პოლიტიკა
02 აგვისტო 2026, 20:28
დავით ქართველიშვილი ესპანეთში მაროკოდან მიგრანტების მასობრივ შესვლაზე: ესპანეთი პოლიტიკური იძულების ობიექტად იქცა, სადაც სატანკო კოლონების ნაცვლად გამოიყენება ათიათასობით ადამიანი, ხოლო არტილერიის თუ დრონების ნაცვლად- შიში, ქაოსი და სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ესპანეთში, სეუტაში მაროკოდან მიგრანტების არალეგალურად შესვლას. ანალიტიკოსი გამოთქვამს ვარაუდს, რომ, შესაძლოა, შექმნილი კრიზისი უკავშირდებოდეს ამერიკა-ისრაელსა და ესპანეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ თუ დავუშვებთ მესამე ქვეყნების მეშვეობით პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმის არსებობას, მაშინ მაროკო ყველაზე მოსახერხებელი შემსრულებელია. ანალიტიკოსის აზრით, ასეთ შემთხვევაში ზეწოლის ადრესატი მთლიანად ევროკავშირია:
02 აგვისტო 2026, 14:31
ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის, გარკვეული მექანიზმები დადგენილია იმისათვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია - თუ სემესტრის განმავლობაში ორ საგანს ვერ აბარებს სტუდენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ არსებითად არ არის საფუძვლიანად ჩართული სასწავლო პროცესში
სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის, აქ არის გარკვეული მექანიზმები დადგენილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია, - განაცზადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
02 აგვისტო 2026, 14:31
პრემიერი: ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა, გამოდის იმ ინიციატივების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების დაცვასთან, მათი სახელის დაცვასთან, ეს არის აგენტურა, რომელიც იღებს კონკრეტულ დაკვეთებს და დაკვეთა არის ის, რომ მათ უნდა სცადონ რამენაირად ჩვენი ეროვნული იდენტობის შერყევა
ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა, გამოდის იმ ინიციატივების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების დაცვასთან, მათი სახელის დაცვასთან, ეს არის აგენტურა, რომელიც იღებს კონკრეტულ დაკვეთებს და შესაბამისად, მოქმედებს ამ დაკვეთების მიხედვით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში ჟურნალისტებს.
02 აგვისტო 2026, 14:12
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ, ერთმანეთში ამოიცნეს უსამშობლო ადამიანები და შესაბამისად, არ მოსწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია, მაგრამ რეალურად ასეა
„ერთმანეთი ამოიცნეს, ერთმანეთში დაინახეს ის, რასაც ქართველი ხალხი ხედავდა მათში ამდენი ხნის განმავლობაში. ერთმანეთში ამოიცნეს უსამშობლო ადამიანები და შესაბამისად, არ მოსწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია, მაგრამ რეალურად ასეა. აღარ მოსწონთ ერთმანეთიც კი. მანამდე ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს აგენტურა, ახლა აღარ მოსწონთ ერთმანეთი. ეს არის, მათ შორის იმის გამოძახილი, რომ ეს ადამიანები იბრძვიან საკუთარი პოზიციებისთვის საკუთარი პატრონების წინაშე. ეს არის საბოლოო ჯამში ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
02 აგვისტო 2026, 14:09
ირაკლი კობახიძე: რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, ეს არის გარე დაკვეთა, იმისათვის, რომ შეარყიონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა - ამას აკეთებს უცხოური აგენტურა
რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, ეს არის გარე დაკვეთა, იმისათვის, რომ შეარყიონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
02 აგვისტო 2026, 14:07
პრემიერი: სააკაშვილი არის ისეთი მოვლენა, რაზეც პოლიტიკოსები არ უნდა აკეთებდნენ შეფასებებს, სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს. ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საღ აზრთან, ასე იყო ის, როდესაც იყო პრეზიდენტი, როდესაც გადავიდა ოპოზიციაში და დღეს მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა
„სააკაშვილი არის ისეთი მოვლენა, რაზეც პოლიტიკოსები არ უნდა აკეთებდნენ შეფასებებს სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს. ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საღ აზრთან, ასე იყო ის პრინციპში, როდესაც იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში. ასე იყო, როდესაც გადავიდა ოპოზიციაში და დღეს მისი მდგომარეობა არის კიდევ უფრო მძიმე, ეს არის ერთ-ერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
02 აგვისტო 2026, 14:05
ირაკლი კობახიძე იან კელის და დევიდ კრამერის განცხადებაზე: ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტურა, რომელიც ყოველ ჯერზე შეკვეთილ განცხადებებს აკეთებს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ესეც არის მორიგი განცხადება, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - ბოლომდე ვიქნებით იქ, სადაც ეს არის საჭირო ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად
„ჩვენ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტურა, რომელიც ყოველ ჯერზე შეკვეთილ განცხადებებს აკეთებს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ესეც არის მორიგი განცხადება, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ ბოლომდე დავდგებით იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ეს ადამიანები გაღიზიანებას ვერ მალავენ, იმის გამო, რომ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ბოლომდე ვიქნებით იქ, სადაც ეს არის საჭირო ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა პრემიერმა.
02 აგვისტო 2026, 14:02
პრემიერი: სიძულვილის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი, ამ ყველაფერს აკეთებდნენ გარედან, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა, რასაც უნდა შევებრძოლოთ, ჩვენ არ გვაინტერესებს, რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
სიძულვილის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი, ამ ყველაფერს აკეთებდნენ გარედან, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა, რასაც უნდა შევებრძოლოთ, შესაბამისად, ჩვენ არ გვაინტერესებს, რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში ჟურნალისტებთან.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


