გრიგოლ ვაშაძე: ელიზაბეთ რუდთან ვახშამზე ხელისუფლებასთან არავითარი შეთანხმება არ მიღწეულა
გრიგოლ ვაშაძე
ფოტო: Facebook
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.
ხელისუფლების წარმომადგენლებიდან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ასევე დემოუკიდებელი დეპუტატები გია ჟორჟოლიანი, მარიამ ჯაში და თამარ ჩუგოშვილი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, და „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი.
„საუბარი ეხებოდა პოლიტიკურ თემებს. არავითარი შეთავაზებები არ გაკეთებულა და არ მიგვიღია. არავითარი შეთანხმება არ ყოფილა. კონკრეტული საკითხები არ წამოჭრილა, ვინაიდან შეხვედრის დასაწყისშივე ყველამ დააფიქსირა, რომ იგივე პოზიციებზე რჩება. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი არ გაიმართება, ვინაიდან ჯერჯერობით თემა არაა სალაპარაკო“, - განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებაზე, რომელიც მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გულისხმობს. მათი თქმით, ხელისუფლებამ უგულავას დაკავებით, წითელი ხაზი გადაკვეთა, ამიტომ დიალოგის რეჟიმში დაბრუნებას არ აპირებენ.
უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 16:22
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
27 მაისი 2026, 16:13
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი დამოუდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი დამოუდებლობის დღეს ულოცავს
27 მაისი 2026, 16:07
ჯანდაცვა
ზაზა ლომინაძე: ევროპის ქვეყნებში დღესდღეობით არ არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი
დღესდღეობით ევროპის ქვეყნებში არსად არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი. იქაც, ისევე როგორც ჩვენთან, მხოლოდ განხილვა მიმდინარეობს ამა თუ იმ მედიკამენტის შეტანის თაობაზე, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
27 მაისი 2026, 16:03
პოლიტიკა
ესპანეთის მეფე ფილიპე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „მიიღეთ ბატონო პრეზიდენტო, ჩემი საუკეთესო სურვილები პირადი კეთილდღეობისათვის, ასევე მშვიდობისა და საქართველოს ძვირფასი ხალხის წინსვლისათვის“
ესპანეთის მეფე ფილიპე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
27 მაისი 2026, 15:48
მსოფლიო
ანგელა მერკელი: 10 წლის შემდეგ უკრაინაში ომი, იმედია, უკვე დასრულებული იქნება
„10 წლის შემდეგ უკრაინაში ომი, იმედია, უკვე დასრულებული იქნება - თანაც ისე, რომ უკრაინა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა“, - განაცხადა მერკელმა.
27 მაისი 2026, 15:47
პოლიტიკა
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელინი, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოსა და შვეიცარიას ორმხრივი ურთიერთობის მდიდარი ტრადიცია აქვთ. საერთაშორისო სამართლისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა კვლავაც რჩება ჩვენს საუკეთესო ორიენტირად ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვის საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები მომავალ წლებში კონსტრუქციულად განვითარდება. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
27 მაისი 2026, 15:45
მსოფლიო
Euronews: ტოქსიკური შეტყობინებები ინტერნეტში ევროპაში კვლავ ფართოდ არის გავრცელებული და ადამიანებს მათი სამიზნე პოლიტიკური შეხედულებების, რასისა და იდენტობის ნიშნით ხდებიან
Eurostat-ისა და ონლაინ სიძულვილის ევროპული ობსერვატორიის უახლესი მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირის მომხმარებელთა თითქმის ნახევარი ინტერნეტში მტრულ და დამამცირებელ კონტენტს წააწყდა. ტოქსიკურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ირლანდიაში, უნგრეთში, ფინეთსა და სლოვაკეთში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მშვიდი გარემო ლატვიაში, საბერძნეთში, გერმანიასა და ლიეტუვაში.
27 მაისი 2026, 15:38
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა
სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა. შვედეთი, ფინეთი და სხვა ქვეყნები სასკოლო კვებას განათლების სისტემის ნაწილად განიხილავენ და არა „მშიერი ბავშვების დაპურებად“, როგორც ამას ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
27 მაისი 2026, 15:27
სამართალი
პროკურატურამ გორში მომხდარი პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ - ქვე პუნქტით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ გამოძიების შედეგების შესახებ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 მაისი 2026, 15:24
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა. მოთხოვნად საგნებს შორის ასევე არის ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ფიზიკა, ლიტერატურა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
27 მაისი 2026, 15:12
პოლიტიკა
„გირჩის“ წევრი ლევან ჯგერენაია: ნაცვლად იმისა, რომ გაიაზრონ რატომ არ გამოდის ხალხი აქციებზე და ეგ პრობლემა მოაგვარონ, თავს იტყუებენ და სხვებსაც ატყუებენ, რომ აქციაზე გამოსულების რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ტელევიზორში ბევრი უყურებდა და ეს ადასტურებს, რომ პროტესტი არსებობს ხალხში და მხარს გვიჭერენო
ნაცვლად იმისა, რომ გაიაზრონ რატომ არ გამოდის ხალხი აქციებზე და ეგ პრობლემა მოაგვარონ, თავს იტყუებენ და სხვებსაც ატყუებენ (სხვებს ატყუებენ ხოლმე ძირითადად), რომ აქციაზე გამოსულების რაოდენობა კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ტელევიზორში ბევრი უყურებდა და ეს ადასტურებს, რომ პროტესტი არსებობს ხალხში და მხარს გვიჭერენო, - ასე ეხმაურება „გირჩის“ წევრი ლევან ჯგერენაია ოპოზიციის აქციას.
