Imedi /  13 სექტემბერი 2019, 19:25 / სანდო წყარო

საგარეო უწყება: ახალგორში ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა მოსახლეობას ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხეს უქმნის

ახალგორი

საგარეო საქმეთა სამინისტრო

„უკიდურესი შეშფოთების საგანია  ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევის საფრთხეს ქმნის“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით განაცხადა

მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმის ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომას. 

„საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა გაურკვეველი ვადით კრიტიკულ ჰუმანიტარულ პირობებს ქმნის ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის და აბრკოლებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ვითარების დეესკალაციისაკენ მიმართულ ძალისხმევას საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
 
აღნიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილს, სხვადასხვა აგრესიული ქმედებებითა და პროვოკაციებით ადგილზე ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. 
 
მსგავს დესტრუქციულ ამოცანებს ემსახურება აგრეთვე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავება, იქ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნის განთავსება და ე.წ. საგუშაგოს განლაგებისთვის სამუშაოების დაწყება“, - აღნიშნავს კონსტანტინიდი

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას და მის საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალში, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პროვოკაციული მოქმედებები და საოკუპაციო ხაზზე ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყონ. 
 
ასევე, უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს დაუკავშირდა. ასევე, ქართულმა მხარემ საკითხი დასვა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, ეუთოს მუდმივ საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში და აქტიური ჩართვის თხოვნით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა. 

„საკითხი კიდევ ერთხელ განიხილება მომავალ ორშაბათს თანათავმჯდომარეებთან საგარეო უწყებაში დაგეგმილ შეხვედრაზე. ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან და ვიყენებთ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა შესაძლებელი გახდეს უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში

ცხინვალის დეფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი ორ გამშვებ პუნქტზე „მოსაბრუნსა“ და „სინაგურში“ ჩაკეტა. როგორც დეფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. საზღვარი ოფიციალური თბილისის მიერ დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით ჩაიკეტა, რომელიც ვითარების ნორმალიზების შემდეგ გაიხსნება.

ყველა სიახლე

Tesla

18 იანვარი 2020, 00:54

ტექნოლოგიები

ავტომწარმოებელმა Tesla-მ ახალი მოდელის მაკეტი გაასაჯაროვა

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ ახალი მოდელის მაკეტი გაასაჯაროვა. ფოტო ჩინურ პორტალზე გამოქვეყნდა.კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, ავტომობილის ახალ მოდელში გამოყენებული ინება „ჩინური ხელოვნება“.

მეგან მარკლი

18 იანვარი 2020, 00:28

ტაბლოიდი

პორნოგვერდის ხელმძღვანელმა მეგან მარკლს სამსახური შესთავაზა

პორნოგვერდმა YouPorn-ომ პრინცი ჰარის ცოლს მეგან მარკლის სამსახური შესთავაზა. კერძოდ, სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია ეროტიკული კონტენტის ინდუსტრიაში იმუშავოს. შესაბამისი მიმართვა კომპანიის ხელმძღვანელმა გამოცემა Metro-ში გამოაქვეყნა.

ვუნდერკინდი

18 იანვარი 2020, 00:08

ტაბლოიდი

3 წლის ბრიტანელი ვუნდერკინდი მენსის საზოგადოების წევრი გახდა

ბრიტანელი 3 წლის ვუნდერკინდი დარემის საგრაფოდან მენსის საზოგადოებაში მიიღეს- ეს არის ორგანიზაცია ადამიანებისთვის, რომლებასაც მაღალი IQ აქვთ. მუჰამედ ჰარიზ ნადზიმმა ლაპარაკი 7 თვის ასაკში დაიწყო. მალე მან კითხვა ისწავლა.

გიორგი გახარია

17 იანვარი 2020, 23:50

საქართველო

გიორგი გახარიამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადება მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადება Twitter-ზე მიულოცა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას.

ჟან პოლ გოტიე

17 იანვარი 2020, 23:28

კულტურა

ჟან პოლ გოტიემ კარიერაში ბოლო შოუ დააანონსა

ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა ჟან პოლ გოტიემ განაცხადა, რომ ვარიეტეს თეატრში 22 იანვარს საქმინობის 50-წლისთავისადმი მიძღვნილი შოუ, მის კარიერაში ბოლო იქნება. ამის შესახებ მოდელიორმა Twitter-ზე დაწერა. გოტიე მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი დიზაინერია.

გინესის წიგნი

17 იანვარი 2020, 23:09

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი მოკვდა

მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი - ნეპალელი ჰაგენდრა ტაპა მაგარი 27 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას გინესის წიგნი ავრცელებს. მისი სიმაღლე 67,08 სანტიმეტრი იყო. ბოლო დროს მას აწუხებდა გული და ფილტვები. 2011 წელს ის ტურიზმის სფეროში ნეპალის კეთილი ნების ელჩად დანიშნეს.

თბილსის ზოოპარკი

17 იანვარი 2020, 22:48

ტაბლოიდი

ზოოპარკი მოქალაქეებს ცხოველების გასართობად ჩიჩილაკების მიტანას სთხოვს

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში მოსახლეობას მიმართავს და სთხოვს, რომ ჩიჩილაკები დაწვის ნაცვლად, მათ მიაწოდონ. „თუ გემეტებათ და მაინცა და მაინც ჩიჩილაკის აბურბურების სურვილით არ იწვით, გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები,“ – წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში.

