imedi /  12 მაისი 2017, 09:20 / სანდო წყარო

მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ადასტურებს

ირაკლი კობახიძე
გიორგი მარგველაშვილი

ირაკლი კობახიძე
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. “იქნება კი საპრეზიდენტო არჩევნები და რა უფლებამოსილების პრეზიდენტი გვეყოლება საქართველოში?!“, - ამის შესახებ მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„არ გამიკეთებია განცხადება, რომ არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ და ამბობენ, რომ ვერ მოიგებსო. მათ თუ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ ჩემ შესახებ, ვიდრე მე მაქვს, არ ვიცი...“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის პოლიტიკურ გარიგებებზე არასდროს წავა. მარგველაშვილის თქმით, კონსტიტუციით მისი დაინტერესება პოლიტიკოსების მხრიდან „არასწორად იქნა ნათარგმნი“. პრეზიდენტი ამბობს. რომ იყო ასევე სატელევიზიო ეთერებით შეთავაზებები, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები იმ შემთხვევაში ჩატარდება პირდაპირი წესით, თუკი მისი განცხადებები მკვეთრი არ იქნება.

„პრობლემურია, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხდება. ეს არის ის, რომ ჩემი დაინტერესება კონსტიტუციით რაღაცნაირად იქნა ნათარგმნი იმ მხრივ, რომ ეს არის რაღაც ჩემი ინტერესი, როგორი საკონსტიტუციო მოდელი იქნება. რომ პირადად ჩემი ინტერესია, იქნება თუ არა პრეზიდენტი არჩეული პირდაპირ, რა უფლებამოსილებები ექნება და ეს უკავშირდება ასე ვთქვათ ჩემს პოლიტიკურ არჩევნებს. მეტიც პირდაპირ ეთერში შეთავაზებები იყო - თუ პრეზიდენტი არ გააკეთებს მკვეთრ განცხადებებს, მაშინ 2018 წელს იქნება არჩევნები და თუ ისე გამოვა, რომ ჩვენ არ მოგვეწონება, მაშინ არჩევნები არ იქნება. არასდროს, ქვეყნის უზენაესი კანონის ინტერესებიდან გამომდინარე, არ წავალ ამ პოლიტიკურ გარიგებებზე. ვინც წავა ასეთ გარიგებებზე, იცოდეთ, რომ ძალიან არასწორ ნაბიჯს დგამთ. კონსტიტუციასთან თამაში ეს არის ჩვენს მომავალთან თამაში, არა თანამდებობებთან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტ კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვებსაც გამოეხმაურა. მისი აზრით, კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვებზე ზოგიერთი „მოყვანილი ტაშის დამკვრელია“, მაგრამ ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან, რომელთა აზრი საინტერესოა.

„რა თქმა უნდა, როდესაც უყურებ დარბაზს ცოტა გამოცდილი თვალით, ხვდები - ერთად რომ სხედან, ტაშს რომ უკრავენ, მესიჯს რომ იღებენ, რომ დგებიან და ფურცლიდან კითხულობენ, ხვდები, რომ ეს მომზადებული ჯგუფია, მაგრამ ისინი რა, საქართველოს მოქალაქეები არ არიან?! “, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 15:04

რეგიონი

რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ძველი რუსთავის განახლების მასშტაბური პროექტი, 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებები და სოციალური პროგრამები განიხილეს

რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი მიულოცა და განცხადება გააკეთა.

28 მაისი 2026, 15:04

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანმა 27 მაისს ქუვეითის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რითაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ირანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს.

პატრიარქი შიო მესამე

28 მაისი 2026, 14:58

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე: ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების

ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ დავითგარეჯის მამათა მონასტერში ქადაგებისას.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:53

პოლიტიკა

გივი მიქანაძე გახარიას გუნდს: მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ. თქვენმა ღრმად პატივცემულმა გაქცეულმა ლიდერმა, უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში ერთი ხელის მოსმით გააუქმა

მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით გახარიას გუნდის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.

ანა პაულინა ლუნა

28 მაისი 2026, 14:53

მსოფლიო

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა ზელენსკის სამშვიდობო პროცესის შეფერხებაში სდებს ბრალს

ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო პროცესს აფერხებს.

28 მაისი 2026, 14:52

პოლიტიკა

„ადამიანს რომ დაიქირავებ, უნდა უთხრა მაინც, სად მიდის“ - ავტომობილის მძღოლი, რომელმაც 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს

ავტომობილის მძღოლი, რომელმაც 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს. მისი ამ განცხადების შემდეგ „დროა“-ს წევრმა შუშანა მაცაბერიძემ დაადასტურა, რომ მძღოლს ის ეკონტაქტებოდა და თანხაც მან გადაუხადა.

28 მაისი 2026, 14:50

პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანდაცვის მინისტრს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

,,გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, მოგვეცა შესაძლებლობა გვემსჯელა არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე. სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სამედიცინო სფეროს და გაზრდის მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

კახა კალაძე

28 მაისი 2026, 14:50

პოლიტიკა

კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს

„ფაქტი არის ძალიან მძიმე და დარწმუნებული ვარ, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან, გორში სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:49

საზოგადოება

გივი მიქანაძე: უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იყოს, არა მხოლოდ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისკენ, არამედ განათლების ხარისხის გაუმჯობესების, კვლევითი პოტენციალის გაძლიერების და უნივერსიტეტების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების უზრუნველსაყოფად

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იყოს, არა მხოლოდ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისკენ, არამედ განათლების ხარისხის გაუმჯობესების, კვლევითი პოტენციალის გაძლიერების და უნივერსიტეტების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების უზრუნველსაყოფად, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ საუბრისას.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:46

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა.

