imedi /  22 ოქტომბერი 2019, 23:52 / სანდო წყარო

სუსის უფროსი: ფსევდოლიბერალური ღირებულებების ტყვეობაში არ უნდა ვიყოთ, კანაფის ფესტივალიდან ფესტივალამდე

გრიგოლ ლილუაშვილი

გრიგოლ ლილუაშვილი

"ფსევდოლიბერალური ღირებულებების ტყვეობაში არ უნდა ვიყოთ. კანაფის  ფესტივალიდან, მეორე კანაფის ფესტივალამდე ასეთი განწყობები იქნება", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გადაცემა SWOT-ში განაცხადა.

ლილუაშვილის მოსაზრებით, "გირჩის" წევრების განწყობებს საზოგადოება რომ იზიარებდეს, ქვეყანაში უმართავი პროცესები განვითარდებოდა, თუმცა სუსის უფროსი ამბობს, რომ ის საკანონმდებლო ხარვეზი რაც არსებობს, რომელიც ჯარისგან თავის არიდების საშუალებას იძლევა, ის უნდა გამოსწორდეს.

"მგონია, რომ ეს პირდაპირ დეზერტირობაა და არანაირი შეხება არ აქვს რაღაც ღირებულებებთან. ჩვენს ახალგაზრდებს, ახალ თაობას, ვერ დაუწუნებენ განათლებას, ვერ დაუწუნებენ განვითარებას, გონებრივ შესაძლებლობებს, თუმცა მათ აკლიათ ეროვნულობის განცდა და ჩვენდა სამწუხაროდ შეძლებული ფენის ოჯახებიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში შვილებს იშვიათად უშვებენ, ეს ჩვენთან არამოდურად ითვლება და როდესაც სამშობლოს უჭირს და სისხლისღვრების შედეგად გმირები დებენ თავს ქვეყნის მშვიდობის სადარაჯოზე, აღმოჩნდება ხოლმე რომ ამ გმირებიდან, არც ერთი მათგანი არ არის შეძლებული ან ელიტარული ოჯახებიდან გამოსული", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა და დასძინა, რომ ეს "ჩვენი მენტალური პრობლემაა". 

"ბავშვი, რომელიც ვერასდროს ვერ ემთხვევა საკუთარ დროშას, ბავშვი, რომელსაც გააზრებული არ  ექნება მთელი ცხოვრების განმავლობაში  საქართველოს ჰიმნი და ის ღირებულებები, რაც ქვეყნის ატრიბუტიკასთან გამოხატვით შეიძლება რომ  შეაგრძნობინო, ეს ყველაფერი უცხო იქნება ჩვენი მომავალი თაობისთვის. თუ დააკვირდებით სამოქალაქო აქტივისტებსაც, მათი ქცევა, ყოველ შემთხვევაში ზოგიერთი მათგანის,  არ იქნებოდა ისეთი ამოვარდნილი საერთო კონტექსტიდან, მათ რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური გაევლოთ. მე სპეციალურად დავინტერესდი ამ კუთხით, არც ერთ მათგანს ეს სამსახური არ აქვს გავლილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ძალიან მეეჭვება, რომელიმე ქართველ კაცს შარვალი ჩაეხადა და თუნდაც მტრისთვის, უკანალი ეჩვენებინა", - თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა.

რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ „გირჩმა“ 2017 წლის აპრილის ბოლოს დააფუძნა. პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, რომ რელიგიური ორგანიზაცია „გირჩის“ მსგავსად თავისუფლების იდეასაც ქადაგებს და ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაშიც დაეხმარება. 

ყველა სიახლე

31 მაისი 2026, 21:03

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. LIVE

ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს დააჯილდოებს.

