imedi /  20 თებერვალი 2020, 17:44 / სანდო წყარო

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევას საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმიანება, რომელსაც imedinews-ი უცვლელად გთავაზობთ.

„2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა.

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში.

ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“,- წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც გააკეთა. მაიკ პომპეომ რუსეთს მსგავსი ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერ შეტევა რუსეთმა განახორციელა.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 20 თებერვალს განაცხადეს.

ყველა სიახლე

04 მარტი 2026, 23:14

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: ეს შეხვედრა უდაოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე გამართა. ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია მნიშვნელოვან შეხვედრებს მომდევნო დღეებშიც გამართავს.

კეროლაინ ლევიტი

04 მარტი 2026, 23:03

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: თეთრ სახლში გვყავდა ძალიან სულელი და არაკომპეტენტური ლიდერი, რომელმაც ჩვენი საუკეთესო იარაღის დიდი ნაწილი უფასოდ გადასცა შორს მდებარე სხვა ქვეყანას, სახელად უკრაინა

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა და სამხედრო გადაწყვეტილებები მკაცრად გააკრიტიკა.

შალვა პაპუაშვილი

04 მარტი 2026, 22:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: კონფლიქტითა და საომარი მოქმედებებით დაფარულ ქვეყნებში, სადაც ფრენები აღარ არის, საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც დააორგანიზა საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა

კონფლიქტითა და საომარი მოქმედებებით დაფარულ ქვეყნებში, სადაც ფრენები აღარ არის, საქართველო ერთადერთი სახელმწიფო არის, რომელმაც დააორგანიზა საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა ამ რეგიონიდან. უკვე შესრულდა ორი ფრენა, მესამე ფრენაც შესრულდება და ყველა მოქალაქე, ვისაც აქვს ამის საჭიროება, ჩვენს ხელისუფლებას გამოჰყავს ამ რეგიონიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

შალვა პაპუაშვილი

04 მარტი 2026, 22:51

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამ დროს ერთადერთი და მთავარი, რაც შეიძლება იყოს, არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა, რომ ხელი შევუწყოთ მშვიდობას და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სახელმწიფო

„ის, რაც ხდება რეგიონში, მოქმედებს ჩვენზე, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონის ყველა ქვეყანასთან, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, გვქონდეს შესაბამისი კონტაქტები, კავშირი და ურთიერთობა", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში "ღამის კურიერი".

შალვა პაპუაშვილი

04 მარტი 2026, 22:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რომ უწყვეტი მშვიდობის დეკადა გვაქვს მაშინ, როდესაც ყველა ლოგიკით ომში უნდა ვყოფილიყავით სხვადასხვა მომენტში, ბოლო 14 წლის განმავლობაში

„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, მოშლილია. ის, რაზეც საუბარი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ არსებობს რაღაც ჩარჩო, ეს ჩარჩო რეალურად აღარ არსებობს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას.

04 მარტი 2026, 22:38

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: დავასრულეთ შეხვედრა ენდრიუ ბეიკერთან, განვიხილეთ ძალიან ფართო სპექტრი საკითხებისა. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა

ახლახან დავასრულეთ შეხვედრა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ბატონ ენდრიუ ბეიკერთან, შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

ეკა სეფაშვილი

04 მარტი 2026, 22:20

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ურთიერთობები უფრო დინამიკური გახდეს და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებას ჩაეყაროს საფუძველი, რომელიც კონკრეტულ შედეგებში აისახება

ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ურთიერთობები უფრო დინამიკური გახდეს და [აშშ-სთან] სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებას ჩაეყაროს საფუძველი, რომელიც კონკრეტულ შედეგებში აისახება, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 მარტი 2026, 22:18

მსოფლიო

ზელენსკი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე: უკრაინას შეუძლია დაეხმაროს სიცოცხლის დაცვასა და სიტუაციის სტაბილიზაციაში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ ინიციატივას აანონსებს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის ირანული საფრთხეების წინააღმდეგ გამოცდილების გაზიარებასა და დახმარებას გულისხმობს.

ვახტანგ თოფურია

04 მარტი 2026, 22:10

პოლიტიკა

ვახტანგ თოფურია სამხარაძე-ბეიკერის შეხვედრაზე: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ენდი ბეიკერი, ტრამპის ადმინისტრაციაში „რუხი კარდინალია“, ის აყალიბებს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის საგარეო პოლიტიკურ აზროვნებას

ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, ვაშინგტონში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძისა და მარკო რუბიოს მოადგილის, ენდრიუ ბეიკერის შეხვედრას, სოციალურ ქსელში აფასებს.

