imedi /  21 ნოემბერი 2019, 18:45 / სანდო წყარო

პენსიონერი პედაგოგები ფულად ჯილდოს გამოცდის შედეგების შემდეგაც მიიღებენ

საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე გავიდნენ, გამოცდის შედეგები დეკემბრამდე არ ეცოდინებათ. სისტემიდან გასვლისთვის გათვალისწინებული ჯილდოს მეორე ეტაპზე რეგისტრაცია კი ნოემბრის 29-ში სრულდება.

Edu.aris.ge-ს ინფორმაციით, ამ სიტუაციის დალაგების მიზნით, განათლების სამინისტრო გამონაკლისს დაუშვებს. საკითხზე მინისტრის პირველმა მოადგილე ირინა აბულაძემ გააკეთა განმარტება.

„6 450 საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებელი გავიდა სისტემიდან და ჩვენ 55 მილიონი ლარი დაგვიჯდა ეს ყველაფერი. ახლა გამოცხადებულია მეორე ეტაპი და თვის ბოლომდე იქნება განაცხადების შემოტანა მასწავლებლების მიერ. თუმცა, ეს მასწავლებლები ასევე ელოდებიან გამოცდების შედეგებსაც და სადღაც დეკემბრის დასაწყისში ექნებათ საბოლოო შედეგებიც და თუ მოხდება ისე, რომ მასწავლებელი გადაწყვეტილებას გამოცდების შედეგების დადგომის შემდეგ მიიღებს, თუ იქნება ასეთი შემთხვევებიც, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ დეკემბერში დამატებით ფანჯარა გავხსნათ ამ მასწავლებლებისთვის. არის ძალიან ბევრი პედაგოგი, რომელიც უკვე მზად არის, რომ დაწეროს განცხადება და გავიდეს, ისინი გამოცდაზეც არ გასულან. ამიტომაც, ჩვენ ვთქვით, რომ არ ვალოდინებთ იმ მასწავლებლებს, ვისაც აქვს სურვილი ახალ წლამდე, დეკემბერშივე ისარგებლოს ჯილდოთი. მაგრამ ისინი, ვინც გადიან გამოცდაზე და გადაწყვეტენ მოგვიანებით, დავუშვათ დეკემბრის შუა რიცხვებში, რომ შედეგების გათვალისწინებით დაწერონ განცხადება, ამისთვის მათ ეს შესაძლებლობა დამატებით მიეცემათ“, – აღნიშნა ირინა აბულაძემ.

მისივე თქმით, მასწავლებელთა სისტემიდან გასვლის პარალელურად, სისტემას დაემატა ახალი კადრები და ასევე არსებულებზე გადანაწილდა საათები.

„შედეგები გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი, დაახლოებით 2000-მდე ახალი კადრი შემოვიდა სისტემაში. და, რა თქმა უნდა, მოხდა არსებული კადრების ფარგლებში საათების გადავსება და გაზრდა, რამაც 10% -ით გაზარდა სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა რაოდენობა. ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მასწავლებლისთვის გაზრდილ ხელფასს ნიშნავს ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს“, – დასძინა მინისტრის მოადგილემ.

ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი, პირველ ეტაპზე საპენსიო ასაკს მიღწეულმა 6000-მდე ​პრაქტიკოსმა პედაგოგმა გამოთქვა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. შესაბამისად, ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება. 

რას სთავაზობს სახელმწიფო პენსიონერ პედაგოგებს, ნახეთ ამ ბმულზე. 

ყველა სიახლე

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

09 მაისი 2026, 14:04

მსოფლიო

ერდოღანი: ევროპა თურქეთის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის გარეშე ევროპის მომავალი არქიტექტურა სრულყოფილი არ იქნება.

09 მაისი 2026, 13:46

რეგიონი

გარდაბანში ილია II-ის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საღამოს ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეები იოსებ ალიბეგაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა კობახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

09 მაისი 2026, 13:39

რეგიონი

ქალაქ ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა მოადგილეებთან ერთად ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მეორე მსოფლიო ომის ობელისკი ყვავილებით შეამკეს.

შალვა პაპუაშვილი

09 მაისი 2026, 13:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვუყურებ რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ, დღესაც იქნება ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი, რაშიც მონაწილეობის სურვილი, რა თქმა უნდა არ გვაქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის თბილისში ევროკავშირის საელჩოს მიერ ევროპის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას არ აპირებს.

09 მაისი 2026, 13:30

პოლიტიკა

კახა კალაძე: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების თავდადება უდიდესი ბოროტების - ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია

თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

09 მაისი 2026, 13:27

საზოგადოება

თბილისის საკრებულოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ჯაფარიძემ და საკრებულოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავის აღსანიშნავად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. საკრებულოს წევრებმა კიკვიძის პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვეს.

09 მაისი 2026, 13:25

რეგიონი

ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.

შალვა პაპუაშვილი

09 მაისი 2026, 13:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე: ეს არის მორიგი დანაშაულის დაგეგმვა, როგორც 4 ოქტომბერს აპირებდნენ უცხოელების ხელშეწყობით დანაშაულის ორგანიზებას და საბოლოო ჯამში, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ახლაც ასე იქნება

26 მაისს ჩვენ ველით აღლუმს, რომელიც ტრადიციულად გაიმართება და გვექნება შესაძლებლობა წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიის მოწმე ვიყოთ და ეს იქნება დიდი ზეიმი ჩვენი ხალხისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 26 მაისს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას.

09 მაისი 2026, 13:22

ჯანდაცვა

სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მერიის მხარდაჭერით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

დავით ქართველიშვილი

09 მაისი 2026, 13:19

პოლიტიკა

ქართველიშვილი: კოლექტიური „თავისუფლების ინსტიტუტი“ წმ. ილია მართალს რომ ამოეფარა და ახალგაზრდობის გენმოდიფიცირების ცენტრი რომ შექმნა „ილიაუნის“ სახელით - იგივე მიდგომა იყო მეუფე ესაიას ამოფარებოდნენ პატრიარქის არჩევნებისას

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გარკვეული ჯგუფების სტრატეგიას ეხმიანება, რომლებიც ავტორიტეტული ფიგურების გამოყენებით ცდილობენ საზოგადოებრივი გავლენის მოპოვებას.

ზურაბ ქადაგიძე

09 მაისი 2026, 13:16

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელი უკვე მიხვდა, რომ შუა დერეფანი სჭირდება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. შუა დერეფანი კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველო-უკრაინის ურთიერთობას. ასევე ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზეც, შუა დრეფნის კონტექსტში. ქადაგიძემ განაცხადა, რომ უკრაინასთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა საქართველოს თანასწორუფლებიან პარტნიორად აღიქვამს:

შალვა პაპუაშვილი

09 მაისი 2026, 13:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაცობა“ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაცლილია ღირებულებებისგან. როცა ადამიანი არის „ნაცი“, რა თქმა უნდა, ის შუბლის ძარღვს გაიწყვეტს

ჩვენ საქმე გვაქვს იდეოლოგიასთან, რასაც „ნაცობა“ ჰქვია, „ნაცობა“ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაცლილია ღირებულებებისგან. ასე რომ, როცა ადამიანი არის „ნაცი“, რა თქმა უნდა, ის შუბლის ძარღვს გაიწყვეტს და ასეთის სახის განცხადებებსაც გააკეთებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ შესახებ ქეთი დევდარიანის განცხადებას ეხებოდა. კერძოდ, დევდარიანის თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წართმეული „იმედის“ კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება არხის „წაღება“ იყო.

შალვა პაპუაშვილი

09 მაისი 2026, 12:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სირცხვილია, როდესაც მეგობარსა და პარტნიორს უწოდებ ქვეყანას და იქ აწარმოებ დაზვერვას. მნიშვნელოვანი იყო გუშინ მამუკა მდინარაძის განცხადება და მოწოდება ამ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომ შეწყვიტონ ასეთი საქმიანობა

სირცხვილია, როდესაც მეგობარსა და პარტნიორს უწოდებ ქვეყანას და იქ აწარმოებ დაზვერვას. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო გუშინ მამუკა მდინარაძის განცხადება და მოწოდება ამ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომ შეწყვიტონ ასეთი საქმიანობა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე საუბრისა.

მოჯთაბა ხამენეი

09 მაისი 2026, 12:51

მსოფლიო

CNN: ირანის დაჭრილი უზენაესი ლიდერი საჯაროდ არ ჩანს, მაგრამ სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს

აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი მაღალი რანგის სხვა ჩინოვნიკებთან ერთად ისლამური რესპუბლიკის სამხედრო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობას იღებს. ინფორმაციას CNN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

09 მაისი 2026, 12:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი 2024 წლის მოვლენებზე: მაშინ პარლამენტის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება რომ არა, შეიძლებოდა, პარლამენტი გადამწვარიყო და მართლა 90-იანი წლების იმ ბნელ წარსულში დავბრუნებულიყავით, ჰერჩინსკი რომ გვიწინასწარმეტყველებს

მაშინ პარლამენტის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება რომ არა, შეიძლებოდა, პარლამენტი გადამწვარიყო და მართლა 90-იანი წლების იმ ბნელ წარსულში დავბრუნებულიყავით, ჰერჩინსკი რომ გვიწინასწარმეტყველებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

09 მაისი 2026, 12:22

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ვხედავდით ევროპის დროშით შეიარაღებულ რადიკალებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“ როგორ ესროდნენ და ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ და ამ დროს ჩვენი პოლიციელები იყვნენ დიდი გამოწვევის წინაშე, რომ ეს ძალადობა არ შემდგარიყო

ესეც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ადამიანები იქ უპირველეს ყოვლისა იყვნენ იმისთვის, რომ ქვეყანა დაეცვათ. თუმცა, გადაცდომებსაც რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება ექნება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2024 წლის მოვლენების გახსენებისას.

09 მაისი 2026, 12:18

მსოფლიო

მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი სამხედრო ტექნიკის მონაწილეობის გარეშე გაიმართა

მოსკოვში, წითელ მოედანზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

09 მაისი 2026, 12:07

ჯანდაცვა

სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა ფართოვდება - სახელმწიფო ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის პერსონალურ ამწეებს შეისყიდის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის, „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პერსონალურ ამწეებს შეისყიდის.

ირაკლი კობახიძე

09 მაისი 2026, 11:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, ასეთ პირობებში, ვერც ერთ მათ პოლიტიკურ ინიციატივას ვერ ექნება წარმატება

ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

09 მაისი 2026, 11:55

სამართალი

ძალადობის ფაქტებზე დაკავებული ყოფილი და მოქმედი ძალოვანებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაკავებული 5 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.