imedi /  30 მაისი 2017, 10:19 / სანდო წყარო

იუსტიციის საბჭოზე მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია არასამთავრობოებმა ჩაშალეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშობის მე-5 ანგარიში უნდა წარედგინათ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს". თუმცა არასამთავრობოებმა პროტესტის ნიშნად დაგეგმილი პრეზენტაცია ჩაშალეს.

"სისტემაში კრიზისი ნათელია. ჩვენ მშვიდად ვერ ვისაუბრებთ სასამართლოს მუშაობაზე, მაშინ როცა ის კორპორაციული უწყება ხდება. სისტემაში სერიოზული კრიზისია, დროა ამ კრიზს ყველამ თვალი გაუსწოროს. უმძიმესი მდგომარეობის ნათელი მაგალითი იყო გუშინ მიხეილ ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ გამწესება", - განაცხადა საიას ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობილია, რომ ანგარიშში მესამე სექტორი არაერთ ხარვეზზე ამახვილებს ყურადღებას.

"საბჭოში რეალური დისკუსიების დეფიციტია. დაბალია საბჭოს სხდომების გამჭვირვალობის ხარისხი. მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი ტოვებდა კონკურსის პროცესისადმი საბჭოს მხოლოდ ფორმალური მიდგომის შთაბეჭდილებას. ბოლო 2 წლის განმავლობაში საბჭომ სკოლაში მისაღები კონკურსი მხოლოდ ერთხელ ჩაატარა. პრობლემაა სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის კრიტერიუმებისა და პროცედურების დაუდგენლობა. დისციპლინური საჩივრების განხილვის დაყოვნება სერიოზული საფრთხის შემცველია სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობისთვის,"- ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობოები იუსტიციის საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავენ და მათი გათვალისწინების იმედი აქვთ.

ყველა სიახლე

გიტანას ნაუსედა

27 მაისი 2019, 10:24

მსოფლიო

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრალური ბანკის ბორდის ყოფილმა წევრმა, ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა. მან ხმათა 65,86% დააგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ევროპარლამენტი

27 მაისი 2019, 10:16

მსოფლიო

კორუფციული სკანდალის გამო გადაყენებული რიგის ყოფილი მერი ევროპარლამენტში აირჩიეს

ლატვიაში პარტია "თანხმობის" ლიდერი ნილ უშაკოვი, რომელიც აპრილის დასაწყისში კორუფციული სკანდალის გამო რიგის მერის პოსტიდან გადააყენეს, ევროპარლამენტის წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

27 მაისი 2019, 10:13

საქართველო

„ჯორჯიან მანგანეზი“ მაღაროელებისადმი შეთავაზების დეტალებს ავრცელებს

26 მაისს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირები გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ, სადაც კომპანიის მხრიდან მაღაროელებისთვის შეთავაზებული იყო შემდეგი წინადადებები: 2019 წლის 1-ელი ივლისიდან, რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის დაწყებისთანავე, ხელფასის 25%-იანი, ეტაპობრივი ზრდა.

ჯონ ბოლტონი

27 მაისი 2019, 10:07

მსოფლიო

ფხენიანში ჯონ ბოლტონს „ომის ფანატიკოსი“ უწოდეს

ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ოფიციალური ფხენიანი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა გაეროს რეზოლუციების დარღვევაში დაადანაშაულა. „გაეროს რეზოლუცია კრძალავს ნებისმიერი ტიპის ბალისტიკური რაკეტის გაშვებას. სწორედ ამიტომ, ჩრდილოეთ კორეის ცდები, რა თქმა უნდა, არის დარღვევა“, - აღნიშნა ჯონ ბოლტონმა.

დავით გარეჯი

27 მაისი 2019, 09:54

საქართველო

28 მაისს გარეჯში სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების საპროტესტო აქცია გაიმართება

"გარეჯში ჩვენ გვერდით იქნებიან საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები და მიწიდან, რომელიც ქართველებისთვის წმინდა და შეუფასებელია, ეტყვიან ისტორიულ სამშობლოს აზერბაიჯანს და მსოფლიოს, რომ ძმობას და მეგობრობას საზღვრები არ აქვს,"- ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

27 მაისი 2019, 09:38

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ხუან-იგნასიო ლონდეროს დაუპირისპირდება

ლონდერო კლასიფიკაციაში 79-ე ადგილზეა. მისი დამარცხების შემთხვევაში ბასილაშვილი მეორე წრეში გერმანელ მიშა ზვერევსა და ფრანგ რიშარ გასკეს შორის მოგებულს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

მეგან მარკლი

27 მაისი 2019, 09:15

ტაბლოიდი

მედია: პრინცესობამდე მეგან მარკლისთვის ცნობილი დიზაინერები სამოსს არ ქმნიდნენ

როგორც მარტინი ჰყვება მეგანი არ ითვლებოდა უმაღლესი რანგის მსახიობად და მისი პოპულარობა არც ისე დიდი იყო. ამერიკელ მსახიობს ბევრი მუშაობა უწევდა იმისთვისაც, რომ როლები მიეღო. თუმცა, სიტუაცია ახლა რადიკალურად შეიცვალა.

