აჭარის ტელევიზია პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დატოვა
ფოტო: არქივი
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთმა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად დატოვა. თბილისის ბიუროს რეპორტიორის ნინო ხოზრევანიძის განცხადება, გათავისუფლების შესახებ დირექტორმა უკვე დააკმაყოფილა.
ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. Imedinews-ის ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის გუნდს ვახო ხუზმიაშვილი და ნინო ხაჟომია ხვდება.
"ბატონო გიორგი, რომ ვფიქრობდე გაუაზრებლად აზიანებთ მაუწყებელს, თქვენთან დალაპარაკებას ვცდიდი, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, როგორ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევთ, ანადგურებთ მაუწყებლის იდეას. პროცესები იმდენად შეუქცევადია, რომ აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის, თქვენს ქუდქვეშ ყოფნა მიუღებელია ჩემთვის. 21 თებერვალს ვნახეთ, როგორ მოარგეთ კონკურსი ბაკალავრის დიპლომის მქონე ვახო ხუზმიაშვილს, რომლის დანიშვნაზეც წინასწარ ვიცოდით. 20 თებერვალს განვითარებული მოვლენები კი სცდება ყოველგვარ მორალურ ზღვარს. მაუწყებლის ნგრევის პროცესში, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და ნათია ზოიძის იძულებით წასვლით გაგრძელდა, იცით, რომ თქვენ ხართ რიგითი შემსრულებელი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი დროებითია და თქვენი ქმედებებისთვის პასუხისგება მოგიწევთ", - დაწერა ნინო ხოზრევანიძემ წერილში, რომელიც გიორგი კოხრეიძეს გაუგზავნა და სთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვისთვის ემზადება. ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირი შესაბამის დოკუმენტზე მუშაობს, რომელსაც დირექციას ხვალ წარუდგენს. მათი მთავარი მოთხოვნა არის შრომითი უფლებების დაცვა და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია.
ყველა სიახლე
21 მაისი 2026, 17:16
რეგიონი
აჭარის უმაღლეს საბჭოში, მინისტრის საათის ფორმატში,სოფლის მეურნეობის მინისტრი წარდგა. კანონმდებლებმა, ასევე მოისმინეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ანგარიში
აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, კანონმდებლებმა დავით გაბაიძისთვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყარეს კენჭი. ინფორმაციას აჭარის უმაღლეს საბჭო ავრცელებს.
21 მაისი 2026, 17:14
რეგიონი
გიორგი ჯინჭარაძე: ხელოვნება და კულტურა არის ის ძალა, რომელიც არ ცნობს ხელოვნურ ბარიერებს, მავთულხლართებსა და გამყოფ ხაზებს
„ეს ღონისძიება „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში იმართება და არის ჩვენი იდენტობის ზეიმი, ჩვენი ენის, ტრადიციებისა და იმ სულიერი ერთობის განმტკიცება, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ყველას, რომ აფხაზეთი ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და, რაც მთავარია, ის ჩვენი გარდაუვალი მომავალია“.
21 მაისი 2026, 17:06
სპორტი
მთელი ქვეყნის მასშტაბით რაგბის ტექნიკური ცენტრების პროექტები აქტიურ ფაზაშია
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფონდი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს რაგბის კავშირთან და მუნიციპალიტეტებთან, რათა პროექტები მომავალშიც გაგრძელდეს და მაქსიმალურად მეტი ქალაქი მოვიცვათ“, - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შონიამ.
21 მაისი 2026, 17:00
მსოფლიო
CNBC: არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ახალი ნავთობსადენის დაახლოებით 50% აშენებულია
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ახალი ნავთობსადენის დაახლოებით 50% უკვე ააშენა. ინფორმაციას CNBC აბუ-დაბის სახელმწიფო სანავთობო კომპანიის გენერალურ დირექტორზე სულთან აჰმედ ალ ჯაბერზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 მაისი 2026, 16:55
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან - ერჟან სადენოვთან შეხვედრა გამართა.
