imedi /  03 ივლისი 2019, 14:29 / სანდო წყარო

ციხელაშვილის უწყება: ვმუშაობთ რომ ოკუპირებულ მხარეს ახალგაზრდები უმაღლესი განათლების გარეშე არ დარჩნენ

ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები არცერთი ახალგაზრდა უმაღლესი განათლების გარეშე არ დარჩეს", - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატში განაცხადეს. 

უწყების განცხადებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საოკუპაციო რეჟიმის მიერ მდინარე ენგურზე ე.წ. გადასასვლელის დაკეტვის მომენტიდან ამ დრომდე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს.

"სხვადასხვა არხის, მათ შორის პირდაპირი კავშირებით მუშაობის შედეგად სრული იზოლაციის პირობებში მოხერხდა ის, რომ ყველა პირი რომელსაც ჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, არიან პენსიონერები, ასევე აბიტურიენტების უმრავლესობა, გადმოსულია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდების ნაწილმა უმძიმესი გზა გაიარა რომ რუსული ბარიერები დაეძლია", - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, ყველა მათგანთან, მათ შორის დაშავებულ ახალგაზრდასთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ასევე ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს. 

"და საჭიროების შემთხვევაში მას სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი დახმარება გაეწევა. ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, აბიტურიენტებს ოკუპირებული აფხაზეთიდან საგამოცდო პროცესში ჩართვის საშუალება მიეცათ. ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 იმყოფება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და მონაწილეობს საგამოცდო პროცესში.

აქვე ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში არცერთ ახალგაზრდას ოკუპირებული რეგიონებიდან არ დავტოვებთ უმაღლესი განათლების გარეშე. მათთვის უკვე მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა რომელიც ზუგდიდსა და თბილისში უფასო მოსამზადებელ ცენტრებში სწავლას, უფასო საცხოვრებელს და 150 ლარიან სტიპენდიას გულისხმობს. ყველა ის ახალგაზრდა რომელიც ამ ცენტრებში სწავლობს და ისწავლის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში. სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას, რათა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს, მათ შორის ეს საკითხი განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე 48-ე რაუნდზე", - წერია სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს  დაიწყო

ყველა სიახლე

28 აპრილი 2026, 23:28

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნს“ გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნის“ კარში გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ ანგარიში PSG-ბაიერნის შეხვედრის 24-ე წუთზე გაათანაბრა.

დონალდ ტრამპი

28 აპრილი 2026, 22:30

მსოფლიო

ტრამპი: ფრიდრიხ მერცმა არ იცის, რას ამბობს - გასაკვირი არაა, რომ გერმანიას საქმეები ასე ცუდად მისდის, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მხრივაც

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა მისაღებია - მან არ იცის, რას ამბობს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენბტმა, დონალდ ტრამპმა.

აბას არაღჩი

28 აპრილი 2026, 22:22

მსოფლიო

CNN: წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ირანი მალე წარადგენს სამშვიდობო წინადადების განახლებულ ვერსიას

პაკისტანელი შუამავლები უახლოეს დღეებში ირანისგან ომის დასრულების თაობაზე განახლებულ წინადადებას ელიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მანამდე არსებულ ვერსიას არ მიიღებდა - ამის შესახებ CNN-ს მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს.

ნინო წილოსანი

28 აპრილი 2026, 22:00

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტას სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არ არის სალომე ზურაბიშვილი

ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტას სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ნამდვილად არ არის სალომე ზურაბიშვილი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 აპრილი 2026, 21:56

მსოფლიო

ზელენსკიმ იარაღის ექსპორტის დაწყება გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული იარაღის ექსპორტის გახსნა დააანონსა. მისი თქმით, ეს იქნება „რეალური“ პროცესი, რადგან ყველა დეტალი სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე უკვე შეთანხმებულია.

ეკა სეფაშვილი

28 აპრილი 2026, 21:51

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე მონაცემების არგანახლებაზე: მათ აქვთ გაცილებით ღრმა ჩანაფიქრი, რომელიც სცდება ტექნიკურ ხარვეზს - არ ცნობენ საერთაშორისო სამართლის წესებს, რაც გერმანიისგან გასაკვირი და სამწუხაროა

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების არგანახლებას აფასებს.

ირაკლი კირცხალია

28 აპრილი 2026, 21:36

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვნახეთ გახსნილი საქმეები, რაც ეხება ანტი ნარკოტიკულ კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, დარწმუნებულები ვართ, რომ იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს ბატონი გეკა ახალი პოზიციიდან მუშაობას

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მისი პროფესიული წარსული და მისი დიდი გამოცდილება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გეკა გელაძეზე საუბრისას.

