იმედისა და მაესტროს კადრები, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების დარბაზში გადაადგილება ჩანს
ფოტო: IMEDI
ტელეკომპანია "იმედმა" და "მაესტრომ" გადაიღეს კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან პარლამენტის სხდომათა დარბაზში "ევროპული საქართველოს" დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია.
როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება ამ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაასხეს, რის შემდეგადაც ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, უსაფრთხოების გამო, ტექნიკური შესვენების გამოცხადება სთხოვა.
ოპოზიციამ მანამდე უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა.
სხდომათა დარბაზში დაქცეული ნივთიერების გამო რადმენიმე ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მომხდართან დაკავშირებით Facebook-ზე მოძრაობა "სირცხვილიამ" გაავრცელა განცხადება და სხდომათა დარბაზში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობა აიღო.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ დღეს.
მანამდე იურიდიულმა კომიტეტმა 20-კაციანი სიიდან რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია, მათ შორის მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს.
კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კანდიდატურა მოხსნა, თუმცა პროცედურების მიხედვით ზაზა თავაძეს კენჭი ფორმალურად მაინც უყარეს. ირკვევა, რომ დაამტკიცებენ არა ცხრამეტს, არამედ იმდენს, რამდენიც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის ამ ეტაპზე აუცილებელია.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 09:34
ტექნოლოგიები
NASA-მ მთვარეზე პირველი ბაზის მშენებლობის გეგმის დეტალები გაამხილა
NASA-მ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა, 4 ამერიკული კომპანია კი შეიმუშავებს ტექნიკას რთულ პირობებში მუშაობისთვის. მაგალითად, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin 2 დასაჯდომ მოდულს შექმნის. ისინი ზედაპირზე სპეციალურ ყველგანმავლებს მიიტანენ, თავად ამ ბაგების შემუშავებით კი ფირმები Astrolab-ი და Lunar Outpost-ი არიან დაკავებულნი.
27 მაისი 2026, 09:22
ტექნოლოგიები
Ferrari-მ თავისი პირველი ელექტროკარი წარადგინა
Luce-ის ღირებულება ევროპაში 550 000 ევროს შეადგენს. Ferrari ელექტროკარზე წინასწარი შეკვეთების მიღებას უკვე ამ კვირაში დაიწყებს. მოდელი Apple-ის დიზაინის ყოფილ დირექტორთან, ჯონი აივთან და მის სააგენტო LoveFrom-თან თანამშრომლობით შეიქმნა.
27 მაისი 2026, 09:20
მსოფლიო
რუსეთმა ქალაქ ჩერნიგოვზე მასირებული თავდასხმა განახორციელა
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე მასირებული თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას ჩერნიგოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი ბრიჟინსკი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი: ბალტიის ქვეყნების ცა უსაფრთხო აღარ არის
ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ბალტიის ქვეყნების ცა უსაფრთხო აღარ არის.
27 მაისი 2026, 08:53
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„თქვენო აღმატებულებავ, ვსარგებლობ შესაძლებლობით და გისურვებთ ჯანმრთელობას, ოჯახურ ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - მშვიდობას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
27 მაისი 2026, 08:50
პოლიტიკა
მაროკოს მეფე მუჰამედ VI მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, თუ რაოდენ ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესების შესაბამისად“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
27 მაისი 2026, 08:45
პოლიტიკა
ბულგარეთის პრეზიდენტი ილიანა იოტოვა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„გულწრფელად ვუსურვებ ქართველ ხალხს კეთილდღეობას, ხოლო პირადად თქვენ - ჯანმრთელობას და თქვენს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებულ საქმიანობას. ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
27 მაისი 2026, 08:42
მსოფლიო
თურქეთის პოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდამჭერი აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა
თურქეთის ქალაქ იზმირში აქცია გაიმართა ოზგურ ოზელის მხარდასაჭერად, რომელსაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარეობა ჩამოერთვა.
