imedi /  07 ივნისი 2019, 09:29 / სანდო წყარო

ბახტაძე ამერიკელებს: შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო, ესენია: 1, 28 და 8000

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

საქართველო პატარა, თუმცა დიდი ხედვის მქონე ქვეყანაა, რომელიც იმ გზაჯვარედინზეა, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი - სამხრეთს, უძველესი ტრადიციები - ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს და სადაც ეკონომიკური შესაძლებლობები უხვადაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.

“შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო, ესენია: 1, 28 და 8000. პირველი რიცხვია 1. საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი. ის პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოში და მთელ რეგიონში, და არჩეულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 6-წლიანი ვადით. თავად არჩევნებიც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის წინსვლის გამო მრავალფეროვნებისა და დემოკრატიის მიმართულებით. მეორე რიცხვია 28. ზუსტად ამდენი წელია, გავთავისუფლდით საბჭოთა კავშირიდან და დემოკრატიული განვითარების საკუთარ გზას დავადექით, როგორც დამოუკიდებელი ერი. სიამაყით ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა ამ გზაზე ყველა ნაბიჯის გადადგმისას”, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, კომუნიზმისგან თავის დაღწევის შემდეგ, საქართველო მტკიცედ შეუდგა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზას, რაც მოიცავს ისეთი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ქმედითი და წარმომადგენლობითი დემოკრატიაა და ამომრჩევლების წინაშეა ანგარიშვალდებული.

“განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველო ყველაზე რეფორმატორ ქვეყნად მიიჩნევა  მსოფლიოში. ეს არის ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მქონე ქვეყანა რეგიონში და ფართოდ არის აღიარებული ბიზნესის კეთების სიმარტივის გამო. მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო განაკვეთების სიმცირით. კაპიტალდაბანდება ჩვენს ხალხში და თანამედროვე ინფრასტრუქტურაში განვახორციელეთ, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ აყალიბებს საქართველოს რეგიონის ცენტრად. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, დღეს ნატო-სა და ევროკავშირის ზღურბლზე ვიმყოფებით, სავაჭრო შეთანხმებებს ვაფორმებთ ისეთ მეგობრებთან და მოკავშირეებთან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. მსოფლიო ბანკის ჯგუფის შეფასებებით, საქართველო მე-6 ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში, ხოლო „ფრეიზერის ინსტიტუტის“ რეიტინგით მე-7 ადგილზე ვართ ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, ხოლო ღია მმართველობაზე ნაკისრი ვალდებულების საფუძველზე მე-5 ადგილზე ვართ ღია ბიუჯეტის ინდექსში. ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი სწორი მიმართულებით ვითარდება - იქნება ეს პრესის თავისუფლება, ეკონომიკური ზრდა, რომელიც 5 პროცენტს აღემატება და სამეზობლოზე ორჯერ მეტია, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციები თუ სხვა”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მესამე რიცხვი, რომელზეც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, 8 000-ია, ვინაიდან, მისი თქმით, სწორედ ამდენი წლის ისტორიას ითვლის ღვინის წარმოება საქართველოში.

“არქეოლოგების კვლევების შედეგად, საქართველო მსოფლიოში მეღვინეობის სამშობლოდაა აღიარებული. საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია 8 000 წლის წინ დაიწყო, დამწერლობის შექმნამდე 3 000, ხოლო რკინის ხანის დაწყებამდე 5 000 წლით ადრე. ქართული დამწერლობაც კი ვაზის ლერწმის მოხაზულობას წააგავს. ქართული წარმოშობისაა ვაზის ბევრი ჯიში, რომელიც დღეს ევროპასა და აზიაში მოჰყავთ. ამ სასმლის აღმნიშვნელი სიტყვა დასავლეთის ბევრ ქვეყანაში განსხვავებულადაა დამკვიდრებული, თუმცა ყველა მათგანი სავარაუდოდ ქართული ძირისაგან წარმოდგება და ჟღერადობითაც წააგავს ღვინოს. ახლა კალიფორნიამ უკვე ბევრი რამ იცის ღვინის შესახებ. ჩემი ინფორმაციით, პირველი კალიფორნიული ღვინო 1760 წელს ჩამოისხა. თქვენ მსოფლიოში ამ სასმლის მე-5 უმსხვილესი მწარმოებელი ხართ - წელიწადში 240 მილიონი კასრი ისხმება და 75 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკური საქმიანობა წარმოებს, 300 000 და მეტი სამუშაო ადგილი იქმნება - და ეს ყველაფერი კალიფორნიის ფარგლებში. სავსებით არ არის ცუდი მაჩვენებელი ორიოდე ასეული წლის მქონე საქმიანობისთვის. საქართველოში 8 000 წლის განმავლობაში ტემპი ცოტათი დაბალი იყო, თუმცა ჩვენს ღვინოს დაძველება უხდება. როდესაც ერთსა და იმავე საქმეს აკეთებ 8000 წლის განმავლობაში, საბოლოოდ ნამდვილად იხვეწები”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართველები გაუტეხელი, პირდაპირი, ერთგული, ოპტიმისტი და თავდაჯერებული ხალხია, თუმცა, კვლავ გამოწვევების წინაშე იმყოფება. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე, რომლის შედეგად მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი, იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

