imedi /  02 მაისი 2019, 10:28 / სანდო წყარო

დანიელ ფრიდი: რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრა გაფრთხილება იყო რომელიც აშშ-მა სრულად ვერ აღიქვა

კონგრესი

დანიელ ფრიდი

1-ელ მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენა გაიმართა, თემაზე: “Countering a Resurgent Russia”. მოსმენის მონაწილეებმა დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია და ხაზი გაესვა მის საპასუხოდ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

მათ ხაზი გაუსვეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობასა და ისაუბრეს მათი განხორციელების გზებზე.

კერძოდ, მოსმენისას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ელიოტ ენგელის (დემოკრატი-ნიუ იორკი) განმარტებით, “რუსეთის მიერ საკუთარ საზღვრებთან განხორციელებული, საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციამ შეარყია მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობის მიმართულებით ათწლეულების განმავლობაში გაწეული სამუშაო”.

“რუსეთის ამჟამინდელმა გაძლიერებამ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების, აშშ-სა და ევროპის წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევისა და დეზინფორმაციის გზით, რუსეთის შიგნით და გარეთ მისი ოპონენტების წინააღმდეგ, მათ შორის მკვლელობებისა და მკვლელობების მცდელობების გზით, აგრესიის ფორმა მიიღო”, - აღინიშნა დანიელ ფრიდის წერილობით სიტყვაში.

მისი განმარტებით, “როგორც დავინახეთ რუსეთის თაობაზე აშშ-ის იმედიანი ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა. რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში მისი მეზობლის, საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრა იყო გაფრთხილება, რომელიც აშშ-მა სრულად ვერ აღიქვა. რუსეთის მიერ მხოლოდ, 2014 წელს უკრაინაში შეჭრის, მათ შორის უკრაინის ყირიმის ანექსირების შემდეგ მოხდა აშშ-სა და ნატო-ს მიერ უსაფრთხოების მოდალობების გადახედვა.”

“რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს მისი მეზობლების - საქართველოსა და უკრაინის თანამედროვე წარმატებულ დემოკრატიებად ჩამოყალიბებასა და მათ ევროპასთან დაახლოებას. ისინი ქმნიან კონფლიქტებს, სასაზღვრო პრობლემებს, იტაცებენ ტერიტორიებს”,- აღნიშნა ფრიდმა. მისი რჩევით, საჭიროა ამ ქვეყნების რეფორმატორთა დახმარება, რაშიც აშშ-ს კარგი გამოცდილება გააჩნია ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ გერმანელების, შემდეგ პოლონელების, ბალტიის ქვეყნებისა და რუმინელების წარმატებული დახმარების მაგალითების სახით.

კონგრესმენ ანნ ვაგნერის (რესპუბლიკელი-მისურის შტატი) განცხადებით, “დღეს რუსეთმა ძირი გამოუთხარა მშვიდობასა და თავისუფლებას, რაც ვიხილეთ მის მიერ განხორციელებულ ქმედებებში სირიაში, საქართველოსა და უკრაინაში, ასევე ჩვენს [აშშ-ს] საკუთარ არჩევნებში ჩარევის სახით, და ახლა კი უკვე ვენესუელაში მიმდინარე პროცესების სახით.”

“საქართველოში რუსეთი იყენებს სტრატეგიას, რომელსაც ვუწოდებ “მცოცავ ანექსიას” რათა ჩუმად მიიტაცოს საქართველოს მეტი და მეტი სუვერენული ტერიტორია. დღეს რუსეთმა შეძლო საქართველოს, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაახლოებით 20%-ის სადავო ტერიტორიად გადაქცევა”, - აღნიშნა კონგრესმენმა ვაგნერმა.

მანვაგნერმა ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, ქ-ნი ვაგნერის მოსაზრებით, ნატო-ს ევროკავშირისა და აშშ-ის კოლექტიური ქმედებების განხორციელების საჭიროებას. ის დაინტერესდა, თუ რა უნდა გააკეთოს აშშ-მა, რომ პასუხი გასცეს რუსეთის მიერ საქართველოსადმი აგრესიას. გენერალ კაინის განმარტებით, აშშ-მა “გადადგა ზოგიერთი ნაბიჯი საქართველოს დასახმარებლად. გასულ წელს აშშ-მა საქართველოს სამხედრო ძალებს გადასცა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. აშშ-მა ქართველებთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრიდან 10 წლისთავზე გამართა უმნიშვნელოვანესი სამხედრო წვრთნები.”

გენერალი კაინის რჩევით, საჭიროა, რომ “აშშ-მა წაახალისოს ევროპელი მოკავშირეები, რომ აშშ-ის მსგავსად იყვნენ ჩართულნი საქართველოსთან მიმართებით”.

გენერალ კაინის სიტყვებით, აშშ-ს გააჩნია მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა, ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერე, რომ წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას.

კონგრესმენმა ტრონმა (დემოკრატი-მერილენდის შტატი) ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მისი საზღვრების გასწვრივ - მათ შორის საქართველოში კონფლიქტებს თესავს, რათა დაბლოკოს ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანება. იგი დაინტერესდა, თუ რა უნდა გააკეთოს ნატომ, რომ პასუხი გასცეს რუსეთის აგრესიას. კონგრესმენის კითხვის პასუხად ხაზი გაესვა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის გაძლიერების საჭიროებას.