27 მაისი 2026, 08:32
მსოფლიო
მედვედევი: ევროკავშირმა განაცხადა, რომ კიევში თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უცვლელად შეინარჩუნებს. როგორც ჩანს, მათ დიპლომატები ზედმეტი რაოდენობით ჰყავთ და მათი რაოდენობის შემცირება სურთ
„ევროკავშირმა განაცხადა, რომ, რუსეთის გაფრთხილებების მიუხედავად, კიევში თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უცვლელად შეინარჩუნებს. როგორც ჩანს, მათ დიპლომატები ზედმეტი რაოდენობით ჰყავთ და მათი რაოდენობის შემცირება სურთ“, - წერს მედვედევი.
27 მაისი 2026, 08:28
მსოფლიო
ისრაელის დარტყმებს ლიბანში ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელმა სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის მასშტაბი გააფართოვა. თავდაცვის ძალების განცხადებით, ოპერაციის მიზანი ჩრდილოეთ ისრაელში დრონებით თავდასხმების საფრთხის შემცირებაა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ დარტყმებს სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა.
27 მაისი 2026, 08:23
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული აბიტურიენტებისთვის დღეს ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა დღეს 14:00 საათზე დაიწყება და 1 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
27 მაისი 2026, 08:17
პოლიტიკა
ნათია თურნავას დღეს პარლამენტში მოუსმენენ
„ბევრი საკითხია, რაზეც შეკითხვები იქნება, ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებაზე, მაგრამ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მსოფლიო დონის იტალიური კომპანიის შემოსვლა საქართველოში. საქართველოს ეროვნული ბანკი იქნება ამ კომპანიის მთავარი პარტნიორი და, რასაკვირველია ამ თემებზე იქნება გამახვილებული ყურადღება. რამდენიმე მილიარდის ოდენობის ინვესტიცია არის მოსალოდნელი“, - ამბობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
27 მაისი 2026, 08:11
პოლიტიკა
გაეროს ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების გაძლიერება და დიპლომატიური დაწესებულებების მიმართ მუქარები დაგმეს
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი აგრესიული ომი და უზრუნველყოს მთელი თავისი სამხედრო ძალებისა და ტექნიკის სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
27 მაისი 2026, 08:03
საზოგადოება
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში გალა კონცერტით დასრულდა
დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს ორბელიანის მოედანმა და ალექსანდრეს ბაღმა უმასპინძლა. 26 მაისისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები თბილისის მსგავსად, საქართველოს ყველა რეგიონში საზეიმო გალა კონცერტებით დასრულდა.
27 მაისი 2026, 08:02
პოლიტიკა
შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრი: მეგობარ ქართველ ხალხს ვუგზავნი ჩემს გულთბილ მილოცვებსა და საუკეთესო სურვილებს. შრი-ლანკა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან მეგობრულ და გულითად ურთიერთობებს
„მოუთმენლად ველი თქვენს აღმატებულებასთან ერთად მუშაობას ორმხრივი ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისა და გაღრმავებისთვის, ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. ასევე, მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ჯანმრთელობა და წარმატება გისურვოთ, ასევე გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
27 მაისი 2026, 08:01
პოლიტიკა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი: გიგზავნით საუკეთესო სურვილებს თქვენი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით
„თქვენო აღმატებულებავ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და პირადად ჩემი სახელით, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს თქვენი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ თქვენს ქვეყანასა და FAO-ს შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია წერილში.
27 მაისი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც ანალოგიური ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
27 მაისი 2026, 01:24
მსოფლიო
აიათოლა მოჯთაბა ხამენეი: რეგიონის ქვეყნები და ტერიტორიები ამერიკული ბაზებისთვის ფარად აღარ გამოდგებიან
აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ თანამდებობის დაკავების შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები აშშ-ის სამხედრო ბაზებისთვის პლაცდარმად აღარ გამოდგებიან.
27 მაისი 2026, 00:33
მსოფლიო
ირანმა აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა
ირანმა აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „უხეშ“ დარღვევაში დაადანაშაულა და ისლამური რესპუბლიკის დაცვის პირობა დადო მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ძალებმა ირანულ სარაკეტო გამშვებებსა და კატარღებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს.
27 მაისი 2026, 00:06
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ისრაელი ლიბანში სტრატეგიულ ზონებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხრეთ ლიბანში ქვეყნის გაფართოებული სახმელეთო ოპერაციების შესახებ კომენტარი გააკეთა.


