საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა
ფოტო: shutterstock.com
საქართველოში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული იყო დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.
საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. მერს კი ხუთ მუნიციპალიტეტში მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში ირჩევდნენ.
პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კი მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის დეპუტატობის 20 კანდიდატი იბრძოდა, მათ შორის “ქართული ოცნებიდან” - ვლადიმერ კახაძე, “ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატებიდან” - შალვა შავგულიძე, ხოლოდ "გირჩიდან" ჰერმან საბო.
მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო ‐ მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - აკმამედ იმამკულიევი; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - ბექა სვანიძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” - აგილ მუსტაფაევი; “თავისუფალი საქართველო” - ნინო ჯურხაძე; “საქართველო” - ლეილა ხარაიშვილი; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ირენა სტურუა; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - ლისა სიხარულიძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - ნინიკო ჩხეტია; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - მალხაზ გორგასლიძე; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ელისო ქართველიშვილი; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - ჯანო ჟვანია; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - ილია პატარაია; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - ზაურ დარგალი; საინიციატივო ჯგუფი - ალი ბადიროვი.
ზესტაფონში მერობის 16 კანდიდატია დარეგისტრირებული: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - დავითი თხელიძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - კახაბერ კიკნაველიძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” - ბაქარ ხიჯაკაძე; “დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - ანზორ ნებიერიძე; “თავისუფალი საქართველო” - გიორგი წულაია; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ზვიად ბოლოკაძე; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - გელა სულაქველიძე; “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” - ინგა კელენჯერიძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - კახაბერი მაჩიტიძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - მანუჩარ სართანია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ნინა გოცაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - პაატა ბაკურაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - რევაზ სხულუხია; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - გიორგი გოგლიჩიძე; საინიციატივო ჯგუფი - ვახტანგი რობაქიძე; საინიციატივო ჯგუფი - კახაბერ ზარნაძე.
ჭიათურის მერობა შემდეგ 13 კანდიდატს სურს: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ირაკლი დემეტრაძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - თეიმურაზ სამხარაძე; “თავისუფალი საქართველო” - ტატო ურუშაძე; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - გიორგი ხაჭაპურიძე; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - მზია სამხარაძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - ანდრო მაღლაკელიძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - ზიტა ადამია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ირინა ცერცვაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - ალექსანდრე კეზევაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - მანანა გოგიჩაძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - გივი მოდებაძე; საინიციატივო ჯგუფი - ზურაბ კუპატაძე; საინიციატივო ჯგუფი - დავით ჭუმბურიძე.
ზუგდიდის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - მამუკა გერმანიშვილი; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - გოგიტა ბიგვავა; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” სანდრა ელისაბედ რულოვი; “დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - შავლეგი თოდუა; “თავისუფალი საქართველო” - სოფიო კანდელაკი; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ლიკა ბუკია; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - დათა გაბეჩავა; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - ალექსი ნონიაძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - პაატა პირტახია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - მალხაზ ლეჟავა; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - გიორგი ჩიაშვილი; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - ნანი ხუციძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - გიორგი შენგელია; საინიციატივო ჯგუფი - დომენტი სიჭინავა; საინიციატივო ჯგუფი - თენგიზ ჯგუშია; საინიციატივო ჯგუფი - დავით თორდია.
ხულოში მერობის 14 კანდიდატი დარეგისტრირდა: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ვახტანგ ბერიძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - იოსებ თავართქილაძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” - ირაკლი ჯორბენაძე; “თავისუფალი საქართველო” - საბა ბობოხია; “საქართველო” - ზურაბი ჯორბენაძე; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ზურაბ ცინცაძე; “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” - ზურაბ ხიმშიაშვილი; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - მამუკა ქობულაძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - გია გაბეშია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ირაკლი ტუნაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - ნუგზარ ფუტკარაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - ზაურ კომახიძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - ვახტანგ ბერიძე; საინიციატივო ჯგუფი - როლანდ აბულაძე.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 18:02
რეგიონი
მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.
26 აგვისტო 2026, 17:57
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.
26 აგვისტო 2026, 17:49
საზოგადოება
თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა
მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:35
მსოფლიო
Reuters: ნეპალში წყალდიდობის გამო 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ნეპალში წყალდიდობის გამო 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:26
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს
როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“
26 აგვისტო 2026, 17:16
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები
„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
26 აგვისტო 2026, 17:10
მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა
სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:10
საზოგადოება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.
26 აგვისტო 2026, 16:31
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.
26 აგვისტო 2026, 16:15
რეგიონი
ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული
პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust, ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.
26 აგვისტო 2026, 16:07
სამართალი
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო
გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.
26 აგვისტო 2026, 15:52
მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:25
რეგიონი
გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.
26 აგვისტო 2026, 15:12
მსოფლიო
Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება
ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა და თუ მაღალი ფასები შენარჩუნდება, ევროკავშირს 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:02
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ
„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“
26 აგვისტო 2026, 14:54
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება
„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:46
ეკონომიკა
მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად, მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:33
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირში 2023 წლის შემდეგ პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა
ევროკავშირში საქონლით ვაჭრობის სფეროში ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 14:24
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი, რაც გაავრცელეს და მეორე, თითქოს, მათ [საქართველოს] მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.
26 აგვისტო 2026, 14:21
პოლიტიკა
ანა წითლიძე: არათუ გასვლაზე, ან შესვლაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალიანსთან დაკავშირებით საერთოდ არ დგას საკითხი. არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული
ანა წითლიძე ოპოზიციური ალიანსის უმოქმედობაზე საუბრობს და საკუთარ პოზიციასთან ერთად, პარტიის პოზიციას ახმიანებს. მისი თქმით, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის წევრი, პარტიისთვის ეს უმნიშვნელოა. პარალელურად, ალიანსის წევრებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.


