imedi /  28 აგვისტო 2019, 22:44 / სანდო წყარო

წელს საქართველოს 108 სკოლაში პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა

სკოლა

2019-2020 წელს საქართველოს მასშტაბით 108 სკოლაში არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას მაღალმთიან სოფლებსა და საოკუპაციო ზოლთან მდებარე დასახლებებში.

რა მიზეზებს ასახელებენ ექსპერტები და როგორ გეგმავს რეგიონული განვითარების სამინისტრო საკითხის მოგვარებას. "ეს კომპლექსური პრობლემაა და მხოლოდ განათლებასთან არ არის დაკავშირებული", - ამბობს განათლების საკითხებში სპეციალისტი რევაზ აფხაზავა. მისი თქმით, სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი, მაგრამ არასაკმარისი ფაქტორია იმისთვის, რომ სოფლები და მაღალმთიანი დასახლებები არ დაიცალოს. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ იმ 1731 დასახლებისთვის, რომელთაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვთ, შემდეგი ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 700 მილიონი ლარი დაიხარჯება. თანხა მოხმარდება როგორც სკოლებისა და ბაღების მშენებლობას, ასევე სოციალური პრობლემების გადაჭრას. 

ყველა სიახლე

30 სექტემბერი 2026, 13:42

საზოგადოება

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სასწავლო კურსზე - „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“ რეგისტრაციას აცხადებს

კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული ყველა პირისთვის. მათ შორის, დამწყები სპეციალისტებისა და ინჟინრებისთვის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, ენერგოობიექტების პერსონალისთვის.

30 სექტემბერი 2026, 13:42

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნაა. რაც შეეხება ზოგიერთი სკოლის სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გადატანას, აღნიშნული წარმოადგენს დროებით აუცილებლობას

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მარიამ ლაშხი

30 სექტემბერი 2026, 13:38

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი აშშ-ს GRECO-დან გასვლაზე: ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ინსტიტუტები კრიზისში არიან

ეს გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ დღეს სამწუხაროდ კრიზისშია ევროპული ინსტიტუციები სწორედ იმ ბოლო პერიოდის პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც წესით უნდა ემსახურებოდეს ქვეყნების ინტერესებს, სამართლიანობის პრინციპებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა მარიამ ლაშხმა შეერთებული შტატების მიერ GRECO-ს დატოვების საკითხზე საუბრისას. მისივე თქმით, დღეს ევროპული ინსტიტუტების მხრიდან სახეზეა ორმაგი სტანდარტი და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა.

30 სექტემბერი 2026, 13:33

მსოფლიო

მედიის ცნობით, დუბაი - თელ-ავივის რეისის თვითმფრინავის დასმა სხვა პილოტებმა შეძლეს, რომლებიც ბორტზე რიგითი მგზავრების სტატუსით იმყოფებოდნენ

საუდის არაბეთში ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილი თვითმფრინავის დასმა, რომელიც დუბაი - თელ-ავივის რეისს ასრულებდა, სხვა პილოტებმა შეძლეს, რომლებიც ბორტზე რიგითი მგზავრების სტატუსით იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

30 სექტემბერი 2026, 13:30

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, გამოძალვის, იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, ტარების და ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტებზე სასამართლომ ერთ პირს უვადო, ხოლო მეორეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, გამოძალვის, იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, ტარების და ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო, რომელთაგან ერთს უვადო, ხოლო მეორეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

30 სექტემბერი 2026, 13:28

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: საქართველოს ეკონომიკა ზრდის სტაბილურ დინამიკას აჩვენებს - 2026 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა

2026 წლის აგვისტოს ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ შემდეგ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა; ინფორმაცია და კომუნიკაცია; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; ჯანდაცვა; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; ხელოვნება, გართობა და დასვენება; ვაჭრობა; ტრანსპორტი და დასაწყობება; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება.

30 სექტემბერი 2026, 13:23

სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

30 სექტემბერი 2026, 13:20

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: ანაკლიის პორტი ვითარდება „ლენდლორდის“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას

მსოფლიო ბანკი განახლებულ ანგარიშს „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“ აქვეყნებს და მიუთითებს, რომ სტრატეგიულ ინვესტიციებს განვითარებად ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში (TCTC), რომელიც „შუა დერეფნის“ სახელითაც არის ცნობილი, შეუძლიათ 2040 წლისთვის ამ მარშრუტის გასწვრივ ვაჭრობის მოცულობა სამჯერ და მეტად გაზარდონ, გაანახევრონ მგზავრობის დრო, 3,3%-ით აამაღლონ მშპ და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნან.

დავით უტიაშვილი

30 სექტემბერი 2026, 13:15

ეკონომიკა

დავით უტიაშვილი: სესხის მომსახურების კოეფიციენტის ეტაპობრივი ცვლილება ხელს შეუწყობს როგორც დაკრედიტების პროცესზე გავლენის შემცირებას, ისე მსესხებლებისთვის ვალის ტვირთის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას

ეროვნულის ბანკის მიერ სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილების მიზანია, მაღალი ხელფასებისა და ეკონომიკური ზრდის პირობებში შენარჩუნდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკა და დაბალშემოსავლიანი მსესხებლებისთვის ვალის ტვირთი მდგრად დონეზე დარჩეს, - განაცხადა სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა.

