imedi /  09 ივლისი 2019, 16:55 / სანდო წყარო

პუტინი საქართველოსთვის სანქციების შემოღების წინააღმდეგია

ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე და რუსულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება არ ღირს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„რაც შეეხება საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის სანქციებს, ამ ნაბიჯს ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე არ გადავდგამთ. გამოვიდა ერთი ადამიანი, რაღაც თქვა, საკუთარი თავი წარმოაჩინა. ადრე მას არავინ იცნობდა, ახლა კი ყველა მის საქციელზე ლაპარაკობს, ანუ მიზანი მიღწეულია. ჩამოაშორეს მუშაობას ორი თვით, დაისვენებს, დაბრუნდება და მუშაობას განაგრძობს, მაგრამ საქართველოში არსებობს ხალხი, ვინც ამას აპროტესტებს“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ანტირუსულ განწყობებს საქართველოში ისეთი ხალხი ავრცელებს, ვინც ისტორია არ იცის და ამით საკუთარ ქვეყანას ვნებს.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის აზრით, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა „ძალიან დიდი პატივი იქნებოდა“.

8 ივლისს რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს.

რუსი დეპუტატების ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-თან  დაკავშირებულ მოვლენებს მოჰყვა, რასაც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი და საგარეო უწყება გამოეხმაურნენ.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა 20 ივნისის ინციდენტი, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა.

ყველა სიახლე

24 თებერვალი 2020, 19:21

საქართველო

მილანის რეისით ჩამოსული მგზავრი ტემპერატურის გამო ქუთაისის საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, 20 წლის გოგოს აეროპორტში ტემპერატურა 37,8 დაუფიქსირდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

24 თებერვალი 2020, 19:12

საქართველო

მაია მერკვილაძე: აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების რედაქციაში ჩემი ადგილი ვერ იპოვნეს

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში მაია მერკვილაძე აღარ იქნება. მისი თქმით, დირექტორმა თოქ-შოუს ხელმძღვანელობა შესთავაზა და თუ არ დასთანხმდება რადიოში გადაყვანას უპირებს. მერკვილაძე აცხადებს, რომ მიზანმიმართულად ანგრევენ ახალი ამბების რედაქციას

პაატა იმნაძე

24 თებერვალი 2020, 19:10

საქართველო

პაატა იმნაძე: საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა, სადაც კორონავირუსის გავრცელების რისკი იმატებს

პაატა იმნაძემ კორონავირუსის გავრცელების რისკის შესახებ ჟურნალისტების შეკითვას უპასუხა და განმარტა, რომ ამ ვირუსის გავრცელების რისკი მსოფლიოში ყოველდღიურად მატულობს. პაატა იმნაძის თქმით, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 19:00

საქართველო

დავით ზალკალიანი: თეთრზე შავის თქმა არის ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი

საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს. დავით ზალკალიანმა ჟენევაში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ამ კრიტიკას არ და ვერ მიიღებს. საქმე ეხება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას. საერთაშორისო ტრიბუნა, სადაც მე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ელჩებს, მთავრობის წარმომადგენლებს, პრემიერს და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებს არ წამოგვეჭრა ეს საკითხი.

დონალდ ტრამპი მელანია ტრამპი

24 თებერვალი 2020, 18:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი თაჯ-მაჰალს ეწვივნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქ აგრაში თაჯ-მაჰალს ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიცია

24 თებერვალი 2020, 18:38

ძალოვნები

ბაკურიანში სრიალისას ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ბაკურიანში 22 წლის ქალი თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა.

გოჩა სვანიძე

24 თებერვალი 2020, 18:37

სპორტი

გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების გადადების მიზეზები განმარტა

„რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები არ შედგა იმიტომ რომ, კრების ჩატარების დროს ჩვენ წესდებაში გვაქვს ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი. რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა იყოს წარმოდგენილი კლუბების ნახევარზე მეტი და ხმების 2/3“, - ამის შესახებ რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დერეკ მიტჩელი არჩილ თალაკვაძე

24 თებერვალი 2020, 18:27

საქართველო

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, დერეკ მიტჩელთან, რომელიც საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარია. განვიხილეთ რეფორმებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები, მიმდინარე პოლიტიკური თემები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხი“, - წერს თალაკვაძე.

გრიგოლ ვაშაძე

24 თებერვალი 2020, 18:25

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: ოპოზიციისთვის დიალოგის დაწყება მორალურად მძიმე იყო

პროპორციული არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეყვეტა, საქმეების დახურვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ამის გარეშე ყოველგვარი დიალოგი წარმოუდგენელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

24 თებერვალი 2020, 18:19

საქართველო

კახა კუჭავა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს და კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს, ანდერს კნაპეს და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მართველობის კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა.

