imedi /  06 სექტემბერი 2019, 21:30 / სანდო წყარო

ცხინვალის რეჟიმმა ე.წ საზღვართან შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით დახმარებისთვის რუსეთს მიმართა

სამხრეთ ოსეთი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმას მიმართა თხოვნით, შეიმუშავონ ერთობლივი პოზიცია ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, რომლის თანახმადაც რუსული მხარე თავის თავზე აიღებს სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკის დაცვასა და უსაფრთოებას.

როგორც მიმართვაში წერია, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო წარუმატებელია.

„ეს გარემოებები აიძულებს სამხრეთ ოსეთის პარლამენტს, მიმართოს თხოვნით რუსეთის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო დუმას, დაეხმაროს რუსეთის ფედერაციას და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების მეორე მუხლის შესრულებაში, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათ შორის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვას“,- ნათქვამია მიმართვაში.

როგორც დღეს ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების მიერ სოფელ წნელისთან განთავსებული საგუშაგო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

საქმე ეხება ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოს, რომლის მოწყობა დეფაქტო ხელისუფლებამ ზნაურის რაიონის სოფელ წნელისის მახლობლად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების შემდეგ დაიწყო.

ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. 29 აგვისტოს ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება.

ყველა სიახლე

აშშ, პოლონეთი

24 სექტემბერი 2019, 00:25

მსოფლიო

აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმს აუქმებს

აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმს აუქმებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა პოლონეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

იურგენ კლოპი

23 სექტემბერი 2019, 23:58

სპორტი

წლის საუკეთესო მწვრთნელი იურგენ კლოპი გახდა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) წლის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დაასახელა. გერმანელმა სპეციალისტმა, რომელიც „ლივერპულს“ წვრთნის, გამოკითხვაში მაურისიო პოჩეტინოსა და ხოსეპ გუარდიოლას გაუსწრო.

ფეხბურთი

23 სექტემბერი 2019, 23:33

სპორტი

ფეხბურთში შეიძლება ახალი წესი შემოიღონ

ეს წესი იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ ფეხბურთელმა ტვინის შერყევა მიიღო. 10 წუთის განმავლობაში ექიმებმა ის უნდა გამოიკვლიონ, შემდეგ კი გადაწყვიტონ, გააგრძელოს თუ არა მან თამაში. ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთელის გუნდს სტადიონზე მისი შემცვლელის გაყვანის უფლება მიეცემა.

მიგრანტები

23 სექტემბერი 2019, 22:59

მსოფლიო

ევროკავშირის 4 ქვეყანა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების განსახლებაზე შეთანხმდა

როგორც მალტის შინაგან საქმეთა და ნაციონალური უსაფრთხოების მინისტრმა მაიკლ ფარუჯამ განაცხადა, მან და მისმა კოლეგებმა „საერთო დოკუმეტი“ შეიმუშავეს, რომელსაც 8 ოქტომბერს ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე წარადგენენ.

23 სექტემბერი 2019, 22:47

ეკონომიკა

შსს-ს და იუსტიციის სამინისტროების დაფინანსება იზრდება, თავდაცვის - მცირდება

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების პროექტის თანახმად შსს-ს და იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება იზრდება, ხოლო თავდაცვის სამინისტროს უმცირდება. პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების თაობაზე კანონპროექტი 23 სექტემბერს წარედგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

23 სექტემბერი 2019, 22:08

ეკონომიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება ₾2.2 მილიონით იზრდება

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების პროექტის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით, 8.2 მილიონ ლარამდე იზრდება. რაც მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ფუნქციონირების ხარჯების დინამიკით და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებითა და ღონისძიებებით არის გამოწვეული.

დაგროვებითი პენსია

23 სექტემბერი 2019, 21:53

ეკონომიკა

დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის დამატებით ₾20 მილიონი გამოიყოფა

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების პროექტის თანახმად დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის გათვალისწინებული დაფინანსება 20 მლნ ლარით იზრდება და 110 მლნ ლარს შეადგენს.

მოზარდის გადავარდნა

23 სექტემბერი 2019, 21:52

ძალოვნები

ვარკეთილში 16 წლის ბიჭი მე-9 სართულიდან გადავარდა

თბილისში 16 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადავარდა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დეკრეტული შვებულება

23 სექტემბერი 2019, 21:27

საქართველო

რა შეიძლება შეიცვალოს დეკრეტული შვებულების პირობებში

საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად შესაძლოა დეკრეტული შვებულებით სარგებლობისას პირობები გაუმჯობესდეს. საუბარია, როგორც დედების, ასევე მამების დეკრეტულ შვებულებაზე.

