კობახიძემ საპარლამენტო არჩევნების ახალი შესაძლო შედეგი დაასახელა
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ 2020 წლის არჩევნების შედეგების ახალი პროგნოზი გააკეთა. „ვფიქრობ, რეალური სურათი, რაც შეიქმნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არის: „ქართული ოცნება” - 60%; „ნაციონალური მოძრაობა” თავისი „ევროპული საქართველოთი” - 20 %; დანარჩენი ოპოზიცია - 20 %. „ქართული ოცნებისთვის” ეს მიღწევადი შედეგია”, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
კობახიძეს ეჭვი არ ეპარება, რომ არჩევნებში გამარჯვებას „ქართული ოცნება“ მოიპოვებს, თუმცა კოალიცის შექმნის აუცილებლობის თეორიულ წინაპირობებზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება 45%-ს, ეს მარტივი არითმეტიკა იყო და არის მარტივი არითმეტიკა. საუბარია მარტივ კალკულაციაზე, რომელიც გვაძლევს პროგნოზირების საშუალებას, თუ რა შემთხვევაში გახდება შესაძლებელი კოალიციის ფორმირება. ჩვენ ვიცით, როგორია სპექტრი და ჩვენი ვარაუდით, დიდად არ შეიცვლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. არსებული სპექტრის პირობებში, გამარჯვებულმა პარტიამ დაახლოებით 45 % მაინც უნდა აიღოს, რომ შედგეს კოალიცია. გამარჯვებულ პარტიას რაც შეეხება, არავის ეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებში იქნება გამარჯვებული პარტია, თუმცა 45 % არ არის ჩვენი მიზანი და ამოცანა“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე დასძინა, რომ სხვადასხვა არჩევნების დროს პროგნოზებს ხშირად აკეთებდა და არსებითად არასოდეს შემცდარა.
თუმცა, 14 ოქტომბერს, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კობახიძემ განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვა მანდატების 45% მაინც, შემდეგ პარლამენტში, სავარაუდოდ, კოალიციის შექმნა ძალიან გართულდება და შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს.
ყველა სიახლე
27 ივნისი 2026, 16:07
მსოფლიო
ტრამპმა აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით პასპორტის ახალი დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით თავის სოციალურ ქსელში პასპორტის ახალი დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა.
27 ივნისი 2026, 15:51
სამართალი
გიორგი პატარიძე: თუ ისევ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს და არ გადავალთ კონკრეტულ საქმეზე და კონკრეტული პროცესების მართვაზე, მაშინ მე იძულებული ვიქნები, უკვე სხვა ნაბიჯები გადმოვდგა. თუმცა, მე ვიცავ ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ინტერესებს, ეს დაიმახსოვრეთ
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ კომენტარი გააკეთა ელენე ხოშტარიას ექიმთან კომუნიკაციასა და მასთან შეთავაზებულ შეხვედრაზე.
27 ივნისი 2026, 15:30
სამართალი
გიორგი პატარიძე ხოშტარიას მკურნალ ექიმზე: როდესაც ექიმი აფასებს ასე პაციენტის მდგომარეობას, რომ გააჩნია ისეთი ტკივილები, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო მისი გასინჯვა, მესმის, რომ შეიძლება, დაკავებული ბრძანდება, თუმცა ვფიქრობ, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა გადაედო ყველაფერი და მომხდარიყო ჩვენთან შეხვედრა
„ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე პრაქტიკულად მესამედ მიწევს უკვე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ წინა ჯერზე, იმ სავალდებულო და მართლაც რომ ძალიან მარტივი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, მყისიერად მოხდა ელენე ხოშტარიასთან შესაბამისი დარგის სპეციალისტი ექიმის, ქალბატონი მაკა იოსელიანის დაშვება. ეს განხორციელდა, პრაქტიკულად, 15 წუთის განმავლობაში, როგორც ჩემს მიერ იყო წინასწარ აღნიშნული.
27 ივნისი 2026, 15:29
რეგიონი
რევაზ სოხაძე: სამინისტროს ახალი პროგრამა მომავალ თაობებზე ორიენტირებული ურბანული გარემოს შექმნას ემსახურება
ვიწყებთ ახალ პროგრამას – „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის”, რომლის მიზანია ჩვენს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში ისეთი ურბანული გარემოს შექმნა, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელობაზე, არამედ მომავალ თაობებზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქალაქებისა და დაბებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ კარგი ინფრასტრუქტურისა და ხარისხიანი ობიექტების მშენებლობა, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების შექმნა, რომლებიც მომავალზე იქნება გათვლილი. მიხარია, რომ ეს ყველაფერი დღეს სწორედ რუსთავიდან დაიწყო და ჩვენ ამ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით. შემდეგი ქალაქი საქართველოს ყველა დანარჩენი ქალაქი იქნება, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რუსთავში გამწვანების ღონისძიების შემდეგ.
27 ივნისი 2026, 15:23
სამართალი
გიორგი პატარიძე: კიდევ ერთხელ თქვენი ეთერის საშუალებით მინდა ვისარგებლო და მივმართო ქალბატონ მაკა იოსელიანს, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ექიმს: მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და რეალური დინამიკა მივცეთ ამ პროცესს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას შესახებ თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, პარასკევს ელენე ხოშტარიასთან ექიმის ვიზიტის შემდეგ შეთავაზებული იქნა მსჯავრდებულის პირადი ექიმის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა, თუმცა ეს შეხვედრა ორშაბათამდე მსჯავრდებულის ექიმის მაკა იოსელიანის სურვილით გადაიდო.
