imedi /  01 დეკემბერი 2019, 22:40 / სანდო წყარო

ცნობილია ანტიკვარული ნივთები, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის იყიდეს

ათონელის რეზიდენცია

ათონელის რეზიდენცია

თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლის მოსაწყობად, სადაც ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სულ 2 800 000 ლარი გამოიყო, 1 999 558 ლარი ანტიკვარულ ავეჯზე გაიხარჯა. ათონელის რეზიდენციაში შეძენილ ანტიკვარიატთან დაკავშირებით სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა. 

ორბელიანების სასახლის ისტორიულ ნაწილში 10-მდე დარბაზი და ოთახებია. მათი სახელწოდება ანტიკური ხანიდან თანამედროვეობამდე საქართველოს ისტორიის თითქმის ყველა მნიშვნელოვან პერიოდს მოიცავს.

შენობის პირველ სართულზე სამი დარბაზი და გალაქტიონის სახელობის აივანია. რუსთაველის დარბაზში კი პრეზიდენტი ბრიფინგებს გამართავს. ამავე დარბაზში მოეწყობა მუსიკალური საღამოებიც.  

სასახლის პირველ სართულზე ოქროს საწმისისა და ამრას დარბაზებია. სწორედ ამ დარბაზში დაიდო ბინა, ანტიკვარებს შორის ყველაზე ძველმა და ყველაზე ძვირადღირებულმა ნივთმა, რომელიც ჭაღია. ის მოოქროვილი ბრინჯაოთი, ლურჯი და თეთრი ბროლით რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში მეცხრამეტე საუკუნეშია დამზადებული. მისი ღირებულება 59000 დოლარია. 

ათობით ანტიკვარულ ნივთს შორის არის 7 ფერწერული ტილო, შანდლები, სარკეები,  შუააზიური ხალიჩები, მაგიდა და სავარძლები. თითქმის ყველა  მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება.

სასახლეში არის იეთიმ გურჯის ოთახი, სადაც სპარსული ჭაღი კიდია. ის წლების წინ ცნობილ მეცენატს დავით სარაჯიშვილს ეკუთვნოდა. დაახლოებით 120 წლის განმავლობაში კი მაჭავარიანების ოჯახში, ამ სპარსულ ოთახს ამშვენებდა.

"იმედის კვირის" ინფორმაციით, ორბელიანების სასახლისთვის ანტიკვარული ნივთები პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მხოლოდ საქართველოში შეიძინა. ქართველმა დიზაინერებმა დაამზადეს, თანამედროვე ნივთების ნაწილიც. 

ორბელიანების სასახლის მეორე სართულზე ძირითადად სამუშაო ოთახებია განთავსებული, ამ შემთხვევაშიც ყველას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რომელიც ქვეყნის ისტორიასა და კულტურას უკავშირდება. პრომეთეს და მედეას ოთახები, სწორედ ამ ოთახში განთავსდება პრეზიდენტის სამუშაო სივრცე. ბაგრატიონების დარბაზსა და სულხან - საბა ორბელიანის ბიბლიოთეკაში კი სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან პირისპირ შეხვედრები გაიმართება. 

პრეზიდენტის რეზიდენციას უსახსოვრეს ისტორიული  ნივთები და ნახატებიც. მერანის სახელობის ოთახში განთავსებული ნახატი, ადმინისტრაციას მხატვარმა თენგო მარიმ გადასცა. ორბელიანების სასახლეში დაიდო ბინა, ცნობილი მოქანდაკისა და მხატვრის სიმონ გირკელიძის ნამუშევარმაც.

ორბელიანების სასახლისა და მათი მფლობელების  ისტორიის კვლევა ისევ გრძელდება, თუმცა, ვიდრე ისტორიკოსები და მეცნიერები ახალ დეტალებს აღმოაჩენენ, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ორბელიანების სასახლის ისტორიული ნაწილი, ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს უმასპინძლებს.

სასახლე-მუზეუმი ფუნქციონირებას დეკემბრის ბოლოდან დაიწყებს.

