imedi /  23 იანვარი 2020, 18:21 / სანდო წყარო

პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არ არსებობს

პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკი დაბალია, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დღის ქრონიკაშ“ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა. 

პაატა იმნაძის თქმით, საქართველოს ჩინეთის ქალაქ უხანთან პირდაპირი ფრენები არ აქვს, რაც ჩვენ ქვეყანაში დაავადების გავრცელების რისკს ამცირებს. 

„ჩვენ არ ვართ ისეთი მაღალი რისკის ქვეშ, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, რადგანაც ჩვენ პირდაპირი რეისები აღარ გვაქვს უხანთან საქართველოში. გამონაკლისი იყო პარიზი, სადაც არის 6 ფენა კვირაში. აღარ იქნება ეს ფრენებიც, იმიტომ რომ ჩაიკეტა უხანი“, - განაცხადა იმნაძემ.

მან კორონავირუსის ტექნიკური მხარეც განმარტა და ახსნა, რომ ამ ტიპის დაავადებები ადამიანსაც და ცხოველებსაც აქვთ. იმ შემთხვევაში თუ ცხოველის ვირუსის ფორმა ადამიანზე გადადის ის მძიმე ფორმით მიმდინარეობს. იმნაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია რომელი ცხოველის კორონავირუსმა გამოიწვია ახალი ვირუსის გავრცელება ჩინეთში. 

მისი განმარტებით, ვირუსს ჩვეულებრივი მძიმედ მიმდინარე რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ახასიათებს, მისგან ვაქცინა კი ამ ეტაპზე არ არსებობს. იმნაძემ მოქალაქეებს შეახსენა, რომ თუ ბოლო 2 კვირის განმავლობაში უხანში იყვნენ და გაციების სიმპტომები აქვს, ახალი ვირუსის გამოსარიცხად ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოს. 

იმნაძე ზუგდიდში 22 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ტრაგედიის სპეკულაციისთვის გამოყენება მიუღებელია. 

„დასავლეთ საქართველოში საზიზღარი ჭორები აგორდა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა საქართველოში, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. უკვე დადასტურებულია, რომ ეს იყო ბ-ტიპის გრიპის ვირუსი. სამწუხაროდ გავრცელდა ძალიან უსინდისო ტყუილები, რომ ეს იყო დაკავშირებული (კორონავირუსთან). არანაირი კავშირი არც ჩინეთთან, არც უხანთან არ ყოფილა. ტრაგედიის გამოყენება არ შეიძლება სპეკულაციისთვის“, - განაცხადა იმნაძემ.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 

ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 14:22

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება მიიღწევა კვალიფიციური კადრების მოზიდვით და შენარჩუნებით, ასევე საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა პროკურატურის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების, საკადრო პოლიტიკისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 14:11

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობდა უცხო ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სტრუქტურებთან როგორც ოპერატიულ, ისე სტრატეგიულ დონეზე

გენერალური პროკურორის თქმით, საანგარიშო პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მექანიზმები. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყანაში სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით მოთხოვნა გაიგზავნა 288 საქმეზე, ხოლო უცხო სახელმწიფოებიდან მიღებულ იქნა 1829 შუამდგომლობა. ამასთან, უცხოური ონლაინ მომსახურების მომწოდებლებისგან ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების მიზნით 209 მოთხოვნა გაიგზავნა, რომელთა 87 პროცენტი დაკმაყოფილდა.

24 ივნისი 2026, 14:11

პოლიტიკა

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

„2025 წელს განვაახლეთ სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი, რომლის მთავარ პრიორიტეტად დაზარალებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია, უსაფრთხოების განცდისა და კანონის უზენაესობის რწმენის გაძლიერება საზოგადოებაში და დანაშაულის პრევენცია რჩება“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.

24 ივნისი 2026, 14:09

მსოფლიო

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომები დაბომბა

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

24 ივნისი 2026, 14:00

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: პროკურატურა, მის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებზე სრული მოცულობით გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში დანაშაულების გამოვლენასა და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებაში

საქართველოს პროკურატურა, მის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებზე სრული მოცულობით გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში სპეციალური სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაულების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამოხელეო და კორუფციული დანაშაულების გამოვლენასა და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებაში - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტისთვის პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.

24 ივნისი 2026, 13:58

საზოგადოება

ლოგიკური და საჭირო ცვლილებაა და ქვეყნის ინტერესებს იცავს - გიდი ზაზა შიოშვილი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს აფასებს

„კანონში შესული ცვლილებები ძალიან დროული და საჭირო იყო. აქ ლაპარაკი არ არის მარტო სამუშაო ადგილების წართმევაზე. ელემენტარულად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ეს გიდები რა ინფორმაციას უყვებიან სტუმრებს, პირველ რიგში, ეგ არის მნიშვნელოვანი. როგორ წარადგენენ ჩვენს ქვეყანას. არა მგონია, რომ ქართველ გიდზე და საქართველოს მოქალაქეზე უკეთესად შეძლონ ამის გაკეთება. შესაბამისად, კულტურულ გიდებზე ნულოვანი კვოტირების საჭიროება ნამდვილად იდგა“, - აცხადებს ზაზა შიოშვილი.

24 ივნისი 2026, 13:55

პოლიტიკა

თამარ ზოდელავა: ჩვენ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვართ - სტუმრები ეცნობიან ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებს

ფორუმის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება ნიშნავს საქართველოსა და ჩვენი ხელისუფლების წარმატებული რეფორმების განხორციელების აღიარებას. აუცილებელია, ეს რეფორმები გავაზიაროთ და საფუძველი ჩავუყაროთ ახალ ინიციატივებს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ საჯარო მმართველობას და სერვისების ხელმისაწვდომობას, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „POSTV“-ის ეთერში.

