imedi /  18 ივლისი 2019, 18:43 / სანდო წყარო

ერგნეთის შეხვედრაზე ოსურ მხარეს არ მოუთხოვია მათ მიერ ძებნილი ორი პირის გადაცემა

ერგნეთი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩატარდა. დღის წესრიგში 10 საკითხი იყო შეტანილი, მათ შორის უკანონო ბორდერიზაცია, მოქალაქეთა უკანონო დაკავება, ივნისში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა, არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობა და დავით ბაშარულის საკითხი.

იანვრიდან დღემდე ოკუპანტების მიერ 44 მოქალაქე იყო დაკავებული, მაისიდან დღემდე კი 5. ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოსური მხარე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობას გააგრძელებს, ქართულმა მხარემ კი უკანონო ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელების მზაობას შემაშფოთებელი და მშვიდობისთვის საფრთხის შეცველი უწოდა.

გუშინ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ძებნილი კაბისოვისა და გაბარაევის გადმოცემის საკითხი ოსურ მხარეს დღევანდელ შეხვედრაზე არ დაუყენებია.

ორი პირი ქართველმა სამართალდამცველებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ერგნეთის მიმდებარედ დააკავეს. ანდრეი კაბისოვი და სარმატ გაბარაევი ოსური მხარის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებების ჩადენისთვის იძებნებიან. საქართველოს შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევას გულისხმობს. ერთ-ერთი დაკავებული დაჭრილ იყო, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მხარეები ერგნეთში ისევ 29 აგვისტოს შეიკრიბებიან.

ყველა სიახლე

ადამ კინზინგერი

15 ნოემბერი 2019, 08:49

საქართველო

კონგრესმენი კინზინგერი: პროპორციული სისტემის შესახებ ცვლილების ჩაგდება პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება

„ამ დილით შოკირებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ საქართველოს პარლამენტში დაპირებული რეფორმა ჩავარდა და პარლამენტის წევრებმა არ მისცეს ხმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას“, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი (რესპ. ილინოისის შტატი) პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის შესახებ ცვლილების ვერმიღების საკითხს ეხმაურება.

საქართველოს ნაკრები

15 ნოემბერი 2019, 08:32

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს შვეიცარიას დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრები დღეს შვეიცარიას დაუპირისპირდება. საფეხბურთო ნაკრებმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე გერმანიის ქალაქ ბად ვურისჰოფენში ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების საკვალიფიაკციო ეტაპის შეხვედრა 15 ნოემბერს, 23:45 საათზე დაიწყება.

აქცია დასრულდა

15 ნოემბერი 2019, 08:31

საქართველო

პარლამენტთან აქცია დღეს ისევ გაიმართება

პარლამენტთან აქცია დღეს ისევ განახლდება. 14 ნოემბრის აქქციის შემდეგ საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეთა ნაწილი დარჩა. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია და გზის სავალ ნაწილზე ხის კონსტრუქციები დევს და კარვებია გაშლილი. კონსტრუქციები დევს და კარვებია გაშლილი. აქცია გაიმართა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთანაც.

Google

15 ნოემბერი 2019, 08:30

ტექნოლოგიები

Google-ის ვიდეოთამაშების სერვისი 19 ნოემბრიდან ამოქმედდება

Google-ი ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში ერთვება. ტექნოლოგიური გიგანტი ახალ პლატფორმა Google Stadia-ს ქმნის. პროექტი 19 ნოემბრიდან ამოქმედდება. მედია წერს, რომ ეს არის ახალი, ძალიან ამბიციური პლატფორმა, რომელიც ვიდეოთამაშების „Netflix“-ი იქნება.

ვლადიმერ პუტინი

15 ნოემბერი 2019, 08:15

მსოფლიო

პუტინი: 9 მაისის აღლუმზე ტრამპის დასწრება კარგი ნაბიჯი იქნებოდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ამერიკელი კოლეგა 9 მაისის აღლუმს დაესწრება. პუტინმა თქვა, რომ ტრამპის მხრიდან ეს კარგი ნაბიჯი იქნებოდა, როდესაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს. ტრამპს მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე ჩასვლა სურს.

ევროსაბჭო

15 ნოემბერი 2019, 00:35

საქართველო

PACE-ს თანამომხსენებლები პოლიტიკურ ძალებს მიმართავენ

საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები წუხილს გამოხატავენ, რომ საქართველოს პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვისთვის ცვლილება ვერ განახორციელა. ისინი ფაქტს უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

გიორგი ბეგაძე

15 ნოემბერი 2019, 00:10

საქართველო

გიორგი ბეგაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი, რუსთავის მაჟორიტარი გიორგი ბეგაძე ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას! დღეიდან ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას“, - წერს ბეგაძე.

