„ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ მადანს სატვირთო ავტომობილების ნაცვლად რკინიგზით გადაიტანენ
ფოტო: არქივი
„ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები, უახლოეს მომავალში, აღარ გადაადგილდება“, - ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, დასრულდა სარკინიგზო საწყობის პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია.
ჩიქოვანის თქმით, ეს საკითხი უკვე გადაწვეტილია და სარკინიგზო საწყობის მშენებლობა დაწყებულია.
„ ეს არის საჩხერის მხრიდან ჭიათურაში შესასვლელი მონაკვეთი ე.წ.ნოფის ტერიტორიაზე. ასე რომ, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მძიმეწონიანი სატვირთო ავტომანქანები ქალაქის ტერიტორიაზე აღარ გადაადგილდება. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ როგორც კომპანიის გაფიცული თანამშრომლები, ასევე რიგითი ჭიათურელები მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით კვლავ აჟღერებენ მოთხოვნას, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, გავუსვა ხაზი, რომ პირველივე დღეს, როდესაც გაფიცვა დაიწყო, მათ ჩვენ განვუმარტეთ, რომ ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია"-განაცხადა ჩიქოვანმა
მისივე თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც კომპანია ქალაქის ხელმძღვანელობასთან კოორდინირებულად მუშაობს, ქალაქის დასუფთავებაში აქტიური ჩართულობა.
„მერიას დავეხმარებით ტექნიკურ აღჭურვაშიც და ამ პროცესში „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველდღიურად მიიღებს მონაწილეობას. მე მჯერა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად ეს ქალაქი, უახლოეს მომავალში, იქნება სუფთა. რაც შეეხება მიმდინარე აქციას - გაფიცულ მაღაროელებს ჩვენ კვლავ ვთავაზობთ საინიციატივო ჯგუფის შექმნასა და პროცესის დიალოგის რეჟიმში წარმართვას, თუმცა, ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით მათი მხრიდან მზაობა არ არის“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. გაფიცულები ხელფასების 50%-იან ზრდას, სამუშაო პირობებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესებას და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას მოითხოვენ.
ყველა სიახლე
05 მაისი 2026, 01:04
მსოფლიო
NBC News: აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში, თეთრი სახლის სიახლოვეს, სროლა მოხდა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში, თეთრი სახლის სიახლოვეს, სროლა მოხდა, რომელშიც უწყების პოლიციელები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.
05 მაისი 2026, 00:56
მსოფლიო
„ყალბი გამოკითხვები“ - ტრამპი ირანის ომისადმი მხარდაჭერის კლებას უარყოფს
იმ ნიშნების ფონზე, რომ ამერიკელები სულ უფრო უკმაყოფილონი არიან ირანის წინააღმდეგ ომით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ გამოკითხვები ყალბია.
05 მაისი 2026, 00:47
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ირანთან კონფლიქტს „მინი-ომი“ უწოდა
თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
05 მაისი 2026, 00:41
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის!
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ფალსიფიცირებული ღვინის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მიდგომა შეურიგებელი და პრინციპულია.
05 მაისი 2026, 00:36
მსოფლიო
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა 6 მაისის 00:00 საათიდან დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა 6 მაისის 00:00 საათიდან დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას.
05 მაისი 2026, 00:26
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი: ირანმა ჰორმუზის სრუტესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გემებზე თავდასხმებით აბსოლუტურად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
ირანმა ჰორმუზის სრუტესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გემებზე თავდასხმებით აბსოლუტურად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა.
05 მაისი 2026, 00:11
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: გია ხუხაშვილი გვიმტკიცებდა, რომ თურმე რაღაც „უხილავი ძალები“ ირაკლი კობახიძის ხელით ბიძინა ივანიშვილს ანაცვლებდნენ. გავიდა რამდენიმე თვე და გვიმტკიცებს - თურმე, ივანიშვილი კობახიძეს მოსახსნელად ამზადებს
„ნოსტრადამუსობა“ და „ექსპერტობა“ რომ ერთმანეთში ერევათ ჩვენს ე.წ. კრიტიკულ მედიებში, ეგ ახალი ამბავი არ არის, მაგრამ გია ხუხაშვილის ფენომენი მაინც სულ სხვა განზომილებაა და უკვე კომედიის ჟანრს განეკუთვნება, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, რამდენიმე თვის წინ, ხუხაშვილი ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძით ჩანაცვლდებოდა, ახლა კი სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს, რომ ივანიშვილი კობახიძეს დღე-დღეზე გაუშვებს.
