თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის ნაწილს არ ეთანხმება
თსუ
ფოტო: თსუ
თსუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აუდიტმა უნივერსიტეტის 2014-2017 წლების ანგარიშში მოყვანილი ფაქტების ნაწილი არასწორად შეაფასა.
კერძოდ, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, დასკვნაში მითითებულია, რომ თსუ-ს მიერ პრინტერების კარტრიჯების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში აუდიტის სამსახური კონკურენციის შეზღუდვის მაღალ რისკს ხედავს, რაც უსაფუძვლოა, რადგან აუდიტის სამსახურს განემარტა, რომ კარტრიჯების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში სიტყვა „ორიგინალის“ მითითება პრინტერების მწარმოებელ რომელიმე კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქტზე არაპირდაპირ მითითებას არ გულისხმობს.
„სატენდერო დოკუმენტებში სიტყვა „ორიგინალი“ გულისხმობს პრინტერის მწარმოებლის მიერ დამზადებულ, ან ამავე მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული კომპანიის მიერ დამზადებულ პროდუქტს“, - ნათქვამია განცხადებაში და განმარტებულია, რომ თავად შესყიდვების სააგენტო ითხოვს ტენდერებში ორიგინალი პრინტერების და კარტრიჯების შესყიდვას შემდეგი ტექსტით: „შემოთავაზებული სტანდარტული კარტრიჯი განკუთვნილი უნდა იყოს შემოთავაზებული სტანდარტული პრინტერისათვის, იგი უნდა იყოს ორიგინალი და ახალი (არამეორადი) პროდუქცია“.
ასევე, თსუ-ს წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ აუდიტის ანგარიშში ავეჯის შესყიდვასთან დაკავშირებითაც არასწორი ინტერპრეტაცია იყო, სადაც თსუ-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში შესყიდვის ობიექტის პარამეტრები (ზომები, მასალები, ფერი და ა.შ.) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო ფიქსირებულ სიდიდეებში.
„სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნები კონკრეტულ კომპანიაზე მორგებას არ გულისხმობდა. დასამზადებელი ავეჯის შესყიდვის მიზნით პირველ რიგში ხდება ავეჯის განთავსების, ადგილმდებარეობის და ფართის შესწავლა, მზადდება შესაბამისი ნახაზები ზუსტი პარამეტრების მითითებით, რათა ტექნიკური დავალება დამამზადებელი კომპანიებისათვის დამაბრკოლებელ გარემოებას არ ქმნიდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თსუ აუდიტის სამსახურის მიერ ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესასყიდად ჩატარებულ ტენდერებში ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით მითითებულ არსებულ რისკებზეც აკეთებს განმარტებას და აცხადებს, რომ საკითხი მანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვისას პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის და სატენდერო წინადადების ფასის კლების მეთოდს ეხება.
„პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება ბაზრის კვლევის ეტაპზე განისაზღვრება. რაც შეეხება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების და პრეისკურანტის საბოლოო ღირებულების განსაზღვრის წესს, ის დარეგულირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების მე-11 მუხლით, რომლის მიხედვითაც, ტენდერის პრეისკურანტის საფუძველზე ჩატარებისას სატენდერო კომისია სატენდერო დოკუმენტაციაში თავად განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული სამუშაოს ან მომსახურების ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით. გარდა ამისა, მსგავსი პრინციპით სარგებლობა სირთულეებს ნამდვილად არ იწვევს და უფრო მეტიც - აღნიშნული პრინციპით სარგებლობს შემსყიდველი ორგანიზაციების უმრავლესობა, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც“, - ნათქვამია განცხადებაში.
აუდიტის ანგარიშში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით დაფინანსებული სამეცნიერო პროექტის თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებებს, თსუ შემდეგნაირად პასუხობს:
„აუდიტის სამსახურს გაეგზავნა გრანტის მიმღები პასუხისმგებელი ფიზიკური პირის დამატებითი განმარტებები. ამასთან, დაფინანსებული კვლევა გრანტის მიმღები პირის მიერ ჩატარდა სრულყოფილად და შესაბამისი ანგარიში წარედგინა სამეცნიერო ფონდს“.
და ბოლოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ანგარიშში აღნიშნულია უნივერსიტეტის II კორპუსის რეაბილიტაციაზე ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შესახებ, რამაც „საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური და არაეკონომიური ხარჯვის რისკი“ შექმნა და ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„მეორე სასწავლო კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით ე.წ. Design-Build (DB) მეთოდით განისაზღვრა. აღნიშნული საკითხი დაფინანსების გამოყოფის ეტაპზე შეთანხმებული იქნა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის N289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხის შემსწავლელი უწყებათაშორის კომისიასთან.