დათა გვასალია

28 აპრილი 2026, 21:29

პოლიტიკა

დათა გვასალია: ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები - ოპოზიციურ გურუებს „ჰერმეტული დემოკრატია“ აქვთ და ვინმემ ფანჯარა გამოუღეთ

ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ჯგუფური თერაპია, სადაც დახურულ კარს მიღმა „პარტ-აქტივი“ და „ლიდერობა“ ერთმანეთს ტრავმებს უზიარებს,- წერს ჟურნალისტი, დათა გვასალია სოციალურ ქსელში.

28 აპრილი 2026, 21:12

საზოგადოება

საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს

საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს. „2026 წლის 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.

28 აპრილი 2026, 21:07

საზოგადოება

სახელმწიფო პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ გრძელდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სახელმწიფო პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ გრძელდება. მისი მიზანი ქვეყნის მაღალმთიან სოფლებში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

28 აპრილი 2026, 21:06

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლების სამუშო ვიზიტი მიუნხენში და შეხვედრა ბავარიის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მიუნხენში - უკვე მეოთხე დღეა დელეგაციის წევრები გერმანიაში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავენ.

28 აპრილი 2026, 20:59

პოლიტიკა

ქუთაისში ოპოზიციური ალიანსის ჩასვლას ხმაური მოჰყვა, ალიანსში კი დაპირისპირება გრძელდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქუთაისში ოპოზიციური ალიანსის ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას ხმაური მოჰყვა. ერთ-ერთ მოქალაქეს დარბაზი დაატოვებინეს. მედიასაშუალებებს კი შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ მისცეს. პარალელურად ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაც გრძელდება.

28 აპრილი 2026, 20:55

პოლიტიკა

ვენეციის კომისიის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი დებატი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები პარიზში იმყოფებიან. „ქრონიკა“ საფრანგეთიდან

სანდო და ინკლუზიური საარჩევნო პროცესი, სტანდარტები და დამკვირვებელთა როლი, ეს არის პარიზში მიმდინარე ერთობლივი დებატის მთავარი თემა. დისკუსიაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

პეტერ მადიარი

28 აპრილი 2026, 20:54

მსოფლიო

მადიარმა განაცხადა, რომ ივნისის დასაწყისში ზელენსკისთან შეხვედრა სურს, რათა ხელი შეუწყოს დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების მდგომარეობის გაუმჯობესებას

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ივნისის დასაწყისში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა სურს, რათა ხელი შეუწყოს დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების „მდგომარეობის გაუმჯობესებას“.

28 აპრილი 2026, 20:53

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო უწყებამ ვებგვერდზე, ე.წ. ტექნიკური ხარვეზი ისევ ვერ აღმოფხვრა - ნოტა გერმანიას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე, ე.წ. ტექნიკური ხარვეზი ისევ ვერ აღმოფხვრა. 2 წელი, 3 საპროტესტო ნოტა და ინფორმაციის პირადად გადაცემა- საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი არჩევნების შედეგების ასასახად, ყველა გზა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. სამაგიეროდ განახლდა სირიის და რუსეთის ცნობები. ამ დრომდე არ მოგვისმენია საქართველოში გერმანიის საელჩოს განმარტება.

28 აპრილი 2026, 20:45

პოლიტიკა

შეტევა საქართველოზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კოორდინირებული კამპანია ხელისუფლების და ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად, ეს პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების ერთ-ერთი თემა იყო. როგორც სხდომაზე აღინიშნა, გარე ზეწოლის ნულოვანი შედეგის ფონზე, კიდევ ერთხელ გააქტიურდა ბიძინა ივანიშვილზე პერსონალური შეტევაც.

28 აპრილი 2026, 20:30

პოლიტიკა

გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღეიდან გეკა გელაძე გაუძღვება. შსს ყოფილი მინისტრის კანდიდატურას ახალ პოზიციაზე, პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

28 აპრილი 2026, 20:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა აშშ-ისა და ბრიტანეთის განსაკუთრებულ კავშირებს გაუსვა ხაზი

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებსა და ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა.

28 აპრილი 2026, 20:28

პოლიტიკა

ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობა კიდევ ერთხელ ჩაიბარა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობა კიდევ ერთხელ ჩაიბარა. ხანგრძლივი დიპლომატიური საქმიანობის შემდეგ, ის კვლავ ნაცნობ რეგიონს დაუბრუნდა უცვლელი პრიორიტეტებით. პატარაძის წარმატებაში დარწმუნებულია პრემიერ-მინისტრი. წარმატება უსურვა მას ყოფილმა თავმჯდომარემაც.

28 აპრილი 2026, 20:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტში ინაცვლებს. საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი - მამუკა მდინარაძე მთავრობას ამ სტატუსებით უერთდება. ის სამი უწყების სუს-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კოორდინირებას უზრუნველყოფს.