imedi /  14 ნოემბერი 2019, 13:53 / სანდო წყარო

სააკაშვილი: 23 ნოემბერი მოდის და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მოდის გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივში“ განაცხადა.

სააკაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნას გამოეხმაურა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა. ერთი რამე ვიცი, მოდის გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს აღარანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, ყველაფერი გამოგვივა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ეწინააღმდეგებიან. 

პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3- წინააღმდეგი. იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

კენჭისყრამდე, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც პოზიციებზე ისევ ვერ შეჯერდნენ. უმრავლესობის მაჟორიტარმა წევრებმა თანაგუნდელები ვერც გუშინდელ სხდომაზე დაარწმუნეს.

ოპოზიციის აზრით, თუ ქვეყანა პროპორციულზე არ გადავა, აქციები გარდაუვალია.

12 ნოემბერს პარლამენტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, 3%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარებაზე, ოპოზიციის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს ნულოვანი ბარიერის პირობებში. ამისთვის კი აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება 2024 წლის საპარლამენტო არჩვნების დროს იგეგმებოდა, თუმცა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.

რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების პროპორციული სისტემისა და ნულოვანი ბარიერის შესახებ? შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

ელექტრომობილი

11 დეკემბერი 2019, 10:34

ეკონომიკა

მსოფლიოში ელექტროთვითმფრინავით პირველი კომერციული ავიარეისი შესრულდა

როგორც კომპანიები Harbour Air-ი და magniX-ი აცხადებენ, ეს მსოფლიოში ელექტროენერგიაზე მომუშვე ვერტმფრენით შესრულებული პირველი კომერციული რეისი იყო. ელექტროენერგიის გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ნახშირბადის ემისიების შემცირებას საავიაციო სექტორში.

ავღანეთი

11 დეკემბერი 2019, 10:13

მსოფლიო

ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო ბაზასთან ტერაქტი მოხდა

ტერორისტმა თავი ბაზასთან ახლოს აიფეთქა, რის შედეგადაც სამედიცინო ობიექტი დაზიანდა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის შენდებოდა. ყველა დაშავებული მშვიდობიანი მცხოვრებია. კოალიციის ძალებს შორის არავინ დაშავებულა.

ჩელსი

11 დეკემბერი 2019, 09:57

სპორტი

„ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფშია

ლონდონის „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში ფრანგული „ლილი“ დაამარცხა და პლეიოფში გავიდა. შეხვედრა დიდ ბრიტანეთში „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძლების სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დაასრულდა.

აშშ სწავლება

11 დეკემბერი 2019, 09:26

მსოფლიო

აშშ ევროპაში 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სწავლებას გამართავს

წვრთნის ცენტრი, რომლის ფარგლებში ევროპაში 20 000 ამერიკელი სამხედრო ჩავა, გერმანია გახდება. გეგმის თანახმად, ამერიკელი სამხედროები ატლანტის ოკეანის გავლით ბელგიასა და ნიდერლანდებში ჩავლენ, შედეგ კი მათი დისლოცირება პოლონეთსა და ნატოს აღმოსავლეთ საზღვრების გასწვრივ მოხდება.

11 დეკემბერი 2019, 08:59

ეკონომიკა

გახარია: მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, ყველა შესაბამისი კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, გათვალისწინებულია წინა წლების გამოწვევები და კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ვითარების უზრუნველყოფა.

აშშ სროლა

11 დეკემბერი 2019, 08:52

მსოფლიო

აშშ-ში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ-ჯერსის შტატში სროლას 6 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ ჯერსი-სიტიში მოხდა. დაჭრილია ასევე 2 სამართალდამცველი. სროლა ჯერ სასაფლაოზე დაიწყო, შემდეგ კი ეჭვმიტანილები ახლოსმდებარე სუპერმარკეტში გამაგრდნენ.

ტრამპი

11 დეკემბერი 2019, 08:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სერგეი ლავროვს შეხვდა

თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, მათ ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა კონტროლი ბირთვულ იარაღზე, არჩევნებში ჩარევა, ვაჭრობა, აგრეთვე ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხები. „ვიმედოვმებთ, რომ ჩვენი დიალოგი მალე გაგრძელდება“- წერს ტრამპი.

ეროვნული გალერეა

11 დეკემბერი 2019, 08:17

კულტურა

ეროვნული გალერეა „მარადიული რომის“ ექსპოზიციას მასპინძლობს

ამ გამოფენით იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი საქართველოს დაემშვიდობა.ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით წარმოდგენილი ექსპოზიციები, 240 თასზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა. გამოფენა ეროვნულ გალერეაში 2020 წლის 29 თებერვლამდე დარჩება.

ჟენევა

11 დეკემბერი 2019, 08:13

საქართველო

ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული მხარე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებს

მოლაპარაკების მონაწილეები საქრთველოდან და თანათავმჯდომარეები აცხადებენ, რომ ადამიანთა გატაცების პრაქტიკა და მსგავსი უკანონო ქმედებების გამოყენება ზეწოლისა და პოლიტიკური თამაშებისთვის, უნდა დასრულდეს. 2019 წლის ბოლო რაუნდი თბილისის დროით, პირველ საათზე იწყება.

ყატარი

11 დეკემბერი 2019, 00:50

მსოფლიო

ყატარი გალფის სამიტში დაძაბულობის განმუხტვის ნიშნად მონაწილეობს

მედიაში გავრცელდა სამიტზე გადაღებული ფოტო, რომელზეც ყატარის ემირი თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი და საუდის არაბეთის მეფე სალმანი არიან აღბეჭდილი. ქუვეითი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვდა ყატარსა და საუდის არაბეთს შორის პრობლემის მოგვარებას, მეფის მოწოდებას ერთიანობასთან დაკავშირებით მიესალმება.