აღნიშნულ კონცეფციას აქვს დადებითი მხარეები. კერძოდ, DB მეთოდი (რომელიც მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია და ფართოდაა აპრობირებული) გულისხმობს ერთი კონტრაქტორის შერჩევას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება როგორც პროექტის შექმნაზე, ასევე - სამუშაოების წარმოებაზე. პასუხისმგებლობა პროექტის ხარისხზე და პასუხისმგებლობა სამუშაოების სათანადოდ წარმართვაზე გადადის მხოლოდ ერთ პირზე. შესაბამისად, მცირდება სადაო საკითხები და პროექტში ცვლილებების შეტანის საჭიროება. DB მეთოდი შესაძლებლობას იძლევა მნიშვნელოვანი პროექტები შემჭიდროებულ ვადებში და ხარისხიანად განხორციელდეს.
რაც შეეხება შემსყიდველის მხრიდან სახსრების რაციონალურად ხარჯვას, - მეორე კორპუსის რეაბილიტაციაზე ბაზრის კვლევა 100-ზე მეტ კომპანიასთან ჩატარდა, სადაც დაფიქსირდა პროექტის მაქსიმალური ღირებულება - 6,1 მლნ ლარი. ტენდერი გამოცხადდა უმცირეს ფასზე. ტენდერში მონაწილეობდა 3 კომპანია. საბოლოოდ, ხელშეკრულება გაფორმდა 5,19 მლნ ლარის ღირებულების პროექტზე, რითაც გაწეულია 1 მლნ ლარზე მეტი ეკონომია“, - ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 21:41
მსოფლიო
The Economist: ოქტომბრისთვის რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა კიევში „ნამდვილი ჯოჯოხეთი“ დაატრიალონ
რუსი ოკუპანტები განაგრძობენ მასშტაბურ იერიშებს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე. ბრიტანული გამოცემა The Economist-ის ცნობით, არსებობს საფრთხე, რომ ოქტომბრამდე დედაქალაქში სურსათის, წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის სისტემების მუშაობა მწყობრიდან გამოვიდეს.
17 სექტემბერი 2026, 21:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ
„გუშინ, ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა - ხმამაღალი განცხადებები უკრაინის დახმარების შესახებ, კანადის ასოცირებულ წევრად მიპატიჟება და ევროკავშირის ძლევამოსილებაზე საუბარი, ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად, ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ.
17 სექტემბერი 2026, 21:04
რეგიონი
„რთველი 2026“ დაიწყო. წელს მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„რთველი 2026“ დაიწყო. უკვე 12 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს საკოორდინაციო შტაბი.
17 სექტემბერი 2026, 20:59
სამართალი
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.
17 სექტემბერი 2026, 20:55
რეგიონი
გორში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ “მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში” მიიღო მონაწილეობა.
17 სექტემბერი 2026, 20:53
სამართალი
რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს. საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო მოქალაქეებს მოსამართლეებმა ჯარიმა დააკისრეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა.
17 სექტემბერი 2026, 20:52
პოლიტიკა
ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი, ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. ის ოპოზიციას ტყუილში ადანაშაულებს, თუმცა მის კრიტიკას საკუთარ თავზე არავინ იღებს.
17 სექტემბერი 2026, 20:51
საზოგადოება
ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე მუშაობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერების მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
17 სექტემბერი 2026, 20:48
პოლიტიკა
კახა კალაძე: ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან
ოპოზიცია გაუბედურებულია, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა.
17 სექტემბერი 2026, 20:43
პოლიტიკა
ხელოვნური ფენომენი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე ფუნქციონირებას შეწყვეტს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, არასამთავრობო სექტორის მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ მიდგომებს უკავშირდება.
17 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
კახა კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ, გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია.
17 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
„ნამახვანჰესის“ პროექტი და ინვესტორ კომპანიასთან მიმდინარე საერთაშორისო დავა, სადაც მხარეები შესაძლო ალტერნატიულ გზებსა და შეთანხმების პერსპექტივებს განიხილავენ - მთავრობა მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორის განვითარებასა და მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს.
17 სექტემბერი 2026, 20:41
საზოგადოება
სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდიდით მეორეა, ზღვისუბნის პარკის შემდეგ.
17 სექტემბერი 2026, 20:35
პოლიტიკა
გამჭვირვალობა როგორც დემოკრატიის ფუნდამენტი - შეერთებული შტატები არარეგისტრირებული უცხოური აგენტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარალელურად, იუსტიციის დეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს, დაიცვან ქვეყნის ეროვნული ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ვიზის გაუქმება ემუქრებათ.
17 სექტემბერი 2026, 20:34
მსოფლიო
ტუსკი: დაზვერვის ცნობების თანახმად, რუსეთის გეგმაში ასევე შედის ჰიბრიდული თავდასხმები დრონებითა და რაკეტებით იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, მათ შორის პოლონეთზეც
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის გეგმა იმ ქვეყნების წინააღმდეგ დრონებისა და რაკეტების გაშვებას ითვალისწინებს, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ.
17 სექტემბერი 2026, 20:21
პოლიტიკა
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.
17 სექტემბერი 2026, 20:13
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დამიან იოვიჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, დამიან იოვიჩთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში იმყოფება.
17 სექტემბერი 2026, 20:04
მსოფლიო
ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას
ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას.
17 სექტემბერი 2026, 20:02
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში.
17 სექტემბერი 2026, 19:58
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს, - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.


