აბაშიძე: ნიუ-იორკში ჟენევის ფორმატის გაუმჯობესებაზე მსჯელობენ
ზურაბ აბაშიძე
ფოტო: IMEDI
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით საჭიროა გაეროს უმაღლესი ტრიბუნის მაქსიმალურად გამოყენება. ვფიქრობ ამ დღეების განმავლობაში ეს მოხერხდება, - განაცხადა აბაშიძემ „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“.
ზურაბ აბაშიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ასეთი სოლიდარობა და მხარდაჭერა იგრძნობა ჩვენი პარტნიორების მხრიდან“:
„ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება, ყველა ფორმატი როგორც მრავალმხრივი, ასევე ორმხრივი ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით, შუამდგომლობით, იმისათვის რათა რეალური შედეგები მივიღოთ, რაღაც ნაბიჯები გადაიდგას იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამყოფ ხაზებთან ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია განცხადებების მიღება და შემუშავება, მაგრამ რეალური შედეგები უფრო გვაინტერესებს ჩვენ, რათა ადამიანებმა იგრძნონ ეს“, - თქვა ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოსაზრებაა, რომ ჟენევის ფორმატის შესაძლებლობები სრულად არ არის გამოყენებული, „სწორედ ამაზე მიმდინარეობს ახლა ნიუ-იორკში საუბარი თუ როგორ ამაღლდეს ეფექტურობა და შედეგიანობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების“ და დასძინა, რომ „რაღაც ნაბიჯის გადადგმის იმედი აქვს“.
რაც შეეხება „პრაღის ფორმატს“, ზურაბ აბაშიძის განმარტებით, იქ პრობლემა ის არის, რომ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში „რაღაც მოძრაობა იყო, მაგრამ პოლიტიკური მიმართულებით იქ არანაირი პროგრესი არ არის. ეს ძალიან დიდ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. სწორედ ამის ახსნას ვცდილობთ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის - თუ არ გადაიდგა რაღაც ნაბიჯები პოლიტიკური პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით და თუ იქ დინამიკა არ გაჩნდა, ეს წინააღმდეგობები ყოველთვის დიდ პრობლემებს გამოიწვევს“.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია ყოველთვის იყო და ცალსახად არის რუსეთთან დიალოგის გაგრძელება. ამას გვირჩევენ ჩვენც, რუსეთის სხვა მეზობლებსაც, მათ შორის ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ისინი რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად გვიჭერენ მხარს და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მათი მხრიდანაც იყოს გარკვეული ზეწოლა რუსეთზე, მაგრამ ჩვენი გასავლელი გზა ჩვენ უნდა გავიაროთ და რუსეთთან უნდა ვაწარმოოთ დიალოგი, იმისთვის რათა გამოინახოს რაღაც შეხების წერტილები“, - განაცხადა აბაშიძემ.
17 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომელშიც ქართული დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. 25 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ის სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს. გაეროს ფორმატში იმართება მაღალი დონის თემატური შეხვედრები, მათ შორის, მდგრადი განვითარების მიზნების, უნივერსალური ჯანდაცვისა და კლიმატის საკითხებზე. პრეზიდენტის მონაწილეობით იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან. ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეების პატივსაცემად დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრება. სესია 27 სექტემბერს დაიხურება.
ყველა სიახლე
04 მაისი 2026, 14:50
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს სტაბილურობისა და განვითარების იმ საყრდენ წერტილს, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც საქართველოსთვის, ისე ფართო ევროპული სივრცისთვის, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
04 მაისი 2026, 14:45
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: ოპოზიციის წარმომადგენლებს ალბათ სიზმარი ჰგონიათ, იფიქრებდნენ კი ადრე, რომ ზელენსკი ასე შეხვდებოდა ირაკლი კობახიძეს, ან პრემიერ-მინისტრი ევრობიუროკრატების ეპიცენტრში იდგებოდა
ალბათ ახლა, როცა ამ ვიდეოს და ფოტოებს ათვალიერებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, სიზმარი ჰგონიათ. იფიქრებდნენ კი ადრე, რომ ზელენსკი ასე შეხვდებოდა ირაკლი კობახიძეს ან პრემიერ-მინისტრი ევრობიუროკრატების ეპიცენტრში იდგებოდა, - ასე ეხმიანება ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ფაქტს.
04 მაისი 2026, 14:35
ჯანდაცვა
ზუგდიდში დევნილთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
ზუგდიდში იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს, - ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
04 მაისი 2026, 14:35
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: ეს არის ის დაჯგუფება, ვის მიმართაც საზოგადოებას საერთოდ არ გააჩნია ნდობა. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რაც მეათედ შექმნილ „ფანჩატურში“ ხდება და რომელიც მათ თავზე ენგრევათ
ეს არის ის დაჯგუფება, ვის მიმართაც საზოგადოებას საერთოდ არ გააჩნია ნდობა. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რაც მეათედ შექმნილ „ფანჩატურში“ ხდება და რომელიც მათ თავზე ენგრევათ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
04 მაისი 2026, 14:31
პოლიტიკა
ილჰამ ალიევი: სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქცევის წესად იქცა
სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქცევის წესად იქცა, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიდეომიმართვისას.
04 მაისი 2026, 14:30
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა: შეხვედრა გავმართე ჩემს ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან. შევთანხმდით კონტაქტის გაგრძელებაზე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა. ქართველ კოლეგასთან განხილულ საკითხებზე მან სოციალურ ქსელში დაწერა.
04 მაისი 2026, 14:29
რეგიონი
გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
04 მაისი 2026, 14:28
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ევროპის პედიატრთა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრას ესწრებოდნენ: მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ევროპის პედიატრთა საბჭოს (EBP) პრეზიდენტი ან დე გუხტენაერე, ბრიუსელში სენტ-ლუკის საუნივერსიტეტო კლინიკების უფროსი პედიატრი/ნევროლოგი რობერტო სანტალუჩია, ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტი ადამოს ჰაჯიპანაიისი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.
04 მაისი 2026, 14:27
პოლიტიკა
პრემიერი: მხოლოდ გასულ წელს 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ, გამოვავლინეთ 144 საერთაშორისო ნარკოტრეფიკის შემთხვევა, რასაც დადებითი გავლენა ექნება ევროპაში ნარკოტრეფიკის დინამიკის კლებაზე
გასულ წელს გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს. მხოლოდ გასულ 2025 წელს - 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე შეხვედრაზე.
04 მაისი 2026, 14:25
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე კაია კალასზე: მაშინ, როდესაც ჩვენ გვიწუნებენ დემოკრატიას, თვითონვე უგულებელყოფს დემოკრატიის საფუძველს
მაშინ, როდესაც ეს ადამიანი ერთმანეთისგან მიჯნავს ქართულ საზოგადოებას, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად არჩეულ ხელისუფლებას, ეს პირდაპირ არის ძირგამომთხრელი საქმიანობა დემოკრატიის კუთხით, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ კაია კალასზე საუბრისას.
04 მაისი 2026, 14:24
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ჯერ უკრაინამ დაიწყო, შემდეგ იქნება ბრიუსელი სახის შენარჩუნების მცდელობაში, როგორმე აღდგეს მათ მიერ დაზიანებული ურთიერთობა - ოფიციალურ თბილისს არავისთან აქვს საბოდიშო
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას, რომელიც კიევის ინიციატივით ერევანში გაიმართა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
04 მაისი 2026, 14:22
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: არასდროს ვყოფილვართ ევროკავშირთან კონფლიქტის გაღრმავების ინიციატორები. ობიექტურ დამოკიდებულებას და თანასწორუფლებიან პარტნიორულ ურთიერთობებს ვითხოვთ
არასდროს ვყოფილვართ ევროკავშირთან კონფლიქტის გაღრმავების ინიციატორები და თუ ისინი შეწყვეტენ ამ ცალმხრივ მიდგომებს, ჩვენი ნაბიჯები არ დააყოვნებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა
04 მაისი 2026, 14:22
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: საზოგადოება ხედავს, რამდენი გამოწვევა აქვს ევროკავშირს, როგორც ინსტიტუციას და წევრი სახელმწიფოები როგორ აპროტესტებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც კაია კალასი და მისი მსგავსი ლიდერები უჭერენ მხარს
საზოგადოება ხედავს, რამდენი გამოწვევა აქვს ევროკავშირს, როგორც ინსტიტუციას და წევრი სახელმწიფოები როგორ აპროტესტებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც კაია კალასი და მისი მსგავსი ლიდერები უჭერენ მხარს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
04 მაისი 2026, 14:21
მსოფლიო
ევროსაბჭოს პრეზიდენტი: ჩვენს კონტინენტს უსაფრთხოებისთვის 360 გრადუსიანი ხედვა სჭირდება. მზარდი ქაოსის სამყაროში ეს ხედვა საჭიროებს მკაფიო პრინციპს, რომ ევროპა უნდა იყოს კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის წინა ხაზზე
ევროკავშირი მზად არის, რომ იყოს სანდო პარტნიორი. რომ ეს ხედვა, რეალობად აქციოს. უზრუნველყოს მშვიდობისა და შესაძლებლობების გარდაუვალობა ჩვენი კეთილდღეობისთვის, - განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
04 მაისი 2026, 14:17
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციის ინტენსივობა და ევროპელი ლიდერების აქტიურობა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ევროპისთვის არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ შეუცვლელი დასაყრდენია
„ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ წონას, კონტინენტის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების არქიტექტურაში. ღონისძიება, რომელიც ევროპის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებს მასპინძლობს, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. სამიტის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ საქართველოს მიმართ ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება თვისობრივად შეცვლილია“, - წერს მეგრელიშვილი.
04 მაისი 2026, 14:15
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანს იმედი აქვს, რომ 2028 წელს „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტს აზერბაიჯანში დაესწრება
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს იმედი აქვს, რომ 2028 წელს „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტს აზერბაიჯანში დაესწრება.
04 მაისი 2026, 13:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე, უკრაინული მხარის ინიციატივით, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ვიდეო
შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო.
04 მაისი 2026, 13:48
სპორტი
ქუთაისის „აიას” და თბილისის ავჭალის რაგბის სტადიონების რეაბილიტაცია იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს თბილისში მდებარე ქუთაისის „აიას“ არენის, ავჭალის სარაგბო ბაზის, მათთან დაკავშირებული ადმინისტრაციული შენობებისა და გარე ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს.
04 მაისი 2026, 13:46
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საგარეჯოს მერიის მხარდაჭერით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა. მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე - არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციის სკრინინგი.
04 მაისი 2026, 13:37
საზოგადოება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა. არ იგეგმება გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა
დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.


