imedi /  09 ივნისი 2019, 18:09 / სანდო წყარო

ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე: კომედიური ჟანრიდან არის

გია ვოლსკი

გია ვოლსკი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი საარჩევნო ადმინისტრაციას, აქტივისტებს და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, იყვნენ განსაკუთრებით ყურადღებით და იმოქმედონ ისე, როგორც შეეფერება ოცდამეერთე საუკუნის ევროპულ სახელმწიფოს.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  

მისი თქმით, საქართველომ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავი, როგორც განვითარებულმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ მძლავრი დემოკრატიული ინსტიტუტებით.

„იყო გარკვეული პროვოკაციები, მთლიანობაში ვერ შეძლეს, რომ ამისგან შეექმნათ ისტორია და მე ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რაც ხდება. სამი საათი დარჩა საარჩევნო უბნების დახურვამდე“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

პოლიტიკოსს „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზეც ჰკითხეს. 

„მე უცებ ვერ აღვიდგინე დავით იმნაძის პიროვნება. ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ადამიანმა შეძლოს, მეორე ადამიანზე მოახდინოს ზეგავლენა მაშინ, როდესაც ადამიანი უნდა შევიდეს საარჩევნო უბანში, როცა გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

რაც შეეხება ცალკეულ თემებს, რომ ვიღაცამ ვიღაცას ყურში ჩასჩურჩულა და კამერა ჰქონდა ნახევარ მეტრში ცოტა საინტერესო და სასაცილოც იყო, მერე კიდევ სახეზე ხელ აფარებული კაცი მირბის და ჟურნალისტი მისდევს.

სამწუხარო ფაქტია, მე უფრო მგონია, კომედიური ჟანრიდან არის, თუმცა ამით დაინტერესება საჭიროა, აუცილებელიც არის, მაგრამ ასეთი კონკრეტული დანაშაულები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა“, - თქვა გია ვოლსკიმ. 

„ევროპულმა საქართველომ“ ვიდეო წარადგინა, რომელშიც მათი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დავით იმნაძე ცდილობს ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინოს.

„ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ყველა სიახლე

თურქეთი

16 დეკემბერი 2019, 00:34

მსოფლიო

ანკარა ვაშინგტონს ინჯირლიკის ავიაბაზის დახურვით დაემუქრა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს ორი სამხედრო ბაზის დახურვით დაემუქრა, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან, "თუ ამის საჭიროება იქნება", - თქვა ერდოღანმა სატელევიზიო ინტერვიუში. მათ შორის ერთი ინჯირლიკის ავიაბაზაა. თურქეთში, ინჯირლიკის ავიაბაზა აშშ-სა და ნატოსთვის სტრატეგიული ობიექტია.

უილ პოულტერი

16 დეკემბერი 2019, 00:15

კულტურა

უილ პოულტერი Amazon​-ის „ბეჭდების მბრძანებელს“ გამოეთიშა

სერიალის სიუჟეტი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ მოვლენები პიტერ ჯექსონის ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე განვითარდება და ჯონ ტოლკინის ნაწარმოებებზე იქნება დაფუძნებული. ცნობილია, რომ პროექტში ითამაშებენ მსახიობები: მარკელა კავება, ​ჯოზეფ მოული და მაქს ბოლდრი.

სოზარ სუბარი

16 დეკემბერი 2019, 00:04

საქართველო

სოზარ სუბარი საარჩევნო სისტემაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების მომხრეა

პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს და უმრავლესობის ყოფილ წევრს აკაკი ზოიძეს კარგი ინიციატივა ჰქონდა. საუბარია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით.

სოზარ სუბარი

15 დეკემბერი 2019, 23:43

საქართველო

სოზარ სუბარი გიგა ბოკერიას საქმეზე: აქ ლაპარაკი პოლიტიკურ დევნაზე არ არის

პრემიერმინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ადამიანი წინასწარ პატიმრობაში არ არის, გამოძიება ვადებში შეზღუდული არაა და ის გრძელდება იმგვარად, რის შესაძლებლობასაც საქმის მასალები იძლევა. ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე 16 დეკემბერს არის დაბარებული.

PewDiePie

15 დეკემბერი 2019, 23:40

ტექნოლოგიები

ყველაზე პოპულარული ბლოგერი PewDiePie YouTube-ს ტოვებს

30 წლის შვედი ბლოგერი ვებგვერდის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავია. მას 102 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. თავიდან ჩელბერგი თავის არხზე ვიდეოთამაშების მიმოხილვებს აქვეყნებდა, თუმცა შემდეგ მის ვიდეოებში სხვადასხვა, მათ შორის პოლიტიკური თემების განხილვა დაიწყო.