28 მაისი 2026, 14:41

სამართალი

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გაიმართა

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ანა არონიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე ბაჩანა ზარანდიამ და ტექნიკური სამსახურის თანამშრომელმა კოტე შამათავამ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

კახა კალაძე

28 მაისი 2026, 14:41

პოლიტიკა

კახა კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე. თუ დააკვირდით, ოპოზიციას საზოგადოებისთვის არანაირი ხედვა არ წარმოუდგენია, თუ რა გეგმა აქვს ქვეყანასთან დაკავშირებით. ისინი იბრძვიან მხოლოდ იმისთვის, თუ ვინ იქნება ოპოზიციის მთავარი წარმომადგენელი. რაც შეეხება სააკაშვილის მხრიდან რევოლუციურ სცენარზე საუბარს, ვინც კი კანონს დაარღვევს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კანონის ფარგლებში, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

28 მაისი 2026, 14:41

საზოგადოება

ვაზისუბანში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის - ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერი რეაბილიტირდა

ვაზისუბნის დასახლებაში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის, ექიმ ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობამ, დაახლოებით, 4 000 კვ. მეტრ ფართობზე აწარმოვა.

კახა კალაძე

28 მაისი 2026, 14:38

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები უკრაინასთან, პირიქით, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უკრაინასთან ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებას არ გაუმწვავებია და პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მხოლოდ მოპასუხისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იყო.

თორნიკე ფაღავა

28 მაისი 2026, 14:37

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: სწორად უწოდებენ სააკაშვილს ალიანსის წევრები „მაოხრებელ გზირს“, რამდენადაც, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში, ყოველთვის ცდილობს პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გატანას, საზოგადოების გახლეჩასა და რევოლუციური პროცესების განხორციელებას

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა ოპოზიციაში დაპირისპირებას აფასებს. მისი თქმით, ოპოზიციური ალიანსის წევრები მიხეილ სააკაშვილს „მაოხრებელ გზირს“ სწორად უწოდებენ.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:36

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე: 44 კითხვიდან 9 კითხვა აბსოლუტურად სცდება იმ მანდატს, რასაც განათლების სამინისტრო ემსახურება - ჩვენ პარლამენტში გვყავს ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რომელ სამინისტროს რა კითხვით უნდა მიმართონ

44 კითხვიდან 9 კითხვა აბსოლუტურად სცდება იმ მანდატს, რასაც განათლების სამინისტრო ემსახურება - ჩვენ პარლამენტში გვყავს ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რომელ სამინისტროს რა კითხვით უნდა მიმართონ, - აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში ინტერპელაციისას.

28 მაისი 2026, 14:33

მსოფლიო

The Guardian: დიდი ბრიტანეთი სასურსათო კრიზისისკენ მიექანება

დიდი ბრიტანეთი სასურსათო კრიზისისკენ მიექანება. სტატიას ამ სათაურით The Guardian-ი ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

28 მაისი 2026, 14:33

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე: ამაზე დიდი მტკიცებულება, რომ ისინი უცხოეთის გარკვეული წრეებიდან იმართებიან, რაღა უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაზე

„ყველა ცდილობს, რომ თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორ ერთადერთმა და განუმეორებელმა ლიდერმა ამ მოძრაობისა, იმიტომ რომ ეს ყველაფერ დანარჩენთან ერთად მატერიალურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული. ამით უნდათ აჩვენონ - მე ვარ ის მთავარი ფიგურა, რომლისკენაც უნდა იყოს მომართული დასავლეთის ზოგიერთი წრიდან თანხები. ეს 1 და 2 დოლარი არ არის, საუბარია მილიონობით დოლარზე. მათ საკუთარი ნება არ გააჩნიათ. ამაზე დიდი მტკიცებულება, რომ ისინი უცხოეთის გარკვეული წრეებიდან იმართებიან, რაღა უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაზე?“ - კითხულობს შარმანაშვილი.

ზვიად შალამბერიძე

28 მაისი 2026, 14:30

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე გორში მომხდარ ფაქტზე: დარწმუნებული ვარ, მომავალში თუ ვინმეს ექნება იმის მცდელობა, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგას და თავის უფლებამოსილებას გადაამეტოს, სახელმწიფო იქნება თავის სიმაღლეზე

მთავარია, რომ სახელმწიფომ მოახდინა დროული რეაგირება, აღკვეთოს მსგავსი შემთხვევა. შესაბამისად, როგორც იცით, 6 ადამიანია უკვე დაკავებული, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გორში მომხდარ ფაქტზე საუბრისას.

ზურაბ ჩხაიძე

28 მაისი 2026, 14:18

სამართალი

ზურაბ ჩხაიძე გორში ინციდენტისას დაზარალებულის შესახებ: აღენიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები - კონსულტაციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე

ექიმი-სპეციალისტების მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ მისი სტაციონარის პირობებში მკურნალობა, - განაცხადა გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ. მისი თქმით, შესაბამისი კონსულტაციებისა და კვლევების შემდეგ პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა.