imedi /  03 დეკემბერი 2019, 11:20 / სანდო წყარო

კარლ ჰარცელს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების სწრაფი განახლება სურს

კარლ ჰაერცელი

კარლ ჰაერცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა. კომენტარი ელჩმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გააკეთა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია: „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“ იმართება. ჰაერცელმა დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და ყოველგვარი ძალადობა დაგმო. 

მისი თქმით, მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გაიმართოს.

„შემდეგი შეხვედრა ჯერ დაგეგმილი არ არის. ჩემთვის ნათელია, რომ შემდეგი რაუნდი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა ჩატარდეს. ევროკავშირი სხვებთან ერთად დიალოგს ხელს უწყობს. რაც მთავარია, მოხდა აზრების გაცვლა. დიალოგის პროცესი არის უმნიშვნელოვანესი და შემდეგ ნაბიჯებს ველოდებით. დაძაბულობის განსამუხტად დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. დასაგმობია ნებისმიერი სახის ძალადობა. დიალოგის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია აღვუდგეთ ძალადობას და ეს საკითხი მოგვარდეს. დიალოგის ყველა მონაწილემ უნდა გამოიტანოს დასკვნა,  რას ნიშნავს აზრების გაცვლა და რას ნიშნავს ეს ჩვენი დიალოგისთვის", - განაცხადა ჰარცელმა.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 30 ნოემბერს გაიმართა.  მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

თელასი

06 დეკემბერი 2019, 16:43

ეკონომიკა

თელასის 10 000 აქციაზე ფინანსური გარიგება შედგა

თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ 10 000 აქციაზე გარიგება დაიდო. საქართველოს საფონდო ბირჟის ცნობით, აქციების გასხვისება არასაბირჟო გარიგებით მოხდა და თითო აქციის ფასმა 1 ლარი შეადგინა. გარიგების ღირებულება ათი ათასი ლარია.

ნინო ბურჯანაძე

06 დეკემბერი 2019, 16:42

საქართველო

რუსული მედია: ბურჯანაძემ ზაფხულში მომხდარი ანტირუსული სკანდალის გამო მოიბოდიშა

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ზაფხულში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობის დროს მომხდარი ანტირუსული სკანდალის გამო ბოდიში მოიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ირაკლი კოვზანაძე

06 დეკემბერი 2019, 16:34

ეკონომიკა

მთავრობამ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, მთავრობამ გაითვალისწინა პარლამენტის რეკომენდაცია და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსება წინა ვერსიისგან განსხვავებით 50 მილიონით 350 მილიონ ლარამდე გაზარდა.

06 დეკემბერი 2019, 16:30

ვიდეო

დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი ქუთაისში

06 დეკემბერი 2019, 16:10

საქართველო

ზალკალიანი: ველოდებით რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებენ

„გარკვეული პოზიტიური ნიშნები არსებობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე უნდა გათავისუფლდეს. ველოდებით, რომ ეს ძალიან მალე და სწრაფად მოხდება“, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

06 დეკემბერი 2019, 16:04

საქართველო

ქუთაისის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთმანეთს სცემეს

ქუთაისის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის აქციაზე, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ, რომლებმაც ოპოზიციის აქცია გააპროტესტეს. „გიგი უგულავა, რომელმაც თბილიის ბიუჯეტი შეჭამა, დღეს მე აქ მიკითხავს მორალს“, - განაცხადა ხელისუფლების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.

ანგელა მერკელი

06 დეკემბერი 2019, 15:50

მსოფლიო

მერკელი აუშვიცში პირველად ჩავიდა

გერმანიის კანცლერის ვიზიტი ანტისემიტიზმის ზრდის ფონზე, ბანაკის გათავისუფლებიდან 75-ე წლისთავის წინ იმართება. მერკელი ასევე მივიდა კარიბჭესთან, რომელზეც არის წარწერით შრომა ათავისუფლებს“, ეს წარწერა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების, მათ შორის აუშვიცის, შესასვლელში იყო გაკრული. ე.წ. მერკელი ე.წ. შავ კედელთან წუთიერი დუმილით გაჩერდა.

წითელა

06 დეკემბერი 2019, 15:46

მსოფლიო

2018 წელს წითელას 140 ათასი ადამიანი ემსხვერპლა

2018 წელს წითელათი 10 მილიონი ადამიანი დაავადდა, მათგან 140 ათასი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გარდაცვლილთა უმეტესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია, რომელსაც წითელას საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული.

გიორგი ჩაკვეტაძე

06 დეკემბერი 2019, 15:41

საქართველო

14 დეკემბერს „ქართული ოცნება“ მასშტაბურ შეკრებას გამართავს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველო თავმჯდომარეობასა და ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით საზეიმო კვირეულის მიმდინარეობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე განცხადებას ავრცელებს.

მკვლელობა

06 დეკემბერი 2019, 15:21

ძალოვნები

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში მკვლელობა მოხდა

„ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯერჯერობით დანაშაულთაკ დაკავშირებით დაკავებული არავინაა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.