სერგეი ლავროვი მაიკ პომპეო

11 დეკემბერი 2019, 00:28

მსოფლიო

პომპეო: რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები უნდა გაუმჯობესდეს

რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები უნდა გაუმჯობესდეს, ორივე ქვეყანა ამ მიმართულებით მუშაობს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

ჩხუბი

11 დეკემბერი 2019, 00:20

საქართველო

პარლამენტთან მოქალაქეებმა ერთმანეთს სცემეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ გაშველებას პოლიცია და იქ მყოფი მოქალაქეები ცდილობდნენ. რასთან დაკავშირებით დაიწყო ჩხუბი ჯერ უცნობია. პარლამენტთან დაპირისპირება საღამოსაც მოხდა, მას შემდეგ რაც იქ მმართველი გუნდის მხარდამჭერი მოძრაობა "გადაარჩინე სიცოცხლე" მივიდა

huawei

11 დეკემბერი 2019, 00:09

ტექნოლოგიები

Huawei 2020 წლიდან ტექნიკის ნაწილს საკუთარი ოპერაციული სისტემით გამოუშვებს

Huawei შემდეგ წელს გეგმავს საკუთარი ოპერაციული სისტემით Harmony აღჭურვოს პროდუქტი და გაყიდოს როგორც ჩინეთში, ასევე ქვეყნის გარეთ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია კომპანიის გეგმები, აპირებს თუ არა საკუთარ ბაზაზე შექმნილი ოპერაციული სისტემით მობილურების, ტაბლეტებისა და კომპიუტერების წარმოებას.

ჯონ მალკოვიჩი ჯუდ ლოუ

10 დეკემბერი 2019, 23:55

კულტურა

HBO-მ „ახალი პაპის“ მესამე ტრეილერი გამოაქვეყნა

ტელეარხმა HBO-მ პაოლო სორენტინოს მიერ გადაღებული სერიალის, "ახალი პაპის" მესამე ტრეილერი გამოაქვეყნა. „ახალი პაპი“ 2016 წელს გამოსული „ახალგაზრდა პაპის“ გაგრძელებაა. მისი მთავარი გმირია რომის პაპი იოანე პავლე მესამე (ჯონ მალკოვიჩი), რომელიც კათოლიკური ეკლესიის მეთაურად პიუს მეცამეტის (ჯუდ ლოუ) კომაში ყოფნის პერიოდში დანიშნეს.

10 დეკემბერი 2019, 23:29

ტაბლოიდი

5-ვარსკვლავიან სასტუმროებში მატრასები ქურდების ახალი სამიზნე გახდა

ოტელიერების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მატრასების ქურდობის პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება და ეს განსაკუთრებით ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს შეეხება. კვლევაში წერია, რომ super kingsize-ის ზომის მატრასის სასტუმროდან მოპარვა ნამდვილად რთულია, მაგრამ ამას ხშირად ღამე აკეთებენ.

ქიბარ ხალვაში

10 დეკემბერი 2019, 23:03

საქართველო

ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ ბოლო გადაწვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სასამართლომ ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა დაუშვებლად ცნო.

მანიშ შაჰი

10 დეკემბერი 2019, 23:01

მსოფლიო

ბრიტანელი ექიმი 23 პაციენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნეს

ბრიტანელი ექიმი მანიშ შაჰი 23 პაციენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მანიშ შაჰი​ს მიმართ გამოტანილ სასჯელს მოსამართლე 7 თებერვალს გამოაცხადებს.

მცენარეები

10 დეკემბერი 2019, 22:45

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ მცენარეები ტკივილს გრძნობენ

მკვლევარებმა შეამოწმეს პომიდორი და თამბაქოს მცენარეები. მათ აღარ უსხამდნენ წყალს და დაუზიანეს ღეროები, რეაქციას კი 10 სანტიმეტრის დისტანციაზე დამონტაჟებული მიკროფონით აკვირდებოდნენ. ორივე შემთხვევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მცენარეებმა ულტრაბგერითი ხმის გამოცემა დაიწყეს 20-დან 100 კილოჰერცამდე დიაპაზონში.

სამეფო კარის თამაშები

10 დეკემბერი 2019, 22:05

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობს სერიალზე მუშაობის დროს შფოთვა დაეწყო

31 წლის მსახიობის თქმით, მან ძალიან გაითავისა სემის როლი, რომელსაც მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ეს სირთულეები კი პერსონაჟის საუბრის მანერაზე, შემდეგ კი თავად მსახიობზე აისახა. ბრედლის თქმით, გადამღებ ჯგუფს ეგონა, რომ მას უბრალოდ სიტყვები ავიწყდებოდა, ზოგი კი ფიქრობდა, რომ ის სულ ასე იქცეოდა.

Mac Pro

10 დეკემბერი 2019, 22:00

ტექნოლოგიები

ახალი Mac Pro-ს ფასი 52 ათას დოლარს აღწევს

კომპანია Apple-მა ახალი კომპიუტერის, Mac Pro-ს გაყიდვა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Verge ავრცელებს. კომპიუტერი Intel Xeon-ის პროცესორზე მუშაობს, რომელიც 8-დან 28-მდე ბირთვითაა აღჭურვილი. Mac Pro-ს ფასი 5999 დოლარიდან იწყება.