imedi /  14 იანვარი 2020, 22:14 / სანდო წყარო

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 5 კანდიდატია წარდგენილი

გენერალური პროკურორი

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ხუთი კანდიდატი წარედგინა. ესენი არიან: გრიგოლ გაგნიძე, რაულ გამისონია, სოფიო შენგელია, პაატა გაბელია, ფიქრია ზირაქაშვილი.

პირველი კანდიდატი − ა(ა)იპ "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე წარადგინეს ორგანიზაციებმა: ა(ა)იპ "ანტიკორუფციული უსაფრთხოების და ხარისხის აუდიტის სამსახური", ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია", ა(ა)იპ "სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი" და ა(ა)იპ "მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო".

მეორე კანდიდატი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი რაულ გამისონია, წარადგინა შპს ,,ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიურმა და სამეცნიერო პერსონალმა.

მესამე კანდიდატი − შპს "კავკასიის უნივერსიტეტის" კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი სოფიო შენგელია წარადგინა შპს "კავკასიის უნივერსიტეტმა".

მეოთხე კანდიდატი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურიდიული კომპანია "სამართლის სახლის" ადვოკატი პაატა გაბელია წარადგინა ა(ა)იპ "სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა".

მეხუთე კანდიდატი - შპს "ჯი ფი აუთსორსინგის" იურისტი ფიქრია ზირაქაშვილი წარადგინა ა(ა)იპ "სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა".

"პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლეობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.

გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭო იწყებს ერთთვიან კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.

კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენლებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება.

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატს მესამედ შეარჩევს. ამ ფორმატით პირველი არჩევნები 2015 წელს გაიმართა.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

ყველა სიახლე

24 იანვარი 2020, 22:18

საქართველო

ხულოსა და შუახევის სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა რეგიონის მასშტაბით სრული დატვირთვით მუშაობს. ამ დროისთვის აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში 40 ერთეული ტექნიკა წმენდს გზებს. მუშაობას სამსახური გვიან ღამემდე გააგრძელებს.

ამირა გამყრელიძე

24 იანვარი 2020, 22:00

საქართველო

ამირან​ გამყრელიძ​ე: საქართველო კორონავირუსის გავრცელების დაბალი რისკის ზონაშია

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, საქართველო ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია. მისივე თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდეს.

ბოლივია კუბა

24 იანვარი 2020, 21:46

მსოფლიო

ბოლივიამ კუბასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა

ბოლივიის დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირეკო ნუესმა კუბასტან დიპლომატიური კავშირის შესახებ განაცხადა, ამის შესახებ რუსული მედია წერს. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი კუბის საგარეო მინისტრის მხრიდან გამოთქმული შეურაცხმყოფელი ფრაზები გახდა.

ლუკა მაისურაძე

24 იანვარი 2020, 21:20

სპორტი

ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრანპრი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 21 წლის მაისურაძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქეთის სახელით მოჭიდავე ქართველი ვანო რევაზიშვილი ვაზარით დაამარცხა, რომელიც ახლა ვედათ ალბაირაქის სახელით და გვარითაა ცნობილი.

კორონავირუსი

24 იანვარი 2020, 20:58

მსოფლიო

აშშ-ში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთიდან აშშ-ში დაბრუნებულ კიდევ ერთ ადამიანს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ვირუსის მეორე შემთხვევა ილინოისის შტატში გამოვლინდა. აშშ-ში საშიში ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ ცნობა 21 იანვარს გავრცელდა.

პრომოდი

24 იანვარი 2020, 20:53

ეკონომიკა

ქალის ტანსაცმლის ბრენდი Promod-ი საქართველოს ბაზრიდან გადის

ქალის ტანსაცმლის ფრანგული ბრენდი Promod-ი საქართველოს ბაზრიდან გადის. მაღაზიის დახურვის შესახებ ინფორმაცია ბრენდის Facebook-ზე გავრცელდა. Promod-ი Adress-ის ჯგუფშია, რომელიც საქართველოს ბაზარზე რამდენიმე უცხოური ბრენდის ოფიციალური შემომყვანია.

გიორგი შარვაშიძე

24 იანვარი 2020, 20:47

საქართველო

გიორგი შარვაშიძე: ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც რექტორის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება

მისი თქმით, დისერტაციაში გამოყენებული აქვს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც არის საჯარო დოკუმენტი და მისი გამოყენება სქოლიოში მითითების გარეშეა შესაძლებელი. შარვაშიძის განცხადებით, სქოლიოსთვის განკუთვნილ ადგილზე არა, თუმცა მას მაინც აქვს აღნიშნული, რომ ეს არის კოლექტიური შრომა.

