imedi /  03 ოქტომბერი 2019, 12:46 / დაუდასტურებელი

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 წევრის ვინაობა დაასახელა

მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე ლელოს ახალ წევრებთან ერთად

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა. ესენი არიან: 1. ქეთევან კრიალაშვილი - ეკონომისტი, 2. ალექსანდრე ფირცხალაიშვილი-იურისტი, 3. თეა ჭკუასელი-პიანისტი, 4.ირაკლი სუთიძე-მხატვარი, 5. ბესიკ ლიპარტელიანი-სპორტსმენი, 6. გია რაფავა-სპორტსმენი, 7. დავით ბეგიაშვილი-ბიზნესმენი, 8. თორნიკე შურღულაია- ანალიტიკოსი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, 9. ხათუნა თავდგირიძე-მწერალი, 10. დავით გელაშვილი-სპორტსმენი, 11.აკაკი გელაშვილი-ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 12. გიორგი ოქროაშვილი-ფსიქოლოგი.

მამუკა ხაზარაძემ შეხვედრაზე ასევე მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტა. მისი თქმით, იმედი ქონდა, რომ ქვეყანა წინ წავიდოდა, „მეც დავუჭირე მხარი 2012 წელს „ქართულ ოცნებას“, იმედი მქონდა, რომ რაღაც წინ წავიდოდა, პრაქტიკულად, არა მხოლოდ ფეხის მუხრუჭი მიაჭირა ჩვენს ქვეყანას, არამედ ხელის მუხრუჭიც ამოწია“,- განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით ის მზადაა, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვლთან დებატებშიც ისაუბროს. „ჩვენ, ყველა პარამეტრით უკან მივდივართ და ეს მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო. თუ ვინმეს ამაზე შეკამათება შეუძლია, მზად ვარ ნებისმიერ დებატებში, იგივე  ციფრებით ბიძინა ივანიშვლს ვუთხრა, თუ სად მიიყვანა მან ქვეყანა თავისი უუნარო მენეჯმენტით“,- აღნიშნა „ლელოს“ დამფუძნებელმა.

მამუკა ხაზარაძე შეხვედრაზე ქვეყნის საგარეო ვალსა და წარმოდგენილ ბიუჯეტის თემასაც შეეხო. „თუ 2012 წელს ვალი იყო 9.1 მილიარდი, 2020 წელს იქნება 22. 5 მილიარდი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ისტორიული მაქსიმუმი, როცა მშპ-ის 45 პროცენტი არის ვალი. 2012 წლიდან მშპ-ი არ იცვლება და ერთ ნიშნულზე დგას, რაც ნიშნავს რომ ქვეყანა არ მიდის წინ და მიდის უკან. ვალი 2012 წელს ერთ სულ მოსახლეზე იყო 2500 ლარი. 2019 წელს - 5500 ლარი, 2020 წელს კი იქნება - 6000 ლარი. „ოცნების“ ხელისუფლება თითოეულ ჩვენგანს გვიზრდის ვალს. პენსია არათუ მატულობს, არამედ კლებადია“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი 18 სექტემბერს დაასახელა, ხოლო მომდევნო თორმეტი 26 სექტემბერს წარადგინა.  „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობას „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა.

ყველა სიახლე

გენადი არველაძე

27 თებერვალი 2020, 11:52

ეკონომიკა

გენადი არველაძე: ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება

ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება. 2014 წლის შემდეგ, როდესაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა, ევროკავშირში ქართული წარმოშობის პროდუქტების კუთხით 22%-იანი წილი 31%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე განაცხადა.

საბავშვო ბაღი

27 თებერვალი 2020, 11:40

საქართველო

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის ბაღებს რეკომენდაციებს სთავაზობს

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქის 181 საჯარო ბაღს ახალი კორონავირუსისგან თავის არიდების მიზნით დამატებით საპრევენციო ღონისძიებები, საინფორმაციო ბროშურები და რეკომენდაციები გაუგზავნა.

ჯონი ივანიშვილი

27 თებერვალი 2020, 11:34

ძალოვნები

პატიმრების წამებისთვის გასამართლებულმა „მატროსოვის ციხის“ დირექტორის ყოფილმა მოადგილემ საპატიმრო დატოვა

ჯონი ივანიშვილი 2013 წელს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან და ციხის დირექტორმა ვლადიმერ კაპანაძემ შეიმუშავეს მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები და პატიმრებს აწამებდნენ და აშინებდნენ.

საარჩევნო სისტემა

27 თებერვალი 2020, 11:30

საქართველო

მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიცის ლიდერები დიპლომატებს ხვდებიან

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიცის ლიდერები შეიკრიბნენ. დიპოლომატებთან შეხვედრაზე პოლიტიკოსები მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და საარჩევნო კანონმდებლობზე ისაუბრებენ. მხარეები იმედოვნებენ, რომ არაფრომალური შეხვედრები დიალოგის გაგრძელების წინაპირობა იქნება.

27 თებერვალი 2020, 11:15

მსოფლიო

სტრასბურგში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა

სტრასბურგში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა. ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის.