გრეტა ტუნბერგი

15 დეკემბერი 2019, 23:23

მსოფლიო

Deutsche Bahn-მა ტუნბერგის შენიშვნას გადავსებულ მატარებლებზე მინიშნებებით უპასუხა

კლიმატის აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა საკუთარ თავზე გამოსცადა თუ რატომ ჩივიან გერმანიაში ადამიანები მატარებლების მომსახურებით. მან Twitter-ზე ფოტო დაპოსტა, სადაც Deutsche Bahn-ის გადაჭედილი მატარებლით შვედი აქტივისტი გაეროს კლიმატის კონფერენციიდან (რომელიც მადრიდში გაიმართა) სამშობლოში ბრუნდება.

დემონსტრაცია დელიში

15 დეკემბერი 2019, 23:01

მსოფლიო

ინდოეთში დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა

აქციის მონაწილეები ახალ კანონს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ავღანეთიდან არალეგალურად ჩასულ მიგრანტებს ინდოეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ. ინდოეთის მოსახლეობა შიშობს, რომ ეს მიგრანტების ნაკადის გაზრდას გამოიწვევს.

შარლ გიუდენი

15 დეკემბერი 2019, 22:39

მსოფლიო

საფრანგეთი რუსეთს ნაპოლეონის ბავშვობის მეგობრის ნეშტის გადაცემას სთხოვს

ემანუელ მაკრონმა გენერლის ნეშტის გადაცემასთან დაკავშირებით ღონისძიებების გატარება მოითხოვა და დაიგეგმა ცერემონია, რომელშიც ვლადიმერ პუტინიც იქნება მიწვეული. სმოლენსკის პარკში ნაპოლეონის ბავშვობის მეგობრის, შარლ გიუდენის ნეშტი 2019 წლის ივლისში იპოვეს.

ბუგენვილი

15 დეკემბერი 2019, 22:17

მსოფლიო

წყნარ ოკეანეში მალე შესაძლოა ახალი ქვეყანა ბუგენვილი გაჩნდეს

ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეთა 98%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა, აქტივობა 87% იყო. რეფერენდუმს წინ უძღოდა ათწლიანი სამოქალაქო ომი, რომელშიც გარკვეული შეფასებით, ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 10% (სულ ცოტა15 ათასი ადამიანი) დაიღუპა.

დემონსტრაცია თურქეთში ფემინისტები

15 დეკემბერი 2019, 22:09

მსოფლიო

თურქეთის პარლამენტში ქალების მიმართ ძალადობა გააპროტესტეს

ოპოზიციური „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ქალებმა მაგიდებზე მუშტების ბრახუნი დაიწყეს და ჩილეს ფემინისტური ჯგუფის Las Tesis სიმღერა „Rapist Is You“ (მოძალადე შენ ხარ) შეასრულეს. მათ კოლეგებს კი ხელში ოჯახური ძალადობის შედეგად მოკლული ქალების სურათები ეკავათ.

მესუთ ოზილი

15 დეკემბერი 2019, 21:46

სპორტი

მესუთ ოზილის პოსტის გამო ჩინეთის CCTV-ი „არსენალი“-„მანჩესტერ სიტის“ თამაშს არ უჩვენებს

ჩინეთის საზოგადოებრივმა არხმა CCTV-მა კვირას "არსენალი" - "მანჩესტერ სიტის" საფეხბურთო მატჩი ეთერიდან მას შემდეგ მოხსნა, რაც ნახევარმცველმა მესუთ ოზილმა Twitter-ზე ჩინეთში უიღური მუსლიმების მდგომარეობა გააკრიტიკა. "არსენალი" მისი ფეხბურთელის განცხადებას გაემიჯნა.

ევო მორალესი

15 დეკემბერი 2019, 21:32

მსოფლიო

ბოლივიის მთავრობა ევო მორალესის დაკავების ორდერს გასცემს

შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჟანინ ანიესმა განაცხადა. „მორალესმა იცის, რომ დაბურნების შემთხვევაში ქვეყნის წინაშე პასუხი უნდა აგოს. რა თქმა უნდა, უახლოეს დღეებში მისი დაკავების ორდერიც გაიცემა, რადგან შესაბამის ორგანოებს ასეთი მოთხოვნით უკვე მივმართეთ“, - თქვა ანიესმა.