სამხედროები

27 მაისი 2019, 09:05

მსოფლიო

ამერიკელები ხსოვნის დღეს აღნიშნავენ

ხსოვნის დღე ამერიკაში პირველად სამოქალაქო ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ 1868 წელს გაიმართა. ამერიკის სამოქალქო ომში 600 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ხსოვნის დღე ზაფხულის არდადეგების არაოფიციალურ დასაწყისად ითვლება.

27 მაისი 2019, 08:50

მსოფლიო

ევროპარლამენტში ორმა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ უმრავლესობა დაკარგა

ლაპარაკია „ევროპის სახალხო პარტიასა“(EPP) და სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფზე (S&D). თუმცა, ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში ძლიერი პოზიციები ექნებათ მწვანეთა პარტიებს. ახალ პარლამენტში პოზიციები გაიმყარეს ლიბერალებმაც. განსაკუთრებით კი, ლიბერალურმა ჯგუფმა „ალდე.“

ნინო ლომჯარია

27 მაისი 2019, 08:45

საქართველო

ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა კომიტეტში ანგარიშს წარადგენს

"ყველაზე კრიტიკულად მაინც შეფასებულია საქართველოს პროკურატურის საქმიანობა და საგამოძიებო მიმართულება. რაც შეეხება პროგრესს, ოჯახში ძალადობის მიმართულებით თუ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით ნამდვილად გვაქვს გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ბიუროს სხდომა

27 მაისი 2019, 08:40

საქართველო

პარლამენტში მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს წარადგენენ

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს. ცვლილებების თანახმად, სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება.

ლაგოდეხის ნაკრძალი

27 მაისი 2019, 08:33

საქართველო

მდინარეში მოსწავლის გადავარდნის გამო დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

"დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები,"- წერია განცხადებაში. მანამდე „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა.

ვენახი

27 მაისი 2019, 08:29

საქართველო

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

დაზიანებულია ვენახები და ერთწლიანი კულტურები. ქარმა მოგლიჯა ხეები, რის გამოც საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეაფერხა.ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. სპეციალური კომისია მუშაობას დღეს დაიწყებს.

ლაშა გურგულიანი

27 მაისი 2019, 08:25

სპორტი

ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საჩემპიონო ქამრისთვის ქართველი 69კგ. წონით კატეგორიაში WBF World Super Welterweight ვერსიით ეგვიპტელ მოკრივეს მსოფლის ჩემპიონ ანდრეას ვალავანისს დაუპირისპირდა. ლაშა გურგულიანმა ბრძოლა ერთპიროვნული უპირატესობით წარმართა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

დავით საგანელიძე

27 მაისი 2019, 08:24

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დავით საგანელიძეს მოუსმენენ

"მინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტიდან ვიწყებთ თემატურ მოკვლევას სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო პროცესი, რათა გავაანალიზოთ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობა," - განაცხადა დეპუტატმა ნინო წილოსანმა.

ალექსის ციპრასი

27 მაისი 2019, 08:12

მსოფლიო

საბერძნეთის პრემიერმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

ციპრასის სოციალისტური პარტია საბერძნეთის ლიბერალ-კონსერვატიულმა პარტია „ახალმა დემოკრატიამ“ დაამარცხა. "სირიზამ" 24% მიიღო, მაშინ როდესაც „ახალმა დემოკრატიამ“ 33% მოიპოვა.

გიორგი როსტიაშვილი

27 მაისი 2019, 08:04

კულტურა

საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გიორგი როსტიაშვილი წარადგენს. ვიდეო

ის საბავშვო მუსიკალური კონკურსის „რანინას“ფარგლებში გამოვლინდა.საბავშვო ევროვიზიას წელს პოლონეთი მასპინძლობს. ის 2019 წლის 24 ნოემბერს ჩატარდება. საბავშვო ევროვიზია 2018 პოლონელმა როქსანა ვეგიელმა მოიგო.

ფინეთის ნაკრები

27 მაისი 2019, 00:56

სპორტი

ფინეთი ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ფინეთის ნაკრებმა ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კანადის ნაკრებს 3:1 სძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინელთა რიგებში თავი დუბლით გუნდის კაპიტანმა მარკო ანტილამ გამოიჩინა, კიდევ ერთი გოლი კი თავდამსხმელის იანე პესონენის ანგარიშზეა, კანადელების ერთადერთი გოლი ჟოზე ტეოდორმა გაიტანა.

სალომე ზურაბიშვილი

27 მაისი 2019, 00:53

საქართველო

ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს და ლიეტუვას მტკიცე პარტნიორობა აკავშირებთ. ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრალური ბანკის ბორდის ყოფილი წევრი, ეკონომისტი გიტანას ნაუსედა 74%-ით იმარჯვებს. ნაუსედას მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ინგრიდა შიმონიტეამ 26% მოაგროვა.

ლაგოდეხის პოლიცია

27 მაისი 2019, 00:37

ძალოვნები

ლაგოდეხში მდინარეში გადავარდნილი მოსწავლის პოვნას სავარაუდოდ მყვინთავები შეეცდებიან

სამაშველო ოპერაციაში ხვალ დილიდან შესაძლოა, მყვინთავებიც ჩართონ. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადები და პოლიცია რჩება. ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა. Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ექსკურსიაზე მყოფთა ნაწილი შესაძლოა, თბილისში გამოკითხონ.