Imedi /  24 მაისი 2019, 22:11 / სანდო წყარო

ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს დაათვალიერებენ

დავით გარეჯი

დავით გარეჯი

ბაქოში, 23-24 მაისს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომის შედეგების შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა.

უწყების ცნობით, აუდიენციისას მხარეებმა სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების გავლების საკითხებზე იმსჯელეს. 

ორდღიანი შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს, ადგილზე, ექსპერტების დონეზე ერთად დაათვალიერებენ. ასევე ითქვა, რომ სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრის ფარგლებში შესაბამის ნორმატიულ-სამართლებრივ დოკუმენტებსა და კარტოგრაფიულ მასალებს შეისწავლიან.

აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ ორდღიან შეხვედრას ორივე ქვეყნის სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ექსპერტებიც ესწრებოდნენ. 

მხარეები შეთანხმდნენ კომისიის მორიგი სხდომა თბილისში გაიმართება. მორიგი აუდიენციის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

7 მაისს, დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით საპატრიარქოში აზერბაიჯანის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის ფაშა ზადეს წარმომადგენელთან ალი ალიევთან შეხვედრა გაიმართა. 

აღდგომის დღესასწაულამდე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ცოტა ხნით დაკეტილი იყო. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) გაახმოვანა და დახმარება ითხოვა. ის ამბობდა, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ. მათ შორის პრობლემები ჰქონდათ გადაადგილების კუთხით ტურისტებსა და მომლოცველებს. მაშინ არქიმანდრიტმა თქვა, რომ გარეჯში სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც იქ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.

აღდგომის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, სასულიერო პირებისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის უდაბნოს მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხსნა.

ყველა სიახლე

„სტრიპტიზის მოცეკვავეები“

20 სექტემბერი 2019, 18:34

კულტურა

მალაიზიაში ჯენიფერ ლოპესის ახალი ფილმის ჩვენება აკრძალეს

მალაიზიაში აკრძალეს რეჟისორ ლორინ სკაფარიას ფილმი „სტრიპტიზის მოცეკვავეები“ (Hustlers), რომელშიც მთავარ როლებს ჯენიფერ ლოპესი, კონსტანს ვუ, ჯულია სტაილსი, კეკე პალმერი, ლილი რეინჰარტი და მომღერლები Cardi B და Lizzo ასრულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

აშშ უკრაინა დროშები

20 სექტემბერი 2019, 17:52

მსოფლიო

ტრამპი ზელენსკის 25 სექტემბერს შეხვდება

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის 25 სექტემბერს შეხვდება. ორი ქვეყნის მეთაურის შეხვედრა სექტემბრის დასაწყისში, ვარშავაში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტზე იგეგმებოდა. თუმცა ქარიშხალ „დორიანის“ გამო ტრამპი პოლონეთში არ ჩავიდა.

გენო პეტრიაშვილი

20 სექტემბერი 2019, 17:51

სპორტი

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს. მან ნახევარფინალში უკრაინელ ხოციავინსკის ანგარიშით 6-2 მოუგო. პეტრიაშვილმა საქართველოს ნაკრებს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოუტანა.

თეა წულუკიანი

20 სექტემბერი 2019, 17:18

საქართველო

თეა წულუკიანს სკანდალურ შეწყალებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სკანდალურ შეწყალებასთან დაკავშირებით შესაძლო კორუფციაზე მიანიშნებს. მინისტრი ამბობს, რომ საქმის გამოძიება აუცილებელია. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს, რადგან ამ ფაქტმა შესაძლოა ზოგიერთი პატიმრის უფლება შელახოს.

Twitter

20 სექტემბერი 2019, 17:08

ტექნოლოგიები

Twitter-მა ათასობით ანგარიში დაბლოკა

Twitter-მა ათასობით ანგარიში დაბლოკა, რომლებიც ცრუ ინფორმაციას და სამთავრობო პროპაგანდას ავრცელებდა. ამის შესახებ Deutsche Welle-ს რუსული ბიური წერს. ანგარიშების უმეტესი ნაწილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ჩინეთს, ესპანეთს და ეკვადორს უკავშირდება.

რამზან ახიადოვი

20 სექტემბერი 2019, 17:04

ძალოვნები

იუსტიციის სამინისტრო: რამზან ახიადოვს რუსეთში ექსტრადირებით საფრთხე არ ემუქრება

იუსტიციის სამინისტრო საქართველოდან რუსეთის მოქალაქის, ინტერპოლით ძებნილი რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით, „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და სპეკულაციების ასარიდებლად“, დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

ბილ დე ბლაზიო

20 სექტემბერი 2019, 16:51

მსოფლიო

ნიუ-იორკის მერი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის

ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის. „ჩემი აზრით, პრაიმერიზე გავაკეთე ყველაფერი, თუმცა ახლა ჩემი დრო არაა. ამიტომ გადავწყვიტე, დავასრულო წინასაარჩევნო კამპანია და გავაგრძელო მუშაობა ნიუ-იორკის მერად“, - განაცხადა დე ბლაზიომ ტელეკომპანია MSNBC-ის ეთერში.