ვლადიმირ პუტინი

04 მარტი 2026, 21:43

მსოფლიო

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა არ დაელოდოს ევროკავშირის მიერ დაწესებულ ვადებს და ევროპულ ბაზრებს გაზის მიწოდება დროზე ადრე შეუწყვიტოს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა არ დაელოდოს ევროკავშირის მიერ დაწესებულ ვადებს და ევროპულ ბაზრებს გაზის მიწოდება იმაზე ადრე შეუწყვიტოს, ვიდრე ეს ბრიუსელს აქვს დაგეგმილი.

04 მარტი 2026, 21:28

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომაში, რომელიც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

მაკა ბოჭორიშვილი

04 მარტი 2026, 21:22

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: იმ სიტუაციაში, როდესაც შუა დერეფანი იძენს იმ დატვირთვას, რა დატვირთვაც შეიძინა თუნდაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდგომ, ან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების პირობებში, ამის უგულებელყოფა წარმოუდგენელია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში "დღის ქრონიკა" ისაუბრა რეგიონის წინაშე მდგარ ისტორიულ შანსზე, იქცეს უმნიშვნელოვანეს დერეფნად და უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ადგილად, არამარტო დაკავშირებადობის კუთხით, არამედ ეკონომიკური პროექტების მიმართულებით.

მაკა ბოჭორიშვილი

04 მარტი 2026, 21:15

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და შუა დერეფანზე, აქ რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული თითოეულ ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობები

„პოლიტიკური და ამ შემთხვევაში ეკონომიკური საკითხები ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ის ეკონომიკური საკითხები უკავშირდება, რა თქმა უნდა, დიდ პოლიტიკას და ამას ერთმანეთისგან ვერ განვასხვავებთ და განვაცალკევებთ ამ შემთხვევაში. საუბარი იყო იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელ პროექტზეც ხშირად გვესმის, TRIPP-ს (ტრამპის მარშრუტი) ვგულისხმობ. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მოგვაწოდა ინფორმაცია თუ რა განხილვები მიმდინარეობს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით აშშ-თან, აზერბაიჯანთან და ზოგადად როგორ წარმოუდგენიათ ამ პროექტის განხორციელება, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

04 მარტი 2026, 20:57

პოლიტიკა

სიტყვით გამიჯნული, საქმით მხილებული - ლევან ცუცქირიძე, „ნაცმოძრაობის“ დავალებების შემსრულებელი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი პოლიტიკური სახის ძველი პოლიტიკური მორჩილება - ლევან ცუცქირიძის როლი 2007 წლის მოვლენების შემდეგ სააკაშვილის რეჟიმის საერთაშორისო იმიჯის გათეთრებაში.

04 მარტი 2026, 20:55

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ვიქტორ ორბანი დამარცხდება. რას ნიშნავს ეს გზავნილი უნგრეთის არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მორიგი მცდელობა - უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ვიქტორ ორბანის პარტია არჩევნებში დამარცხდება. თბილისში ამბობენ, რომ სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა მიუღებელია.

04 მარტი 2026, 20:53

პოლიტიკა

პარლამენტმა გრანტებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარლამენტმა გრანტებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა. ეს იმას ნიშნავს, რომ გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა იქნება საჭირო.

პიტ ჰეგსეტი

04 მარტი 2026, 20:47

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ირანთან ომი, შესაძლოა, 8 კვირას გაგრძელდეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ირანთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ვადებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპერაცია, შესაძლოა, იმაზე მეტხანს გაგრძელდეს, ვიდრე მანამდე ვარაუდობდნენ.

04 მარტი 2026, 20:42

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე - საკითხზე პარლამენტში პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თავდასხმა თავისუფალ მედიაზე - პლენარულ სხდომაზე პარლამენტში პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. ამ კონტექსტში უმრავლესობისთვის შემთხვევითი არ არის ბორის ჯონსონის გამოჩენა; როგორც აღმოჩნდა, ბრიტანეთის მთავრობის უსაფუძვლო გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში მხარდამჭერი მხოლოდ გიორგი გახარიას პარტია ჰყავს.

04 მარტი 2026, 20:36

მსოფლიო

CNN: CIA მუშაობს ქურთული ძალების შეიარაღებაზე, რათა ირანში აჯანყება გამოიწვიოს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) მუშაობს ქურთული ძალების შეიარაღებაზე, რომლის მიზანიც ირანში სახალხო აჯანყების პროვოცირებაა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

04 მარტი 2026, 20:33

პოლიტიკა

პოზიტიური გზავნილები ამერიკიდან - საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ტრამპის ადმინისტრაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება.