imedi /  02 ოქტომბერი 2019, 15:05 / სანდო წყარო

გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

გია ყანჩელი

გია ყანჩელი

ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს, საქართველოს სახალხო არტისტ გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ imedinews-ს კულტურის სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, პანაშვიდები 3 და 4 ოქტომბერს ტოლსტონოგოვის ქ.N6-ში გაიმართება. 

ქართველ კომპოზიტორს შაბათს, 5 ოქტომბერს 14.00 საათზე რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ.

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს 84 წლისა გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში საავადმყოფოში მკურნალობდა.

გია ყანჩელის შემოქმედება ისეთი ცნობილი კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის დაწერილ კომპოზიციებს მოიცავს, როგორებიცაა „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა,“ „მიმინო“, „ცისფერი მთები“, „როცა აყვავდა ნუში“, „კავკასიური ცარცის წრე“, „ხანუმა“, „მეფე ლირი“, „რიჩარდ III და სხვ. სწორედ მას ეკუთვნის სიმღერები: „ყვითელი ფოთლები“, „ის აქ არის“, „ჩიტი გვრიტი მოფრინავდა“, „საით მიდიხარ“, „ჩიტო გვრიტო“ და სხვები.

ყველა სიახლე

სარეკლამო ბანერი

28 თებერვალი 2020, 16:07

ეკონომიკა

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც 1-ლი მარტიდან ყველა კომპანიის მიერ გარე რეკლამაზე უარის თქმას ითვალიწინებს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია. პირველად საქართველოში გარე რეკლამა „ევროპაბეთმა“ ჩამოხსნა, როდესაც 2019 წლის ბოლოს პასუხისმგებლიანი თამაშის, responsible.ge-ს პროექტის შესახებ დააანონსა.

28 თებერვალი 2020, 15:58

საქართველო

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა. ამ შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პრევენციული ღონისძიებები სახელდება.

ჰონგ-კონგი

28 თებერვალი 2020, 15:56

ტაბლოიდი

ჰონგ-კონგში ძაღლს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა დაუდგინდა

ჰონგ-კონგში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის შინაურ ძაღლს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა. ინფორმაციას nypost.com-ი ავრცელებს. სამედიცინო მუშაკები დარწმუნებულნი არ არიან, ძაღლი ინფიცირებულია, თუ უბრალოდ ვირუსს ატარებს პირისა და ცხვირის ღრუში. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს.

რკინიგზა

28 თებერვალი 2020, 15:48

ძალოვნები

რუსთავში მატარებელი კაცს დაეჯახა

რუსთავში მატარებელმა კაცს გადაუარა. შემთხვევა რკინიგზის სადგურთან მოხდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გიორგი ვოლსკი

28 თებერვალი 2020, 15:48

საქართველო

გიორგი ვოლსკი: „კაა“ და კუპრავა აღარავის ახსოვს - იფიქრეს, მოდი ვცემოთ მაინც და „ქართულ ოცნებას“ დავაბრალოთო

„თუ ვინმეს აწყობს გამოუსადეგარი ზვიად კუპრავას ცემა, ეს არის სწორედ ის პარტია, ვისაც ხმამაღლა მყვირალი ქალბატონი წარმოადგენს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკიმ ირმა ნადირაშვილის ბრალდებას უპასუხა, რომ კუპრავაზე თავდასხმის ავტორი ხელისუფლებაა. გიორგი ვოლსკის განცხადებით, ზვიად კუპრავამ თავისი რესურსი ამოწურა და ოპოზიციამ მისი ცემა სათავისოდ გამოიყენა.

28 თებერვალი 2020, 15:26

მსოფლიო

აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პირი რუსეთის მოქალაქეა. ირანიდან აზერბაიჯანში შესვლისას მას ინფიცირების სიმპტომები აღმოუჩინეს. ამჟამად ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ანალიზებმა კორონავირუსით ინფიცირება დაადასტურა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

გიორგი ვოლსკი

28 თებერვალი 2020, 15:25

საქართველო

გიორგი ვოლსკი: მოლაპარაკებას ხელი არ უნდა შეეშალოს და წინასწარი განცხადებები და ვაშაძისეული ბაქიბუქი არ უნდა დავიწყოთ

24 ივნისიდან, დიალოგის ნაცვლად არჩიეს დესტრუქცია, აგრესიული დამოკიდებულება შეტევები პარლამენტზე, მათ შორის საკითხის განხილვის დროს უშუალოდ პლენარულ სხდომაზე“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სირიელი ლტოლვილები

28 თებერვალი 2020, 15:18

საქართველო

თურქეთში მყოფმა მიგრანტთა ჯგუფმა საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვრებისკენ გადაინაცვლა

გუშინ იდლიბში სიტუაციის გამწვავების ფონზე თურქეთის მმართველი პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თურქეთი დევნილებისა და ლტოლვილების ტალღას, რომელიც ევროპისკენ მიემართება, აღარ შეაჩერებს. თურქეთში ამჟამად 3.7 მილიონი სირიელი დევნილია. 2016 წლის შეთანხმებით, ევროკავშირმა თურქეთს ფინანსური დახმარება გამოუყო დევნილების მიღებისა და განთავსების მიზნით.