სირია

23 სექტემბერი 2019, 21:23

მსოფლიო

სირიის საკონსტიტუციო კომიტეტი შეიქმნა

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, სირიის მთავრობამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ. როგორც ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ ამ ორგანოს შექმნა პრობლემის პოლიტიკური გზით გადაწყვეტის დასაწყისი გახდება

პედოფილია

23 სექტემბერი 2019, 21:12

მსოფლიო

რუმინეთი 11 წლის გოგოს მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავებას ითხოვს

რუმინეთის პოლიცია ჰოლანდიის მოქალაქის დაკავებაზე საერთაშორისო ორდერის გაცემას ითხოვს. 46 წლის კაცი 11 წლის გოგს გაუპატიურებასა და მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. წინასწარი ინფორმაციით, პედოფილმა ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა.

მიწისძვრა

23 სექტემბერი 2019, 20:59

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ლაგოდეხის სოფელ ხიზაბავრაში 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 20:38 საათზე მოხდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

23 სექტემბერი 2019, 20:58

საქართველო

გორში საბავშვო ბაღის მშენებლობა 3 წლით შეფერხდა

გორის რკინიგზის საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელზეც მუშაობა სამი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, ამ დრომდე შეფერხებულია. მშენებელმა ვალდებულების შეუსრულებლობა კომიკური მიზეზით, უამინდობით ახსნა.

ბავშვთა პორნოგრაფია

23 სექტემბერი 2019, 20:54

ძალოვნები

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე შეიძლება ბრალდებულთა წრე გაიზარდოს

ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მას შემდეგ, რაც დაკავებულმა მშობლებმა შვილებს პორნოგრაფიული ფოტოების გადაღება აიძულეს, მათი შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა. თუმცა თავად დაკავებულთა ოჯახებში ამას კატეგორიულად უარყოფენ.

თამარ ალანია

23 სექტემბერი 2019, 20:42

საქართველო

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ალანიას მოუსმინეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. კანონმდებლების კითხვებს ათი საათზე მეტია მოსამართლე თამარ ალანია პასუხობს. კითხვები მწვავეა, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის დეპუტატების მხრიდან. ალანიას ძირითადად თავის წარსულ სამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებით უწევს პასუხის გაცემა.

23 სექტემბერი 2019, 20:37

მსოფლიო

ნიუ-იორკში კლიმატის სამიტზე 66 ქვეყანა ატმოსფეროში CO2-ის შემცირებაზე შეთანხმდა

ნიუ-იორკში კლიმატისადმი მიძღვნილ სამიტზე 66 ქვეყანა, 10 რეგიონი და 93 კომპანია შეთანხმდა, რომ 2050 წლისთვის ატმოსფეროში CO2-ის გამონაბოლქვს შეამცირებს და მის კომპენსირებას მოახდენს. სამიტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ CO2-ისგან ნეიტრალურები გახდებიან.

FIA Motorsport Games

23 სექტემბერი 2019, 19:56

სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიო საავტომობილო თამაშებზე პირველად გამოვა

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მსოფლიო საავტომობილო თამაშების (FIA Motorsport Games 2019) მასპინძელი ქვეყანა წელს იტალია იქნება. საქართველოს ნაკრები მსოფლიო საავტომობილო თამაშებზე პირველად გამოვა. ვალელუნგას ავტოდრომზე შეჯიბრებები 31 ოქტომბრიდან – 3 ნოემბრის ჩთვლით გაიმართება.

წიგნები

23 სექტემბერი 2019, 19:43

კულტურა

Guardian-მა XXI საუკუნის 100 საუკეთესო წიგნი დაასახელა

რეიტინგში ჰილარი მანტელის „მგლის დარბაზი“ ლიდერობს, რომელიც ჰენრიხ VIII-ის მეფობის პერიოდს ასახავს. მეორე პოზიციაზე მერილინ რობინსონის „გალაადია,“ მესამე ადგილს კი სვეტლანა ალექსიევიჩის „მეორადისდრო“ იკავებს. საუკეთესო ხუთეულში მოხვდა კაძუო ისიგუროს „არასდროს გამიშვა“ და სებალდის „აუსტერლიციც.“

ავიაკომპანია Flynas- ი

23 სექტემბერი 2019, 19:38

ეკონომიკა

ერ-რიადიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები შესრულდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანია Flynas- ი ერ-რიადიდან თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელებას იწყებს. პირდაპირი ფრენები მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყება.

კარსონ კინგი გულშემატკივარი

23 სექტემბერი 2019, 19:20

ტაბლოიდი

აშშ-ში ფეხბურთის გულშემატკივარმა შემთხვევით მილიონი დოლარი შეაგროვა

14 სექტემბერს 24 წლის კარსონ კინგი სტუდენტური ლიგის თამაშზე პოსტერით მივიდა, რომელზეც ეწერა: „Busch Light-ის ლუდის მარაგს შევსება სჭირდება“. იქვე კინგმა საგადასახადო სისტემა Venmo-ში საკუთარი ანგარიშიც მიუთითა. ნახევარი საათის შემდეგ მის ანგარიშზე უკვე $400 დოლარზე მეტი იყო.