30 სექტემბერი 2026, 13:12

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მოადგილე ნური გორგაძესთან ერთად, სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის ახალგაზრდებს შეხვდა

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, წარმოადგინეს პრეზენტაცია განხორციელებული აქტივობების შესახებ და მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ინიციატივების განვითარების მიმართულებით საკუთარი იდეები წარადგინეს.

30 სექტემბერი 2026, 13:10

მსოფლიო

CNN: აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უფლება მისცა განაახლოს მიგრანტების იმ ქვეყნებში დეპორტაცია, რომლებთანაც მათ კავშირი არ აქვთ და მათთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების გასაჩივრების შესაძლებლობის მიცემა სავალდებულო არ იქნება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

30 სექტემბერი 2026, 13:08

რეგიონი

ბექა ვაჭარაძე: ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, განსაკუთრებული მადლობა გვეთქვა ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენი ბავშვების განათლებასა და აღზრდაზე ზრუნავენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ქალაქ ფოთის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან ერთად, ფოთის მუნიციპალიტეტის წარმატებული პედაგოგები და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღმზრდელები დააჯილდოვა.

30 სექტემბერი 2026, 12:47

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს

სამუშაოების ფარგლებში არჩევნებისთვის მომზადდა ხმის მიცემისა და ხმის დათვლის 8 ელექტრონული აპარატი, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის 9 აპარატი და 7 პლანშეტი, რომელთაგან 3 იმ უბნებისთვისაა განკუთვნილი, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.

30 სექტემბერი 2026, 12:47

მსოფლიო

მედია: დუბაი - თელ-ავივის რეისზე ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა, თუმცა მგზავრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. ისრაელის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად განიხილავს

ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა, ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ინფორმაციას ისრაელის მე-12 არხის ჟურნალისტი ამიტ სეგალი ავრცელებს.

30 სექტემბერი 2026, 12:36

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ცოტნე ანანიძეს და უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებს შეხვდა.

30 სექტემბერი 2026, 12:30

რეგიონი

არსენალის მთამდე მისასვლელი გზების მოსაწყობად საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

პროექტის მთავარი მიზანია არსენალის მთის ტერიტორიასთან თბილისის არსებულ საგზაო ქსელთან ეფექტიანი და უსაფრთხო დაკავშირება და ტერიტორიასთან რამდენიმე მიმართულებიდან მისასვლელი საგზაო კავშირების შექმნა. პროექტმა ასევე ხელი უნდა შეუწყოს სატრანსპორტო ნაკადების უკეთ განაწილებასა და დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოძრაობის განტვირთვას.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

30 სექტემბერი 2026, 12:27

მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ნეთანიაჰუმ ავიაინციდენტის გამო კონსულტაციები გამართა და ვითარებას აკვირდება

ავიაკომპანია Fly Dubai-ს ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შესაბამის პირებთან კონსულტაციები გამართა და ვითარებას აკვირდება. ინფორმაციას ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

30 სექტემბერი 2026, 12:24

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: საფრანგეთმა, მოსწავლეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენებითა და მათი დაკავებით მსოფლიოს დემოკრატიის ახალი „სტანდარტი“ შესთავაზა - აღნიშნული მოვლენების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლება, საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საქართველოსკენ თითი გამოიშვიროს და დემოკრატიის შესახებ ლექციები გვიკითხოს

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 440 ადამიანი დააკავა, საგულისხმოა, რომ მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულთა დაახლოებით ორი მესამედი პოლიციის პატიმრობაში რჩება, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

30 სექტემბერი 2026, 12:11

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობის, არსებული მოწყვლადობებისა და პოტენციური რისკების კომპლექსურ შეფასებას მოიცავს

ანალიზი ძირითადად საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული და ყურადღებას ამახვილებს როგორც ფინანსური სექტორის მდგომარეობაზე, ასევე ეკონომიკის იმ ძირითად ტენდენციებსა და ფაქტორებზე, რომლებიც ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია.

ბრედ პიტი
ზაჰარა მარლი ჯოლი

30 სექტემბერი 2026, 12:11

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი ზაჰარა მათი მესამე შვილია, რომელმაც მამის გვარზე უარი ოფიციალურად თქვა

ორშაბათს, 28 სექტემბერს, გვარის შეცვლის შესახებ სასამართლო სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც 21 წლის ზაჰარა ახლა „ზაჰარა მარლი ჯოლი“ გახდა. ჟურნალ PEOPLE-ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად, კალიფორნიის მოსამართლემ სახელის ცვლილება დაამტკიცა და წინააღმდეგობა არ დაფიქსირებულა. ზაჰარა ჯოლისა და პიტის შვილებიდან მესამეა, ვინც მამის გვარზე უარი ოფიციალურად განაცხადა.