დავით მათიკაშვილი

31 მაისი 2026, 20:54

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ორი თვეა აანონსებენ აქციას რადიკალები, საზოგადოებას ყოველდღიურად აუწყებდნენ, რომ გრანდიოზულ აქციას მოაწყობდნენ და შედეგად მიიღეს ის, რაც იყო მოსალოდნელი ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადიკალებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, სააკაშვილს და მისი სადისტური მთავრობის ოდიოზურ სახეებს არ შეიძლება საქართველოში ჰქონდეს მხარდაჭერა

ორი თვეა აანონსებენ აქციას რადიკალები, ორი თვის განმავლობაში საზოგადოებას ყოველდღიურად აუწყებდნენ, რომ გრანდიოზულ აქციას მოაწყობდნენ და შედეგად მიიღეს ის, რაც იყო მოსალოდნელი ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადიკალებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, სააკაშვილს და მისი სადისტური მთავრობის ოდიოზურ სახეებს არ შეიძლება საქართველოში ჰქონდეს მხარდაჭერა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე საუბრისას.

31 მაისი 2026, 20:50

სამართალი

ძლიერი სახელმწიფო - ძლიერი სპეცსამსახურები. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

ფაქტია, ბოლო დროის კონტრდაზვერვითი საქმიანობა გვიჩვენებს, რომ ქართული სპეცსამსახურები არა თუ ტოლს არ უდებენ მსოფლიოში უძლიერეს სპეცსამსახურებს, არამედ მათ სქემებსაც წარმატებით ანეიტრალებენ. ამის ბევრი მაგალითი დაგროვდა - ერთ-ერთი ასეთი ხმაურიანი და რეზონანსული 29 მაისის იყო - ერთ დღეში ორჯერ ჩაინიშნა ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ჯაშუშობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. გთავაზობთ, თუ რა ითქვა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

31 მაისი 2026, 20:45

პოლიტიკა

„პრორუსი“ - ტერორი გაცვეთილი იარლიყებით. ვინ არის სინამდვილეში „პრორუსი“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თანამედროვე პოლიტიკაში ხშირია ბრძოლა არა ფაქტებით, არამედ - იარლიყებით. ბოლო წლების მოვლენები მოწმობს, რომ ეს სტრატეგია „დიფ სთეითის“ გავლენით მოქმედი ევრობიუროკრატიის ხელში ბრძოლის იარაღად იქცა. ამ ბრძოლაში ცალკეული ევრობიუროკრატები ყველაზე ხშირად იყენებენ იარლიყს „პროპუსი“ და „პრორუსული“.

31 მაისი 2026, 20:25

პოლიტიკა

„პრორუსი“ - ტერორი გაცვეთილი იარლიყებით. ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

„პრორუსი“ - ეს სიტყვა ბოლო წლებში პოლიტიკურ ლექსიკონში ყველაზე ხშირად გამოყენებულ იარლიყად იქცა. სწორედ ამიტომ დღეს ვისაუბრებ იარლიყების პოლიტიკაზე, რომელიც ზუსტად ისე გაცვდა, როგორც ევროპული ბიუროკრატია, რომლის დღის წესრიგი ჭეშმარიტად სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოებისთვის აღარაფერს ნიშნავს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

იან პრაუდი

31 მაისი 2026, 20:19

პოლიტიკა

იან პრაუდი: განცვიფრებული ვარ რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ „იმედისთვის“ სანქციების დაწესება გადაწყვიტა, ამ გადაწყვეტილებას არავითარი გამართლება არ აქვს. თუ ვინმე გატარებული პოლიტიკის შესახებ კითხვებს დასვამს, კრიტიკის ობიექტია, პრორუსის იარლიყს აწებებენ, რაც წარმოუდგენელი სისულელეა

ტელეკომპანია „იმედი“ არის უდიდესი, დამოუკიდებელი მაუწყებელი საქართველოში, ის კერძო საკუთრებაა, ყოველთვის ასე იყო. ტელეკომპანია „იმედს“ აქვს გასართობი გადაცემები და დიდი საინფორმაციო სამსახურიც. ტელეკომპანიის მთავარი მიზანია ქართველებისთვის იმედის მიცემა, სახელწოდებაც შესაბამისია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

ნიკოლოზ სამხარაძე
ლევან მახაშვილი

31 მაისი 2026, 19:47

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

არგუჯ ქალანთარლი ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2026, 19:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა.

მამუკა ხაბარელი

31 მაისი 2026, 19:31

სპორტი

მამუკა ხაბარელი: საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ სპორტის ამ დისციპლინაში ღირსეული ადგილი მოიპოვოს

ბიატლონის საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიკავოს სპორტის ამ დისციპლინაში, - განაცხადა საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბიატლონის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ხვიჩა კვარაცხელია

31 მაისი 2026, 19:29

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, - ინფორმაცია ჩემპიონთა ლიგამ გამოაქვეყნა.