ამირან გამყრელიძე

28 თებერვალი 2020, 15:13

საქართველო

ამირან გამყრელიძე : აღებულია 24 სინჯი და არ გამოვრიცხავ, კიდევ გვქონდეს კორონავირუსის შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეორე შემთვევა კი - 28 თებერვალს.

28 თებერვალი 2020, 15:00

მსოფლიო

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა იდლიბში ვითარების ესკალაციის საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა იდლიბში ვითარების ესკალაციის საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს და შეშფოთება გამოთქვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსხური ავრცელებს. კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი თურქული მხარის ინიციატივით შედგა.

28 თებერვალი 2020, 15:00

საქართველო

თენგიზ ცერცვაძე: პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ინფექციის სიმპტომები არ ჰქონდათ

31 წლის ქალი, რომელიც ქართულ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იყო იტალიაში, იმ ქალაქებში, სადაც დიდი რისკი არ არის, თუმცა მას აღმოაჩნდა კორონავირუსი. პაციენტს არ აქვს არანაირი ჩივილი, არც მაღალი ტემპერატურა, თუმცა ლაბორატორიულმა კვლევამ კორონავირუსი დაადასტურა.

ალექსანდრე გოგინავა

28 თებერვალი 2020, 14:59

საქართველო

ინფექციონისტი: სტაციონარში მოთავსებული ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ყველა იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლისთვის საშიში გართულებები არ აღენიშნებათ, - ამის შესახებ „ტვ 1-ის" ეთერში ექიმმა-ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. მისივე თქმით, ყველა დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტი, მათ შორის, კორონავირუსის მატარებელიც, ასაკით ახალგაზრდაა. ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის დადასტურებული პაციენტების გაწერა ჯერ არ განიხილება, რადაგან ისინი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ.

28 თებერვალი 2020, 14:51

საქართველო

ჯასტინ მაქქენზი სმიტი: თქვენ ხართ რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ ბევრი ადამიანისა და ქვეყნის შთაგონების წყარო

ბოლო წლების განმავლობაში, საჯარო მომსახურების რეფორმის კუთხით, საქართველომ ძალიან შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაქქენზი სმიტმა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემის პრეზენტაციის მონაწილეებს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა.

ამირან გამყრელიძე

28 თებერვალი 2020, 14:48

საქართველო

ამირან გამყრელიძე: სააღმზრდელო და სასწავლო პროცესის შეჩერების რეკომენდაციას ამ ეტაპზე არ ვიძლევით

„ჩვენ ამ ეტაპზე საბავშვო ბაღებთან და სკოლებთან დაკავშირებით სააღმზრდელო ან სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ ვიძლევით“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მათი რეკომენდაციაა სასწავლო პროცესში ჰიგიენის საკითხების დაცვა. ასევე, გამყრელიძემ მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სტიგმატიზებული ან დისკრიმინაციული მიდგომებისგან იმ პირების მიმართ, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

ამირან გამყრელიძე

28 თებერვალი 2020, 14:39

საქართველო

ამირან გამყრელიძე: პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში ვართ

მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო საქართველო შესაბამის ზომებს იღებს და ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის რეჟიმშია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფრენეციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ამ ვირუსის მატარებელი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც თბილისში, ინფექციური საავადმყოფოშია მოთავსებული, დამაკმაყოფილებელია.

კავკასიის უნივერსიტეტი

28 თებერვალი 2020, 14:32

საქართველო

ირანიდან დაბრუნებული კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის 5 წევრი კარანტინს აბასთუმანში გადის

ირანიდან გუშინ დაბრუნებული კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის 5 წევრი აბასთუმანში სკარანტინო ზონაში იმყოფება. ამის შესახებ imedinews-ს კავკასიის უნივერსიტეტში განუცხადეს. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, ირანში ვიზიტით უნივერსიტეტის 15-კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები თბილისში გუშინ ღამით, ბაქოდან ჩამოფრინდნენ.

ამირან გამყრელიძე

28 თებერვალი 2020, 14:23

საქართველო

ამირან გამყრელიძე: შემოვიფარგლოთ ვირტუალური კომუნიკაციით

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ის რეკომენდაციები კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომელიც მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. პირველი რეკომენდაციაა, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი შევიკავოთ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც ვირუსი ყველაზე მეტად არის გავრცელებული.

ამირან გამყრელიძე

28 თებერვალი 2020, 14:13

საქართველო

ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ლუიზა ვინტონი

28 თებერვალი 2020, 14:10

საქართველო

ლუიზა ვინტონი: მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემა კიდევ ერთი ოქროს ვარსკვლავია დემოკრატიული რეფორმების გზაზე

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ეს კონკრეტული რეფორმა, როგორც ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმის შემადგენელი ნაწილი. საჯარო მომსახურების, ადმინისტრირების რეფორმა საკვანძო ნაწილია პრემიერ-მინისტრის მიერ გატარებული ბევრად უფრო ფართო რეფორმისა. ეს საკვანძო ელემენტი მორგებულია კომპლექსურობაზე,“ - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

28 თებერვალი 2020, 14:01

ძალოვნები

ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფისა და დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დედას - 1957 წელს დაბადებულ ც.ქ.-ს და დას - 1977 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე ქალი გარდაიცვალა.