ბოტსვანა

15 დეკემბერი 2019, 21:12

მსოფლიო

ბოტსვანაში საკვლევი სპილოს მოკვლისთვის ორ მონადირეს ლიცენზია გაუუქმეს

მაიკლ ლი პოტერმა და კევინ შარპიმ ნადირობაზე ლიცენზია თავიანთი ინიციატივით ჩააბარეს. მაისში ბოტსვანამ სპილოებზე ნადირობის შესახებ აკრძალვა გააუქმა, რადგან ბოლო პერიოდში ადგილობრივ მოსახლეობასა სპილოებს შორის კონფლიქტიც გაიზარდა. ბოტსვანაში სპილოების რაოდენობამ 130 ათას მიაღწია.

შპიონი ჯაშუში ჩინეთი

15 დეკემბერი 2019, 20:48

მსოფლიო

NYT: ვაშინგტომნმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ჩინელი დიპლომატები ქვეყნიდან ჩუმად გააძევა

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებით, სულ ცოტა ერთ-ერთი დიპლომატი ჩინეთის დაზვერვის თანამშრომელი იყო. როგორც NYT-ი აღნიშნავს, ეს სავარაუდოდ 1987 წლის შემდეგ ჯაშუშობის ბრალდებით დიპლომატის გაძევების პირველი შემთხვევაა.

წიწაკა ჩილი

15 დეკემბერი 2019, 20:31

ტექნოლოგიები

რატომ გვიყვარს ცხარე - სამი თეორია

მსოფლიოში ცხარე კერძების მილიარდობით მოყვარულია. BBC-მ ამ საკითხს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც ცდილობს უპასუხოს კითხვას - რატომ გვიყვარს ცხარე? სტატიაში ამ კითხვაზე სამი სავარაუდო პასუხია წარდგენილი. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ქალებს და კაცებს ცხარე საკვების შერჩევისას სხვადასხა მიზეზები ამოძრავებთ.

ცენზურა

15 დეკემბერი 2019, 20:12

კულტურა

ტელეარხმა Россия 1 ეთერში სიმღერიდან სიტყვა „პროტესტები“ ამოჭრა

რუსულმა ტელეარხმა "Россия 1" ეთერიდან სიტყვა "პროტესტები" მუსიკალური დაჯილდოება "ვიქტორია"-დან ამოჭრა. ამის შესახებ მუსიკალურმა ჯგუფმა Би-2-მა დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა. ჯგუფ "კურტ კობეინის" სიმღერის დროს ვოკალისტის ხმა იქ წყდება, სადაც ის სიტყვა "პროტესტებს" ამბობს.

წყალდიდობა საფრანგეთი

15 დეკემბერი 2019, 19:50

მსოფლიო

საფრანგეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლელთით წყალდიდობას და ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 142 კილომეტრს აღწევდა. რეგიონიდან 600-მდე ადამიანია ევაკუირებული, 25 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

გიგა ბოკერია

15 დეკემბერი 2019, 19:29

ძალოვნები

გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ბოკერია საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 16 დეკემბერს უნდა მივიდეს. როგორც "იმედს" პროკურატურაში უთხრეს, საქმე უშიშროების საბჭოს პერიოდში მუშაობას შეეხება.

ამაზონის ტყე

15 დეკემბერი 2019, 19:21

მსოფლიო

ბრაზილიაში ამაზონის ტყეში ორჯერ მეტი ტყის მასივი გაიჩეხა ვიდრე გასულ წელს

INPE-ს მონაცემებით, ნოემბერში ამაზონში 563 კვადრატული კილომეტრის ტყე მოიჭრა, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 104 %-ით მეტია. ამასთან, ეს ერთი თვისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ. ჯამში 2019 წლის 11 თვეში 8974 კვადრატული კილომეტრი ტყე განადგურდა.

iPad

15 დეკემბერი 2019, 19:04

ტექნოლოგიები

Time-მა ათწლეულის მთავარი გაჯეტები დაასახელა

პირველ ადგილზე 2010 წელს გამოსული Apple-ის iPad-ია. გამოცემის აზრით, პლანშეტმა პერსონალური კომპიუტერების გაგებაში კულტურული ძვრა გამოიწვია და პორტატიული მოწყობილობების განვითარების მიმართულება დასახა. შემდეგი ადგილი სიაში Tesla Model S-ს ეკუთვნის, მესამეზე კი კომპიუტერი Raspberry Pi-ია.