05 მაისი 2026, 00:01
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, ისე სხვა მიმართულებებით
„თუ გვინდა, რომ ქართული ღვინო მაღალ ხარისხთან იყოს ასოცირებული, მხოლოდ ღვინის ხარისხის კონტროლი და მისი ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრა საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია წინა ეტაპები. ძალიან მკაცრად დავიწყეთ შიდა ბაზრის ინსპექტირება, ვაკონტროლებთ ჩამოსასხმელ ღვინოსაც, სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი მიდგომები ამ მიმართულებითაც არსებობს. ის შედეგი, რაც რეალურად შეგვიძლია დადგეს ერთ ან ორ წელიწადში და რასაც ხშირად სჭირდება ათი წელიწადი. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული გამოწვევები არსებობს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
04 მაისი 2026, 23:52
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო, მარტო დარგს კი არ უნდა გაუფრთხილდეს, ასევე იმ იდენტობის ნაწილს უნდა გაუფრთხილდეს, რომელთან ერთადაც იცხოვრა 8 000 წელი
„ვენახის ნებართვა არ არის მხოლოდ საქართველოში და აქ მოგონილი. საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ამერიკის, სადაც მევენახეობა არის წარმატებული, ვენახის გაშენებაზე რეგულაციები ბევრად უფრო მკაცრია. წესები საბოლოოდ აისახება ღვინის ხარისხზე და ფასზე. შევადაროთ ერთი ბოთლი ღვინის საშუალო ფასი საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის და ჩვენი. ეს ფასები მიღებულია ზუსტად იმ წესებით, რა წესებითაც განისაზღვრება ღვინის ხარისხი. ხარისხით დგება, საბოლოო ჯამში, ღვინის ფასი. ეს არის მოცემულობა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
04 მაისი 2026, 23:35
ეკონომიკა
ლევან მეხუზლა: ღვინის ხარისხის გაუმჯობესების რეფორმა აზღვევს როგორც ინვესტორს, ისე მომხმარებელს
მეღვინეობის დარგში შემოღებული ყველა რეგულაცია ემსახურება ხარისხის გაუმჯობესებას. რეფორმა აზღვევს როგორც ინვესტორს, ისე მომხმარებელს, იმ ობიექტური პირობების გათვალიწინებით, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე იკლო ღვინის მოხმარებამ და გაზდრილია კონკურენცია, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
04 მაისი 2026, 23:20
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ღვინო იწყება ხარისხიანი ვენახიდან. ხარისხიანი ვენახი კი შეუძლებელია შესაბამისი ადგილის, ნიადაგის ანალიზის და სერტიფიცირებული ვაზის ნერგის გარეშე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობა.
04 მაისი 2026, 22:51
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: თუ გვინდა, რომ ქართული ღვინო იყოს ხარისხთან ასოცირებული, ხარისხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ვენახიდან
„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქართული ღვინო 8 000-წლიანი ისტორიის არის, აუცილებლად უნდა ვაპოზიციონიროთ, რომ ქართული ღვინო და ხარისხიანი ღვინო არის ერთი და იგივე. ამისთვის მნიშვნელოვანია რიგი რეფორმები, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის სააგენტო ახორციელებენ - დაწყებული ყურძნის ჩაბარების დროს ხარისხის დიფერენცირების კონტროლიდან, დასრულებული ხარისხიანი ვენახების გაშენებით“.
04 მაისი 2026, 22:48
მსოფლიო
AXIOS: ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საფრთხეშია
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ ორშაბათს მისი ტერიტორიის მიმართულებით ირანიდან ოთხი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს.
04 მაისი 2026, 22:14
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში 7 მცირე ირანული კატარღა გაანადგურა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა შვიდი ირანული „მცირე ზომის“ კატარღა გაანადგურა მას შემდეგ, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე ხომალდს ცეცხლი გაუხსნა.
04 მაისი 2026, 21:50
მსოფლიო
მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ყოველწლიური საქველმოქმედო წვეულება „მეტ გალა“ გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მსოფლიოს მოდის მოყვარულთა ყურადღების ცენტრში ნიუ-იორკია. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ყოველწლიური საქველმოქმედო წვეულება „მეტ გალა“ გაიმართება, რომელიც კოსტიუმების ინსტიტუტის საგაზაფხულო გამოფენის გახსნას აღნიშნავს.
04 მაისი 2026, 21:38
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „აღიგვება პირისაგან მიწისა“, თუ ისინი თავს დაესხმებიან აშშ-ის გემებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „აღიგვება პირისაგან მიწისა“, თუ ისინი თავს დაესხმებიან აშშ-ის გემებს.
04 მაისი 2026, 21:37
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ამ ხნის განმავლობაში აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც არაერთხელ გამოგვიხატავს საერთაშორისო ფორმატებში
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებზე ისაუბრა.
04 მაისი 2026, 21:30
მსოფლიო
რუსეთი 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აცხადებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 8 და 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ზავი გამოცხადდება.
04 მაისი 2026, 21:28
საზოგადოება
მომავალ მეზღვაურებს ფოთშიც მოამზადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაარსებიდან პირველად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში ნავიგაციის ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამა ამოქმედდა.
04 მაისი 2026, 21:20
ეკონომიკა
1 მაისიდან ამოქმედებული ახალი რეგულაციები, რომელიც უცხოელი გიდების საქმიანობას და შრომით მიგრაციას ეხება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პირველი მაისიდან ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც გიდების საქმიანობის რეგულირებასა და შრომით მიგრაციას ეხება, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში სექტორთან შეხვედრა გაიმართა.