27 მაისი 2026, 15:01
მსოფლიო
Reuters: ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პარტიის სათავო ოფისში ანტიკორუფციულმა პოლიციამ რეიდი ჩაატარა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის „სოციალისტური პარტიის“ სათავო ოფისში ანტიკორუფციულმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 14:54
მსოფლიო
მედია: გერმანიაში მზადდება კანონპროექტი, რომელიც სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებს დააკისრებს ვალდებულებას, უპირატესობა მიანიჭონ სახელმწიფოს მიერ სანდოდ შეფასებულ მედიასაშუალებებს
გერმანული მედიის ცნობით, გერმანიაში მზადდება კანონპროექტი, რომელიც სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებს დააკისრებს ვალდებულებას, უპირატესობა მიანიჭონ სახელმწიფოს მიერ სანდოდ შეფასებულ მედიასაშუალებებს.
27 მაისი 2026, 14:44
მსოფლიო
უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ბრუნდება
უნგრეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონს, რომლის საფუძველზე ბუდაპეშტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დაბრუნდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 14:44
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ხელისუფლება როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ მოქმედებს და იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან სწორედ ეს არის უზენაესი ღირებულება
26 მაისს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ვიზეიმეთ და მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს მივულოცო დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში საეტაპო მნიშვნელობისაა, დღე, რომელიც გახლავთ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ქვაკუთხედი და საძირკველი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
27 მაისი 2026, 14:33
რეგიონი
ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ოქროს მედალოსანი მოსწავლეები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა
ფოთის ცენტრალურ მოედანზე, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ოქროს მედალოსანი მოსწავლეებისა და კოლეჯ „ფაზისის“ წარჩინებული სტუდენტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
27 მაისი 2026, 14:31
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი შაჰინის განცხადებაზე: რაც არ უნდა კარგი სურვილები და ოცნებები ჰქონდეთ, ისინი უბრალოდ ოცნებებად და სურვილებად რჩება და როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ეს გეოპოლიტიკური თამაშები, სამწუხაროდ, ზოგჯერ უბრალოდ გადაყლაპავს ხოლმე ზოგიერთ სახელმწიფოს
„რაც არ უნდა კარგი სურვილები ჰქონდეთ, რაც არ უნდა კარგი ოცნებები ჰქონდეთ, ეს ოცნებები და სურვილები უბრალოდ ოცნებებად და სურვილებად რჩება და როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ეს გეოპოლიტიკური თამაშები, სამწუხაროდ, ზოგჯერ უბრალოდ გადაყლაპავს ხოლმე ზოგიერთ სახელმწიფოს და საერთოდ გაანადგურებს ხოლმე სახელმწიფოს. ამას ვაკვირდებით ჩვენ უკრაინის მაგალითზე და ეს იყო ალბათ მთავარი გაკვეთილი და დასკვნა, რაც ყველამ უნდა გამოვიტანოთ, რომ ლამაზ სიტყვებს კი არ უნდა დავუჯეროთ, ოცნებებით კი არ უნდა გაგვაბრუოს ვინმემ, არამედ უნდა შევხედოთ, რა არის რეალობა, რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს და აი რეალობიდან და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ფრთხილად, მოზომილად გადავდგათ ნაბიჯები“, - მიიჩნევს მახაშვილი.
27 მაისი 2026, 14:23
მსოფლიო
ტონი ბლერი: არ მჯერა, რომ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპაში შეჭრას კვლავ შეეცდება
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროპაში შეჭრას კვლავ შეეცდება.
27 მაისი 2026, 14:11
პოლიტიკა
ლიკა შარტავა: 26 მაისი გვახსენებს, რომ თავისუფლება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, დამოუკიდებლობა კი ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება, დაცვა და მომავალ თაობებზე ღირსეულად გადაცემა სჭირდება
არის თარიღები, რომლებიც მხოლოდ ისტორიის ნაწილად არ რჩება - ისინი ერის ხასიათად, მეხსიერებად და პასუხისმგებლობად იქცევა. 26 მაისი სწორედ ასეთი დღეა საქართველოსთვის. დღე, რომელიც თითოეულ ქართველს გვახსენებს, რის ფასად მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. 26 მაისი არის დღე, რომელიც აერთიანებს თაობებს, ტკივილსა და იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე გვაკისრია, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლიკა შარტავამ.
27 მაისი 2026, 14:09
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ნამდვილად, საქართველო და მისი პოლიტიკური სისტემა იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას, რომელიც პატივს სცემს საკუთარ სახელმწიფოსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს
ეს ადამიანები ისევ ილუზიებში არიან. არჩევნები 2028 წელს ჩატარდება. ამიტომ, არჩევნებზე მოწოდებები და მინიშნებები აზრს მოკლებულია, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.


