imedi /  13 თებერვალი 2020, 14:33 / სანდო წყარო

დონალდ ტუსკი გიგი უგულავას დაკავებას ეხმიანება

დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი

შეშფოთებული ვარ უგულავას გასამართლებით და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით, - ამის შესახებ დონალდ ტუსკი Twitter-ზე წერს. 

ევროსაბჭოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სასამართლო სისტემის გამოყენება არ შეიძლება.

„მმართველმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, კანონის უზენაესობა არსებითია" - წერს დონალდ ტუსკი, რომელიც ამჟამად „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარეა.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა. 2018 წელს საქალაქო სასამართლომ ყოფილ მერს აღნიშნულ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და სასამართლომ სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში 10 თებერვალს გადაიყვანეს.

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2020, 11:58

მსოფლიო

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილმა ორმა გემმა გეზი სირიის სანაპიროს მიმართულებით აიღო

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილმა ორმა ფრეგატმა, სირიის სანაპიროს მიმართულებით აიღო გეზი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ალექსეი რულევზე დაყრდნობით ავრცელებს.

კანადა

28 თებერვალი 2020, 11:55

ტაბლოიდი

კანადა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის უსაფრთხოებას აღარ დაიცავს

კანადის მთავრობა არ უზრუნველყოფს სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას უსაფრთხოებას მას შემდეგ, რაც ისინი სამეფო ოჯახს გამოეყოფიან. მას შემდეგ, რაც პრინცი ჰარი და მისი მეუღლე კანადში გადავიდნენ საცხოვრებლად, მათ დაცვას კანადის პოლიცია უზრუნველყოფდა. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახს ოფიციალურად 31 მარტს დატოვებენ. კანადა ვალდებული იყო, მათი უსაფრთხოება დაეცვა თუმცა ეს მას შემდეგ შეწყდება, რაც მათი სტატუსი შეიცვლება.

28 თებერვალი 2020, 11:43

მსოფლიო

თურქეთის მოთხოვნით ნატო საგანგებო კონსულტაციებს გამართავს

თურქეთის მოთხოვნით ნატო საგანგებო კონსულტაციებისთვის შეიკრიბება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ნატოს საგანგებო კონსულტაციის მოწვევა ნატოს წესდების მე-4 მუხლის თანახმად მოხდება. სირიაში იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა.

თორნიკე რიჟვაძე

28 თებერვალი 2020, 11:37

საქართველო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: რეგიონში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეგიონის მასშტაბით სიტუაცია იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი,- ამის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ.

განათლების სამინისტრო

28 თებერვალი 2020, 11:16

საქართველო

სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი იწყება

უწყების ცნობით, ელექტრონული ფორმით ტესტირება 6 და 7 მარტს 4 სესიად ჩატარდება ( დღეში 2-2 სესია). პირველი სესია 09:00 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე დაიწყება და მისი ხანგრძლივობა 4 საათი იქნება. რაც შეეხება მხედველობის პრობლემების მქონე დირექტორობის მსურველებს, მათ დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცემათ.

ბორკილები

28 თებერვალი 2020, 11:08

ძალოვნები

ქუთაისში „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის თანამფლობელია, კერძო მეწარმეებთან არსებული ვალების გამო ბიზნესპარტნიორთან წარმოქმნილი ფინანსური დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ - ბ.კ.-სა და რ.ძ.-ს მიმართა.

საჩხერის სასტუმრო

28 თებერვალი 2020, 11:05

საქართველო

ჩინეთიდან ჩამოსულმა საქართველოს სამმა მოქალაქემ საჩხერის საკარანტინო ზონა უკვე დატოვა

საჩხერეში, სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში, ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქიდან სამმა დაწესებულება უკვე დატოვა. სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის, მაია ხელაძის თქმით, აღნიშნულმა პირებმა სასტუმრო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ნებართვის საფუძველზე დატოვეს და საკუთარ საცხოვრებლებში თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მარინა ეზუგბაია

28 თებერვალი 2020, 10:51

საქართველო

ინფექციური საავადმყოფოს 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 28 ადამიანი რჩება. კლინიკის დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხდადებით, ვირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გამოკვლეულთაგან 11 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და მათ უახლოეს საათებში საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ. 9 პაციენტის ანალიზი აღებულია და ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზეა გადაგზავნილი.

