2019 წლის ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას 17 პატიმარი მიიღებს
ფოტო:shutterstock.com
ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას 17 (ვაჟი) პატიმარი მიიღებს.
რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ პირთა პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფრომაციით, 2019 წელს, ჯერჯერობით პატიმრები არ არიან ჩართული პროფესიულ პროგრამებზე.
edu.aris.ge-ის ინფორმაციით, 2019 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშავა/დაამტკიცა შესაბამისი პროგრამა ,,მსჯავრდებული პირებისათვის და ყოფილი პატიმრებისათვის პროფესიული განათლების მიღების ხელმისაწვდომობა’’ და გამოთქვა სრული მზადყოფნა, პენიტენციურ დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დასაწყებად.
„თუმცა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან (როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართალმემკვიდრე) პატიმრობაში მყოფ ბენეფიციართა პროფესიულ პროგრამაში ჩასართავად დღემდე არ არის მოთხოვნა წარმოდგენილი. ამდენად, 2019 წელს, ჯერჯერობით მსჯავრდებულები არ არიან ჩართული პროფესიული პროგრამებზე“- აცხადებენ განათლების სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 21 მარტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 5 წლით გააგრძელა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან 2014 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით 2018 წელს განხორციელდა შესაბამისი პროგრამები.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტატისტიკის თანახნად, პატიმრების პროფესიულ პროგრამებში ჩართულობის მაჩვენებელი წლების მიხედვით ასე გადანაწილდა:
2014 წელს პროფესიულ პროგრამაში ჩართული იყო 59; 2015 წელს - 418; 2016 წელს – 1004; 2017 წელს – 1101; 2018 წელს – 626 მსჯავრდებული პირი. სულ 2014-2018 წლებში გადამზადდა 3 208 ბენეფიციარი.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა გამოაქვეყნა. ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის გამსვლელი ქულა და გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრა.
ყველა სიახლე
29 სექტემბერი 2026, 00:41
მსოფლიო
რომის პაპი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა ლიდერებისთვის, მათ შორის რუსეთის, უკრაინისა თუ სხვა ქვეყნების მმართველებისთვის, მუდმივი მოწოდება, რომ დასხდნენ, აწარმოონ დიალოგი და იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზები ამ უკვე ყოველგვარ აზრს მოკლებული ომების გაგრძელების გარეშე
რომის პაპმა ევროპაში მიმდინარე კონფლიქტზე, განიარაღების აუცილებლობასა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
29 სექტემბერი 2026, 00:07
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ ამ ომს ძალიან მალე მოვიგებთ - ეს ყველაფერი დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმდინარე დაპირისპირება მალე დასრულდება.
28 სექტემბერი 2026, 23:00
მსოფლიო
საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - ასევე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა
საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - აქედან 2 წელი შინაპატიმრობა ელექტრონული სამაჯურით - აგრეთვე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
28 სექტემბერი 2026, 22:45
მსოფლიო
ტრამპი: თუ „რესპუბლიკელები“ მოიგებენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, ხუთი ათასი დოლარი შეხვდება თითოეულ სრულწლოვანს - „დემოკრატები“ ამას ვერ შეძლებენ, რადგან მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესის ორივე პალატაში - წარმომადგენელთა პალატასა და სენატში - „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის თითოეული სრულწლოვანი მოქალაქე 5 000 აშშ დოლარს მიიღებს.
28 სექტემბერი 2026, 22:38
მსოფლიო
საბერძნეთის მთავრობამ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება
საბერძნეთის მთავრობამ ორშაბათს კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება - ისევე, როგორც ეს, სავარაუდოდ, რუმინეთში გააკეთა.
28 სექტემბერი 2026, 22:18
მსოფლიო
აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა
აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა.
28 სექტემბერი 2026, 21:56
სპორტი
საქართველო-უკრაინის თამაში დასრულდა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა უკრაინის წინააღმდეგ გამართა.