ანა წითლიძე

31 მაისი 2026, 19:24

პოლიტიკა

ანა წითლიძე: პოლიტიკა არ არის - მე შენ მიყვარხარ.. მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს, ან მელია

ძალიან გულუბრყვილოდ უყურებთ პროცესებს. პოლიტიკა არ არის -მე შენ მიყვარხარ, რომ მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს ან მელია, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

31 მაისი 2026, 19:15

საზოგადოება

თინათინ ნიბლოშვილი „ვარდატონის“ დღესასწაულს დაესწრო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი საკრებულოში არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად ვახტანგ გორგასლის სახელობის მოედანზე სომეხი აშუღი პოეტის, საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონის“ - ვარდების - ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო.

ანა წითლიძე

31 მაისი 2026, 18:57

პოლიტიკა

ანა წითლიძე: 2021 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო ნიკა მელია, მთავარი იდეოლოგი იყო ნიკა გვარამია და ბევრ რაღაცას მე, ანა წითლიძე და ჩემნაირი კიდევ ძალიან ბევრი, ტელევიზიით ვიგებდით - ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო „ქოცებთან“, რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, "ახალის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ წლებში, რომელსაც მელია ასახელებს, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე თავად იყო, ხოლო, მთავარი იდეოლოგი კი - ნიკა გვარამია.

31 მაისი 2026, 18:27

მსოფლიო

კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00-დან 16:00 საათამდეა ღია. BBC-ის პროგნოზით, მზარდი ძალადობის ფონზე, პირველივე ტურში ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, სავარაუდოდ, 10 კანდიდატიდან ვერავინ მოიპოვებს, რის გამოც არჩევნების მეორე ტური, შესაძლოა, 21 ივნისს გაიმართოს.

ნიკუშორ დანი

31 მაისი 2026, 18:12

მსოფლიო

რუმინეთის პრეზიდენტი დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნიდან რუსეთის ელჩის გაძევებას არ გამორიცხავს

„იმედი მაქვს, რომ ისინი გაჩერდებიან. თუ არა - არსებობს სხვა ზომები, რომლებიც შეიძლება იყოს მიღებული. მაგალითად, ელჩის გაძევება. დიპლომატიურ ზომებს გარკვეული იერარქია აქვს“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

31 მაისი 2026, 17:58

სპორტი

საქართველო ბიატლონის საერთაშორისო დღეს წელს პირველად აღნიშნავს

წელს საქართველომ ბიატლონის საერთაშორისო დღეს პირველად აღნიშნა და ამით, ღონისძიების მონაწილე 30-ზე მეტ ქვეყანას შეუერთდა.

31 მაისი 2026, 17:55

საზოგადოება

31 მაისი ქიმიკოსის პროფესიული დღეა - გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ქიმიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს

31 მაისი ქიმიკოსის პროფესიული დღეა. გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ქიმიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

31 მაისი 2026, 17:55

რეგიონი

„სახიობა რაჭაში 2026“ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ფესტივალი გაიმართა

„სახიობა რაჭაში 2026“ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გამართულ ფესტივალში, ფოლკლორული, საესტრადო, ქორეოგრაფიული და საგუნდო ანსამბლები მონაწილეობდნენ. „სახიობა რაჭაში “ დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

31 მაისი 2026, 17:48

სპორტი

„ფოთიმარათონში“ 14 სხვადასხვა ქვეყნის 600-მა მორბენალმა მიიღო მონაწილეობა

„ფოთიმარათონში“ 14 სხვადასხვა ქვეყნის 600 მორბენალი მონაწილეობდა. მათგან 241 უცხოელი იყო. მარათონი სამ დისტანციას აერთიანებს-მათგან ყველაზე გრძელი 21-კილომეტრიანია.

შიო მესამე

31 მაისი 2026, 17:38

საზოგადოება

შიო მესამე: გილოცავთ სულთმოფენობის და ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. ამ სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით ვიღებთ. ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა

გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს, ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. დღეს არის ასევე ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებისას.