ", - აღნიშნა მჭედლიძემ

ქართველი ფეხბურთელის თქმით, "ახალგაზრდა პაპის" გადასაღებ მოედანზე ცნობილ მსახიობებთან მუშაობა მისთვის საინტერესო და კომფორტულია. 

ყველა სიახლე

08 ივლისი 2026, 11:48

ეკონომიკა

საქპატენტმა და ევროპის საპატენტო უწყებამ ჟენევაში ერთობლივი მიღება გამართეს

საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ვალიდაციის შესახებ შეთანხმება ძალაში 2024 წლის 15 იანვრიდან შევიდა. 2025 წლის დეკემბერში საქართველომ ოფიციალურად გამოხატა ინტერესი ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების შესახებ, რასაც მიმდინარე წელს მოჰყვა საქართველოში ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტის, ანტონიო კამპინოსის ოფიციალური ვიზიტი. ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, ევროპული საპატენტო სისტემის განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციის მიზნით, შვეიცარიის კონფედერაციაში გამართული ერთობლივი ღონისძიება.

დათა გვასალია

08 ივლისი 2026, 11:47

პოლიტიკა

დათა გვასალია გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: როცა ხელისუფლების გეგმაა, რომ სახელმწიფომ ანაკლიის პორტზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე, ყველა უფლება შეინარჩუნოს, გამოდის ის ხალხი, ვინც ჩააგდო ეს პროექტი და გვთავაზობს, რომ ანაკლიის პორტი იმართებოდეს ისე, როგორც მათი პარტია, ანუ „უცხო ძალების კონსორციუმის“ ქვეშ

ჟურნალისტი დათა გვასალია „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის ხალხი, ვინც ანაკლიის პროექტი ჩააგდო და არბიტრაჟიც წააგო, გამოდის და ითხოვს, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ეს პროექტი იმართებოდეს ისე, როგორც მათი პარტია - „უცხო ძალების კონსორციუმის“ ქვეშ.

08 ივლისი 2026, 11:45

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის მომავალი სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ჩვენს უნარზე, ავაშენოთ ახალი, საიმედო კავშირები რეგიონებს შორის. „მწვანე ენერგიის დერეფნის“ მსგავსი ინიციატივები უფრო უსაფრთხო, ურთიერთდაკავშირებულ და მდგრად ენერგეტიკულ მომავალს უყრის საფუძველს

„საქართველოს ამბიციაა, წვლილი შეიტანოს ამ ინიციატივაში არა მხოლოდ თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ საკუთარი განახლებადი ენერგიის რესურსების მზარდი განვითარებით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარინ ლე პენი

08 ივლისი 2026, 11:36

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირში შიშობენ, რომ საფრანგეთში ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში ბლოკში თავდაცვის საკითხებზე კომუნიკაცია გართულდება

პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი კვლავ იყრის კენჭს საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე, რითაც ბოლო მოუღო ბრიუსელში ზოგი პოლიტიკოსისა და ოფიციალური პირის ფრთხილ ოპტიმიზმს, რომ შესაძლოა, მას ადგილი უფრო ახალგაზრდა და პოტენციურად უფრო მისაღები მემკვიდრისთვის დაეთმო. სტატიას ამ შინაარსით POLTICO ავრცელებს.

08 ივლისი 2026, 11:36

საზოგადოება

„თბილისის განვითარების ფონდი“ ქორწინების სახლის ისტორიული შენობის განახლებას იწყებს

„ჩატარებული კონსტრუქციული კვლევების თანახმად, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში რესტავრირებული შენობის მზიდი კონსტრუქციები არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია, რის გამოც მისი ნაწილობრივი დაშლისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტური სახით აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი

08 ივლისი 2026, 11:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: უნდა შევთანხმდეთ ჩვენი შეხვედრის პერიოდულობაზე, ასევე შეხვედრებს შორის სამუშაო პროცესი როგორი იქნება, როგორ იქნება კომუნიკაცია ჩვენს შორის, რა დამატებითი იდეები, ღონისძიებები და აქტივობები შეიძლება იყოს პარლამენტებს შორის ურთიერთობაში

უნდა შევთანხმდეთ ჩვენი შეხვედრის პერიოდულობაზე, ასევე შეხვედრებს შორის სამუშაო პროცესი როგორი იქნება, როგორ იქნება კომუნიკაცია ჩვენს შორის, რა დამატებითი იდეები, ღონისძიებები და აქტივობები შეიძლება იყოს პარლამენტებს შორის ურთიერთობაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

08 ივლისი 2026, 11:19

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

08 ივლისი 2026, 11:17

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ WTO-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელებას, ეკონომიკური რეფორმების პროცესსა და მულტილატერალური სავაჭრო სისტემის განვითარების მნიშვნელობას.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 11:06

მსოფლიო

AXIOS: ტრამპმა ირანზე დარტყმის გეგმა თურქეთში, ნატოს სამიტის დროს დაამტკიცა

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე დარტყმის გეგმა დაამტკიცა და შესაბამისი ბრძანება თურქეთში მიმდინარე ნატოს სამიტის დროს გასცა.