Xiaomi

17 იანვარი 2020, 22:28

ტექნოლოგიები

Xiaomi-მ ქალებისთვის კლავიატურა გამოუშვა

კლავიატურას მრგვალი მექანიკური კლავიშები აქვს, რომელიც სხვადასხვა ფერისაა. აღწერის თანახმად, თითოეული კლავიში ColorStay-ს ტექნოლოგიითა შექმნილი. LoFree Lipstick-ს სულ 79 კლავიში აქვს და ის განკუთვნილია როგორც უსადენო, ასევე სადენიანი გამოყენებისთვის.

მონეტა

17 იანვარი 2020, 22:07

ეკონომიკა

მონეტა ედუარდ მერვეს გამოსახულებით ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაიყიდა

ოქროს მონეტა ედუარდ მერვეს გამოსახულებით დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაიყიდა, წერს theguardian. მონეტა კერძო კოლექციონერმა ერთ მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. თავის დროზე, სულ 6 ცალი მონეტა დამზადდა და იგეგემებოდა მისი მიმოქცევაში ჩაშვება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 იანვარი 2020, 21:44

მსოფლიო

ზელენსკი პრემიერმინისტრს თანამდებობიდან არ უშვებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერმინისტრ ოლექსი გონჩარუკის გადადგომის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა გადაწყვიტა, „პრემიერს შანსი მისცეს“. „ახლა არ არის იმის დრო, ქვეყანა ეკონომიკურად და პოლიტიკურად შევარყიოთ"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

კეიტ ბლანშეტი

17 იანვარი 2020, 21:16

კულტურა

ვენეციის 77-ე კინოფესტივალის ჟიურის კეიტ ბლანშეტი უხელმძღვანელებს

ავსტრალიელი მსახიობი კეიტ ბლანშეტი ვენეციის 77-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ინფორმაციას variety ფესტივალის პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.ბოლო 4 წლის განმავლობაში ფესტივალის ჟიურის ქალი მესამედ ხელმძღვანელობს. 2018 წელს ჟიურის არგენტინელი რეჟისორი ლუკრეცია მარტელი ხელმძღვანელობდა, 2017 წელს კი ამერიკელი მსახიობი ანეტ ბენინგი.

საპროკურორო საბჭო

17 იანვარი 2020, 20:59

ძალოვნები

გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად გამოცხადებული კონსულტაციები დასრულდა

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

გვინეტ პელტროუ

17 იანვარი 2020, 20:35

კულტურა

გვინეტ პელტროუმ მეტამფეტამინის მოხმარება აღიარა

ამრეიკელი მსახიობი გვინეტ პელტროუ გამოტყდა, რომ ნარკოტიკ მეტამფეტამინის მომხმარებელი იყო.The Sun-ის ცნობით, 47 წლის მსახიობმა აღიარა, რომ ნარკოტიკი ქმართან 48 წლის პროდიუსერთან ბრედ ფალჩუკთან ერთად მექსიკაში გასინჯა. „ეს იყო ძალიან ემოციური,“- ამბობს მსახიობი.

კორონავირუსი

17 იანვარი 2020, 20:26

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა

69 წლის კაცი 15 იანვარს პნევმონიისგაან გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე ის საავადმყოფოში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის და სხვა ორგანოების სერიოზული დაზიანებების გამო გადაიყვანეს. მანამდე კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

პორნოვარსკვლავი

17 იანვარი 2020, 20:16

ტაბლოიდი

იაპონიაში 81 წლის ქალი პორნოვარსკვლავი გახდა

იაპონიის მცხოვრებმა იოკო ოგასავარამ ადგილობრივ მედიას მოუყვა, რომ სამი წლის წინ 81 წლისამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პორნოვარსკვლავი გამხდარიყო. ქალის განცხადებით, ახალი სამსახური მას ბედნიერების პოვნაში დაეხმარა.

დავოსი

17 იანვარი 2020, 19:49

ეკონომიკა

დავოსის ეკონომიკურ ფორუმი 50 წლისაა

ტრადიციულად ღონისძიების წარმომადგენლები ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ის გლობალური პრობლემებისა და გამოწვევების გასაშუქებლად მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა. ფორუმის თემა ყოველწლიურად იცვლება. 2020 წელს ის მდგრად განვითარებას მიეძღვნება.

ლიბია

17 იანვარი 2020, 19:27

მსოფლიო

ევროკავშირმა შესაძლოა ლიბიაში მშვიდობისმყოფელები გაგზავნოს

საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი ლიბიაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნას არ გამორიცხავს.

ზურაბ ჯაფარიძე

17 იანვარი 2020, 18:45

ძალოვნები

სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით, მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ანდროიდი

17 იანვარი 2020, 18:42

ტექნოლოგიები

Huawei-მ Android-ის საიდუმლო გაამხილა

კომპანია Huawei-მ გაასაჯაროვა საიდუმლო ინფორმაცია iOS და Android-ის შემქმნელების შემოსავლების შესახებ.კონფიდენციალური ინფორმაცია Developer Day-მა კომპანიის IDC ტოპ მენეჯერზე ფრანცისკო ჯერონიმოზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელმაც ფინანსური მონაცემები Twitter-ზე გამოაქვეყნა.

პატიმარი

17 იანვარი 2020, 18:16

მსოფლიო

მკვლელობაში ბრალდებული ამერიკელი სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე საათით ადრე შეიწყალეს

ჯორჯიის შტატის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ 16 იანვარს მკვლელობაში ბრალდებული ჯიმი ფლეტჩერ მესერი შეიწყალა. პატიმარს სასიკვდილო განაჩენი ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლების გარეშე სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.