Uber ტაქსი

06 დეკემბერი 2019, 14:53

მსოფლიო

ყოველდღიურად აშშ-ში Uber-ის 8 მგზავრი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ხდება

ტაქსის სერვისმა Uber-მა აშშ-ში 2017-2018 წლებში კომპანიის მძღოლებისა და მგზავრების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტების საფუძველზე 84-გვერდიანი დასკვნა გამოაქვეყნა. მათი ცნობით, 2017-2018 წლებში კომპანიამ სექსუალური შევიწროების შესახებ 5981 შეტყობინება მიიღო, რაც დღეში საშუალოდ 8 შეტყობინებას უდრის.

ლევან ახვლედიანი

06 დეკემბერი 2019, 14:28

საქართველო

ახვლედიანი: ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის სამართლებრივ დავაში გადაყვანა მოგვიწევს

ანაკლიის კონსორციუმს ვადა ეწურება. გაერთიანებამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს 120 მილიონი დოლარის ხელშეკრულებები და 400 მილიონიანი სასესხო შეთანხმება 16 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს. ჰყავს თუ არა კონსორციუმს მოძიებული მთავარი ინვესტორები და რა ბედი ელის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს?

კრისტიან ურსე

06 დეკემბერი 2019, 14:20

საქართველო

ევროსაბჭოს წარმომადგენელი: გვჯერა მხარეები გამოსავალს დიალოგის საფუძველზე მოძებნიან

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის აუცილებლობაზე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი საუბრობს. კრისტიან ურსე იმედოვნებს, რომ ამის პერსპექტივა არსებობს. „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 30 ნოემბერს გაიმართა. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

06 დეკემბერი 2019, 14:17

საქართველო

ქუთაისში ოპოზიციის მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს

ქუთაისში, კიკვიძის სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს ახლომდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავიდან კვერცხები დაუშინეს. ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ქუთაისში, კიკვიძის სკვერში არიან შეკრებილნი, საიდანაც აღმაშენებლის მოედნისკენ მსვლელობას გამართავენ.

თეატრალური ფესტივალი ბათუმი

06 დეკემბერი 2019, 13:49

კულტურა

ბათუმი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

ბათუმის პირველ საერთაშორისო ფესტივალში საერთაშორისო დირექტორთა/ექსპერტთა საბჭოს მიერ შერჩეული მსოფლიოში ცნობილი, გერმანული, ესპანური, იტალიური, პოლონური, უკრაინული და თურქული წამყვანი თეატრალური კომპანიები და დასები მონაწილეობენ.

მამუკა მდინარაძე

06 დეკემბერი 2019, 13:47

საქართველო

მდინარაძე: უმრავლესობა მყარად დგას, არ დაიშლება, „ნაცმოძრაობას“ ოცნება არ შეუსრულდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებაა, აქციებმა მთელი ქვეყანა მოიცვას, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მდინარაძის განცხადებით, ამ პარტიის ოცნება საპარლამენტო უმრავლესობის დაშლაც არის, თუმცა უმრავლესობა არ დაიშლება. “უმრავლესობა მყარად არის, ჩვენ ვთანხმდებით, რომ გუნდში განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ შეეხება“.

ზურაბ აბაშიძის შეხვედრა ჟურნალისტებთან

06 დეკემბერი 2019, 13:45

საქართველო

ზურაბ აბაშიძემ კონფლიქტების გაშუქების თემაზე ჟურნალისტებს ლექცია წაუკითხა

მედია აკადემიის ინფორმაციით, საუბრის თემა იყო როგორია საქართველოს საგარეო პოლიტიკა და რა როლი აქვს დიპლომატიურ სამყაროს კონფლიქტების მოგვარებაში, რა სირთულეები უძღვის ხოლმე პრაღაში „აბაშიძე-კარასინის“ მოლაპარაკებებს, რა შედეგები მოაქვს აღნიშნულ ფორმატს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.

ვივ ბოდიკოტი

06 დეკემბერი 2019, 13:44

ტაბლოიდი

62 წლის ქალმა მოურინიოს გამოსახულებით 38 ტატუ გაიკეთა

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ჟოზე მოურინიოს ერთი პერსონალური გულშემატკივარი გამოუჩნდა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია. The Sun-ის ცნობით, 62 წლის ვივ ბოდიკოტმა თავისი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე პორტუგალიელი მწვრთნელის გამოსახულებით 38 ტატუ გაიკეთა, რაც 2 ათას ფუნტზე მეტი დაუჯდა.

ვიქტორ დოლიძე

06 დეკემბერი 2019, 13:42

საქართველო

ვიქტორ დოლიძე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორ მარტინ შუეპს და ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორ ნიკოლას ფლორისს შეხვდა.

დიმიტრი ხუნდაძე

06 დეკემბერი 2019, 13:40

საქართველო

ხუნდაძე: ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის წინააღმდეგნი არიან, თუმცა არც ჩვენ ვართ ცოტა

უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მისი ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა ამის მიუხედავად, დეპუტატი „ხალხში გასვლას, ხელმოწერების შეგროვებას და საკუთარი ინიციატივის განხილვას აპირებს“. ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.