კახა კალაძე

24 თებერვალი 2020, 18:06

საქართველო

კახა კალაძე: ჩვენი სპორტსმენების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ტალახის სროლა კატეგორიულად მიუღებელია

მიმდინარეობს მიზანმიმართული დისკრედუიატაცია, ტალახის სროლა ჩვენს სპორტსმენებზე, რაც ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. კახა კალაძემ წარმატებული ქართველი სპორტსმენების მიმართ მხარდაჭრა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნი|შნა, რომ ბოლო პერიოდის სტატიკით ასეი შედეგები ქართველ სპორტსმენებს მანამდე არ ჰქონია. კალაძის განცხადებით, ეს ქვეყნის წარმატებაა და ამისთვის სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა.

გიორგი ვოლსკი

24 თებერვალი 2020, 17:59

საქართველო

გიორგი ვოლსკი: ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკური ბრძოლა, ან ცხელ ფაზაში გადასული დაპირისპირებები არის ის რეალობა, რაც მსოფლიოში შეიქმნა. ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის და ეს ფაქტია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცოტნე გამსახურდია

24 თებერვალი 2020, 17:58

საქართველო

კონსტანტინე გამსახურდია: მიუხედავად საერთო მძიმე სურათისა, ცოტნეს ჯანმრთელობის მხრივ გარკვეული პროგრესია

მისივე განმარტებით, ის ახლახანს გიორგი გამსახურდიასთან ერთად ისტანბულის აჯიბადემის კლინიკიდაში იმყოფებოდა, სადაც შევხვდნენ ქალბატონებს, ფეიზა ოზთურქს, საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეს და ჰილალ ჩატალს, საერთაშორისო პაციენტების დეპარტამენტის დირექტორს, ასევე აჯიბადემის კლინიკის სათავო ოფისის წარმომადგენელს, ბატონ ოსმან შეიხოღლუს და მათგან მოისმინეს ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

გრიგოლ ვაშაძე

24 თებერვალი 2020, 17:56

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: მერაბიშვილს ჩემთვის ჯერ არ მოუმართავს, როგორ გითხრათ, ღიაა თუ არა მისთვის ნაცმოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პარტიაში გაწევრიანების თაობაზე ვანო მერაბიშვილს მისთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ახლა არასწორი იქნებოდა.

გიორგი ჩერქეზიშვილი

24 თებერვალი 2020, 17:50

ეკონომიკა

გიორგი ჩერქეზიშვილი: ინვესტორთა საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას

დღეს ინვესტორთა საბჭომ ბიზნესასოციაციებთან და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტზე იმსჯელა. მიზანი პოტენციური ინვესტორების მოზიდვაა, რომელთაც პროექტი ბიუროკრატიასთან ურთიერთობას გაუმარტივებს.

ენტონი ჰოპკინსი

24 თებერვალი 2020, 17:44

კულტურა

მაიკ ტაისონის და მისი მწვრთნელის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს ენტონი ჰოპკინსი შეასრულებს

ენტონი ჰოპკინსი მთავარ როლს შეასრულებს ბიოგრაფიულ ფილმში „კას და მაიკი“, რომელიც მაიკ ტაისონისა და მისი მწვრთნელის, კასა დ’ამატოს ურთიერთობებს ასახავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deadline ავრცელებს.

ოქროს ზოდები

24 თებერვალი 2020, 17:35

ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაძვირდა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი ბოლო თვეების მაქსიმუმზეა. „ტრუას უნციის“ (31,1035 გრამი) ფასი $1690-ია. ნიუ-იორკის ბირჟაზე ოქროზე მარტის ფიუჩერსები 2,52%-ით გაძვირდა. ასევე 1,7 %-ით გაძვირდა ვერცხლი და უნციაზე $ 18,84 შეადგინა. ექსპერტები ძვირფასი მეტალების გაძვირებას კორონავირუსის საფრთხეს უკავშირებენ.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 17:28

საქართველო

დავით ზალკალიანი: რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგებზე ეფექტურად გამკლავება მტკიცე საერთაშორისო პასუხის გარეშე შეუძლებელია

რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგებზე ეფექტურად გამკლავება, იქნება ეს საქართველოსა თუ უკრაინაში, შეუძლებელია მტკიცე საერთაშორისო პასუხის გარეშე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბათუმის ბულვარი

24 თებერვალი 2020, 17:12

ეკონომიკა

ბათუმის საკრებულო სანაპირო ზოლის კონკრეტული მონაკვეთების ბრენდული სასტუმროებისთვის მართვაში გადაცემას განიხილავს

ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლის კონკრეტული მონაკვეთები ბრენდულ სასტუმროებს მართვაში იჯარის წესით გადაეცემათ. მერიამ ინიციატივა ქალაქის საკრებულოს უკვე გადაუგზავნა, დეპუტატები სანაპიროს საკითხზე ხვალ იმსჯელებენ. როგორც ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, პლაჟები არ შემოიღობება და არავის შეეზღუდება მისი გამოყენების უფლება.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 17:07

საქართველო

დავით ზალკალიანი: საგანგაშოა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებული ვითარება იძულებით გადაადგილების ახალი ტალღის გარდაუვალ საშიშროებას ქმნის

„საგანგაშოა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება ქმნის იძულებით გადაადგილების ახალი ტალღის გარდაუვალ საშიშროებას“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.