სერგეი გავრილოვი

14 ნოემბერი 2019, 23:51

საქართველო

სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, მიმდინარე წლის ზაფხულში ასამბლეის ჩაშლის გამო და ანგარიშის წარმოდგენას იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც ინციდენტს მოჰყვა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

რუსთაველის გამზირი

14 ნოემბერი 2019, 23:48

საქართველო

აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მოთხოვნები წარადგინეს

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მსვლელობას აწყობენ. სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები ამ ფორმით პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ. პარლამენტთან მყოფმა აქციის მონაწილეებმა კი კარვები გაშალეს.

გიორგი კვირიკაშვილი

14 ნოემბერი 2019, 23:10

საქართველო

კვირიკაშვილი პარლამენტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი-არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება“, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის შესახებ გადაწყვეტილებას.

პარლამენტთან კარვები გაშალეს

14 ნოემბერი 2019, 22:36

საქართველო

პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნების შესრულებამდე რუსთაველის გამზირზე დარჩებიან. ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა.

გიორგი მარგველაშვილი

14 ნოემბერი 2019, 22:10

საქართველო

მარგველაშვილი: თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო საფრთხეშია

„გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, თქვენი უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმია ცხოვრების წესი“, - საქართველოს ექსპრეზიდენტმა პარლამენტთან მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებს მიმართა.

14 ნოემბერი 2019, 22:05

მსოფლიო

კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში სროლისას 6 ადამიანი დაიჭრა

პოლიციას მიაჩნია, რომ სროლა ერთ-ერთმა მოსწავლემ დაიწყო. სამართალდამცველების ცნობით, დამნაშავე აზიური წარმოშობის კაცია, რომელსაც შავი ფერის ტანსაცმელი ეცვა. ბოლო ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია და საავადმყოფოშია.

14 ნოემბერი 2019, 21:56

ტაბლოიდი

აზერბაიჯანში ჩვილი პირის გარეშე და კისერზე ყურებით დაიბადა

ბაქოში, ერთ-ერთ კერძო კლინიკაში ბავშვი პათოლოგიებით დაიბადა. ბაქოს მთავარი მეან-გინეკოლოგის ინფორმაციით, ახალშობილს არ ჰქონდა პირი, ყურები კი კისერზე დაუფიქსირდა. ჩვილი რამდენიმე დღეში დაიღუპა. ოჯახში, სადაც ჩვილი გაჩნდა, ორი ჯანმრთელი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება.

14 ნოემბერი 2019, 21:44

ტექნოლოგიები

„ვიკიპედიის“ თანადამფუძნებელმა ტვიტერს და ფეისბუკს კონკურენტი სოცქსელი შეუქმნა

უეილსის აზრით, Netflix-ის და Spotify-ს წარმატება ადასტურებს იმას, რომ მომხმარებელი მზადაა ფული მისთვის მნიშვნელოვან კონტენტში გადაიხადოს. WT: Social-ი ახლდება პოსტების ქრონოლოგიის, ხოლო ფეისბუკის ნიუსფიდი ყალიბდება „ლაიქების“ და კომენტარების რაოდენობის გათვალისწინებით.

ინდონეზია

14 ნოემბერი 2019, 21:13

მსოფლიო

ინდონეზიააში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიააში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მოლუკის კუნძულებზე დაფიქსირდა. ინფორმაციას ბრიტანული სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სხვა ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ბათუმი, საპროტესტო აქცია

14 ნოემბერი 2019, 20:58

საქართველო

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს

„გადამგდები ოცნება", "ძირს გადამგდები რეჟიმი", "სირცხვილია", "მატყუარა ბიძინა" - აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს. Imedinews-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლთან მივიდნენ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟავაძეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ.

ირაკლი კობახიძე

14 ნოემბერი 2019, 20:45

საქართველო

კობახიძე: პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საკითხის შემობრუნება წარმოუდგენელია

„ამ საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ გვინდა, რომ გუნდი ბოლომდე დავშალოთ და გავხლიჩოთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. არსებულ მოცემულობაში ეს არის წარმოუდგენელი“, -ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში შეხვედრის დასრულებისას გააკეთა.

რუსთაველის გამზირი

14 ნოემბერი 2019, 20:20

საქართველო

აქციის მონაწილეები: ვქმნით დროებით მთავრობას, არჩევნებს ივანიშვილის „ოცნება“ ვეღარ ჩაატარებს

„პროპორციული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს გარდამავალი მთავრობა. გარდამავალი მთავრობა კომპლექტდება ეროვნული თანხმობის კომიტეტით, პრინციპით ყველა მინუს ივანიშვილი და მისი მონები“, - ეს არის მოთხოვნები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაასახელეს.

ელექტროენერგია

14 ნოემბერი 2019, 20:08

ეკონომიკა

ანგარიში: მსოფლიოში მილიარდამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს

2030 წელს ელექტროენერგიის გარეშე მსოფლიოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი კონგოში, უგანდაში, ნიგერიასა და სუდანში იცხოვრებს. თითქმის მილიარდ ადამიანს მსოფლიოში ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს. ამის შესახებ თავის ანგარიშში საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო World Energy Outlook წერს.