21 მაისი 2026, 16:53
კულტურა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის (TAF 2026) გახსნას ღონისძიების ორგანიზატორთა მიწვევით დაესწრო
თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის მიზანია თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი და საერთაშორისო სახელოვნებო სფეროების დაკავშირება.
21 მაისი 2026, 16:50
სპორტი
20-წლამდე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ხუთივე სტადიონის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
სტადიონებზე მოეწყობა უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნების გამძლეობასა და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.
21 მაისი 2026, 16:37
საზოგადოება
ComCom-მა „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 2500 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, კანონით გათვალისწინებული მინიმალური სანქციით - 2500 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის პერიოდს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ „ფორმულას“ ახალი ამბების პროგრამებში იკვეთებოდა წამყვანებისა და ჟურნალისტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელების, მიუკერძოებლობისა და ბალანსის დაცვის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები.
21 მაისი 2026, 16:36
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. პროკურორებმა შეხვედრა თბილისის N115 N176, N 51 და N215 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
21 მაისი 2026, 16:34
მსოფლიო
Reuters: სირია „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დაპატიჟეს
სირია ივნისში საფრანგეთში გასამართ „დიდი შვიდეულის“ სამიტში სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 მაისი 2026, 16:24
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს, გიორგი ოქროშიძე უხელმძღვანელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, პირველ მოადგილესთან, პაატა კილაძესთან ერთად, ვალის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელმძღვანელის პოზიციაზე, გიორგი ოქროშიძე წარუდგინა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
21 მაისი 2026, 16:02
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, დათესვა მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, დათესვა მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა.
21 მაისი 2026, 15:45
სამართალი
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში იზაბელა კასტროჯიოვანის შეხვდა
პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მირანდა მელქაძე ესწრებოდნენ.
21 მაისი 2026, 15:35
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლებისათვის ონლაინ ფორმატში საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის 22 მაისიდან დაიწყებს, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
21 მაისი 2026, 15:27
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოში, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმე ზ. მ.-ის (მისამართი: წყალტუბო, სოფელი მაღლაკი) აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
21 მაისი 2026, 15:15
საზოგადოება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს ეხმიანება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს ეხმიანება.
21 მაისი 2026, 15:12
მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერის ბრძანებით, გამდიდრებული ურანი ქვეყანაში უნდა დარჩეს
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ ახალი დირექტივა გამოსცა, რომლის თანახმადაც გამდიდრებული ურანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ უნდა გაიტანონ და ის ქვეყანაში უნდა დარჩეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
21 მაისი 2026, 15:04
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას სტრატეგიას უწუნებს და ამბობს რომ, მათი ქმედებები რეალობას აცდენილია
„ოპოზიციის ლექსიკაც, რიტორიკაც, ქმედებებიც, დიდი ნაწილი სრულიად აცდენილია ყველაფერს. ჩვენი მთავრობის წევრები მართავენ ბევრ სფეროს, მაგალითად - უკრაინაში. სიძლიერე არის ის, რასაც მე და ჩემი თანამებრძოლები განვასახიერებთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
21 მაისი 2026, 15:01
პოლიტიკა
დღეს ხურვალეთში ვალია ვანიშვილს დაკრძალავენ
დღეს ხურვალეთში ვალია ვანიშვილს დაკრძალავენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ იმ სახლში, რომელიც მან და მისმა მეუღლემ დათა ვანიშვილმა არ მიატოვეს,
21 მაისი 2026, 14:57
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ICG-ის ანალიტიკური შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში შექმნილი კრიზისი თბილისის პასუხისმგებლობა არ არის და ბრიუსელს საკუთარი მიდგომების გადახედვა სჭირდება
დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG) მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც საქართველოში უკვე დიდი ხანია საუბრობენ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში შექმნილი კრიზისი თბილისის პასუხისმგებლობა არ არის და ბრიუსელს საკუთარი მიდგომების გადახედვა სჭირდება, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.