28 სექტემბერი 2026, 21:43
მსოფლიო
უკრაინის პრემიერი: სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა
სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა, კერძოდ, უკრაინის მიერ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ზოგიერთი ვალდებულების შესრულების დაგვიანების გამო. ამის შესახებ უკრაინის რემიერ-მინისტრმა, სერგეი კორეცკიმ განაცხადა.
28 სექტემბერი 2026, 21:09
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ მიიღო მონაწილეობა.
28 სექტემბერი 2026, 21:06
სპორტი
საქართველო-უკრაინის თამაშის მეორე ტაიმი დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ მართავს.
28 სექტემბერი 2026, 20:58
საზოგადოება
ალავერდში ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღე სადღესასწაულო ღამისთევის მსახურებით აღნიშნეს
28 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს, ანუ ალავერდობას განსაკუთრებით კახეთში აღნიშნავს.
28 სექტემბერი 2026, 20:50
რეგიონი
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა.
28 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ოკუპაციაზე - პატარა სოფლებად მოხსენიებული ოკუპირებული ტერიტორიები და მმართველი გუნდის შეფასება
ქვების გროვიდან სამ პატარა სოფლამდე - დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოკუპაციაზე მსჯელობისას სააკაშვილის განცხადებას მმართველი გუნდი მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგ აღიარებად აფასებს.
28 სექტემბერი 2026, 20:41
სამართალი
სტუდია „მონიტორის“ სიუჟეტი ცილისწამებად შეფასდა - რა ფასად შეიძინა 2014 წელს ესტონელმა ბიზნესმენმა „თბილისი ჰილსის“ პროექტის დაწყების მიზნით მიწა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მხარეები ირწმუნებიან, რომ ბიზნესმენმა 9 მილიონი ლარი გადაიხადა. კითხვებთან ერთად სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებს ადრესატი ვანო ჩხარტიშვილი გამოეხმაურა და სიუჟეტის ავტორები პოლიტიკური ნიშნით მათთვის არასასურველი ადამიანების დისკრედიტაციაში ამხილა.
28 სექტემბერი 2026, 20:38
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის მუქარა სასამართლო დარბაზიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მიხეილ სააკაშვილის მუქარა სასამართლო დარბაზიდან. მსჯავრდადებული ხელისუფლებას ემუქრება. იმ ფონზე, როცა ოპოზიციურ ფლანგზე შიდა დაპირისპირება პიკს აღწევს, სააკაშვილის მუქარა მმართველი გუნდისთვის არასერიოზულია და კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ რეალურ სახეს და ოპოზიციის უპერსპექტივობას.
28 სექტემბერი 2026, 20:34
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავასთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ე.წ. კასრების საქმეზე მსჯავრდადებული მეგის ქარდავა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლის თანახმადაც მეგის ქარდავას ცხრაწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
28 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი კანადაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მაკა ბოჭორიშვილი, კანადელი კოლეგის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში სახელწოდებით - „გზები მშვიდობისკენ“.
28 სექტემბერი 2026, 20:32
ეკონომიკა
ქონების გადასახადზე 40 ათას ლარიანი ზღვარი უქმდება - საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხილვა პარლამენტში იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარლამენტი საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას ხვალიდან იწყებს. ცვლილებების თანახმად, ქონების გადასახადზე დაწესებული 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება. შესაბამისად, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 81 000 მოქალაქე.
28 სექტემბერი 2026, 20:31
პოლიტიკა
თბილისის მერის ვიზიტი ჩინეთში - „ქრონიკა“ შანხაიდან
თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთშია. კახა კალაძე შეხვდება ქალაქ ნანკინის მერს, ასევე ეწვევა მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ის და თბილისის მეტროპოლიტენისთვის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს.
28 სექტემბერი 2026, 20:25
საზოგადოება
წყნეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად წყნეთში მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მოწესრიგება დასასრულს უახლოვდება.