ყველა სიახლე

მაიმუნის და ღორის ჰიბრიდი

07 დეკემბერი 2019, 18:32

ტექნოლოგიები

ჩინეთში მსოფლიოში პირველად მაიმუნის და ღორის ჰიბრიდი დაიბადა

ცხოველების დაბადება ექსპერიმენტის ნაწილია, რომლის საბოლოო მიზანიც ცხოველებში ადამიანების ორგანოების გაზრდაა, რომლებსაც შემდეგ გადანერგვისთვის გამოიყენებენ. მეცნიერთა ნაწილი ჩინეთს მსგავსი ექსპერიმენტების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ნინო ბურჯანაძე

07 დეკემბერი 2019, 18:27

საქართველო

ბურჯანაძე უარყოფს რომ მოსკოვში ბოდიში მოიხადა

ნინო ბურჯანაძე უარყოფს, მოსკოვში ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის აეროპორტში განაცხადა. ბურჯანაძემ ოპოზიციის ლიდერებს მადლობა გადაუხადა, „სწორი პოლიტიკური შეფასებისთვის“.

07 დეკემბერი 2019, 18:21

საქართველო

ფიროსმანის ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია. არიან დაშავებულები

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, „სენტას“ ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების საშიშროება მოხსნილია. ხანძრისას დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა დგინდება.

07 დეკემბერი 2019, 18:19

თემა

ვის ემართება ფილტვის კიბო? მხოლოდ მწეველებს?

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სიკვდილობის 94%-სარაგადამდები დაავადებები იწვევს, საერთო სიკვდილიანობის 14%-ი კი ონკოლოგიურ დაავადებებზე მოდის. მას გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების შემდეგ (საერთო სიკვდილიანობის 69%-ი) მეორე ადგილი უჭირავს. კიბოს პოპულაციური რეგისტრის (საქართველოში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა) მონაცემებით, ქალებში კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობა ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნეა, კაცებში კი - ფილტვის კიბო, რომელსაც სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. ანალოგიური სიტუაციაა მთელ მსოფლიოში. ამას ადასტურებს ისიც, რომ 2018 წელს ფილტვის კიბომ ონკოლოგიური დაავადებების ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მხრივმსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა.

ოკეანე თევზები

07 დეკემბერი 2019, 17:43

ტექნოლოგიები

კვლევა: კლიმატის ცვლილების გამო ოკეანეებში ჟანგბადის დონე იკლებს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჟანგბადის დაბალი შემცველობა ოკეანეების 700 წერტილში ფიქსირდება, მაშინ როცა 1960-აინ წლებში მათი რაოდენობა მხოლოდ 45-ს შეადგენდა. 1960-2010 წლებში წყალში ჟანგბადის შემცველობა საშუალოდ 2%-ით შემცირდა.

ინდოეთი ძალადობა

07 დეკემბერი 2019, 17:09

მსოფლიო

გარდაიცვალა ინდოელი ქალი, რომელსაც ძალადობაში ეჭვმიტანილებმა ცეცხლი წაუკიდეს

23 წლის ქალს სხეულის 90% ჰქონდა დამწვარი. შემთხვევა უტარ პრადეშის შტატში მოხდა. ქალი, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, რკინიგზის სადგურისკენ მიდიოდა, როცა რამდენიმე კაცი თავს დაესხა, შემდეგ კი ახლომდებარე მინდორში წაიყვანეს და ცეცხლი წაუკიდეს.

საახალწლო დეკორაციები

07 დეკემბერი 2019, 17:00

საქართველო

საახალწლო დეკორაციების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამაღამ, 8 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

ნავთობის ფასი

07 დეკემბერი 2019, 16:45

ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (ოპეკი) წევრი 10 ქვეყანა ნავთობის მოპოვების შემცირებას გეგმავს. ექსპერტები კი ნედლეულზე ფასის ზრდას პროგნოზირებენ. ოპეკის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით 2020 წლის 1 იანვრიდან ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი დღე-ღამეში კიდევ 500 ათასი ბარელით შემცირდება.

Instagram

07 დეკემბერი 2019, 16:41

ტექნოლოგიები

CNBC: Instagram-ზე ლაიქების დამალვის მიზანი მომხმარებელთა აქტივობის გაზრდაა

სოციალურ ქსელ Instagram-ზე ლაიქების დამალვის მიზანი მომხმარებელთა აქტივობის გაზრდაა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიის ყოფილ თანამშრომლებზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNBC ავრცელებს. ერთ-ერთი მათგანის თქმით, შიდა კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლები ძალიან ხშირად შლიან ისეთ ფოტოებს, რომლებმაც არასაკმარისი რაოდენობის ლაიქი აქვს.

