მერია: ჭავჭავაძის გამზირზე დაღუპული მუშა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული არ ყოფილა
ფოტო: თბილსის მერია
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის გალაქტიონ ბუაძის ინფორმაციით, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი უბედური შემთხვევა სრეაბილირაციო სამუშაოებს არ უკავშირდება. ამის შესახებ 1tv.ge წერს.
მისი ინფორმაციით, შემთხვევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მოხდა. ადგილზე საკანალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და სამუშაოებზე დასაქმებული ერთი კაცი მოიყოლა.
„სამუშაოებს თავად უნივერსიტეტი აწარმოებდა და გარდაცვლილი მუნიციპალიტეტის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული არ ყოფილა“, - აცხადებს ბუაძე.
დაღუპულის ცხედარი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა.
ყველა სიახლე
05 სექტემბერი 2026, 17:38
მსოფლიო
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს
თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ქალაქის ხელმძღვანელობამ 5 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.
05 სექტემბერი 2026, 17:30
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციითაა დაკავებული
„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციითაა დაკავებული, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
05 სექტემბერი 2026, 17:23
მსოფლიო
ალბანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან
ხანძარმა დასახლებულ რაიონებში შეაღწია. დამწვარია რამდენიმე სახლი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათობით სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა ჩართული.
05 სექტემბერი 2026, 17:13
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა ნიკა გვარამიაზე: ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ძალადობენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში და ძალადობას ჰპირდებიან საზოგადოებას იმ შემთხვევაშიც, თუ მოვლენ ხელისუფლებაში
„დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამია ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში და ვერასოდეს გახდება გენერალური პროკურორი, იმდენად, რამდენადაც ქართველმა საზოგადოებამ ისინი უკვე გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში, ისინი ვერასოდეს აიღებენ ხელისუფლებას და ძალაუფლებას ხელში, იმდენად, რამდენადაც ისინი არიან დადასტურებული მოძალადეები, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში", - აცხადებს თორნიკე ფაღავა.
05 სექტემბერი 2026, 17:12
პოლიტიკა
დიმიტრი ხუდაძე გვარამიაზე: ჩვენ არ გვიკვირს და არც უნდა გვიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი არქიტექტორის ძალადობის და დევნის
ჩვენ არ გვიკვირს და არც უნდა გვიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი არქიტექტორის ძალადობის და დევნის, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი და მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე ნიკა გვარამიას მხრიდან ნინო წილოსანის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ მუქარას. მისი თქმით, გვარამიას მხრიდან ასეთი ტიპის მუქარა კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წევრები ვერ მიხვდნენ რატომ ჩამოაცილა ისინი ხელისუფლებას საზოგადოებამ.
05 სექტემბერი 2026, 17:09
სპორტი
სპორტის მინისტრი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებს შეხვდა
სპორტის მინისტრი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებს შეხვდა
05 სექტემბერი 2026, 16:57
მსოფლიო
Reuters: ნეპალში წყალდიდობიდან 10 დღის შემდეგ, ჩინეთის მოქალაქე გვირაბიდან ცოცხალი გამოიყვანეს
ნეპალში ჩინეთის მოქალაქე გვირაბიდან ცოცხალი გამოიყვანეს. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
05 სექტემბერი 2026, 16:46
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი: პუტინმა კიევზე სამი დღით შეტევის შეჩერების შესახებ ბრძანება გასცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსულ ჯარს უბრძანა, კიევის დაბომბვა სამი დღით შეაჩერონ. ინფორმაციას კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
05 სექტემბერი 2026, 16:37
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი
„7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში - შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
05 სექტემბერი 2026, 15:50
მსოფლიო
პოლონური მედია: უკრაინელები პოლონეთს ტოვებენ და საცხოვრებლად გერმანიაში გადადიან
ევროსტატის უახლესი მონაცემებით, უკრაინელების ნაწილი, რომელიც სამშობლოდან ომს გამოექცა, პოლონეთს ტოვებს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
05 სექტემბერი 2026, 15:14
რეგიონი
დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს
დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს
05 სექტემბერი 2026, 15:02
კულტურა
ეროვნულ გალერეაში , თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა „გონის თამაშები” გაიხსნა
ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა “გონის თამაშები” გაიხსნა, რომელიც მხატვრის 75 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. რამდენიმე საგამოფენო სივრცე, 48 წლიანი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა მედიუმში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს.