24 ივნისი 2026, 13:47

რეგიონი

დავით სონღულაშვილმა შპს „ჰერბიას“ მეურნეობა დაათვალიერა

დავით სონღულაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან აგროწარმოების განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სასათბურე მეურნეობების შექმნის ხელშეწყობაა. დახურულ გრუნტში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდა უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრების არა სეზონურად, არამედ უწყვეტად მომარაგებას. შესაბამისად, არაერთი პროგრამა მუშაობს აღნიშნული მიმართულების განვითარებისთვის.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 13:45

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: 2025 წელს მზარდი იყო კორუფციულ დანაშაულზე რეაგირების შედეგები

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას კორუფციულ დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2025 წელს მზარდი იყო კორუფციულ დანაშაულზე რეაგირების შედეგები.

ლევან ჟორჟოლიანი

24 ივნისი 2026, 13:44

ეკონომიკა

ლევან ჟორჟოლიანი: 12 ქსელს ექნება ვალდებულება, რომ განათავსონ საუკეთესო ფასები ekalata.gov.ge-ის პორტალზე, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის იქნება შედეგის მომტანი

„მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ. ასევე, ეს წაახალისებს, მათ შორის კონკურენციას აღნიშნულ 12 ქსელში. აღნიშნულ ქსელებს ექნებათ ვალდებულება, რომ განათავსონ საუკეთესო ფასები პორტალზე. FMCG-ის სექტორის წილი არის 14 მლრდ ლარი 2025 წლის მონაცემებით, ხოლო ორგანიზებული ბაზრის წილი - 64%. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის იქნება შედეგის მომტანი“,- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 13:32

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის წლიური შედეგები ცხადყოფს სწორი და შედეგიანი მეთოდების გამოყენების პრაქტიკას. ,,კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა 18 პირის მიმართ დაიწყო, რაც 260%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს

„2025 წელს მკვეთრად გავზარდეთ გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ შედეგიანი ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია მისი მმართველი რგოლის მიმართ მართლმსაჯულების დროული და უპირობო აღსრულება. პროკურატურა ქმედითად იყენებდა უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმებს ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენის, მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების დანერგვისა და პოზიტიური გამოცდილების გაზიარებისთვის“,-განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინი

24 ივნისი 2026, 13:30

მსოფლიო

The Wall Street Journal: რუსეთი ბელარუსზე ზეწოლას ახდენს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნას

რუსეთი ცდილობს ბელარუსთან სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმაოს და ქვეყანა უკრაინაში მიმდინარე ომში ახალი ფრონტის გასახსნელად გამოიყენოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

24 ივნისი 2026, 13:26

რეგიონი

დავით სონღულაშვილი წყალტუბოში ლურჯი მოცვის კრეფის და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო

„საქართველოში მოცვის ინტენსიური წარმოება სულ რამდენიმე წლის წინ დაიწო. დღეისათვის, სახელმწიფოს ხელშეწყობით და კერძო სექტორის მონდომებით, ქართული მოცვი კონკურენტუნარიანია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, მოთხოვნადია და აქტიურად გადის ექსპორტზე. მწარმოებლებს ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპზე აქვთ, მათ შორის ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებში მონაწილეობის და ქართულ მოცვზე მოთხოვნის გაზრდის ხელშეწყობას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

24 ივნისი 2026, 13:09

საზოგადოება

მუხიანის აგარაკებზე არსებული ქუჩების მოწესრიგება და წყალარინების ქსელის მოწყობა გრძელდება

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე არსებული ქუჩების მოწესრიგებას და წყალარინების ქსელის მოწყობას აქტიურად განაგრძობს.

24 ივნისი 2026, 13:07

რეგიონი

ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში სკრინინგის აქცია გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და დაავადებათა პრევენციაზე ორიენტირებულ სკრინინგ კამპანიას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მორიგი სკრინინგ აქცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.

24 ივნისი 2026, 13:04

საზოგადოება

ვაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

წყნეთში, ჯავახიშვილისა და ნაძვების ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 13:01

სამართალი

გენერალური პროკურორი: თუკი ჩახუნაშვილი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი

„ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ჩახუნაშვილს - მან არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და ამის გამო სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, ვინაიდან კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია. ამიტომ, თავისთავად, მიესაჯა ის სასჯელი, რაც მიესაჯა“.

24 ივნისი 2026, 12:49

საზოგადოება

სამგორის რაიონში, ქინძმარაულის მეორე შესახვევში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება

მისი თქმით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქინძმარაულის II შესახვევის N4-დან ზურაბ იარაჯულისა და ქინძმარაულის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

24 ივნისი 2026, 12:47

სამართალი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ხოლო ერთ პირს, რომელმაც შეთანხმებაზე უარი განაცხადა, ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 11 პირის მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ერთწლიან საპატიმრო სასჯელსა და სამწლიან პირობით მსჯავრს ითვალისწინებს. ხოლო, ერთ-ერთ პირს, საბა კორძაიას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, წელიწადი და ექვსი თვით საპატიმრო სასჯელი და სამწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. პროკურორის განცხადებით, ის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მსჯავრდებული იყო.

დონალდ ტუსკი პეტერ მადიარი რობერტ ფიცო

24 ივნისი 2026, 12:43

მსოფლიო

The Telegraph: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი აფერხებენ

The Telegraph-ის ცნობით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე გამართული მრავალსაათიანი განხილვების დროს პროგრესის შეზღუდვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის პოზიცია დასახელდა.