imedi /  05 ოქტომბერი 2019, 12:44 / სანდო წყარო

ზურაბ ჯაფარიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სერტიფიკატი გადასცა

ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცა სერტიფიკატი მასზედ რომ, „მათ წარმატებით მოისმინეს „გირჩის“ ზოგადსაგანმანათლებლო კურსი თავისუფლების შესახებ“.

საქმე 2018 წლის 20 ოქტომბერს გამართულ კანაფის ფესტივალს ეხება, რასთან დაკავშირებითაც „გირჩის“ 7 წევრი ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს საქმის მასალების გასაცნობად პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიბარეს. „გირჩის“ წევრების თქმით, გამოძიებამ მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთი წლის განმავლობაში მათზე ხორციელდებოდა ფარული მიყურადება, თუმცა კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შეუძლებელია, ამდენი ხნის განმავლობაში „გირჩს“ უსმინო და რამე აზრი არ გამოიტანო და რაღაც არ დაგრჩეს თავში. ეს გადავწყვტეთ აღგვენიშნა და ამიტომაც მოვიტანეთ სერტიფიკატი“, - აცხადებს ჯაფარიძე. 

სუს-ის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა სერტიფიკატი არ ჩაიბარა, რის შემდეგაც ზურაბ ჯაფარიძემ ის ქუჩაში დატოვა.

ყველა სიახლე

კელი დეგნანი

28 თებერვალი 2020, 18:28

საქართველო

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მოქალაქეებს თავი გააცნო. ვიდეო

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მოქალაქეებს თავი გააცნო. ელჩის ვიდეომიმართვა საქართველოში აშშ-ის საელჩოს Facebook-ზე გავრცელდა. კელი დეგნანის თქმით, ის არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა შეინარჩუნოს არსებული მჭიდრო კავშირი და ეძიოს თანამშრომლობის ახალი არეალი ჩვენს ორ ქვეყანას შორის.

საქართველოს ბანკი

28 თებერვალი 2020, 17:53

საქართველო

„საქართველოს ბანკი“ ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

„საქართველოს ბანკი“ ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა“, - აცხადებენ კომპანიაში.

მსოფლიო ბირჟები

28 თებერვალი 2020, 17:39

ეკონომიკა

მსოფლიო საფონდო ბირჟებმა ერთ დღეში $5 ტრილიონით იზარალეს

მას შემდეგ რაც მსოფლიოს სამ კონტინენტზე კორონავირუსის გავრცელების ფაქტი დადასტურდა, ერთ დღეში მსოფლიო საფონდო ბირჟებმა ერთ დღეში $5 ტრილიონით იზარალეს, ამის შესახებ Reuters წერს.

28 თებერვალი 2020, 17:15

საქართველო

imedinews-ის წყაროს ინფორმაციით, კორონავირუსის გამო საქართველოს ბანკის ფილიალმა მუშაობა შეაჩერა

თბილისში, „საქართველოს ბანკის“ სანზონის ერთ-ერთმა ფილიალმა მუშაობა შეაჩერა. როგორც imedinews-ისთვის გახდა ცნობილი, ამის მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლისთვის კორონავირუსის დიაგნოზის დადასტურება გახდა. ის იტალიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, რის გამოც გამოკვლევისთვის ინფექციურ საავადმყოფოში დაიბარეს. გამოკვლევამ კი კორონავირუსი დაადასტურა.

კრისტალბეთის ეროვნული ლიგა

28 თებერვალი 2020, 17:10

სპორტი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი იწყება

საქართველოს 32-ე საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ შეხვედრას თბილისის „ლოკომოტივი“ საკუთარ მოედანზე „სამტრედიასთან“ გამართავს. გუნდმა დღეს შვიდი ახალი ფეხბურთელი წარადგინა, რომელთა შორისაც სანდრო კობახიძეა.

Facebook

28 თებერვალი 2020, 17:07

ტექნოლოგიები

კორონავირუსის გავრცელების გამო Facebook-მა ყოველწლიური კონფერენცია გააუქმა

კორონავირუსის გავრცელების გამო Facebook-მა ყოველწლიური კონფერენცია გააუქმა, რომელიც 5-6 მაისს კალიფორნიის ქალაქ სან-ხოსეში უნდა გამართულიყო. ღონისძიების გაუქმების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება რთული იყო, თუმცა პრიორიტეტულ ყურადღებას აქცევენ თავიანთი პარტნიორებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

28 თებერვალი 2020, 17:04

საქართველო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარია

მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, თუმცა ამ დრომდე ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. არის საშიშროება ცეცხლი დასახლებულ პუნქტებზე გადავიდეს, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დამატებითი ეკიპაჟების მობილიზება დაიწყო. ქრობის პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობაც.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

28 თებერვალი 2020, 17:02

საქართველო

იდლიბში თურქ სამხედროებზე თავდასხმის გამო საქართველომ თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ონურ სევინიმ სირიაში, იდლიბის პროვინციაში არსებული ვითარება განიხილეს.

იდლიბი

28 თებერვალი 2020, 17:00

მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნიდან ევროპაში მიგრანტთა ნაკადის ზრდას პროგნოზირებს

თურქეთიდან ევროპაში მიგრანტთა ნაკადი შესაძლოა გაიზარდოს თუ ვითარება იდლიბში გაუარესდება, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. დღეს, თურქეთში მყოფ მიგრანტთა ჯგუფი საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვრებისკენ გაემართა მას შემდეგ, რაც გუშინ თურქულმა მხარემ განაცხადა, რომ ევროპისკენ მიმავალ დევნილებს არ შეაკავებს.