სამსახური

20 სექტემბერი 2019, 16:34

საქართველო

ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს

„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეებს აეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს.

გულალაი ისმაილი

20 სექტემბერი 2019, 16:18

მსოფლიო

პაკისტანელი უფლებადამცველი აშშ-ს თავშესაფარს სთხოვს

პაკისტანელი უფლებადამცველი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმალვაში იყო, აშშ-ში ჩაფრინდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, პაკისტანის მთავრობა გულალაი ისმაილს ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებსა და ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებს

ოთო კახიძე

20 სექტემბერი 2019, 16:10

საქართველო

ოთო კახიძე: თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება

„ევროპული საქართველო“ პროკურატურას პრეზიდენტის მიერ შეწყალების პროცესთან დაკავშირებით გამოძიებისთვის 1-თვიან ვადას აძლევს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესიც დაიწყოს.

სალომე ზურაბიშვილი

20 სექტემბერი 2019, 16:06

საქართველო

ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება

ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან. საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეების პატივსაცემად დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრება.

სოფიო კილაძე

20 სექტემბერი 2019, 15:58

ძალოვნები

სოფო კილაძე: მარგველაშვილის და ზურაბიშვილის შემთხვევაშიც ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ

„მარგველაშვილის და ზურაბიშვილის შემთხვევაშიც ორივე მიმართულებით ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის შეწყალებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ყოფილი პრეზიდენტის დროსაც იგივე მიდგომა ჰქონდა.

პერენც პუშკაში

20 სექტემბერი 2019, 15:13

ტაბლოიდი

ბუდაპეშტში მთელი ღამე Rammstein-ის სიმღერა ისმოდა

ბუდაპეშტში საფეხბურთო სტადიონ „ფერენც პუშკაშზე“ მთელი ღამის განმავლობაში გერმანულ როკ-ჯგუფ Rammstein-ის ერთი და იგივე სიმღერა ისმოდა. ამის შესახებ euronews-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, მუსიკა ხმამაღლა იყო ჩართული, ამიტომ მეზობელი სახლების მცხოვრებლებმა სიმღერა „Deutschland“-ის ტექსტი ზეპირად ისწავლეს.

პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 14:59

საქართველო

ციხელაშვილის მოსმენისას დეპუტატების დიდმა ნაწილმა დარბაზი დატოვა

„მინისტრის საათის“ ფორმატში ქეთევან ციხელაშვილის მოსმენის დაწყებამდე პარლამენტში რეგისტაცია 122-მა დეპუტატმა გაიარა. თუმცა მას შემდეგ, რაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გამოსვლა დაიწყო, ოპოზიციის და უმრავლესობის დეპუტატების დიდმა ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

სოფლის მეურნეობის ტურიზმი კონფერენცია

20 სექტემბერი 2019, 14:42

ეკონომიკა

ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი“ - ამ თემაზე ბათუმში სოფლის ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებაში 150-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი მონაწილეობს. კონფერენცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

საქართველოს პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 14:25

საქართველო

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებას ანიჭებს, რის გამოც სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში ოპერატიული მუშაკის და ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობების შემოღება იგეგმება.

სიდნეი კლიმატის ცვლილება

20 სექტემბერი 2019, 14:19

მსოფლიო

კლიმატის დასაცავად გლობალური აქცია იმართება

მსოფლიოს 160-მდე ქვეყანაში კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო დემონსტრაციები იმართება. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, დემონსტრანტები წიაღისეული საწვავის ხანის დასრულებას და დედამიწის ბუნებრივი რესურსების სამართლიან გადანაწილებას ითხოვენ.

20 სექტემბერი 2019, 14:10

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა კომიტეტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება. სხდომაზე კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ იმსჯელებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განრიგით წელიწადში რვაჯერ იკრიბება.

ნანა ლორთქიფანიძე

20 სექტემბერი 2019, 14:03

საქართველო

ნანა ლორთქიფანიძე: აჟიოტაჟის შემდეგ ოთხმეზურის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის ბიძაშვილის, მსახიობის თქმით, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების გამო საზოგადოებაში აჟიოტაჟის ატეხვის შემდეგ, ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუკავშირდა და ზურაბიშვილის წუხილი გადასცა იმის შესახებ, რომ „არ იცოდა, ვინ იყო დაზარალებული“.

20 სექტემბერი 2019, 13:57

ეკონომიკა

კახეთში წელს ერთი დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს

კახეთში მიმდინარე რთველის დროს, გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.