28 თებერვალი 2020, 10:40

ძალოვნები

სოფელ დარჩელში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. Imedinews-ის ინფორმაციით, ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახური

28 თებერვალი 2020, 10:39

საქართველო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ავსტრიის პოლიციის ატაშეს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ახალ ატაშეს საქართველოში გერალდ რიხარდ ჰიორმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ბელარუსი

28 თებერვალი 2020, 10:07

მსოფლიო

ბელარუსში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ბელარუსში კორონავისურის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსი ირანელ ტურისტს დაუდგინდა. ლიეტუვაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 39 წლის ქალს აქვს, რომელიც იტალიის ქალაქ ვერონიდან დაბრუნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახური

28 თებერვალი 2020, 09:53

ძალოვნები

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე ოთხი ადამიანი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში, სხვა პირებთან ერთად, დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და სახელფასო ცნობები ერთ -ერთ კომერციულ დაწესებულებაში თითქოსდა მუშაობის შესახებ, რომლებიც შემდგომში, სხვადასხვა პირმა, საბანკო დაწესებულებებში კრედიტის მისაღებად გამოიყენა.

28 თებერვალი 2020, 09:34

ძალოვნები

ქობულეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ინფორმაციით, 1983 წელს დაბადებული ა.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 09:28

მსოფლიო

ლიეტუვაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ლიეტუვაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული ქალია, რომელიც სამშობლოში რამდენიმე დღის წინ იტალიიდან დაბრუნდა. ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, დაავადებული საავადმყოფოში, იზოლირებულ ბლოკში დაკვირვების ქვეშ ორშაბათიდან იმყოფება და მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

ამინდი

28 თებერვალი 2020, 09:15

საქართველო

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 2 მარტიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევარში იწვიმებს, ხოლო მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი. დედაქალაქში დღეს უნალექო ამინდია ნავარაუდები, ხოლო მთლიანად საქართველოში გამოდარებას სინოპტიკოსები 2 მარტიდან ელოდებიან.

თელავი

28 თებერვალი 2020, 09:01

საქართველო

კახეთში, სოფელ თეთრწყლებში ხანძარი ლოკალიზებულია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში 10-მდე მეხანძრე-მაშველი პრევენციის მიზნით იმყოფებოდა. თეთრიწყლების შემდეგ, გუშინ საღამოს ხანძრის ახალი კერა გაჩნდა თელავის სოფელ აკურაშიც. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. სტიქიის ეპიცენტრში სალიკვიდაციო სამუშაო დღეს დილიდან განახლდა.

ნათია თურნავა

28 თებერვალი 2020, 09:00

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი ბაქოში იმყოფება

ეკონომიკის მინისტრი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ბაქოში იმყოფება, სადაც შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, მიქაელ ჯაბაროვთან. მხარეებმა ერთობლივი ლოგისტიკური და ენერგეტიკული პროექტები განიხილეს, რომლებიც, მინისტრის შეფასებით, საერთო დერეფნის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. ნათია თურნავა ბაქოში სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდება.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 08:56

ტექნოლოგიები

რა არის კორონა და რით განსხვავდება სხვა ვირუსებისგან?

რა არის კორონა და რით განსხვავდება სხვა ვირუსებისგან? სპეციალისტები განმარტავენ, როდესაც გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კორონავირუსი გაქვთ და არც დაინფიცირება ნიშნავს აუცილებლად მძიმე შედეგს. როგორც ყველა სხვა გრიპს, კორონასაც აქვს რისკ ჯგუფები და წესები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და მკურნალობას ექვემდებარება. 33 ათასზე მეტი გამოჯანმრთელების შემთხვევაა მსოფლიოს მასშტაბით.

ენგური

28 თებერვალი 2020, 08:50

საქართველო

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა 7 აპრილამდე შეზღუდა

კორონავირუსის გამო, სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმებმა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაკეტეს. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა 7 აპრილამდე შეზღუდა. ე.წ.-მა მესაზღვრეებმა უკან დააბრუნეს ტურისტებიც, რომელთაც უთხრეს, რომ კორონავირუსის გამო კარანტინია და აფხაზეთში ვერ შეუშვებდნენ.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 08:40

მსოფლიო

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსმა 44 ადამიანი იმსხვერპლა

კორონავირუსის მსხვერპლი იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში დაავადებამ 44 ადამიანი იმსხვერპლა. საერთო ჯამში კი გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 ათას 788-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 78 ათას 832-ს შეადგენს. 2 ათას 22-მდე გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაში. იქ ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.