imedi /  29 აგვისტო 2019, 19:18 / სანდო წყარო

Tagesspiegel: ხანგოშვილის მკვლელობამ გერმანია-რუსეთს შორის ურთიერთობა შეიძლება დაძაბოს

ზელიმხან ხანგოშვილი

ზელიმხან ხანგოშვილი

ბერლინსა და ბრიუსელში პოლიტიკოსები საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტით შეწუხებულები არიან. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Tagesspiegel-ი წერს.

გამოცემის ცნობით, პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ მკვლელობა შესაძლოა რუსეთის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით მომხდარიყო. "თუ გაირკვევა, რომ ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში რუსეთის სახელმწიფო ორგანოები არიან გარეულნი ეს კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ მომენტში ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს გერმანიასა და რუსეთს შორის", - განუცხადა გამოცემას ბუნდესტაგის დეპუტატმა "თავისუფალი დემოკრატიული პარტიიდან" და ექსპერტმა შიდაპოლიტიკურ საკითხებში, ბიჯან ჯირ-სარაიმ.

მისი მოსაზრებით, "პირველი ნაბიჯის" ფარგლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა გამოიძახოს რუსეთის ელჩი და აუხსნას, რომ მსგავსი ქმედებები დაუშვებელია. "თუმცა, ინციდენტისგან პოლიტიკური დასკვნების გამოტანამდე, ის საგულდაგულოდ უნდა გამოიკვლიონ", - განაცხადა ბუნდესტაგის დეპუტატმა.

მკვლელობასთან რუსეთის სპეციალური სამსახურების კავშირის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ BBC-მაც გაავრცელა.

ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი საქართველოში 29 აგვისტოს გამთენიისას ჩამოასვენეს. ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ველოსიპედით გამვლელმა ის  ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილოდ იმ დროს დაჭრა, როცა ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა. 

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2019, 16:10

მსოფლიო

მონროვიაში სკოლაში გაჩენილ ხანძარს სულ ცოტა 23 ბავშვი ემსხვერპლა

ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. BBC-ის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სულ ცოტა 23 ბავშვი დაიღუპა. AFP-ის ინფორმაციით დაღუპულია 26 მოსწავლე და 2 მასწავლებელი.

ბადრი პატარკაციშვილი

18 სექტემბერი 2019, 16:04

ძალოვნები

პატარკაციშვილის საქმეზე დაცვის მხარემ აუდიოჩანაწერის ექსპერტიზა წარადგინა

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს გაგრძელდა, დაცვის მხარის მიერ მომზადებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა განიხილეს. ექსპერტიზა საქმის მთავარ მტკიცებულებას - აუდიო ჩანაწერს და დიქტოფონს ჩაუტარდა.

ინდონეზია

18 სექტემბერი 2019, 15:59

მსოფლიო

ინდონეზიაში ტყეების ხანძრების გაჩენაში ეჭვმიტანილი 200-მდე ადამიანი დააკავეს

ინდონეზიაში ტყის მასივში ხანძრების გაჩენაში ეჭვმიტანილი 200-მდე ადამიანი დააკავეს, - წერს CNN. როგორც ქვეყნის პოლიციის წარმომადგენელი დედი პრასეტიო აცხადებს, ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში 200-მდე ადამიანია აყვანილი. „ხანძრების დიდი ნაწილი ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია“.

ექიმებზე ძალადობა

18 სექტემბერი 2019, 15:57

საქართველო

მედპერსონალზე ძალადობა ან მუქარა კანონით დაისჯება

კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო პერსონალზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, მათ შორის პატიმრობით დაისჯება. რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, თუ როგორ უსწორდება პაციენტი ფიზიკურად მედპერსონალს. დაპირისპირების შედეგად ექიმმა თავის ტვინის შერყევა მიიღო.