ამირან გამყრელიძე

27 თებერვალი 2020, 11:15

საქართველო

ამირან გამყრელიძე: ჩვენ გვაქვს საკარანტინო სივრცეების და შესაბამისი პოლიპროფილური საავადმყოფოების რეზერვი, სამედიცინო ქსელი მზად არის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არის სამედიცინო ქსელის მზადყოფნა, რომ ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ. ამის შესახებ მან დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მას შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

საკრუიზო გემი

27 თებერვალი 2020, 11:07

მსოფლიო

საკრუიზო გემ World Dream-იდან ევაკუირებულები ინდონეზიის დაუსახლებელ კუნძულზე გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში 188 ადამიანი სპეციალური „მცურავი ჰოსპიტალით,“ სამხედრო გემების თანხლებით გადაიყვანეს. კუნძულზე ისინი დამატებით სამედიცინო გამოკვლევას გაივლიან. მანამდე კუნძულ სებარუზე ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ცენტრი იყო განთავსებული. საკრუიზო გემ World Dream-ზე კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდგინდა. ხომალდის ბორტზე 4 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.

კორონავირუსი ესტონეთი

27 თებერვალი 2020, 11:04

მსოფლიო

ესტონეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ცოტა ხნის წინ ეს ინფორმაცია ქვეყნის სოციალურ საქმეთა მინისტრმა, ტანელ კიიკმა დაადასტურა. მისივე თქმით, ინფიცირებული ირანის მოქალაქეა. ესტონეთის ტერიტორიაზე ის ლატვიიდან ავტობუსით შევიდა. ამ დროისათვის იმ მგზავრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად ავტობუსში იმყოფებოდნენ.

არჩილ თალაკვაძე

27 თებერვალი 2020, 10:47

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: მჯერა, რომ ოპოზიცია უახლოეს დღეებში დაუბრუნდება დიალოგის მაგიდას და შეთანხმებას შევძლებთ

რაც დევს მოლაპრაკებების მაგიდაზე, არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი. არა მგონია, რომ ამ წინადადებას ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელმაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ირმა ინაშვილი

27 თებერვალი 2020, 10:42

საქართველო

ირმა ინაშვილი: უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, რას სთავაზობს საზოგადოებას

ევროკავშირის ელჩის ინიციატივით ვხვდებით არაფორმალურ შეხვედრაზე. ცხადია, რომ ვისაუბრებთ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, - ამის შესახებ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მაიკ პომპეომ

27 თებერვალი 2020, 10:42

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ყირიმი უკრაინაა

„რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია და ნახევარკუნძულის მზარდი მილიტარიზაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტურ თავისუფლებების შელახვას აგრძელებს, უხეშად აჩუმებს კრიტიკოსებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის და რელიგიურ თავისუფლებას ზღუდავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 10:37

საქართველო

გიორგი გახარია: ჩვენი მოვალეობაა პირადი ჰიგიენის დაცვა

ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოვალეობაა, ვირუსის დროული გამოვლენა, ჩვენი როგორც მოქალაქეების ძირითადი მოვალეობა კი - პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც რთული არ არის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო

27 თებერვალი 2020, 10:30

საქართველო

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ერთმა უცხოელმა მიმართა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გუშინ უცხოეთის ერთმა მოქალაქემ მიმართა. იგი ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ის გუშინ ლიტვიდან ჩამოფრინდა. ამსათან, გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 36 პაციენტი მკურნალობს, მათგან 27 ბავშვია.

დავით უსუფაშვილი

27 თებერვალი 2020, 10:24

საქართველო

დავით უსუფაშვილი: იმის ნახევარიც რომ მოვინდომოთ, რასაც დიპლომატები საარჩევნო საკითხებზე აკეთებენ, ყველაფერი კარგად დასრულდება

მე მგონია, რომ ჩვენ ქართველებმა იმის ნახევარიც რომ მოვინდომოთ, რასაც დიპლომატები საარჩევნო საკითხებზე შეთანხმების მისაღწევად ინდომებენ, მაშინ ყველაფერი კარგად დასრულდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშილმა განუცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

27 თებერვალი 2020, 10:20

საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის ფართო გავრცელების რისკი არ არსებობს

„მე ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ჩვენ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 10:17

საქართველო

გიორგი გახარიამ უწყებათაშორის ჯგუფს დაავალა, შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას უზრუნველყოფს

„ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოვალეობაა, ვირუსის დროული გამოვლენა, ჩვენი როგორც მოქალაქეების ძირითადი მოვალეობა კი - პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც რთული არ არის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

დავით ზალკალიანი

27 თებერვალი 2020, 10:14

საქართველო

დავით ზალკალიანი თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ამბასადორიალს გახსნის

უწყების ინფორმაციით, ამბასადორიალს, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობისა, ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებული ავსტრიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და განვითარების სააგენტოს (ADA) წარმომადგენლები მონაწილეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გახსნის.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 10:05

მსოფლიო

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დანიაშიც დაფიქსირდა

დანიაში ერთი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ცნობით, ინფიცირებული ცოტა ხნის წინ იტალიიდან დაბრუნდა, სადაც სამთო-სათხილამურო კურორტზე იმყოფებოდა. მანამდე კორონავირუსის ერთი შემთხვევა ნორვეგიაში დადასტურდა.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 10:02

საქართველო

გიორგი გახარია: პანიკის საფუძველი არ გვაქვს

„ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები სრულად აკონტროლებენ ვითარებას, მთავარია, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად, საზღვარზე მოხერხდა ამ ვირუსის დადგენა და ინფცირებულ ადამიანს სხვა მოქალაქეებთან კონტაქტი არ ჰქონია.

მარინა ეზუგბაია

27 თებერვალი 2020, 09:47

საქართველო

კორონავირუსით დინფიცირებული საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება პაციენტის თანმხლები პირი, რომელიც მასთან ერთად ირანში იმყოფებოდა.