პარლამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატების ნაწილი აირჩიეს
საქართველოს პარლამენტი
ფოტო: Facebook
პარლამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატები აირჩიეს. საკადრო ცვლილებებზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩატარდა. სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი იქნება, ვიცე-სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გახდა. ასევე, ვიცესპიკერი გახდა გიორგი კახიანი, რომელსაც მანამდე საპროცედურო საკითხთა თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, ევროინტეგრაციის კომიტეტს თამარ ხულორდავას ნაცვლად დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს, საგარეო კომიტეტს სოფო ქაცარავასგან ირაკლი ბერაია გადაიბარებს, განათლების კომიტეტს კი გენადი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.
ამასთან ერთად, ხვალ ეყრება კენჭი კახა კუჭავას კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, რომელიც აქამდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. შესაბამისად, ასევე ხვალ უყრიან კენჭს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანის კანდიდატურას და გურამ მაჭარაშვილის კანდიდატურას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, რომელიც გიორგი კახიანის ვიცესპიკერატში გადანაცვლების შემდეგ გათავისუფლდა.
საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდის გამო, უმრავლესობა სულ 12-მა წევრმა დატოვა.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.
მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.
ყველა სიახლე
28 სექტემბერი 2026, 21:43
მსოფლიო
უკრაინის პრემიერი: სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა
სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა, კერძოდ, უკრაინის მიერ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ზოგიერთი ვალდებულების შესრულების დაგვიანების გამო. ამის შესახებ უკრაინის რემიერ-მინისტრმა, სერგეი კორეცკიმ განაცხადა.
28 სექტემბერი 2026, 21:09
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ მიიღო მონაწილეობა.
28 სექტემბერი 2026, 21:06
სპორტი
საქართველო-უკრაინის თამაშის მეორე ტაიმი დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ მართავს.
28 სექტემბერი 2026, 20:58
საზოგადოება
ალავერდში ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღე სადღესასწაულო ღამისთევის მსახურებით აღნიშნეს
28 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს, ანუ ალავერდობას განსაკუთრებით კახეთში აღნიშნავს.
28 სექტემბერი 2026, 20:50
რეგიონი
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა.
28 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ოკუპაციაზე - პატარა სოფლებად მოხსენიებული ოკუპირებული ტერიტორიები და მმართველი გუნდის შეფასება
ქვების გროვიდან სამ პატარა სოფლამდე - დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოკუპაციაზე მსჯელობისას სააკაშვილის განცხადებას მმართველი გუნდი მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგ აღიარებად აფასებს.
28 სექტემბერი 2026, 20:41
სამართალი
სტუდია „მონიტორის“ სიუჟეტი ცილისწამებად შეფასდა - რა ფასად შეიძინა 2014 წელს ესტონელმა ბიზნესმენმა „თბილისი ჰილსის“ პროექტის დაწყების მიზნით მიწა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მხარეები ირწმუნებიან, რომ ბიზნესმენმა 9 მილიონი ლარი გადაიხადა. კითხვებთან ერთად სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებს ადრესატი ვანო ჩხარტიშვილი გამოეხმაურა და სიუჟეტის ავტორები პოლიტიკური ნიშნით მათთვის არასასურველი ადამიანების დისკრედიტაციაში ამხილა.
28 სექტემბერი 2026, 20:38
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის მუქარა სასამართლო დარბაზიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მიხეილ სააკაშვილის მუქარა სასამართლო დარბაზიდან. მსჯავრდადებული ხელისუფლებას ემუქრება. იმ ფონზე, როცა ოპოზიციურ ფლანგზე შიდა დაპირისპირება პიკს აღწევს, სააკაშვილის მუქარა მმართველი გუნდისთვის არასერიოზულია და კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ რეალურ სახეს და ოპოზიციის უპერსპექტივობას.
28 სექტემბერი 2026, 20:34
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავასთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ე.წ. კასრების საქმეზე მსჯავრდადებული მეგის ქარდავა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლის თანახმადაც მეგის ქარდავას ცხრაწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
28 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი კანადაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მაკა ბოჭორიშვილი, კანადელი კოლეგის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში სახელწოდებით - „გზები მშვიდობისკენ“.
28 სექტემბერი 2026, 20:32
ეკონომიკა
ქონების გადასახადზე 40 ათას ლარიანი ზღვარი უქმდება - საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხილვა პარლამენტში იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარლამენტი საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას ხვალიდან იწყებს. ცვლილებების თანახმად, ქონების გადასახადზე დაწესებული 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება. შესაბამისად, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 81 000 მოქალაქე.
28 სექტემბერი 2026, 20:31
პოლიტიკა
თბილისის მერის ვიზიტი ჩინეთში - „ქრონიკა“ შანხაიდან
თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთშია. კახა კალაძე შეხვდება ქალაქ ნანკინის მერს, ასევე ეწვევა მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ის და თბილისის მეტროპოლიტენისთვის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს.
28 სექტემბერი 2026, 20:25
საზოგადოება
წყნეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად წყნეთში მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მოწესრიგება დასასრულს უახლოვდება.
28 სექტემბერი 2026, 20:21
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულმა მიმდინარე სირთულეებმა არ უნდა გააუქმოს დიალოგის სივრცე, პირიქით - ეს პოლიტიკური გარემოებები საპარლამენტო დიალოგს კიდევ უფრო აუცილებელს ხდის, აზრთა სხვადასხვაობის მოგვარება შესაძლებელია
ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ტირანაში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე სიტყვით გამოვიდა.
28 სექტემბერი 2026, 20:15
მსოფლიო
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს საკუთარი მარაგებიდან უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდების შესახებ ახალი განცხადებები არ გაუკეთებიათ
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს საკუთარი მარაგებიდან უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდების შესახებ ახალი განცხადებები არ გაუკეთებიათ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
28 სექტემბერი 2026, 20:15
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივებსა და იმ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც პარლამენტში უახლოესი პერიოდის განმავლობაშია დაგეგმილი.
28 სექტემბერი 2026, 20:13
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის შრომისა და კეთილდღეობის მინისტრ არსენ ტოროსიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის შრომისა და სოციალური დაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სოციალური დაცვის პოლიტიკასა და სოციალურ მომსახურებას, მოქალაქეებისთვის სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს.
28 სექტემბერი 2026, 20:11
პოლიტიკა
რა სტრატეგია აქვს ოპოზიციას 2028 წლისთვის - მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გადალაგების ახალი სქემა შემუშავდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა სტრატეგია აქვს ოპოზიციას 2028 წლისთვის - მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გადალაგების ახალი სქემა შემუშავდება.
28 სექტემბერი 2026, 20:03
მსოფლიო
მაკრონი: სუვერენული და დემოკრატიული ევროპა, შთაგონებული მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტით, ევროპა, რომელმაც ხელახლა უნდა იპოვოს თავისი დამფუძნებლების სიმამაცე - სიმამაცე იმისა, რომ არ დაიხიოს უკან, არ აჰყვეს სხვათა მიუღებლობასა და ნაციონალიზმის დაბრუნებას, რაც საზოგადოებას ხლეჩს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპას მოუწოდა, ხელახლა იპოვოს დამფუძნებელთა „გამბედაობა“ და წინ აღუდგეს „ნაციონალიზმის დაბრუნებას“.
28 სექტემბერი 2026, 20:01
სპორტი
საქართველო-უკრაინის თამაში დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ მართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა.