მოსმენაზე მიწვეულნი იყვნენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ნატო-ში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, ბრუკინგის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ვიქტორია ნულანდი; ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, პოლონეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს წამყვანი მკვლევარი, დანიელ ფრიდი; და ომის შესწავლის ინსტიტუტის თავმჯდომარე, აშშ-ის არმიის შტაბის ყოფილი მოქმედი უფროსი, გენერალი ჯეკ კაინი. 

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

06 აგვისტო 2026, 02:44

მსოფლიო

The Times: ტრამპის ადვოკატები BBC-ს სარჩელის „პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაში“ ადანაშაულებენ

პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს დაბლოკოს სასამართლო განჩინება, რომელიც მას BBC-სთვის საკუთარი კომპანიის ფინანსური დეტალების გადაცემას ავალდებულებს - ის აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა პოლიტიკურად არის მოტივირებული, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.

მასუდ პეზეშკიანი

06 აგვისტო 2026, 00:57

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმეა

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყანა სანქციებისა და კონფლიქტის გამო მზარდ ზეწოლას კვლავ განიცდის.

06 აგვისტო 2026, 00:40

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი აშშ-თან ჰორმუზის სრუტის საკითხზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი აშშ-თან ჰორმუზის სრუტის საკითხზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ეკა კუპატაძე

06 აგვისტო 2026, 00:26

საზოგადოება

გიგა ავალიანის დედა: სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა, თუმცაღა წინ ძალიან დიდი, სერიოზული და მასშტაბური ბრძოლა გველის

„სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა, თუმცაღა ჩვენ წინ ბრძოლა გველის, ძალიან დიდი, სერიოზული და მასშტაბური და ამით არ შეიძლება მოვდუნდეთ, რომ სამართალი აღდგა და შევჩერდეთ“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

06 აგვისტო 2026, 00:25

საზოგადოება

საპატრიარქო: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი გადაიხადა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა.

ბადრი მანჯავიძე

06 აგვისტო 2026, 00:13

პოლიტიკა

აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე გია ბარამიძეზე: კომკავშირი - კარიერისთვის, ეროვნული მოძრაობა - კარიერისთვის, აფხაზეთის ომი და ვეტერანის სტატუსი - კარიერისთვის, პოლიციის აკადემიის დიპლომი - კარიერისთვის. დანაშაულებრივი ტყუილი ტყვეთა დახვრეტის თაობაზე რისთვის დასჭირდა, ესეც კარიერისთვის?

ახლა ვნახე გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში. ესაა წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა, - წერს აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

გიგა ავალიანი

05 აგვისტო 2026, 23:54

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.

05 აგვისტო 2026, 23:05

მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1.4 მილიარდ ევროს გადაურიცხავს - ტრანშის 95 პროცენტი „უკრაინის სესხების თანამშრომლობის მექანიზმს“ მოხმარდება, რაც კიევს ევროკავშირისა და G7-ის სესხების დაფარვაში დაეხმარება

ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან, შემოსავლის სახით, 1.4 მილიარდი ევრო მიიღო და აღნიშნულ სახსრებს უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ ევროკომისიამ ოთხშაბათს განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

05 აგვისტო 2026, 22:50

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

05 აგვისტო 2026, 22:14

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 22:14

ეკონომიკა

ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - რა შესაძლებლობებს იძლევა ტექნოლოგიური ჰაბი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - ისტორიული ქალაქი მსხვილ ინოვაციურ ჰაბად გარდაიქმნება, სადაც განათლება, მეცნიერება და თანამედროვე ბიზნესი ერთიან ეკოსისტემაში იყრის თავს.

05 აგვისტო 2026, 22:05

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სოციალურ ქსელში აგორებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და კახა კალაძის პასუხი ოპონენტებს. თბილისის მერი სოციალურ ქსელებსა და ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, სამუშაოების ვადების ცვლილებასა და ხეების მასობრივ მოჭრაზე, სიცრუეს უწოდებს.

05 აგვისტო 2026, 21:56

პოლიტიკა

რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო

„რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გამორჩეული პროფესიონალის და საუკეთესო ადამიანის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

05 აგვისტო 2026, 21:52

პოლიტიკა

ვეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს: „კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი“

ვეტერანი მალხაზ თოფურია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველ მებრძოლებს “ტყვეები არ აჰყავდათ, ტყვეებს ხვრეტდნენ”.

ორელიან ლეშევალიე

05 აგვისტო 2026, 21:50

მსოფლიო

POLITICO: აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას

სამი ინფორმირებული წყაროს ცნობით, გაეროში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით წამოჭრილი უთანხმოების ფონზე, აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას, - წერს გამოცემა POLITICO.

05 აგვისტო 2026, 21:50

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება

„24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებული რეჟიმით მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია“.

05 აგვისტო 2026, 21:36

სამართალი

სუს-ი: საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

უწყების ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.

05 აგვისტო 2026, 21:35

მსოფლიო

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ

თეირანმა განაცხადა, რომ ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ.

05 აგვისტო 2026, 21:03

სამართალი

ცხენის ხორცი საქონლის ნაცვლად - თაღლითობისა და ფალსიფიკაციის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი კომპანიის დირექტორებს მასშტაბური თაღლითობისა და ფალსიფიკაციის მუხლებით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა მარნეულისა და ქარელის ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცი შეიტანეს.

გიორგი ფანგანი

05 აგვისტო 2026, 20:55

საზოგადოება

სემეკის წევრი გიორგი ფანგანი: „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, ტესტირებისას სისტემა სრულად გაითიშა, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო, 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით, სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება“.