იენს სტოლტენბერგი

28 თებერვალი 2020, 16:58

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატო იდლიბში სირიის რეჟიმისა და რუსეთის საჰაერო დარტყმებს გმობს

ნატო გმობს სირიის რეჟიმისა და რუსეთის საჰაერო დარტყმებს იდლიბში, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერზეა ხელმისაწვდომი. სირიაში, იდლიბის პროვინციაში, საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა.

ციხე

28 თებერვალი 2020, 16:56

ძალოვნები

ქუთაისის ციხეში პატიმრების შიმშილობასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

„სამმა ბრალდებულმა - გ.კ, დ.უ, და ო.უ. 2020 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა შიმშილობა, ხოლო მეოთხე ბრალდებულმა შ.ჯ.-მ შიმშილობა 2019 წლის 24 დეკემბერს დაიწყო. მოშიმშილე პატიმრებს ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 16:43

მსოფლიო

კორონავირუსის გავრცელების ფონზე შვეიცარიაში მასობრივი ღონისძიებები აიკრძალა

კორონავირუსის გავრცელების ფონზე შვეიცარიის მთავრობა მასობრივ ღონისძიებებს კრძალავს, რომლებშიც ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. აკრძალვა 15 მარტამდე იმოქმედებს. მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 ათას 379 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 ათას 533-ია.

ზაზა გაბუნია

28 თებერვალი 2020, 16:38

საქართველო

პარლამენტი საქართველოში უსახლკარობის პრობლემის დასაძლევად ეფექტიანი პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე მუშაობას იწყებს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენა გამართა. კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას თქმით, კომიტეტი მუშაობას იწყებს, ეფექტიანი პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე, რომელიც საშაულო და გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემას მოაგვარებს.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 16:36

ეკონომიკა

კორონავისუსის საფრთხის გამო ნავთობის ფასი ბარელზე $50-ს ჩამოსცდა

ბრენტის მარკის ნავთობზე ფასი $50-ს ჩამოსცდა და ბარელზე $49,66 შეადგინა. ეს შედეგი დღეს ნიუ-იორკის ბირჟაზე ვაჭრობისას დაფიქსირდა. ასეთი ფასი, „შავ ოქროზე“ ბოლოს 2017 წლის ივლისის ბოლოს დაფიქსირდა. ნედლეულზე ფასი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ეცემა.

ანა კასრაძე

28 თებერვალი 2020, 16:26

საქართველო

გადამდებია თუ არა კორონავირუსი თვითმფრინავში

დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმ ადამიანებს იკვლევს, რომელთანაც კორონავირუსით დაავადებულ ადამიანს ჰქონდა კავშირი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა ანა კასრაძემ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 16:22

საქართველო

ქუთაისში მილანის რეისით ჩამოსულ 97 მგზავრს მაღალი ტემპერატურა არ დაუფიქსირდა

მილანიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი რეისი შესრულდა. მგზავრები ამბობენ, რომ უსაფრთხოების მიზნით სამედიცინო შემოწმება გაიარეს, სპეციალური ბლანკები შეავსეს და საზღვრებზე ორივე მიმართულებით კონტროლი გამკაცრებულია.

სარეკლამო ბანერი

28 თებერვალი 2020, 16:07

ეკონომიკა

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც 1-ლი მარტიდან ყველა კომპანიის მიერ გარე რეკლამაზე უარის თქმას ითვალიწინებს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია. პირველად საქართველოში გარე რეკლამა „ევროპაბეთმა“ ჩამოხსნა, როდესაც 2019 წლის ბოლოს პასუხისმგებლიანი თამაშის, responsible.ge-ს პროექტის შესახებ დააანონსა.

28 თებერვალი 2020, 15:58

საქართველო

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა. ამ შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პრევენციული ღონისძიებები სახელდება.

ჰონგ-კონგი

28 თებერვალი 2020, 15:56

ტაბლოიდი

ჰონგ-კონგში ძაღლს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა დაუდგინდა

ჰონგ-კონგში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის შინაურ ძაღლს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა. ინფორმაციას nypost.com-ი ავრცელებს. სამედიცინო მუშაკები დარწმუნებულნი არ არიან, ძაღლი ინფიცირებულია, თუ უბრალოდ ვირუსს ატარებს პირისა და ცხვირის ღრუში. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს.

გიორგი ვოლსკი

28 თებერვალი 2020, 15:48

საქართველო

გიორგი ვოლსკი: „კაა“ და კუპრავა აღარავის ახსოვს - იფიქრეს, მოდი ვცემოთ მაინც და „ქართულ ოცნებას“ დავაბრალოთო

„თუ ვინმეს აწყობს გამოუსადეგარი ზვიად კუპრავას ცემა, ეს არის სწორედ ის პარტია, ვისაც ხმამაღლა მყვირალი ქალბატონი წარმოადგენს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკიმ ირმა ნადირაშვილის ბრალდებას უპასუხა, რომ კუპრავაზე თავდასხმის ავტორი ხელისუფლებაა. გიორგი ვოლსკის განცხადებით, ზვიად კუპრავამ თავისი რესურსი ამოწურა და ოპოზიციამ მისი ცემა სათავისოდ გამოიყენა.