07 დეკემბერი 2019, 16:25

ტექნოლოგიები

ექიმებმა ღვიძლის ციროზის გამომწვევი პროდუქტები დაასახელეს

გერმანელმა გასტროენტეროლოგმა, პროფესორმა და მედიცინის დოქტორმა ტომას ფრილინგმა გამოცემა Focus.de-სთან დაასახელა პროდუქტები, რომლებიც კუჭის ლორწოვან გარსს აზიანებს და ღვიძლის ციროზს იწვევს. მათ შორის პირველია რაფინირებული შაქარი.

დემონსტრაცია მინსკში

07 დეკემბერი 2019, 16:18

მსოფლიო

მინსკში ბელარუსის და რუსეთის შესაძლო გაერთიანებას აპროტესტებენ

დემონსტრაციაში ასობით ადამიანი მონაწილეობს. შესაძლო ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციით უკმაყოფილებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს და მთავრობის სახლთან მივიდნენ. აქცია ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სოჭში რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესი

07 დეკემბერი 2019, 16:12

ძალოვნები

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავისი არასრულწლოვანი შვილები.

მასუდ სოლეიმანი სიუე ვანგი

07 დეკემბერი 2019, 15:54

მსოფლიო

აშშ-მა და ირანმა პატიმრები გაცვალეს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, პრინსტონის კურსდამთავრებული, ამერიკელი სიუე ვანგი პატიმბრობიდან გათავისუფლდება და თეირანი მას აშშ-ში დაკავებულ ირანელ მეცნიერზე, მასუდ სოლეიმანიზე გაცვლის. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press-ი ავრცელებს.

07 დეკემბერი 2019, 15:11

მსოფლიო

ფრანგმა სპეციალისტებმა მაკრონის საარჩევნო შტაბზე კიბერშეტევაში რუსული კვალი აღმოაჩინეს

კიბერუსაფთხოების სფეროში მომუშავე ორმა ფრანგულმა კომპანიამ ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბის მიმოწერაზე კიბერთავდასხმასთან რუსული სპეცსამსახურების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Monde წერს.

გიორგი გახარია

07 დეკემბერი 2019, 15:00

საქართველო

გახარია: გუნდში არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ არის

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც მთავარ სტადიონთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივასა" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პრემიერს შეძახილებით: „სამარცხვინო გახარია“ დახვდნენ. პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გუნდში არანაირი დაძაბულობა და დააპირისპირება არ არის.

07 დეკემბერი 2019, 14:26

ტექნოლოგიები

აშშ-ის ეროვნული არქივი გამოფენს ტყვიას, რომლითაც ჯონ კენედი მოკლეს

აშშ-ის ეროვნული არქივი 2020 წელს გამოფენს ტყვიას, რომლითაც ქვეყნის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს. ტყვიის ვირტუალური ასლის ნახვა ინტერნეტკატალოგში იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს (NIST).

ბერი გიგა ქავთარაძე

07 დეკემბერი 2019, 14:15

ძალოვნები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს, გიგა ქავთარაძეს აღკვეთი ღონოსძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ მარიამ ქორიძის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, დაცვის მხარე კი ქავთარაძის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი

07 დეკემბერი 2019, 14:14

საქართველო

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართა

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლება ამავე დღეს გავრცელებული განცხადებით მოითხოვა. 6 დეკემბერს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არსებობს პოზიტიური ნიშნები, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებენ

რონ ლიბმანი

07 დეკემბერი 2019, 13:17

კულტურა

სერიალ „მეგობრების“ მსახიობი 82 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რონ ლიბმანი, რომელმაც სერიალ „მეგობრებში“ რეიჩელ გრინის მამის როლი შეასრულა, 82 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მსახიობის აგენტის განცხადებით, ლიბმანის გარდაცვალების მიზეზი ფილტვების მწვავე ანთება გახდა.

07 დეკემბერი 2019, 12:40

საქართველო

დმანისში აქციისთვის ჩასულ ელისაშვილს კახა ოქრიაშვილის სახელით სპეციალური ბანერი დახვდა

დმანისში აქციისთვის ჩასულ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერს ალეკო ელისაშვილს მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა ბანერები დაახვედრა. „სტუმართმოყვარე დმანისი, კეთილი იყოს ოპოზიციის და არამარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში“, - ეს ბანერი წალკის და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატისგან აქციის მონაწილეებს დაუმზადა.