“ახლა, 8000-წლიანი მეღვინეობის ტრადიციისა და საბჭოთა ოკუპაციის 70-წლიანი გამოცდილების შემდეგ რუსეთს არ მივცემთ ჩვენი მომავლის განსაზღვრის უფლებას. სრულად ვაკონტროლებთ ჩვენს ბედისწერას და მომავლის ხედვას, რაც შემდეგ ამბიციას ეფუძნება: საცხოვრებლად, სამუშაოდ და განსავითარებლად შევქმნათ მსოფლიო დონის  ქვეყანა. ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში აუცილებლად მივაღწევთ მიზანს. ეს ნამდვილად არ მოხდება ძალის გამოყენებით. მხოლოდ დემოკრატიული გზით, შესაძლებლობების გაჩენის, განვითარებისა და ჰუმანური გზით”, - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ ილაპარაკა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტების შესახებ და ხაზი გაუსვა ძლიერ ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას.

“საქართველო ძლიერი სამხედრო მოკავშირეა აშშ-ისთვის. ის არის რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გამწევი დემოკრატიის შუქურა. ჩვენ მაღალ წონით კატეგორიაში ვასპარეზობთ გლობალური პოლიტიკის რინგზე. ქართველი სამხედროები ჩვენი მოკავშირეების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთსა და ერაყში. მახარებს, რომ აშშ-ის  კონგრესმა ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობა აღიარა და ორპარტიული მხარდაჭერით ვსარგებლობთ. გასულ თვეში წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიისგან ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას და რუსეთის ავანტიურიზმი დასჯადი გახდება სანქციებისა და სხვა მნიშვნელოვანი ბერკეტების გამოყენებით. საქართველო დედამიწაზე ბოლო დიდი და ბოლომდე აღმოუჩენელი ადგილია. ჩვენი ბუნება შავი ზღვის სანაპიროდან იშლება ევროპაში ყველაზე მაღალ მთათა სისტემამდე და კავკასიონის დიდ კალთებს მოიცავს. ჩვენ გვაქვს ღვინის წარმოების ხელშემწყობი კლიმატი, რაც ჩრდილოეთ კალიფორნიის ამინდს წააგავს. ჩვენს კულტურას ფესვები გადგმული აქვს ევროპულ ღირებულებებსა და ცივილიზაციაში. გახსნილები ვართ ბიზნესის კეთებისთვის და მივესალმებით კალიფორნიელ მეწარმეებს, რომლებიც საქართველოში მრავლად არსებულ შესაძლებლობებს გამოიყენებენ. ჩვენი რეგიონული ბაზარი გულისხმობს ნახევარ მილიარდ მომხმარებელზე წვდომას. ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო უნიკალურ შესაძლებლობებს ვთავაზობთ ამერიკელ ბიზნესმენებს, რომლებიც ევროპისა და აზიის ბაზრებზე გასვლას ერთი გეოგრაფიული ადგილიდან მოახერხებენ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს სტუმრობს.

ყველა სიახლე

27 აგვისტო 2026, 10:01

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 აგვისტოს საქართველოში

27 აგვისტოს ბათუმში მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება.

27 აგვისტო 2026, 09:46

საზოგადოება

ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება

ქალაქ ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება.

27 აგვისტო 2026, 09:37

საზოგადოება

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.

27 აგვისტო 2026, 09:31

საზოგადოება

დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

27 აგვისტო 2026, 09:19

საზოგადოება

„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა

„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა.

27 აგვისტო 2026, 09:16

პოლიტიკა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მცხეთაში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიება მცხეთაში გამართა.

ზურაბ დარჩიაშვილი ბარბარა ფოსი

27 აგვისტო 2026, 09:08

პოლიტიკა

გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს გადასცა

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს ზურაბ დარჩიაშვილს გადასცა.

27 აგვისტო 2026, 09:00

სამართალი

სასამართლომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 1 500 ლარით დააჯარიმა

საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის სასამართლომ ლევან დავითულიანი სამართალდამრღვევად ცნო, რომელმაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეურაცხყოფა მიაყენა.

ჯონ რეტკლიფი

27 აგვისტო 2026, 02:46

მსოფლიო

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.