imedi /  23 სექტემბერი 2019, 20:58 / სანდო წყარო

გორში საბავშვო ბაღის მშენებლობა 3 წლით შეფერხდა

გორის რკინიგზის საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელზეც მუშაობა სამი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, ამ დრომდე შეფერხებულია. მშენებელმა ვალდებულების შეუსრულებლობა კომიკური მიზეზით, უამინდობით ახსნა.

ამ პერიოდში სამუშაოს ღირებულება 534-ი ათასი ლარიდან მილიონ ასი ათასამდე გაიზარდა. ხელახალ ტენდერში გამარჯვებული სამი დღის წინ გამოვლინდა. პროცესი შვიდ თვეში უნდა დასრულდეს.

„2017 წელს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ დაასრულა სამუშაოები. მოაწყო მხოლოდ საფუძველი და მიატოვა აღნიშნული სამუშაოები, რის შემდეგადაც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამიჯნა შესასრულებელი სამუშაოები, რაზეც ტენდერი გამოაცხადა. თუმცა ეს ტენდერი ჩავარდა“, - ამბობს გორის მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსი გიორგი ბერიძე. 

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები არ შესრულდა კომპანია არ დაჯარიმებულა. გორის მერიამ მხოლოდ სახელმწფო შესყიდვების სამსახურს მიმართა, რომ კომპანია შავ სიაში შეეყვანათ. რის შემდეგაც „ინშაატ საქართველოს“ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ტენდერებში მონაწილეობის უფლება არ ექნება. 

როგორც „ქრონიკამ“ გაარკვია შესყიდვების სამსახურმა კომპანია არ დააჯარიმა და არც შავ სიაში შეიყვანა. 

გორში, რკინიგზის დასახლებაში საბავშვო ბაღი ბოლო 25 წელია არ არსებობს. ახალი ტენდერის გამოცხადების შემდეგ 90 ბავშვისთვის გათვალისწინებული მილიონად შეფასებული შენობა 209 დღეში უნდა დასრულდეს. 

ყველა სიახლე

თორნიკე ჭეიშვილი

23 ივლისი 2026, 17:58

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ევრო ბიუროკრატია სამწუხაროდ კვლავ აგრძელებს თავდასხმებს საქართველოს მიმართულებით. ისინი დღენიადაგ დაკავებული არიან, რომ საქართველოში როგორმე ცეცხლზე ნავთი დაასხან

შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს გარკვეული შიდა პაექრობა, პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია არც მალავდა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იმას, რომ ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა მათთვის იყო ამ ჩრდილოვან ძალებთან გამკლავება და ვხედავთ, რომ ამ თვალსაზრისით პოზიციებს არ თმობენ არც ევრო სტრუქტურებში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა საქართველოს მიმართ ევრო ბიუროკრატების დამოკიდებულების შესაძლო გამოსწორებაზე საუბრისას.

ბიძინა გიორგობიანი

23 ივლისი 2026, 17:57

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: სამწუხაროდ, წინა ელჩის საქართველოში მუშაობის პერიოდში ძალიან დაზიანდა ქართულ - გერმანული ურთიერთობები. ამ ურთიერთობების გამოსწორებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც წავა იმ ისტორიული ურთიერთობისაკენ, როგორიც გააჩნდათ გერმანიას და საქართველოს ერთმანეთთან

ქართულ-გერმანული ურთიერთობების გამოსწორებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც წავა იმ ისტორიული ურთიერთობისაკენ, როგორიც გააჩნდათ გერმანიას და საქართველოს ერთმანეთთან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

23 ივლისი 2026, 17:49

მსოფლიო

Reuters: ისრაელში შიშობენ, რომ აშშ-ის და საუდის არაბეთის ბირთვულმა შეთანხმებამ, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში შეიარაღების რბოლა გამოიწვიოს

აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ, რომელიც სამეფოს ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით ბირთვული რეაქტორების აშენებისა და ურანის გამდიდრების უფლებას აძლევს, ისრაელში გააჩინა შიში, რომ ამან, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში შეიარაღების რბოლას დაუდოს საფუძველი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თორნიკე ჭეიშვილი

23 ივლისი 2026, 17:47

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინი იმასთან მიმართებით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება, სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები სინგაპურთან, ისევე როგორც სხვა აზიურ სახელმწიფოებთან

„შესაბამისად, ყველანაირი წინაპირობა არის იმისთვის, რომ ახლა უკვე სინგაპურიც იყოს დაინტერესებული იმ პერსპექტივით, რასაც ქმნის საქართველო, როგორც დაკავშირებადების ფუნქციის მქონე სახელმწიფო, როგორც ასევე ერთგვარი ლოგისტიკური თუ სატრანსპორტო ჰაბი რეგიონში. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინი იმასთან მიმართებით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება, სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები სინგაპურთან, ისევე როგორც სხვა აზიურ სახელმწიფოებთან“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილი

23 ივლისი 2026, 17:44

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ფაქტობრივად უკვე დასრულდა სინგაპურში, შეგვიძლია შევაჯამოთ კიდეც აღნიშნული ვიზიტი და ვთქვათ, რომ ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ძალიან სასარგებლო ვიზიტი ჩვენი სახელმწიფოსთვის

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ფაქტობრივად უკვე დასრულდა სინგაპურში, შეგვიძლია შევაჯამოთ კიდეც აღნიშნული ვიზიტი და ვთქვათ, რომ ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ძალიან სასარგებლო ვიზიტი ჩვენი სახელმწიფოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

23 ივლისი 2026, 17:39

საზოგადოება

ეს გადაგვარებული მენტალობის ხალხი გუშინ ქართულ ეკლესიას ლანძღავდა და დასცინოდა, დღეს ნოდარ დუმბაძეს აგინებენ, ხვალ იგივე შეიძლება გააკეთონ შოთა რუსთაველზე, დავით აღმაშენებელზე ან ნებისმიერზე, ვისითაც ვამაყობთ - ადვოკატი აქვეყნებს წერილს, რომელიც ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებულმა იზოლატორიდან გამოატანა

ადვოკატი შოთა მირველაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, რომელიც მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ნიკო ხურცილავამ გამოატანა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, ეს უკანასკნელი კი იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკური ძალადობის გამო დააკავეს.

ლევან ნიკოლეიშვილი

23 ივლისი 2026, 17:32

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: აბა თუ გახსოვთ, სად იყო „სწიოპა“ როცა გირგვლიანი აწამეს, როცა ვაზაგაშვილი და რობაქიძე დახვრიტეს, როცა ნავთლუღში სამ აჭარელს სიცოცხლე ტყვიამფრქვევებით წაართვეს, ციხეებში პატიმრები აწამეს და სულში ჩააფურთხეს? სად იყო და სააკაშვილის და ნაცების უკანალში იყო თავით გარჭობილი და თრიაქით გაბრუებული

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ლევან ნიკოლეიშვილი, მომღერალ, სტეფანე მღებრიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ხელისუფლებამ „ქვეყანა ჯოჯოხეთად აქცია.“

23 ივლისი 2026, 17:22

სამართალი

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართალდამრღვევად სცნო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 ივლისი 2026, 17:16

მსოფლიო

ზელენსკიმ პუტინთან და ამერიკულ მხარესთან სამმხრივი შეხვედრის გამართვა არ გამორიცხა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან და ამერიკულ მხარესთან ომის დასრულების საკითხზე სამმხრივი შეხვედრის გამართვა არ გამორიცხა.

23 ივლისი 2026, 17:12

სამართალი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტრო საწარმოს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შპს „თამპა“ (მისამართი: ქსნის ქუჩა N12) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

ლიზა გეგეჭკორი

23 ივლისი 2026, 17:09

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი სტეფანე მღებრიშვილზე: ამათ არც ერთს არ უნდა გაუტარო ამ მორალური პედესტალიდან ლაპარაკი, თან რაზე იმოძღვრებიან? რომ დანაშაული მოხდა, რაზეც სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა - კაცმაცურო ცაცურო, ერთი გაგვახსენე რა შენი ამოღებული ხმა, როდესაც სახელმწიფო კლავდა, აწამებდა, აუპატიურებდა, აუბედურებდა ადამიანებს. ეს მიშას მლოღვნელი ვითომ კაცები, რა დღეში არიან?

მოკლედ, ამათ არც ერთს არ უნდა გაუტარო ამ მორალური პედესტალიდან ლაპარაკი, თან რაზე იმოძღვრებიან, წარმოგიდგენიათ? რომ დანაშაული მოხდა, რაზეც სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა? ამაზე? - წერს ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი, რომელიც ეხმიანება მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა ჯოჯოხეთად აქცია.

23 ივლისი 2026, 17:02

საზოგადოება

23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ალექსანდრე კარტოზია

23 ივლისი 2026, 16:55

პოლიტიკა

ალექსანდრე კარტოზია: გერმანიის ახალი ელჩი ჩამოდის მოკლე ხანში საქართველოში. ცნობილია გენშერის გამონათქვამი: „ელჩი არის საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი ადგილსამყოფელ ქვეყანაში და ადგილსამყოფელი ქვეყნის ადვოკატი საკუთარ ქვეყანაში“. თუ ამ პრინციპით ვიმოქმედებთ ორივე მხარე, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება

მოგეხსენებათ გერმანიის ახალი ელჩი ჩამოდის მოკლე ხანში საქართველოში. მე მას არ ვიცნობ მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისიც ისე იქნება მოწადინებული საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს და იმ ვითარებას დაუბრუნდეს, რომელიც ჩვენ ისტორიულად გვახასიათებს, როგორც მე, ჩემი მხრიდან ვიქნები ამისთვის მზად, - განაცხადა „ქრონიკასთან“ გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ.

დონალდ ტრამპი

23 ივლისი 2026, 16:53

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, თუ ჰუსიტები წითელ ზღვაში საუდის არაბეთის კუთვნილ გემებს დაბომბავენ, პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, თუ ჰუსიტები წითელ ზღვაში საუდის არაბეთის კუთვნილ გემებს თავს დაესხმებიან, პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება.

ალექსანდრე კარტოზია და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

23 ივლისი 2026, 16:52

პოლიტიკა

ალექსანდრე კარტოზია: გერმანიის პრეზიდენტთან კარგი საუბარი შედგა. ისეთი შთაბეჭდილებაა და სურვილი, რაც მთავარია, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს, კიდევ უფრო განმტკიცდეს, გახდეს ისეთი, როგორიც ეკადრება ჩვენს ისტორიულ ურთიერთობას

გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები დღეს გადასცა, შესაბამისად, კარტოზია 9-თვიანი ლოდინის შემდეგ დიპლომატიურ საქმიანობას დღეიდან შეუდგება.

ალექსანდრე კარტოზია

23 ივლისი 2026, 16:50

პოლიტიკა

ალექსანდრე კარტოზია: შეიძლება, ითქვას, რომ გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს გულშემატკივარი და მოყვარული ადამიანია, ეს დღევანდელ საუბარშიც დაადასტურა. მან თქვა, რომ როცა საქართველოში ყოფილა, ყოველთვის უგრძნია ის, რაზეც ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ - ქართულ-გერმანული ურთიერთობის სიძველე და განსაკუთრებულობა

გერმანიის პრეზიდენტი, შეიძლება, ითქვას, საქართველოს გულშემატკივარი და საქართველოს მოყვარული ადამიანია, - განაცხადა გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ, რომელმაც დღეს გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

23 ივლისი 2026, 16:22

რეგიონი

სემეკი „საჩხერის წყალკანალის“ აბონენტებისათვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შპს „საჩხერის წყალკანალის“ აბონენტთა საყურადღებოდ! საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) მიერ კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით, გაუქმდა შპს „საჩხერის წყალკანალის“ წყალმომარაგების ლიცენზია. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

23 ივლისი 2026, 16:21

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ,,დიქტატურა ტელევიზიების მოხურვას აპირებს“, - განაცხადა TV იმედის, TV იბერიისა და TV-25-ის დამრბეველმა, ანტენების დამყადაღებელმა მიხეილ სააკაშვილმა, იმ ფონზე, როცა, ქვეყანაში 2012 წლიდან დღემდე 40-მდე არხი მაუწყებლობს

„დიქტატურა ტელევიზიების მოხურვას აპირებს“, - განაცხადა დღეს TV იმედის, TV იბერიისა და TV-25-ის დამრბეველმა, ანტენების დამყადაღებელმა მიხეილ სააკაშვილმა. იმ ფონზე, როცა, ქვეყანაში 2012 წლიდან დღემდე 40-მდე არხი მაუწყებლობს“, - წერს ანანიძე

23 ივლისი 2026, 16:17

საზოგადოება

„თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, დიღმის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, დიდუბის რაიონის გამგებელ დავით გელოვანთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ქევხიშვილთან ერთად მიიღო. აქციაში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

დმიტრი პესკოვი

23 ივლისი 2026, 15:55

მსოფლიო

პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ დიალოგში ძვრები არ არის

„ამ სიტუაციაში ზედმეტ ოპტიმიზმს არ მივეცემოდი. კონტაქტები ნამდვილად ხორციელდება - ეს ყოველთვის პოზიტიურია. მაგრამ ახლა რაიმე ახალ დინამიკაზე ან ახალ დაჩქარებაზე საუბარი არ არის საჭირო“, - აღნიშნა მან.