05 სექტემბერი 2026, 14:58
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ანტიმონოპოლიური განყოფილების თანამშრომლებს, მიმდინარე კვირის დასაწყისში, კანადის მთავრობასთან ყველა სახის თანამშრომლობის შეჩერება დაევალათ. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
05 სექტემბერი 2026, 14:51
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილ-მელიას დაპირისპირებაზე: ამ შემთხვევაში თავად სააკაშვილი უნდა დაფიქრდეს ალბათ იმაზე, რა დონემდე უნდა მოაბეზრო თავი ამომრჩევლებს, შენივე პარტიის დამფუძნებლებს, ლიდერებს თუ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ციხეში აგინებენ
ამ შემთხვევაში თავად სააკაშვილი უნდა დაფიქრდეს ალბათ იმაზე, რა დონემდე უნდა მოაბეზრო თავი ამომრჩევლებს, შენივე პარტიის დამფუძნებლებს, ლიდერებს თუ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ციხეში აგინებენ, - ასე „ხალხის ძალის“აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილ-მელიას დაპისპირებას ეხმიანება. მისი თქმით, ყოფილი თავმჯდომარე სააკაშვილს რომ აგინებს და თან მიზეზს არ ეუბნება, ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უკვე დიდიხანია აღარ არსებობს.
05 სექტემბერი 2026, 14:44
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ყველამ ერთად ვიხილეთ, როგორ დაასმინა საჯაროდ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია. ძალიან საინტერესო პროცესი ვითარდება რადიკალური ოპოზიციის შიგნით
ყველამ ერთად ვიხილეთ, როგორ დაასმინა საჯაროდ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია, ძალიან საინტერესო პროცესი ვითარდება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.
05 სექტემბერი 2026, 14:31
პოლიტიკა
ლაშა ბასლანძის მამა ოპოზიციონერ აქტივისტებს: გეყოთ, სირცხვილია. ჩემი შვილი პატრიოტი იყო. თქვენ ხართ მოღალატეები
ოპოზიციასთან დაკავშირებული აქტივისტები, გარდაცვლილ ლაშა ბასლანძეს შეურაცხყოფენ. აგრესიას, ვიდეო მიმართვით უპასუხა ლაშა ბასლანძის მამამ, აკაკი ბასლანძემ და მათ მოღალატეები უწოდა. “გეყოთ, სირცხვილია. ჩემი შვილი პატრიოტი იყო. თქვენ ხართ მოღალატეები”, - ამბობს ლაშა ბასლანძის მამა ვიდეო მიმართვაში.
05 სექტემბერი 2026, 14:29
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ქვეყანაში ადრე თუ გვიან ყოველთვის ხდება ამა თუ იმ ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ გვარამია, სააკაშვილი, ძმანი და დანი მისნი ხელისუფლებაში ვერასდროს მოტრიალდებიან. ეს არის ის პოლიტიკური ვერდიქტი, რომელიც ქართველმა ხალხმა მათ გამოუტანა
რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ქვეყანაში ადრე თუ გვიან ყოველთვის ხდება ამა თუ იმ ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ გვარამია, სააკაშვილი, ძმანი და დანი მისნი ხელისუფლებაში ვერასდროს მოტრიალდებიან, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
05 სექტემბერი 2026, 14:26
მსოფლიო
უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
05 სექტემბერი 2026, 14:18
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას მუქარაზე: მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ამ ადამიანების საქმიანობის სტილია
მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ამ ადამიანების საქმიანობის სტილია და ეს მათ, სხვათა შორის, არც დაუმალავთ, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანი გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას მიერ ნინო წილოსანის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებას. როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, პირველად არაა, როცა რადიკალები საზოგადოების წარმომადგენლებს დაჭერითა და ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ასეთი ფორმა კი, როგორც ის აცხადებს, სრულებითაც არაა ცივილიზებული ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი.
05 სექტემბერი 2026, 14:08
სამართალი
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო პოლიციის მთავარ სამმართველოში გიორგი ლილუაშვილი იკითხება
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში მისი მეგობარი გიორგი ლილუაშვილი იკითხება.