24 იანვარი 2020, 20:26

საქართველო

ზურაბიშვილმა ისრაელის წარმატებული ქალები საქართველოში მოიწვია

სტუმრებმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პარალელურად მნიშვნელოვანია სხვადასხვა საზოგადოებრივ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება.

მოძრაობა გზებზე

24 იანვარი 2020, 20:07

საქართველო

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

კორონავირუსი

24 იანვარი 2020, 19:35

მსოფლიო

ჩინეთის მთავრობამ კარანტინი ხუბეის პროვინციის 13 ქალაქში გამოაცხადა

ჩინეთის მთავრობამ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო ხუბეის პროვინციის 13 ქალაქს შორის სატრანსპორტო მოძრაობა შეაჩერა. ამრიგად, კარანტინი 41 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო.ქვეყანაში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, ინფიცირებული კი 830 ადამიანია.

წყალბურთი

24 იანვარი 2020, 19:21

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეათე ადგილზე გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულა. მეცხრე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველი წყალბურთელები გერმანიის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში ერთბურთიანი სხვაობით, 8:9 დამარცხდნენ.

24 იანვარი 2020, 18:53

საქართველო

ზელიმხან წუწაშვილი: პანკისელი ვისური მუთოშვილს ოჯახი მკვლელზე შურისძიებას გეგმავს

პანკისში დაპირისპირებულ გვარებს შორის ერთი კვირის განმავლობაში დაწყებული მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დასრულდა.დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილის ოჯახის მხრიდან შურისძიება მხოლოდ იმ პირზე მოხდება, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობები 37 წლის ვისური მუთოშვილს მიაყენა.

ზურაბ ჯაფარიძე

24 იანვარი 2020, 18:41

ძალოვნები

„გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის მოყვანისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართა

პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.სარჩელი პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სასამართლოში დღეს შეიტანა. სადავოა 256-ე მუხლი.

რატი იონათამაშვილი

24 იანვარი 2020, 18:37

საქართველო

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი გახდა

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ახალ პრეზიდენტად დღეს გამართულ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე თხუთმეტმა დელეგატმა ერთადერთი კანდიდატი რატი იონათამიშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩია. იონათამიშვილმა ამ თანამდებობაზე შალვა მაისურაძე შეცვალა,

მადაგასკარი, წყალდიდობა

24 იანვარი 2020, 18:19

მსოფლიო

მადაგასკარზე წყალდიდობას 13 ადამიანი ემსხვერპლა

13 ადამიანი დაიღუპა და 19 დაიკარგა მადაგასკარზე ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო. მომხდარზე ინფორმაციას მადაგასკარის რისკების და სტიქიური მოვლენების მართვის ბიურო (BNGRC) სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კორონავირუსი

24 იანვარი 2020, 17:54

საქართველო

უხანში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება

ჩინეთში, ქალაქ უხანში სადაც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ამ დროისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ „ქრონიკას“ ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ განუცხადა. მისი თქმით ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ კი უხანი დატოვა და სხვა რეგიონებში გადაინაცვლა.

გერმანია სროლა

24 იანვარი 2020, 17:28

მსოფლიო

გერმანიაში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის ფედერაციულ მხარეში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა ქალაქ როტ-ამ-ზეში მოხდა. წინასწარი ცნობით, დაღუპულია 6 ადამიანი, რამდენიმე კი დაიჭრა. დამნაშავე დაკავებულია. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი და მისი მსხვერპლები ერთმანეთს იცნოდნენ.

Dior

24 იანვარი 2020, 17:20

ტაბლოიდი

Dior-მა ჩვენება საშვილოსნოს ფორმის პოდიუმზე გამართა

ინსტალაცია ამერიკელმა მხატვარმა და ფემინისტმა ჯუდი ჩიკაგო შექმნა. ის მორთული იყო იასამნისფერი ყვავილებით, კედლებში კი 3-მეტრიანი ბანერები განათავსეს, რომლებზე ეწერა: „რა იქნებოდა, ქალი რომ მსოფლიო იყოს", „ქალი რომ ღმერთი იყოს?“ და სხვ.

დოდო გუგეშაშვილი

24 იანვარი 2020, 17:10

ძალოვნები

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და თავისი შვილის მკვლელობის საქმე გაიხსნა

სამართალდამცველებმა, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1975 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური

24 იანვარი 2020, 16:46

საქართველო

პენიტენციური სამსახური: საპატიმროში ომბუდსმენის ვიზიტის გასაიდუმლოების ვალდებულება არ გვაქვს

„მედიასაშუალებების მხრიდან შემოსულ კითხვას იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია, პასუხი გასცეს. შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული“, - აღნიშნულია განცხადებაში.