08 ივლისი 2026, 10:50

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

08 ივლისი 2026, 10:48

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს შესახებ, გაჟღენთილია ყალბი ინფორმაციით. ეს თავისთავად მოწმობს, რომ საქართველოზე ზეწოლა კვლავ აქტიურად გრძელდება

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ჯო უილსონის მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეა დღეს განიხილავს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი დაფუძნებულია იმ ყალბ აღქმებზე, რომლებიც 4 წელიწადზე მეტია საქართველოს შესახებ ვრცელდება. სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რეზოლუციის არსებობა მოწმობს იმ ზეწოლაზე, რაც საქართველოს მისამართით დღემდე გრძელდება.

08 ივლისი 2026, 10:48

მსოფლიო

ჩინეთში აღმოაჩინეს უძველესი ფრინველი, რომელმაც კუდის ევოლუციაზე წარმოდგენა შეცვალა

ჩინელმა პალეონტოლოგებმა აღწერეს უძველესი ფრინველის ახალი სახეობა - Zhengheornis buyu, რომლის კუდის აგებულებაც ფრინველთა ევოლუციის შესახებ არსებულ წარმოდგენებს არ შეესაბამება. კვლევის შედეგები ჟურნალში Science Advances გამოქვეყნდა.

ტომი რობინსონი

08 ივლისი 2026, 10:47

მსოფლიო

ბრიტანელი აქტივისტი ტომი რობინსონი დიდ ბრიტანეთში მომხდარ შემზარავ ფაქტებზე: ათასობით ბავშვი გააუპატიურეს. გოგონებს თითოეულ ქალაქსა და დასახლებაში აწამებდნენ

ბრიტანელი მემარჯვენე აქტივისტი ტომი რობინსონი გაერთიანებულ სამეფოში მომხდარ არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის საქმეებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და მუსლიმურ თემსა და სამართალდამცავ სტრუქტურებს აკრიტიკებს.

08 ივლისი 2026, 10:39

პოლიტიკა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) პარტნიორობით მაღალსიჩქარიანი ქსელის განვითარების პროექტი ხორციელდება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს.

პეტერ მადიარი

08 ივლისი 2026, 10:34

მსოფლიო

პეტერ მადიარი: უნგრეთი არ გააგზავნის შეიარაღებას ან ჯარისკაცებს უკრაინაში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ბუდაპეშტი არ გააგზავნის უკრაინაში არც შეიარაღებას და არც სამხედრო მოსამსახურეებს.

08 ივლისი 2026, 10:33

მსოფლიო

საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქების რეიტინგი გამოქვეყნდა

EIU-ში აღნიშნეს, რომ მსოფლიოში ცხოვრების ხარისხის საშუალო მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა. ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის დონის კლება აზიაში ჯანდაცვის გაუმჯობესებით კომპენსირდა.

08 ივლისი 2026, 10:33

ეკონომიკა

ქართული ღვინო მსოფლიოს 16 ქვეყანაში გამართულ სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 15 ღონისძიება, მასტერკლასი, გამოფენა, ფესტივალი, კონკურსი და ფორუმი გაიმართა.

რუმენ რადევი

08 ივლისი 2026, 10:24

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერი: აღარაფერი დაგვრჩა, რის მიწოდებაც შეგვიძლია უკრაინისთვის

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის რუმენ რადევის განცხადებით, ოფიციალურმა სოფიამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და მას უკრაინისთვის სამხედრო თვალსაზრისით გადასაცემი აღარაფერი აქვს.

08 ივლისი 2026, 10:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ანა ბრნაბიჩს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მარკ რუტე

08 ივლისი 2026, 09:44

მსოფლიო

რუტე პუტინს: ნუ გვეთამაშებით

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ანკარაში მიმდინარე სამიტის მეორე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთს მიმართა.