გარდაცვლილი ახალგაზრდა წესის აგების გარეშე დაკრძალეს
შაკო ბარამიძე
ფოტო: Facebook
სამტრედიაში, ავტოავარიისას გარდაცვლილი 24 წლის შაკო ბარამიძე წესის აგების გარეშე დაკრძალეს. როგორც მისმა ოჯახმა დღეს განაცხადა, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე.
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა აცხადებს, რომ შაკო ბარამიძისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით სინოდზე იმსჯელებენ, წესის აგება კი დასაფლავების დღესაც, მეორმოცე დღეს და წლისთავზეც შეიძლება.
მანამდე „გირჩმა“ განაცხადა, რომ წინა კვირის სამშაბათს, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. მათი მტკიცებით, ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.
„გირჩის“ ინფორმაციით, სასულიერო პირებმა მათ უთხრეს, ადამიანებს, ვისაც "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან აკრძალული აქვთ წესის აგება.
„გირჩის“ წევრებმა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“ 2017 წლის მარტში ახალგაზრდების მიერ სამხედრო სავალდებული სამსახურისგან გათავისუფლების მიზნით დაარეგისტრირეს.
ყველა სიახლე
09 სექტემბერი 2026, 08:00
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
09 სექტემბერი 2026, 07:59
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუმჯობესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუმჯობესდება და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.
09 სექტემბერი 2026, 02:14
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-მა ირანულ ნავთობტანკერებზე დარტყმები განახორციელა თეირანის მიერ სამხედრო ხომალდებზე თავდასხმის საპასუხოდ
აშშ-ის ოფიციალური პირის ცნობით, თეირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ხომალდებზე თავდასხმის მორიგი მცდელობის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა სამშაბათს ირანულ ნავთობტანკერებზე ახალი დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 01:34
მსოფლიო
ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურავს - ისრაელში შესვლა აეკრძალება 12 ბრიტანელ კანონმდებელს
ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურავს - ეს არის პასუხი დიდი ბრიტანეთის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე წარმოებულ საქონელზე სანქციების დაწესებაზე, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
09 სექტემბერი 2026, 01:25
მსოფლიო
გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ახალი ვალის აღების გარეშე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბაილმა მზარდი საფრთხეების ფონზე თავდაცვის ხარჯების ზრდა განმარტა და აღნიშნა, რომ ახალი ვალის აღების გარეშე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს.
08 სექტემბერი 2026, 22:56
მსოფლიო
მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა კიოლნში საჯარო გამოსვლისას საქსონია-ანჰალტში კვირას ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ შედეგი „უბრალოდ შოკისმომგვრელი“ იყო.
08 სექტემბერი 2026, 22:28
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგზე: დასტურდება ის გარემოება, რომ საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს მმართველობა მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარ მოსახლეობას
დასტურდება ის გარემოება, რომ საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს მმართველობა მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარ მოსახლეობას, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის შესახებ, რომლის მიხედვითაც განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია.
08 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი - მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ.
08 სექტემბერი 2026, 21:49
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ - ეს არის პროტესტი იმ მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის, საქართველოს მიმართაც
ამ არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწებზე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების შესახებ.
08 სექტემბერი 2026, 21:34
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, როდესაც ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე
ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, როდესაც ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე საუბრისას.
08 სექტემბერი 2026, 21:18
მსოფლიო
კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: რუსეთთან ღია დიალოგს მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
აშშ-ის კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას განცხადებით, რუსეთთან ღია დიალოგს მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
08 სექტემბერი 2026, 21:00
კულტურა
დიზაინერი თაკო მექვაბიძე უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მაღალი მოდის სამყაროში აცოცხლებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროექტის ფარგლებში იქმნება ფილმი, რომელსაც აჭარის მთებსა და მწვანე ტბაზე იღებენ. იგეგმება კოლექციისადმი მიძღვნილი ფილმის საერთაშორისო ციფრული პრემიერაც. ბათუმში იმყოფებიან მოდის ცნობილი გამომცემლობებიც.
08 სექტემბერი 2026, 20:57
ეკონომიკა
ბათუმმა რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბათუმმა რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა.
08 სექტემბერი 2026, 20:44
სამართალი
ქვეყნის მასშტაბით სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები დღესაც გაიმართა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორების ნაწილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, ნაწილს კი სამართალდარღვევისთვის ჯარიმა დაეკისრა.
08 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოსგან ისევ კონკრეტული კანონების გაუქმებას ითხოვს, მათ შორის ისეთების, რომლებიც ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც მოქმედებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი საქართველოსგან ისევ კონკრეტული კანონების გაუქმებას ითხოვს, მათ შორის ისეთების, რომლებიც ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც მოქმედებს.
08 სექტემბერი 2026, 20:35
პოლიტიკა
გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატება და ისლანდიის უარი ევროკავშირში გაწევრებაზე ევროპულ პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ცვლილებების ინდიკატორად ფასდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპარლამენტარების ნაწილი შექმნილ რეალობას ბრიუსელის მოქმედი ეკონომიკური და მიგრაციული კურსის მიმართ ამომრჩევლის მკაფიო პროტესტად მიიჩნევს. მიმდინარე მოვლენებს აფასებენ თბილისშიც. მმართველი გუნდი ევროკავშირის მხრიდან დღის წესრიგის გადახედვის აუცილებლობაზე მიუთითებს.
08 სექტემბერი 2026, 20:32
პოლიტიკა
აღიარებული ბრალი და გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ვასილ მხეიძესთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ბრალის აღიარების გათვალისწინებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალ ბრალზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
08 სექტემბერი 2026, 20:31
პოლიტიკა
დაპირისპირების მორიგი სერია ოპოზიციურ ფლანგზე - ურთიერთბრალდებები ყოფილ მოკავშირეებს შორის ღიად ისმის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაპირისპირების მორიგი სერია ოპოზიციურ ფლანგზე - ურთიერთბრალდებები ყოფილ მოკავშირეებს შორის ღიად ისმის. მოქმედი და ყოფილი ნაციონალები ერთმანეთს სიცრუეში და პოლიტიკურ მანიპულაციებში ადანაშაულებენ.
08 სექტემბერი 2026, 20:27
საზოგადოება
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებული რეფორმა - საუკეთესო შედეგი განათლების სფეროში და პირველი ადგილი კვლევაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მნიშვნელოვანი პროგრესი საერთაშორისო საგანმანათლებლო ასპარეზზე. გლობალური კვლევის შედეგებით, საქართველოს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
08 სექტემბერი 2026, 20:24
პოლიტიკა
აბსურდული ბრალდებები ხელისუფლების წინააღმდეგ და სტატიები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესების დაცვაზეა გათვლილი - მმართველი გუნდის შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აბსურდული ბრალდებები ხელისუფლების წინააღმდეგ და სტატიები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესების დაცვაზეა გათვლილი - ყოფილი პრემიერ მინისტრის, რომელსაც დანაშაული უკვე აღიარებული აქვს. „ასავალ-დასავალის“ ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სტატიები შეკვეთილია, მიზანი კი ხელისუფლებაზე მიზანმიმართული შეტევა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.