პანდემია

18 სექტემბერი 2019, 15:49

მსოფლიო

ექსპერტები: მსოფლიო ვირუსების პანდემიისთვის მზად არ არის

ექსპერტების განცხადებით პანდემიის საშიშროება იმდენად რეალურია, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, ექსპერტების თქმით, მას ასევე გავლენა ექნება და დააზარალებს გლობალურ ეკონომიკას. სპეციალისტების თქმით, ეპიდემიური ვირუსების კონტროლი ისევე რთულია როგორც მიგრაციის.

ირანი აშშ დროშები

18 სექტემბერი 2019, 15:22

მსოფლიო

ირანმა აშშ-ს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა

ირანი ამტკიცებს, რომ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით თეირანმა ვაშინგტონს შვეიცარიის მეშვეობით ოფიციალური ნოტა გაუგზავნა, რომელშიც 14 სექტემბერს მომხდარ აფეთქებებთან კავშირს უარყოფს.

სპარსეთის ყურე

18 სექტემბერი 2019, 15:21

მსოფლიო

საუდის არაბეთი სპარსეთის ყურეში აშშ-ს პატრულირებაში დაეხმარება

საუდის არაბეთი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურეში ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ჩაერთვება. ეს გადაწყვეტილება ერ-რიადში ქვეყნის ორ ნავთობტერმინლაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ მიიღეს.

შეწყალება

18 სექტემბერი 2019, 15:10

საქართველო

პრემიერი: მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე შეწყალება მიუღებელია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული სამი პირის შეწყალება პრემიერმა გიორგი გახარიამაც გააკრიტიკა. მისი თქმით, ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია. „ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება“.

ოთხმეზურის მკვლელობა

18 სექტემბერი 2019, 14:49

საქართველო

მოკლული გიორგი ქოიავას მამა: ზურაბიშვილს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიუღია

თამაზ ქოიავა საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს: ".. ისე ჩუმად გააკეთა ყველაფერი, ისე ჩუმად.. ეტყობა ყველა იყო ამ ამბავში ჩართული - იუსტიციის სამინისტროც, მთავრობიდან გარკვეული პიროვნებებიც იქნებოდნენ ჩართული... მარტო პრეზიდენტი ამას ვერ გააკეთებდა", - განაცხადა თამაზ ქოიავამ.

ჰაიკლერის ციხე-დარბაზი დაუნტონის სააბატო

18 სექტემბერი 2019, 14:46

ტაბლოიდი

„დაუნტონის სააბატო“ 2 სტუმარს უმასპინძლებს

ჰაიკლერის ციხე-დარბაზი, სადაც პოპულარულ სერიალ „დაუნტონის სააბატოს“ იღებდნენ, A‌i‌r‌b‌n‌b-ის მომხმარებლებისთვის ერთი ღამით გაიხსნება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ციხე-დარბაზის დაქირავება 26 ნოემბერს იქნება შესაძლებელი. ციხე-დარბაზი მხოლოდ 2 ადამიანის მიიღებს.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2019, 14:37

საქართველო

გიორგი ოთხმეზური: უვარგისი ადამიანია სალომე ზურაბიშვილი

გიორგი ოთხმეზურმა ამ საკითხზე სხვა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. რაც შეეხება იმას, თუ რას აპირებს მოკლული ოთხმეზურის ოჯახი, ამაზე გიორგი ოთხმეზური ამბობს, რომ ახლა მან თავად იცის რა გზას მიმართავს ამ გადაწყვეტილების შემდეგ. პრეზიდენტმა დღეს პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

ქუთაისის უნივერსიტეტი

18 სექტემბერი 2019, 14:26

საქართველო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია გაიმართა

ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია გამართეს. როგორც პრემიერის მრჩეველმა განათლების დარგში მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, მსოფლიო მნიშვნელობის უნივერსიტეტი ფუძნდება.

ძროხა საქონელი

18 სექტემბერი 2019, 14:17

საქართველო

სოფელ შავღელეში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა

საქონლის მეპატრონე ნუგზარ ჭაღალიძის თქმით, შემთხვევა მის სახლთან ახლოს მაშინ მოხდა, როცა საქონელი საბალახოდ გაუშვა. ჭაღალიძე განმარტავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მტაცებელმა ცხოველმა რამდენიმე ათეული მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა.

რაგბი

18 სექტემბერი 2019, 14:12

სპორტი

ბორჯღალოსნები მსოფლიო თასისთვის ნაგოიაში ემზადებიან

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ ტოკუშიმადან ნაგოიაში ჩავიდნენ, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ. ტოკუშიმაში ბორჯღალოსნებმა იაპონიის ტოპ ლიგის ადგილობრივ კლუბ „ჰონდა ჰით“-თან ერთობლივი ვარჯიშიც გამართეს.

გაგამარუ

18 სექტემბერი 2019, 14:10

სპორტი

ქართველმა სუმოისტმა გაგამარუმ ბაშოზე გაიმარჯვა

ქართველმა სუმოისტმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელმა), რომელიც ჯურიო დივიზიონში ასპარეზობს, ბაშოს მე-11 დღეს გამარჯვება მოიპოვა. კერძოდ, თეიმურაზ ჯუღელი ჯურიოს მე-13 ნომერ იროდორს დაუპირისპირდა. ქართველმა რევანში აიღო და ამჯერად მეტოქის დამარცხება შეძლო.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2019, 14:07

საქართველო

უგულავა: სალომე ზურაბიშვილი სასახლიდან არის გასაძევებელი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიცია "მორიგ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას" უწოდებს. ოპოზიციის ნაწილი ასევე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

ევრონიუსი საქართველოში

18 სექტემბერი 2019, 13:59

საქართველო

euronews Georgia მაუწყებლობას იწყებს

euronews Georgia მაუწყებლობას იწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას ევრონიუსის აღმ. დირექტორმა მაიკლ პიტერსმა და სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა ხელი მოაწერეს.ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დაესწრნენ

18 სექტემბერი 2019, 13:59

საქართველო

როგორ ამოვიცნოთ ყირიმ-კონგოს ცხელება

პირველად ეს დაავადება მეორე მსოფლიო ომის დროს, ყირიმში აღმოაჩინეს. 1945 წელს დადგინდა, რომ მას არბოვირუსი იწვევს, რომელიც ფეხსახსრიანებს გადააქვთ. 1956 წელს ანალოგიური ვირუსი კონგოშიც დაფიქსირდა. რქოსანი პირუტყვიდან ადამიანზე ვირუსი ტკიპებს გადააქვთ. ნერწყვთან ან სისხლთან კონტაქტისას კი დაავადება ადამიანიდან ადამიანზეც გადადის.

ტოჩინოშინი ლევან გორგაძე

18 სექტემბერი 2019, 13:43

სპორტი

ტოჩინოშინი აკი ბაშოზე მეექვსედ დამარცხდა

ტოჩინოშინი აკი ბაშოს მე-11 დღეს დამარცხდა. ქართველი სუმოისტი სეკივაკე ტაკაკეიშოს. მეტოქე ლევან გორგაძეს მიაწვა და დოჰიოდან გადაგდების დროს მსაჯიც წააქციეს. ტოჩიმ ოკურიტაოშის ილეთით წააგო. ჩატარებული 11 შეხვედრიდან ქართველს 5 მოგება და 6 წაგება აქვს. ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად დარჩენილი 4 შეხვედრიდან მან 3 მაინც უნდა მოიგოს.

საქსტატი

18 სექტემბერი 2019, 13:22

ეკონომიკა

6 თვეში მშენებლობის, მრეწველობისა და განათლების სექტორში მშპ-ს მაჩვენებელი შემცირდა

საქსტატის ცნობით, 2019 წლის II კვარტალში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულების მაჩვენებელის (მშპ) 4.5 პროცენტით გაიზარდა. მშპ-ს მაჩვენებელმა განათლებაში იკლო.