27 ივნისი 2026, 15:19
მსოფლიო
პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ინტერნეტში კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად
პოლონეთში უკრაინის მოქალაქე დააკავეს - პოლონური მედიის ცნობით, მას ინტერნეტში ქვეყნის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად.
27 ივნისი 2026, 15:14
რეგიონი
ცოტნე ანანიძე: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი გარანტია, გილოცავთ დაარსებიდან 32-ე წლისთავს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უწყების დაარსების 32 წლისთავი აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა: ცოტნე ანანიძემ, ზურაბ პატარაძემ და სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ მიულოცეს.
27 ივნისი 2026, 15:03
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
27 ივნისი 2026, 14:55
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას იწყებს
პროგრამა „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ეფუძნება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარების პრინციპს, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურა მხოლოდ ახალი ობიექტების მშენებლობას არ გულისხმობს. თანამედროვე მიდგომით, გზა, სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული თუ სარეკრეაციო სივრცე სრულ ღირებულებას მაშინ ქმნის, როდესაც ის ჰარმონიულად ერწყმის გარემოს და ადამიანებს ჯანსაღ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრად გარემოს სთავაზობს.
27 ივნისი 2026, 14:51
მსოფლიო
თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით 178 ადამიანი დააკავეს
თურქმა სამართალდამცველებმა მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 178 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
27 ივნისი 2026, 14:41
მსოფლიო
DW: ფინეთმა ქვეყანაში ბირთვული იარაღის შეტანასა და განთავსებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ხელი მოაწერა ცვლილებებს კანონში ატომური ენერგიის შესახებ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ბირთვული იარაღის შეტანასა და მის განთავსებაზე დაწესებული მრავალწლიანი აკრძალვა უქმდება. ინფორმაციას DW ავრცელებს.
27 ივნისი 2026, 14:28
თავდაცვა
მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2026“ დასრულდა
მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლების - „კავკასიის არწივი 2026“ დასრულების ცერემონიალი გაიმართა.
27 ივნისი 2026, 14:23
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: შეერთებულ შტატებში „ფარა“-ს კანონმდებლობის გამკაცრებამ კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა იმ სრულიად მავნებლურ პოლიტიკას, რასაც რადიკალები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მათი დამფინანსებლები აწარმოებდნენ საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების დროს
აშშ-თვის, საფრანგეთისთვის, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნისთვის, კანადისთვის აუცილებელია გამჭვირვალობის კანონმდებლობის არსებობდა, ხოლო საქართველოში, თურმე ეს ყოფილა დემოკრატიის უკუსვლა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
27 ივნისი 2026, 14:12
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმერული სტუმართმოყვარეობის პირველი შთაბეჭდილება იყოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გასტრონომიულ ფესტივალს GEMO FEST უკვე მეოთხედ უჭერს მხარს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ფესტივალის მთავარი პარტნიორია, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელიცაა.
27 ივნისი 2026, 13:54
მსოფლიო
სამხრეთ კორეის სამუდამო პატიმრობა მისჯილი ყოფილი პრეზიდენტის მეუღლეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პირველ ლედის კიმ გონ ჰის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსაჯა. ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია ავრცელებს.
27 ივნისი 2026, 13:43
სამართალი
გეკა გელაძე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სპეციალური ძალების სადემონსტრაციო წვრთნებს დაესწრო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, ერევანში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ ანდრანიკ სიმონიანთან ერთად, საზღვრის დაცვის სამსახურს ეწვია და სპეციალური ძალების სადემონსტრაციო ჩვენებას დაესწრო.
27 ივნისი 2026, 13:28
მსოფლიო
The Guardian: საფრანგეთში გაუსაძლისი სიცხის გამო კიდევ ერთი ჩვილი დაიღუპა. დაღუპულ ბავშვთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა
საფრანგეთში გაუსაძლისი სიცხის გამო კიდევ ერთ ჩვილი დაიღუპა. გარდაცვლილ ახალშობილთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, იუწყება The Guardian-ი.
27 ივნისი 2026, 12:54
მსოფლიო
POLITICO: ევროკომისიის შენობაში კონდიცირების სისტემა სიცხის ტალღის გამო გათიშეს, თუმცა შეზღუდვა არ შეხებია ზედა სართულებს, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენისა და სხვა კომისრების კაბინეტებია განთავსებული
ევროკომისიის შტაბ-ბინაში, ბრიუსელში გუშინ კონდიცირების სისტემა დროებით გათიშეს, რაც ევროპაში გავრცელებულ სიცხის ტალღას უკავშირდება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
27 ივნისი 2026, 12:35
რეგიონი
ქუთაისი მეორე დღეა, „გემოფესტს“ მასპინძლობს
კულინარიული ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ხვალის ჩათვლით გაიმართება. „გემოფესტზე“ იმერეთიდან 20-მდე მეწარმე და 18 ვენდორი მონაწილეობს და წელს პირველად აფხაზეთიდან 10 მეწარმეა წარმოდგენილი.
27 ივნისი 2026, 12:29
სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სომხეთის შს მინისტრს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა.


